პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოები დანგრეული თბილისიდან - ქალაქის ძველ უბნებში მოსახლეობა წარმოუდგენელ საფრთხეში ცხოვრობს
ფოტოები დანგრეული თბილისიდან - ქალაქის ძველ უბნებში მოსახლეობა წარმოუდგენელ საფრთხეში ცხოვრობს

"სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვის და ანა­ლი­ზის ინ­სტი­ტუ­ტის" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ მწვა­ვე პრობ­ლე­მად, საყ­რდენ კედ­ლებ­სა და ავა­რი­ულ შე­ნო­ბებს ასა­ხე­ლე­ბენ. AMBEBI.GE ამ სა­კი­თხით და­ინ­ტე­რეს­და და სცა­და იმის გარ­კვე­ვას, რე­ა­ლუ­რად რა საფრ­თხის წი­ნა­შე დგა­ნან ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ დრომ­დე ძველ და ავა­რი­ულ შე­ნო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ.

თბი­ლი­სის ძვე­ლი უბ­ნე­ბის ბი­ნად­რე­ბი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ძი­რი­თა­დად იმა­ზე სა­უბ­რო­ბენ, რომ არ­ცერ­თმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ გა­ი­მე­ტა მათ­თვის არც ყუ­რა­დღე­ბა და არც ბი­უ­ჯე­ტი, შე­ნო­ბე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი აღ­დგე­ნა-გა­მაგ­რე­ბის­თვის.

იხი­ლეთ ვი­დეო: "სახ­ლი ზუ­ზუ­ნებს ისეთ დღე­ში ვართ" - რა ვი­თა­რე­ბაა ძვე­ლი თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ულ სახ­ლებ­ში

თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ად­ვი­ლად შე­ნიშ­ნავთ ნაც­რის­ფრად შე­ლე­სილ კედ­ლებს. ლილი გუმ­ბე­რი­ძე, თა­ბუ­კაშ­ვი­ლის #42-ში წლე­ბია ცხოვ­რობს. რო­გორც ის ამ­ბობს, არა­ერ­თხელ მი­უ­მარ­თავს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის დახ­მა­რე­ბის­თვის, თუმ­ცა პა­სუ­ხი არ არის.

"სახ­ლი ზუ­ზუ­ნებს, ისეთ დღე­ში ვართ. შე­ნო­ბა 150 წლი­საა, რო­მე­ლიც ვი­თომ გა­ა­მაგ­რეს და არის "ბა­ლი­შებ­ზე". როცა და­ი­წყებს დაშ­ლას, და­ი­წყებს ზე­მო­დან და შუ­ა­ზე გა­იხ­ლი­ჩე­ბა. სირ­ცხვი­ლი არაა, ოპე­რა­ში მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი სულ ჩვენს სახ­ლს რომ იღე­ბენ?" - აღ­ნიშ­ნავს ლილი გუმ­ბე­რი­ძე.

თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუჩა #42

ამ პრობ­ლე­მის შეხ­სე­ნე­ბი­სას ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­გუ­მენ­ტი ხში­რად ისაა, რომ ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბას კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის უძ­რა­ვი ძეგლის სტა­ტუ­სი აქვს, რაც შე­ნო­ბე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნად აღ­დგე­ნას აფერ­ხებს.

თა­ბუ­კაშ­ვი­ლის #38-ში მცხოვ­რე­ბი ზაურ ჯახ­ვე­ლა­ძე ჩვენ­თან სწო­რედ, ამ პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რობს. ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მე­ო­რე სარ­თუ­ლის იმ ნა­წილ­საც გვაჩ­ვე­ნებს, რომ­ლის ჩა­მონ­გრე­ვის დრო­საც მისი მე­უღ­ლეც ჩა­მო­ვარ­და, თუმ­ცა სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დარ­ჩა.

"სახ­ლი ინ­გრე­ვა უკვე, რაღა უნდა ნა­ხოთ? რო­გორც გა­რეთ წვიმს, ისე წვიმს შიგ­ნით. ღამე მეს­მის ხოლ­მე, სა­დაც წყა­ლი ჩა­მო­დის, რო­გორ ცვი­ვა ჭე­რის ნა­წი­ლე­ბი. 10 წლის წინ გა­ვა­კე­თე­ბი­ნე სა­ხუ­რა­ვი, რო­მელ­მაც 1 წე­ლიც ვერ გაძ­ლო" - აღ­ნიშ­ნავს ჯახ­ვე­ლა­ძე.

თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუჩა #38

ძვე­ლი თბი­ლი­სის მცხოვ­რებ­ლე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ სა­ხელ­მწი­ფო გან­ზრახ ანი­ჭებს მათ სა­ცხოვ­რებ­ლებს კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლის სტა­ტუსს, რათა თავი აა­რი­დონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. "რას შვრე­ბი­ან იცით? სპე­ცი­ა­ლუ­რად ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლებ­შის სი­ა­ში შეჰ­ყავთ, რომ არ გა­ა­კე­თონ" - ამ­ბობს ზაურ ჯახ­ვე­ლა­ძე.

თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მსგავ­სი ვი­თა­რე­ბა გვხვდე­ბა ბეთ­ლე­მის აღ­მარ­თზეც და ძვე­ლი თბი­ლი­სის სხვა ქუ­ჩებ­ზეც. ქუ­ჩის ერთ-ერთი მო­სახ­ლე გვაჩ­ვე­ნებს ჩა­მოშ­ლილ ჭერ­სა და ია­ტაკს, რო­მე­ლიც სი­ა­რუ­ლის დროს ირ­ხე­ვა.

ბეთ­ლე­მის აღ­მარ­თი

"უბ­რა­ლოდ გა­მოს­ვლაც კი სა­ში­შია, თავ­ში ვინ­მეს რამე არ და­ე­ცეს, სი­ცო­ცხლის­თვი­საა უკვე სა­ხი­ფა­თო", - აღ­ნიშ­ნავს ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი.

კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 2015 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის უძ­რა­ვი ძეგლის სტა­ტუ­სი თბი­ლის­ში მდე­ბა­რე 1773 შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბას ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის ნა­წი­ლი რკი­ნის კონსრტუქ­ცი­ე­ბით გა­ა­მაგ­რეს, ნა­წი­ლი კი, ამ დრომ­დე ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

ნა­რი­ტა ჩხა­ი­ძე, თეკო ფა­რე­შიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ფოტოები დანგრეული თბილისიდან - ქალაქის ძველ უბნებში მოსახლეობა წარმოუდგენელ საფრთხეში ცხოვრობს

ფოტოები დანგრეული თბილისიდან - ქალაქის ძველ უბნებში მოსახლეობა წარმოუდგენელ საფრთხეში ცხოვრობს

"სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის მაცხოვრებლები ქალაქში არსებულ ერთ-ერთ მწვავე პრობლემად, საყრდენ კედლებსა და ავარიულ შენობებს ასახელებენ. AMBEBI.GE ამ საკითხით დაინტერესდა და სცადა იმის გარკვევას, რეალურად რა საფრთხის წინაშე დგანან ის მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე ძველ და ავარიულ შენობებში ცხოვრობენ.

თბილისის ძველი უბნების ბინადრები ჩვენთან საუბარში ძირითადად იმაზე საუბრობენ, რომ არცერთმა ხელისუფლებამ არ გაიმეტა მათთვის არც ყურადღება და არც ბიუჯეტი, შენობების საფუძვლიანი აღდგენა-გამაგრებისთვის.

იხილეთ ვიდეო: "სახლი ზუზუნებს ისეთ დღეში ვართ" - რა ვითარებაა ძველი თბილისის ისტორიულ სახლებში

თაბუკაშვილის ქუჩაზე ადვილად შენიშნავთ ნაცრისფრად შელესილ კედლებს. ლილი გუმბერიძე, თაბუკაშვილის #42-ში წლებია ცხოვრობს. როგორც ის ამბობს, არაერთხელ მიუმართავს სახელმწიფოსთვის დახმარებისთვის, თუმცა პასუხი არ არის.

"სახლი ზუზუნებს, ისეთ დღეში ვართ. შენობა 150 წლისაა, რომელიც ვითომ გაამაგრეს და არის "ბალიშებზე". როცა დაიწყებს დაშლას, დაიწყებს ზემოდან და შუაზე გაიხლიჩება. სირცხვილი არაა, ოპერაში მოსული სტუმრები სულ ჩვენს სახლს რომ იღებენ?" - აღნიშნავს ლილი გუმბერიძე.

თაბუკაშვილის ქუჩა #42

ამ პრობლემის შეხსენებისას ადგილობრივი ხელისუფლების არგუმენტი ხშირად ისაა, რომ ავარიული შენობების უმეტესობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს, რაც შენობების საფუძვლიანად აღდგენას აფერხებს.

თაბუკაშვილის #38-ში მცხოვრები ზაურ ჯახველაძე ჩვენთან სწორედ, ამ პრობლემაზე საუბრობს. ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის იმ ნაწილსაც გვაჩვენებს, რომლის ჩამონგრევის დროსაც მისი მეუღლეც ჩამოვარდა, თუმცა საბედნიეროდ, გადარჩა.

"სახლი ინგრევა უკვე, რაღა უნდა ნახოთ? როგორც გარეთ წვიმს, ისე წვიმს შიგნით. ღამე მესმის ხოლმე, სადაც წყალი ჩამოდის, როგორ ცვივა ჭერის ნაწილები. 10 წლის წინ გავაკეთებინე სახურავი, რომელმაც 1 წელიც ვერ გაძლო" - აღნიშნავს ჯახველაძე.

თაბუკაშვილის ქუჩა #38

ძველი თბილისის მცხოვრებლები ეჭვობენ, რომ სახელმწიფო განზრახ ანიჭებს მათ საცხოვრებლებს კულტურული ძეგლის სტატუსს, რათა თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. "რას შვრებიან იცით? სპეციალურად ისტორიული ძეგლებშის სიაში შეჰყავთ, რომ არ გააკეთონ" - ამბობს ზაურ ჯახველაძე.

თაბუკაშვილის ქუჩის მსგავსი ვითარება გვხვდება ბეთლემის აღმართზეც და ძველი თბილისის სხვა ქუჩებზეც. ქუჩის ერთ-ერთი მოსახლე გვაჩვენებს ჩამოშლილ ჭერსა და იატაკს, რომელიც სიარულის დროს ირხევა.

ბეთლემის აღმართი

"უბრალოდ გამოსვლაც კი საშიშია, თავში ვინმეს რამე არ დაეცეს, სიცოცხლისთვისაა უკვე სახიფათო", - აღნიშნავს ახალგაზრდა ქალბატონი.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2015 წლის მონაცემებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი თბილისში მდებარე 1773 შენობა-ნაგებობას ჰქონდა მინიჭებული. ავარიული შენობების ნაწილი რკინის კონსრტუქციებით გაამაგრეს, ნაწილი კი, ამ დრომდე ავარიულ მდგომარეობაშია.

ნარიტა ჩხაიძე, თეკო ფარეშიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"