სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტვინის შერყევა მაქვს და ნაიარევი შუბლზე... ვინ არის პასუხისმგებელი? ნერვებდაგლეჯილი მძღოლები?"
"ტვინის შერყევა მაქვს და ნაიარევი შუბლზე... ვინ არის პასუხისმგებელი? ნერვებდაგლეჯილი მძღოლები?"

ჟურ­ნა­ლის­ტი თეა ინა­სა­რი­ძე რამ­დე­ნი­მე დღის წინ ავა­რი­ა­ში მოყ­ვა - დი­ღომ­ში მი­მა­ვალ სა­მარ­შრუ­ტო ტაქსს, რო­მელ­შიც ის იჯდა, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. იმის გამო, რომ ტრან­სპორ­ტში ად­გი­ლი არ იყო, თეა ფეხ­ზე იდგა და შე­სა­ბა­მი­სად, და­ჯა­ხე­ბი­სას ყვე­ლა­ზე მე­ტად ის და­ზა­რალ­და - წარ­ბი გა­ი­ხეთ­ქა და­ცე­მი­სას და ტვი­ნის შერ­ყე­ვა მი­ი­ღო.

ამ ფაქ­ტმა ის კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­რა უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე, რაც ასე აქ­ტუ­ა­ლუ­რია ჩვენს გზებ­ზე და ასე­ვე ადა­მი­ა­ნის სრულ და­უც­ვე­ლო­ბა­ზე. გთა­ვა­ზობთ თეას ნა­ამ­ბობს:

"ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან რომ გახ­შირ­და ავა­რი­ე­ბი, ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია, ნეტა რას გრძნო­ბენ ამ დროს და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი? ას­წრე­ბენ თუ არა

მომ­ხდა­რის გა­აზ­რე­ბას... თურ­მე ვერა. ყვე­ლა­ფე­რი ისე სწრა­ფად და უც­ნა­უ­რად ვი­თარ­დე­ბა, თით­ქოს დრო შე­ნელ­და, თით­ქოს სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი შენ აღარ გე­კუთ­ვნის... მერე, გიჩ­ნდე­ბა ერ­თა­დერ­თი კი­თხვა - "რა მოხ­და?"

მერე, თით­ქოს მე­ქა­ნი­კუ­რად აკე­თებ ყვე­ლა­ფერს... აზ­როვ­ნე­ბაც და­ბინ­დუ­ლი გაქვს... ადა­მი­ა­ნე­ბის ვაი-ვუი ჩა­გეს­მის და მე­ო­რე აზრი, რაც შენს შე­ნე­ლე­ბულ გო­ნე­ბა­ში ფორ­მირ­დე­ბა, არის: - "მგო­ნი ავა­რია იყო..."

გა­რეთ ხალ­ხი ძა­ლი­ან სწრა­ფად გროვ­დე­ბა. მარ­შრუ­ტის სა­ა­ვა­რიო გა­სას­ვლე­ლის კარს (რო­მე­ლიც გა­უქ­მე­ბუ­ლია იმის გამო, რომ მეტი სკა­მია ჩად­გმუ­ლი), ხსნი­ან და ხალ­ხი გა­რეთ გა­დაჰ­ყავთ... შენ დგა­ხარ ბო­ლო­ში და შენს რიგს ელო­დე­ბი...

აც­ნო­ბი­ე­რებ, რომ არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა სე­რი­ო­ზუ­ლად, მაგ­რამ უცებ სა­ხე­ზე სის­ვე­ლეს გრძნობ და ხელს ის­ვამ... ხელი მუქი სი­თხით ის­ვრე­ბა: - "ალ­ბათ სის­ხლია" . გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ დრო უსას­რუ­ლოდ გა­ი­წე­ლა და ძა­ლი­ან გინ­და ამ ჩა­კე­ტილ სივ­რცეს და­აღ­წიო თავი...

გა­რეთ, კარ­თან 2 მა­მა­კა­ცია, ვი­საც მგზავ­რე­ბი ჩა­მოჰ­ყავთ. ჩემს და­ნახ­ვა­ზე სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა ეც­ვლე­ბათ და ერთ-ერთი ამ­ბობს: "სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხეთ და დას­ვით სად­მე ეს გოგო!" - მგო­ნია, რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა მჭირს სა­ხე­ზე. პირ­ვე­ლად შე­ვიგ­რძე­ნი ტკი­ვი­ლი, სა­დღაც მარ­ჯვე­ნა თვალ­თან და ზე­მოთ...

სა­ნამ ვას­წრებ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­აზ­რე­ბას, უც­ნო­ბი გოგო მკი­დებს ხელს და სა­დღაც მივ­ყა­ვარ. მე­უბ­ნე­ბა, რომ ჭრი­ლო­ბას და­მი­მუ­შა­ვებს. ნა­ბი­ჯებ­საც მე­ქა­ნი­კუ­რად ვად­გამ. ყვე­ლა­ფე­რი ბუ­რუს­შია. გო­გო­ნას იქვე, რა­ღაც რეს­ტო­რან­ში შევ­ყა­ვარ, სკამ­ზე მა­ჯენს და ჭრი­ლო­ბას სპირ­ტით ამუ­შა­ვებს. პირ­ვე­ლად ვი­კი­თხე, რა მაქვს... მე­უბ­ნე­ბა, რომ ჭრი­ლო­ბაა და გა­კერ­ვა დას­ჭირ­დე­ბა. იქ სხვა პერ­სო­ნა­ლი­ცაა, რა­ღა­ცებს მე­უბ­ნე­ბი­ან. მამ­ხნე­ვე­ბენ, რომ არ შე­მე­შინ­დეს. არ მე­ში­ნია... არც შიშს ვგრძნობ, სა­ერ­თოდ ვე­რა­ფერს ვგრძნობ. მერე, სას­წრა­ფო მო­დის და მე მე­ძე­ბენ. გო­გოს ისევ უკან მივ­ყა­ვარ (მად­ლო­ბა მას, არ ვიცი მისი ვი­ნა­ო­ბა).

იქ პატ­რუ­ლია, 2 სას­წრა­ფოა და პირ­ვე­ლად ვხე­დავ ავა­რი­ის ად­გილს. მან­ქა­ნას წინა ნა­წი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ აქვს...

მერე, სას­წრა­ფოს ექი­მი ჭრი­ლო­ბას მი­მუ­შა­ვებს და ამ­ბობს, რომ უნდა გა­და­მიყ­ვა­ნონ... მერე პატ­რუ­ლი იწერს ყვე­ლა­ფერს ჩემ­ზე... მგო­ნი სწო­რად ვპა­სუ­ხობ კი­თხვებს... მერე, იმ მან­ქა­ნის მძღო­ლის მე­გო­ბა­რი მო­დის და ნო­მერს მარ­თმევს, რომ რაც დამ­ჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს უზ­რუნ­ველ­ჰყოფს (აქამ­დე არ და­უ­რე­კავს), მერე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მივ­დი­ვართ. იქ ნა­კე­რებს მა­დე­ბენ და უკ­ვირთ, ხმას რომ არ ვი­ღებ სა­ერ­თოდ... მერე კატე, კარ­დი­ოგ­რა­მა და ა.შ. ცალ­კე მარ­შრუტ­კის შე­ში­ნე­ბუ­ლი მძღო­ლი რე­კავს, მო­ვა­ლო, მაგ­რამ უარს ვე­უბ­ნე­ბით, ცალ­კე სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ი­დან... პატ­რულ­მაც მო­მი­კი­თხა... მე ვწე­ვარ და ვფიქ­რობ, რომ შე­იძ­ლე­ბა ერთ წამ­ში დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო ჩემი ცხოვ­რე­ბა, არა­და ძა­ლი­ან არ მინ­დო­და ახლა მკვდა­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი...

იმა­ზეც ვი­ფიქ­რე, რას და­წერ­დნენ ჩემი ფბ-ს wall-ზე - "არ მჯე­რაა, რა­ტომ ღმერ­თო" და ა.შ... ვინ მო­ვი­დო­და პა­ნაშ­ვიდ­ზე... მი­ხა­რია, რომ ცო­ცხა­ლი ვარ, მად­ლო­ბა ღმერ­თს რომ კი­დევ მომ­ცა დრო...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ჭკუის დამრიგებელი
0

რომ მიძვრებოდი, სად მიძვრებოდი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"ტვინის შერყევა მაქვს და ნაიარევი შუბლზე... ვინ არის პასუხისმგებელი? ნერვებდაგლეჯილი მძღოლები?"

"ტვინის შერყევა მაქვს და ნაიარევი შუბლზე... ვინ არის პასუხისმგებელი? ნერვებდაგლეჯილი მძღოლები?"

ჟურნალისტი თეა ინასარიძე რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა - დიღომში მიმავალ სამარშრუტო ტაქსს, რომელშიც ის იჯდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. იმის გამო, რომ ტრანსპორტში ადგილი არ იყო, თეა ფეხზე იდგა და შესაბამისად, დაჯახებისას ყველაზე მეტად ის დაზარალდა - წარბი გაიხეთქა დაცემისას და ტვინის შერყევა მიიღო.

ამ ფაქტმა ის კიდევ ერთხელ დააფიქრა უსაფრთხოების საკითხებზე, რაც ასე აქტუალურია ჩვენს გზებზე და ასევე ადამიანის სრულ დაუცველობაზე. გთავაზობთ თეას ნაამბობს:

"ბოლო პერიოდში ძალიან რომ გახშირდა ავარიები, ბევრჯერ მიფიქრია, ნეტა რას გრძნობენ ამ დროს დაშავებულები? ასწრებენ თუ არა

მომხდარის გააზრებას... თურმე ვერა. ყველაფერი ისე სწრაფად და უცნაურად ვითარდება, თითქოს დრო შენელდა, თითქოს საკუთარი სხეული შენ აღარ გეკუთვნის... მერე, გიჩნდება ერთადერთი კითხვა - "რა მოხდა?"

მერე, თითქოს მექანიკურად აკეთებ ყველაფერს... აზროვნებაც დაბინდული გაქვს... ადამიანების ვაი-ვუი ჩაგესმის და მეორე აზრი, რაც შენს შენელებულ გონებაში ფორმირდება, არის: - "მგონი ავარია იყო..."

გარეთ ხალხი ძალიან სწრაფად გროვდება. მარშრუტის საავარიო გასასვლელის კარს (რომელიც გაუქმებულია იმის გამო, რომ მეტი სკამია ჩადგმული), ხსნიან და ხალხი გარეთ გადაჰყავთ... შენ დგახარ ბოლოში და შენს რიგს ელოდები...

აცნობიერებ, რომ არავინ დაშავებულა სერიოზულად, მაგრამ უცებ სახეზე სისველეს გრძნობ და ხელს ისვამ... ხელი მუქი სითხით ისვრება: - "ალბათ სისხლია" . გეჩვენება, რომ დრო უსასრულოდ გაიწელა და ძალიან გინდა ამ ჩაკეტილ სივრცეს დააღწიო თავი...

გარეთ, კართან 2 მამაკაცია, ვისაც მგზავრები ჩამოჰყავთ. ჩემს დანახვაზე სახის გამომეტყველება ეცვლებათ და ერთ-ერთი ამბობს: "სასწრაფო გამოიძახეთ და დასვით სადმე ეს გოგო!" - მგონია, რაღაც საშინელება მჭირს სახეზე. პირველად შევიგრძენი ტკივილი, სადღაც მარჯვენა თვალთან და ზემოთ...

სანამ ვასწრებ სიტუაციის გააზრებას, უცნობი გოგო მკიდებს ხელს და სადღაც მივყავარ. მეუბნება, რომ ჭრილობას დამიმუშავებს. ნაბიჯებსაც მექანიკურად ვადგამ. ყველაფერი ბურუსშია. გოგონას იქვე, რაღაც რესტორანში შევყავარ, სკამზე მაჯენს და ჭრილობას სპირტით ამუშავებს. პირველად ვიკითხე, რა მაქვს... მეუბნება, რომ ჭრილობაა და გაკერვა დასჭირდება. იქ სხვა პერსონალიცაა, რაღაცებს მეუბნებიან. მამხნევებენ, რომ არ შემეშინდეს. არ მეშინია... არც შიშს ვგრძნობ, საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ. მერე, სასწრაფო მოდის და მე მეძებენ. გოგოს ისევ უკან მივყავარ (მადლობა მას, არ ვიცი მისი ვინაობა).

იქ პატრულია, 2 სასწრაფოა და პირველად ვხედავ ავარიის ადგილს. მანქანას წინა ნაწილი ფაქტობრივად აღარ აქვს...

მერე, სასწრაფოს ექიმი ჭრილობას მიმუშავებს და ამბობს, რომ უნდა გადამიყვანონ... მერე პატრული იწერს ყველაფერს ჩემზე... მგონი სწორად ვპასუხობ კითხვებს... მერე, იმ მანქანის მძღოლის მეგობარი მოდის და ნომერს მართმევს, რომ რაც დამჭირდება, ყველაფერს უზრუნველჰყოფს (აქამდე არ დაურეკავს), მერე საავადმყოფოში მივდივართ. იქ ნაკერებს მადებენ და უკვირთ, ხმას რომ არ ვიღებ საერთოდ... მერე კატე, კარდიოგრამა და ა.შ. ცალკე მარშრუტკის შეშინებული მძღოლი რეკავს, მოვალო, მაგრამ უარს ვეუბნებით, ცალკე სატრანსპორტო კომპანიიდან... პატრულმაც მომიკითხა... მე ვწევარ და ვფიქრობ, რომ შეიძლება ერთ წამში დამთავრებულიყო ჩემი ცხოვრება, არადა ძალიან არ მინდოდა ახლა მკვდარი ვყოფილიყავი...

იმაზეც ვიფიქრე, რას დაწერდნენ ჩემი ფბ-ს wall-ზე - "არ მჯერაა, რატომ ღმერთო" და ა.შ... ვინ მოვიდოდა პანაშვიდზე... მიხარია, რომ ცოცხალი ვარ, მადლობა ღმერთს რომ კიდევ მომცა დრო...

განაგრძეთ კითხვა

შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი თეთრი მიკროავტობუსიდან - ლაშა ლურსმანაშვილის ფოტოები, რომლებიც 18 ივნისსაა გადაღებული

"ვრეკავდი აქეთ-იქეთ, ვცდილობდი გამერკვია, ვინ სად იყო" - რას ამბობს შაქარაშვილის მეგობარი გავრცელებულ ფოტომასალაზე, რომელიც 18 ივნისის ღამესაა გადაღებული

"13 ივლისიდან, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება" - პრემიერი