პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის არმიის ოფიცერი "ისლამურ სახელმწიფოში" ბანკის ვალის გამო წავიდა
რუსეთის არმიის ოფიცერი "ისლამურ სახელმწიფოში" ბანკის ვალის გამო წავიდა

ბოლო წლებ­ში, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის გაქ­ცე­ვა ძალ­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა გახ­და. საქ­მე ის არის, რომ ეს მხო­ლოდ რი­გი­თებს არ ეხე­ბა. სა­უ­ბა­რია საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი რან­გის სამ­ხედ­რო­ებ­ზე, ოფიც­რებ­ზე და იმათ­ზე, ვი­საც არ­მი­ის ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წვრთნა ევა­ლე­ბა...

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლოს ინა­ხა­ვენ, არ­მი­ი­დან ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში გარ­ბი­ან და მათ ტე­რაქ­ტე­ბის და­გეგ­მვა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან...

რუ­სე­თი არ­მი­ი­დან გაქ­ცე­ულ სამ­ხედ­რო­ებს შო­რის არის რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი, ტექ­ნი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის კან­დი­და­ტი დე­ნის ხი­სა­მო­ვი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­ნახ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით იყო სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და სი­რი­ელ ტე­რო­რის­ტებს მხო­ლოდ იდე­ო­ლო­გი­ის კი, არა ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გებ­ლის გა­მოც შე­უ­ერ­თდა.

"რო­გორც ირ­კვე­ვა, სამ­შობ­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ის სა­ბან­კო კრე­დი­ტე­ბის გამო წა­ვი­და, ხა­სი­მო­ვი ბან­კის ვა­ლებს ვე­ღარ ის­ტუმ­რებ­და და ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა" - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

34 წლის ხი­სა­მო­ვი წარ­მო­შო­ბით ტა­ჯი­კე­თი­დან იყო.... 2015 წელს ყალ­ბი პას­პორ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ტა­ჯი­კე­თი და­ტო­ვა და თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, იქი­დან კი სი­რი­ა­ში გა­და­ვი­და და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მე­ომ­რებს შე­უ­ერ­თდა.

ხი­სა­მო­ვი ISIS -ის ტე­რო­რის­ტებ­თან ერ­თად იბ­რძო­და სი­რი­ა­სა და ერაყ­ში და დიდი ალ­ბა­თო­ბით, რუ­სე­თის არ­მი­ის წი­ნა­აღ­მდე­გაც... გა­ზა­ფხულ­ზე, ის რუ­სეთ­ში ბრუნ­დე­ბო­და, სა­დაც "და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას" გეგ­მავ­და, თუმ­ცა, თურ­ქეთ­ში ად­გი­ლობ­რივ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ყალ­ბი პას­პორ­ტით და­ა­კა­ვეს. შემ­დეგ კი რუ­სეთს გა­დას­ცეს, სა­დაც მას საკ­მა­ოდ მძი­მე სას­ჯე­ლი ელის...

"მას დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს შტე­მენ­კოს სა­ხე­ლო­ბის უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო სკო­ლა, ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ნახ­ვი­სა და დაც­ვის სპე­ცი­ა­ლო­ბით... მისი ავ­ტო­რო­ბით, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მი გა­მოქ­ვეყ­ნდა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ...

უფ­რო­სი კო­ლე­გე­ბი მას წარ­მა­ტე­ბულ სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. სას­წავ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ის მოს­კოვ­ში, სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­თა ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა. ის ადა­მი­ა­ნებს შო­რის სა­ი­დუმ­ლო კავ­ში­რებ­სა და მათ მუ­შა­ო­ბას აკონ­ტრო­ლებ­და. ეს ეხე­ბა რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის 8 გან­ყო­ფი­ლე­ბას.

