კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესპანეთი - "სამხრეთ ოსეთს", როგორც დე ფაქტო ერთეულს, არ გააჩნია ე.წ. წარმომადგენლობის ქონის უფლება ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში
ესპანეთი - "სამხრეთ ოსეთს", როგორც დე ფაქტო ერთეულს, არ გააჩნია ე.წ. წარმომადგენლობის ქონის უფლება ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში

ეს­პა­ნე­თი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად მი­იჩ­ნევს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ეს­პა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ცხინ­ვა­ლის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის ე.წ. წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ბარ­სე­ლო­ნა­ში გახ­სნის თა­ო­ბა­ზე მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი არის სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა არ აღი­ა­რებს და შე­სა­ბა­მი­სად, მას ვერ ექ­ნე­ბა რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფო­ში წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ქო­ნის უფ­ლე­ბა.

"ეს­პა­ნე­თი ისე­ვე, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რი ქვეყ­ნე­ბი, "სამ­ხრეთ ოსეთს" მი­იჩ­ნევს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად. "სამ­ხრეთ ოსე­თი" არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი გა­ე­რო-ს წევ­რი თით­ქმის არც ერთი ქვეყ­ნის მიერ. საქ­მე ეხე­ბა დე-ფაქ­ტო ერ­თე­ულს, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის თა­ნახ­მად, არ გა­აჩ­ნია ე.წ. წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ქო­ნის უფ­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის წევრ თით­ქმის არც ერთ სა­ხელ­მწი­ფო­ში. ეს­პა­ნე­თი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს სრულ მხარ­და­ჭე­რას სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის ფარ­გლებ­ში", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ეს­პა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ესპანეთი - "სამხრეთ ოსეთს", როგორც დე ფაქტო ერთეულს, არ გააჩნია ე.წ. წარმომადგენლობის ქონის უფლება ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში

ესპანეთი - "სამხრეთ ოსეთს", როგორც დე ფაქტო ერთეულს, არ გააჩნია ე.წ. წარმომადგენლობის ქონის უფლება ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში

ესპანეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობის ბარსელონაში გახსნის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს და შესაბამისად, მას ვერ ექნება რომელიმე სახელმწიფოში წარმომადგენლობის ქონის უფლება.

"ესპანეთი ისევე, როგორც ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნები, "სამხრეთ ოსეთს" მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად. "სამხრეთ ოსეთი" არ არის აღიარებული გაერო-ს წევრი თითქმის არც ერთი ქვეყნის მიერ. საქმე ეხება დე-ფაქტო ერთეულს, რომელსაც საერთაშორისო სამართლის თანახმად, არ გააჩნია ე.წ. წარმომადგენლობის ქონის უფლება ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ თითქმის არც ერთ სახელმწიფოში. ესპანეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - აღნიშნულია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."