"ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ფეისბუქის პირად გვერდზე ფოტოებს ავრცელებს, რომელზეც ასახულია, მისი და მისი მეგობრების "ქეიფი კაპოტზე". ამ ჟესტით ხოშტარიამ, თიანეთის არჩეულ მერს თამაზ მეჭიაურს მიბაძა, რომელმაც მშობლიურ რაიონში "ქართული ოცნების" კანდიდატზე გამარჯვება, სწორედ კაპოტზე "თითო ჭიქის დალევით" იზეიმა.
"ეგებ შემდეგზე მეც მოვიგო (თუნდაც ერთი ხმით). ეხლა კი ღირსეულ წაგებას ვზეიმობთ" - წერს ელენე ხოშტარია ფოტოების კომენტარში.
შეგახსნებთ, ელენე ხოშტარია მერობის კანდიდატებს შორის მეოთხე ადგილზე გავიდა ხმების 7,09 %-ით.