სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალ გუნდს თბილისში უკეთესი მდგომარეობა დახვდება, ვიდრე ჩვენ, როცა ჩავიბარეთ" - როგორ აფასებს დავით ნარმანია მერობის სამნახევარ წელს
"ახალ გუნდს თბილისში უკეთესი მდგომარეობა დახვდება, ვიდრე ჩვენ, როცა ჩავიბარეთ" - როგორ აფასებს დავით ნარმანია მერობის სამნახევარ წელს

და­ვით ნარ­მა­ნია თბი­ლი­სის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თით­ქმის 4-წლი­ან მუ­შა­ო­ბას აჯა­მებს. ნარ­მა­ნია ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმე­ტე­სო­ბა შე­ას­რუ­ლა და ახალ მერ­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას თბი­ლის­ში გა­ცი­ლე­ბით უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბას უტო­ვებს, ვიდ­რე პი­რა­დად მას, მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­ვი­სას დახ­ვდა.

მი­მა­ვა­ლი მერი იმა­საც ამ­ბობს, რომ 21 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში თბი­ლი­სის ამომ­რჩე­ველ­მა მკა­ფიო პა­სუ­ხი გას­ცა ბრალ­დე­ბას, იყო თუ არა დე­და­ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლი უნი­ა­თო.

რა გა­ა­კე­თა და რისი გა­კე­თე­ბა ვერ შეძ­ლო, რა გა­მოწ­ვე­ვებს უტო­ვებს ახალ მერს და რო­გო­რია მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი - "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" და­ვით ნარ­მა­ნი­ას­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა:

- ბა­ტო­ნო და­ვით, თავ­და­პირ­ვე­ლად ზო­გა­დი შე­ფა­სე­ბა მინ­და გთხო­ვოთ მე­რის პოსტზე თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორ მემ­კვიდ­რე­ო­ბას უტო­ვებთ კახი კა­ლა­ძეს თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში? რა სირ­თუ­ლე­ე­ბი დახ­ვდე­ბა ახალ მერს და მის გუნდს და რა დახ­ვდე­ბათ მათ გა­კე­თე­ბუ­ლი?

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახალ გუნდს თბი­ლის­ში გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა დახ­ვდე­ბა, ვიდ­რე ჩვენ დაგ­ვხვდა, როცა ჩა­ვი­ბა­რეთ თბი­ლი­სი. კარ­გად მახ­სოვს, თა­ვის დრო­ზე საკ­მა­ოდ ბევ­რი სა­ბო­ტა­ჟი, რო­მელ­საც ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი და მათი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი გვი­წყობ­დნენ. მახ­სოვს, დე­ფი­ცი­ტუ­რი ბი­უ­ჯე­ტი 300-მი­ლი­ონ ლა­რამ­დე, რო­მე­ლიც ჩვენ დავძლი­ეთ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. დღეს გა­ცი­ლე­ბით უფრო კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ქა­ლაქ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც ბევ­რი პრობ­ლე­მა მო­იხ­სნა. მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლი, ეს არის ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში სა­ცო­ბე­ბის­გან გან­ტვირ­თვის­თვის პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე ორ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბის აღ­დგე­ნა. შინ­დი­სი-კრწა­ნი­სის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა, რო­მელ­მაც ასე­ვე ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი გან­ტვირ­თა სა­ცო­ბე­ბის­გან. მე­ო­რე მხრივ, ეს არის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რი, სა­დაც ადრე აბ­სო­ლუ­ტუ­რად უძ­რა­ო­ბა იყო და დღეს ჩვე­ნი ქა­ლა­ქის ერთ-ერთი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია.

პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე მუდ­მი­ვად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სა­ცო­ბე­ბი არ­სე­ბობ­და და დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ევ­რო­პუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ქუჩა გვაქვს, თა­ვი­სუ­ფა­ლი მოძ­რა­ო­ბი­თა და სა­ვე­ლო­სი­პე­დე ბი­ლი­კით. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი იყო სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში. ჩვენ 12 ახა­ლი სა­ბავ­შვო ბაღი ავა­შე­ნეთ, 13 ბაღი მშე­ნებ­ლო­ბის სტა­დი­ა­ზეა, რო­მელ­საც ახა­ლი გუნ­დი გა­აგ­რძე­ლებს. ეს ბა­ღე­ბი მომ­დევ­ნო წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­იხ­სნე­ბა, მი­ი­ღებს და­მა­ტე­ბით ბავ­შვებს და ამით მეტი კმა­ყო­ფი­ლი ოჯა­ხი დარ­ჩე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი - ჩვენ ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა დაგ­ვხვდა, როცა ავ­ტო­ბუ­სე­ბის პარ­კი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი იყო და დღეს ავ­ტო­ბუ­სე­ბის ¼ გა­ნახ­ლე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბით. ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც ახალ მერს უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა დახ­ვდე­ბა. ასე­ვე მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლია მეტ­როს ვა­გო­ნე­ბის 1/3, მა­შინ რო­დე­საც მათ აბ­სო­ლუ­ტურ უმე­ტე­სო­ბას მი­ლი­ო­ნი კი­ლო­მეტ­რი ჰქონ­და გავ­ლი­ლი. გა­რე­მონტდა ორი მეტ­რო­სად­გუ­რი, სამი - რე­მონ­ტის სტა­დი­ა­ზეა. ასე რომ, ქა­ლაქ­ში გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ვიდ­რე ჩვენ სამი წლის წინ ჩა­ვი­ბა­რეთ.

- თქვე­ნი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბი და სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და: კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, ტრან­სპორ­ტის ეფექ­ტუ­რი სის­ტე­მის შექ­მნას, პარ­კი­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, და­სუფ­თა­ვე­ბი­სა და ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ფხვრას, ჯან­სა­ღი ეკო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მოს ფორ­მი­რე­ბას, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ადაპ­ტა­ცი­ას შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი­სათ­ვის და დე­და­ქა­ლა­ქი­სათ­ვის სა­ჭი­რო სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა, მაგ­რამ ქა­ლაქ­ში კვლავ რჩე­ბა პრობ­ლე­მე­ბი სა­ცო­ბე­ბის, პარ­კი­რე­ბის, ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის და ყვე­ლა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. რა­ტომ ვერ შე­ძე­ლით სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მი­სა და და­პი­რე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა?

- მა­გი­და­ზე მი­დევს ჩემი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა. შე­გიძ­ლი­ათ თქვენც ნა­ხოთ და ჩავ­ყვეთ პუნ­ქტე­ბის მი­ხედ­ვით ჩემს სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბებს. მე ამას მუდ­მი­ვად ვუ­ყუ­რებ­დი, რათა რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და საკ­ვან­ძო სა­კი­თხი არ გა­მომ­რჩე­ნო­და. ჩემი სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმე­ტე­სო­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. მე ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი და­პი­რე­ბე­ბი არ გა­მი­ცია. გა­ვე­ცი ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დი და­პი­რე­ბე­ბი. გარ­და ორი-სამი და­პი­რე­ბი­სა, და­ნარ­ჩე­ნი და­პი­რე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. ქა­ლაქ­ში პრობ­ლე­მე­ბი ახ­ლაც არის, მა­ნამ­დეც იყო და მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბა. ქა­ლა­ქი ისე­თი ორ­გა­ნიზ­მია, რომ რაც არ უნდა ბევ­რი რე­სურ­სი გქონ­დეს და ბევ­რი აკე­თო, მა­ინც ყო­ველ­თვის სა­დღაც რა­ღაც სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად: ვერ ვი­ტყვი, რომ რა­ღაც უხე­ში ან გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შეც­დო­მა და­ვუშ­ვი - ასე­თი არ მქონია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ახალ გუნდს თბილისში უკეთესი მდგომარეობა დახვდება, ვიდრე ჩვენ, როცა ჩავიბარეთ" - როგორ აფასებს დავით ნარმანია მერობის სამნახევარ წელს

"ახალ გუნდს თბილისში უკეთესი მდგომარეობა დახვდება, ვიდრე ჩვენ, როცა ჩავიბარეთ" - როგორ აფასებს დავით ნარმანია მერობის სამნახევარ წელს

დავით ნარმანია თბილისის მერის თანამდებობაზე თითქმის 4-წლიან მუშაობას აჯამებს. ნარმანია ირწმუნება, რომ საარჩევნო დაპირებების აბსოლუტური უმეტესობა შეასრულა და ახალ მერსა და ადმინისტრაციას თბილისში გაცილებით უკეთეს მდგომარეობას უტოვებს, ვიდრე პირადად მას, მერის თანამდებობაზე არჩევისას დახვდა.

მიმავალი მერი იმასაც ამბობს, რომ 21 ოქტომბრის არჩევნებში თბილისის ამომრჩეველმა მკაფიო პასუხი გასცა ბრალდებას, იყო თუ არა დედაქალაქის ხელმძღვანელი უნიათო.

რა გააკეთა და რისი გაკეთება ვერ შეძლო, რა გამოწვევებს უტოვებს ახალ მერს და როგორია მისი სამომავლო გეგმები - "ინტერპრესნიუსმა" დავით ნარმანიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

- ბატონო დავით, თავდაპირველად ზოგადი შეფასება მინდა გთხოვოთ მერის პოსტზე თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით. როგორ მემკვიდრეობას უტოვებთ კახი კალაძეს თბილისის მერიაში? რა სირთულეები დახვდება ახალ მერს და მის გუნდს და რა დახვდებათ მათ გაკეთებული?

- მნიშვნელოვანია, რომ ახალ გუნდს თბილისში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა დახვდება, ვიდრე ჩვენ დაგვხვდა, როცა ჩავიბარეთ თბილისი. კარგად მახსოვს, თავის დროზე საკმაოდ ბევრი საბოტაჟი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები და მათი გულშემატკივრები გვიწყობდნენ. მახსოვს, დეფიციტური ბიუჯეტი 300-მილიონ ლარამდე, რომელიც ჩვენ დავძლიეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა. დღეს გაცილებით უფრო კარგი მდგომარეობაა. ქალაქში განხორციელებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლითაც ბევრი პრობლემა მოიხსნა. მაგალითად, პირველი, ეს არის ქალაქის ისტორიულ ნაწილში საცობებისგან განტვირთვისთვის პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა. შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზა, რომელმაც ასევე ქალაქის ისტორიული ნაწილი განტვირთა საცობებისგან. მეორე მხრივ, ეს არის განახლებული აღმაშენებლის გამზირი, სადაც ადრე აბსოლუტურად უძრაობა იყო და დღეს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.

პეკინის გამზირზე მუდმივად დაზიანებული ინფრასტრუქტურა და საცობები არსებობდა და დღეს აბსოლუტურად ევროპული და თანამედროვე ქუჩა გვაქვს, თავისუფალი მოძრაობითა და საველოსიპედე ბილიკით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები იყო საბავშვო ბაღებში. ჩვენ 12 ახალი საბავშვო ბაღი ავაშენეთ, 13 ბაღი მშენებლობის სტადიაზეა, რომელსაც ახალი გუნდი გააგრძელებს. ეს ბაღები მომდევნო წლის სექტემბერში გაიხსნება, მიიღებს დამატებით ბავშვებს და ამით მეტი კმაყოფილი ოჯახი დარჩება. მნიშვნელოვანია ახალი ავტობუსები - ჩვენ ძალიან დიდი პრობლემა დაგვხვდა, როცა ავტობუსების პარკი აბსოლუტურად მოძველებული იყო და დღეს ავტობუსების ¼ განახლებულია თანამედროვე ევროპული ავტობუსებით. ამ თვალსაზრისითაც ახალ მერს უკეთესი მდგომარეობა დახვდება. ასევე მოდერნიზებულია მეტროს ვაგონების 1/3, მაშინ როდესაც მათ აბსოლუტურ უმეტესობას მილიონი კილომეტრი ჰქონდა გავლილი. გარემონტდა ორი მეტროსადგური, სამი - რემონტის სტადიაზეა. ასე რომ, ქალაქში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ჩვენ სამი წლის წინ ჩავიბარეთ.

- თქვენი წინასაარჩევნო დაპირებები და საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებდა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფას, ტრანსპორტის ეფექტური სისტემის შექმნას, პარკირების პრობლემების მოგვარებას, დასუფთავებისა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას, ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს ფორმირებას, ინფრასტრუქტურის ადაპტაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და დედაქალაქისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარებას. ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ქალაქში კვლავ რჩება პრობლემები საცობების, პარკირების, ეკოლოგიური მდგომარეობის და ყველა სხვა მიმართულებით. რატომ ვერ შეძელით საარჩევნო პროგრამისა და დაპირებების რეალიზება?

- მაგიდაზე მიდევს ჩემი წინასაარჩევნო პროგრამა. შეგიძლიათ თქვენც ნახოთ და ჩავყვეთ პუნქტების მიხედვით ჩემს საარჩევნო დაპირებებს. მე ამას მუდმივად ვუყურებდი, რათა რაიმე მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხი არ გამომრჩენოდა. ჩემი საარჩევნო დაპირებების აბსოლუტური უმეტესობა შესრულებულია. მე ძალიან ამბიციური დაპირებები არ გამიცია. გავეცი ყველაზე რეალური და განხორციელებადი დაპირებები. გარდა ორი-სამი დაპირებისა, დანარჩენი დაპირებების უმეტესობა შესრულებულია. ქალაქში პრობლემები ახლაც არის, მანამდეც იყო და მომავალშიც იქნება. ქალაქი ისეთი ორგანიზმია, რომ რაც არ უნდა ბევრი რესურსი გქონდეს და ბევრი აკეთო, მაინც ყოველთვის სადღაც რაღაც საჭიროება იქნება  წაიკითხეთ ვრცლად: ვერ ვიტყვი, რომ რაღაც უხეში ან გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი - ასეთი არ მქონია

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."