მა­შინ, რო­დე­საც კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბის პიკ­ზე იყო, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მან ყუ­ბა­ნის ინ­სტი­ტუ­ტში, ინ­ფორ­მა­ცი­ა­თა კომ­პლექ­სუ­რი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის სა­კი­თხებ­ში კა­თედ­რის დო­ცენ­ტად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ამ ინ­სტი­ტუტს მა­მა­მი­სი, ფრან­გიზ ხი­სა­მო­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. თუმ­ცა, ცოტა ხნის შემ­დეგ, იქი­და­ნაც გა­აგ­დეს...

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ის ჯერ კი­დევ მოს­კოვ­ში მუ­შა­ო­ბის დროს და­ინ­ტე­რეს­და რე­ლი­გი­უ­რი იდე­ე­ბით. თუმ­ცა, წას­ვლის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ეს არ გამ­ხდა­რა, - 2014 წლის ბო­ლოს, სამ­ხედ­რო კა­პი­ტან­მა ერთ-ერთი ბან­კის კრე­დი­ტით BMW Х5 - მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ი­ძი­ნა, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ბან­კის ვალს ვერ იხ­დი­და... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან კრე­დი­ტით ნა­ყი­დი ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ყი­და, აღე­ბუ­ლი თან­ხით ყალ­ბი პას­პორ­ტი და­ამ­ზა­და და სტამ­ბოლ­ში გაფ­რინ­და. იქი­დან კი სი­რი­ა­ში გა­და­ვი­და და ISIS- ს რი­გებს შე­უ­ერ­თდა.

რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში, რუ­სე­თის არ­მი­ის ყო­ფი­ლი ოფიც­რის მე­გო­ბა­რი ამ­ბობს, რომ ხი­სა­მოვ­მა ბან­კის ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლო. მი­სი­ვე თქმით, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რუსი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეა და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ­გან ბევ­რი სწო­რედ ამ მი­ზე­ზით გა­და­ვი­და ISIS-ის რი­გებ­ში.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც სი­რი­ა­ში ISIS და­მარ­ცხდა, ხი­სა­მოვს იქ უკვე აღარ და­ედ­გო­მე­ბო­და და ტე­რო­რის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. თუმ­ცა, თურ­ქმა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გზა­ში და­ა­კა­ვეს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რუსეთის არმიის ოფიცერი "ისლამურ სახელმწიფოში" ბანკის ვალის გამო წავიდა

რუსეთის არმიის ოფიცერი "ისლამურ სახელმწიფოში" ბანკის ვალის გამო წავიდა

ბოლო წლებში, რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან რუსი სამხედროების გაქცევა ძალზე აქტუალური თემა გახდა. საქმე ის არის, რომ ეს მხოლოდ რიგითებს არ ეხება. საუბარია საკმაოდ მაღალი რანგის სამხედროებზე, ოფიცრებზე და იმათზე, ვისაც არმიის ფიზიკური და ფსიქოლოგიური წვრთნა ევალება...

რუსული მედიის ცნობით, ასეთი ადამიანები, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო საიდუმლოს ინახავენ, არმიიდან ტერორისტულ ორგანიზაციებში გარბიან და მათ ტერაქტების დაგეგმვასა და ორგანიზებაში ეხმარებიან...

რუსეთი არმიიდან გაქცეულ სამხედროებს შორის არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი კაპიტანი, ტექნიკური მეცნიერების კანდიდატი დენის ხისამოვი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის მიმართულებით იყო სპეციალიზებული და სირიელ ტერორისტებს მხოლოდ იდეოლოგიის კი, არა ეკონომიკური სარგებლის გამოც შეუერთდა.

"როგორც ირკვევა, სამშობლოს წინააღმდეგ ის საბანკო კრედიტების გამო წავიდა, ხასიმოვი ბანკის ვალებს ვეღარ ისტუმრებდა და ქვეყნიდან გაიქცა" - წერს რუსული მედია.

34 წლის ხისამოვი წარმოშობით ტაჯიკეთიდან იყო.... 2015 წელს ყალბი პასპორტის საშუალებით ტაჯიკეთი დატოვა და თურქეთში გაემგზავრა, იქიდან კი სირიაში გადავიდა და "ისლამური სახელმწიფოს" მეომრებს შეუერთდა.

ხისამოვი ISIS -ის ტერორისტებთან ერთად იბრძოდა სირიასა და ერაყში და დიდი ალბათობით, რუსეთის არმიის წინააღმდეგაც... გაზაფხულზე, ის რუსეთში ბრუნდებოდა, სადაც "დანაშაულის ჩადენას" გეგმავდა, თუმცა, თურქეთში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ყალბი პასპორტით დააკავეს. შემდეგ კი რუსეთს გადასცეს, სადაც მას საკმაოდ მძიმე სასჯელი ელის...

"მას დამთავრებული აქვს შტემენკოს სახელობის უმაღლესი სამხედრო სკოლა, ინფორმაციის შენახვისა და დაცვის სპეციალობით... მისი ავტორობით, რამდენიმე ათეული სადისერტაციო ნაშრომი გამოქვეყნდა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ...

უფროსი კოლეგები მას წარმატებულ სამხედრო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. სასწავლების დასრულებისთანავე, ის მოსკოვში, სამხედრო-ტექნიკური საკითხების სახელმწიფო საიდუმლოებათა ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა. ის ადამიანებს შორის საიდუმლო კავშირებსა და მათ მუშაობას აკონტროლებდა. ეს ეხება რუსეთის გენერალური შტაბის 8 განყოფილებას.

მაშინ, როდესაც კარიერული წარმატების პიკზე იყო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მან ყუბანის ინსტიტუტში, ინფორმაციათა კომპლექსური დაცვის სამსახურის საკითხებში კათედრის დოცენტად დაიწყო მუშაობა. ამ ინსტიტუტს მამამისი, ფრანგიზ ხისამოვი ხელმძღვანელობდა. თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ, იქიდანაც გააგდეს...

ერთ-ერთი ვერსიით, ის ჯერ კიდევ მოსკოვში მუშაობის დროს დაინტერესდა რელიგიური იდეებით. თუმცა, წასვლის მიზეზი მხოლოდ ეს არ გამხდარა, - 2014 წლის ბოლოს, სამხედრო კაპიტანმა ერთ-ერთი ბანკის კრედიტით BMW Х5 - მარკის ავტომანქანა შეიძინა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ბანკის ვალს ვერ იხდიდა... მოგვიანებით, მან კრედიტით ნაყიდი ავტომანქანა გაყიდა, აღებული თანხით ყალბი პასპორტი დაამზადა და სტამბოლში გაფრინდა. იქიდან კი სირიაში გადავიდა და ISIS- ს რიგებს შეუერთდა.

რუსულ მედიასთან საუბარში, რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცრის მეგობარი ამბობს, რომ ხისამოვმა ბანკის ზეწოლას ვერ გაუძლო. მისივე თქმით, ამ მდგომარეობაში ძალიან ბევრი რუსი სამხედრო მოსამსახურეა და არსებული ინფორმაციით, მათგან ბევრი სწორედ ამ მიზეზით გადავიდა ISIS-ის რიგებში.

მისივე თქმით, როდესაც სირიაში ISIS დამარცხდა, ხისამოვს იქ უკვე აღარ დაედგომებოდა და ტერორისტული საქმიანობის გასაგრძელებლად, რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტა. თუმცა, თურქმა სამართალდამცველებმა გზაში დააკავეს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ვინ არის და რა დამსახურება აქვს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს უხელმძღვანელებს

ქართველი ძმები აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში - "ოთარ შალიკაშვილის შემდეგ, მეორე ქართველი ვარ ჩემს ნაწილში, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის!"

პუტინი ახალი თაობის უნიკალურ რუსულ იარაღზე - "ჩვენ შევძლებთ სასიამოვნოდ გავაოცოთ ჩვენი პარტნიორები"