პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახი კალაძე საკუთარ ცხოვრებაზე წიგნს გამოსცემს - "...მინდა ეს ყველაფერი საზოგადოებას გავუზიარო"
კახი კალაძე საკუთარ ცხოვრებაზე წიგნს გამოსცემს - "...მინდა ეს ყველაფერი საზოგადოებას გავუზიარო"

თბი­ლი­სის ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი მერი კახი კა­ლა­ძე სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე წიგ­ნის გა­მო­ცე­მას აპი­რებს. ამის შე­სა­ხებ კა­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუ­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, სა­ნამ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­და, უამ­რა­ვი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა მო­უ­წია და სურს ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უ­ზი­ა­როს.

"ჩემი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბა მარ­თლა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. სამ­ტერ­დი­ის რა­ი­ონ­ში და­ვი­ბა­დე. რო­დე­საც ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში და­ვი­წყე მი­თხრეს, რომ ჩემ­გან ფეხ­ბურ­თე­ლი არ გა­მო­ვი­დო­და და აჯო­ბებ­და, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და დამ­თრგუნ­ვე­ლი იყო, მაგ­რამ ჩემი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მე გა­ვაგ­რძე­ლე შრო­მა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იყო ძა­ლი­ან ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა. ერთი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა იფიქ­როს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან იო­ლია, მაგ­რამ ამის უკან რა იდგა და რა რთუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის გა­მოვ­ლა მო­მი­წია, ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ მოვ­ყვე ბევრ დროს დავ­ხარ­ჯავ. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ მინ­და, რომ წიგ­ნი გა­მოვ­ცე ჩემს ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩემს კა­რი­ე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა იყო, რო­გორ იყო და რა გა­მო­ვი­ა­რე. მინ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვუ­ზი­ა­რო. ბევ­რი ახალ­გაზ­რდა მი­ყუ­რებს და მინ­და მათ მივ­მარ­თო და ვუ­თხრა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შრო­მა. არის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც რა­ღა­ცე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა გი­ჭირს და არის შემ­თხვე­ვე­ბი რო­დე­საც ნებ­დე­ბი­ან. არ უნდა და­ნებ­დე, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თო, რომ ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი გა­და­ლა­ხო, რო­დე­საც ერთ სირ­თუ­ლეს გა­და­ლა­ხავ უფრო ძლი­ე­რი ხდე­ბი და და­ნარ­ჩე­ნი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა უფრო გი­ად­ვილ­დე­ბა" - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ნა­ხეთ ვი­დეო

წა­ი­კი­თხეთ: შე­იქ­მნა აპ­ლი­კა­ცია, რომ­ლი­თაც შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კონ­ტრო­ლოთ, შეს­რულ­და თუ არა კახა კა­ლა­ძის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბი

კახი კალაძე საკუთარ ცხოვრებაზე წიგნს გამოსცემს - "...მინდა ეს ყველაფერი საზოგადოებას გავუზიარო"

კახი კალაძე საკუთარ ცხოვრებაზე წიგნს გამოსცემს - "...მინდა ეს ყველაფერი საზოგადოებას გავუზიარო"

თბილისის ახლადარჩეული მერი კახი კალაძე საკუთარ ცხოვრებაზე წიგნის გამოცემას აპირებს. ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუში" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, სანამ წარმატებას მიაღწევდა, უამრავი ბარიერის გადალახვა მოუწია და სურს ეს ყველაფერი საზოგადოებას გაუზიაროს.

"ჩემი განვლილი ცხოვრება მართლა ძალიან საინტერესოა. სამტერდიის რაიონში დავიბადე. როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა და აჯობებდა, სხვა მიმართულებით წავსულიყავი. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული და დამთრგუნველი იყო, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მე გავაგრძელე შრომა და ამ მიმართულებით იყო ძალიან ბევრი წარმატება. ერთი შეხედვით შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ეს ყველაფერი ძალიან იოლია, მაგრამ ამის უკან რა იდგა და რა რთული ბარიერების გამოვლა მომიწია, ეს ყველაფერი რომ მოვყვე ბევრ დროს დავხარჯავ. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მინდა, რომ წიგნი გამოვცე ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებით, ჩემს კარიერასთან დაკავშირებით, თუ რა იყო, როგორ იყო და რა გამოვიარე. მინდა ეს ყველაფერი საზოგადოებას გავუზიარო. ბევრი ახალგაზრდა მიყურებს და მინდა მათ მივმართო და ვუთხრა, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია შრომა. არის მომენტები, როდესაც რაღაცეების გადალახვა გიჭირს და არის შემთხვევები როდესაც ნებდებიან. არ უნდა დანებდე, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ეს სირთულეები გადალახო, როდესაც ერთ სირთულეს გადალახავ უფრო ძლიერი ხდები და დანარჩენი სირთულეების გადალახვა უფრო გიადვილდება" - აღნიშნა კალაძემ.

ნახეთ ვიდეო

წაიკითხეთ: შეიქმნა აპლიკაცია, რომლითაც შეგიძლიათ გააკონტროლოთ, შესრულდა თუ არა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი