პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი წლევანდელი მოსავლით უკმაყოფილოა - "პომიდორს ჭრაქი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, კაკალი მთლიანად გაოხრებულია"
პრეზიდენტი წლევანდელი მოსავლით უკმაყოფილოა - "პომიდორს ჭრაქი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, კაკალი მთლიანად გაოხრებულია"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის თქმით, წელს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ქვე­ყა­ნას ცუდი მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და. ამ კონ­ტექ­სტში, რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ფერ­მე­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, ეს რომ მისი ოჯა­ხის ძი­რი­თა­დი შე­მო­სა­ვა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, რად­გან მო­სავ­ლის დამ­ზღვე­ვი არ ეყო­ლე­ბო­და.

"მე ნამ­დვი­ლად არ ვარ ფერ­მე­რი. იმის­თვის, რომ ფერ­მე­რი იყო, რე­ა­ლუ­რად უნდა აწარ­მო­ებ­დე და იმ­დე­ნი დოვ­ლა­თი უნდა გქონ­დეს, რომ და­ა­საქ­მო ან გა­ყი­დო პრო­დუქ­ცია, მაგ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვცდი­ლობ რა­ღაც შევ­ქმნა რო­გორც სოფ­ლის მცხოვ­რებ­მა. წელს მქონ­და სა­ში­ნე­ლი წე­ლი­წა­დი. გარ­და კარ­ტო­ფი­ლი­სა, ისიც ლუ­კა­შენ­კომ მა­ჩუ­ქა სა­თეს­ლე მა­სა­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ცუ­დად მო­ვი­და. პო­მი­დორს ჭრა­ქი და­ე­მარ­თა, კიტ­რი სა­ერ­თოდ არ მო­ვი­და, კა­კა­ლი მთლი­ა­ნად გა­ოხ­რე­ბუ­ლია. ამა­ზე რომ ვიყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რამ­დე­ნად გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ჩემი ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ეს რომ ყო­ფი­ლი­ყო, ეს იქ­ნე­ბო­და აბ­სო­ლუ­ტუ­რი კა­ტას­ტრო­ფა. არა­ფე­რი და­მიგ­ვი­ა­ნია, მაგ­რამ არ მო­ვი­და",- გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას­თან აკავ­ში­რებს პი­როვ­ნუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლამ იცის, რა რთუ­ლია ამ ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა.

"თქვე­ნი შრო­მა ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით არის მო­წყვლა­დი, და­წყე­ბუ­ლი ამინ­დის ფაქ­ტო­რი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი იმით, რომ რო­მე­ლი­მე ბა­ზარ­ზე შე­საძ­ლოა რო­მე­ლი­მე პრო­დუქ­ტი ძა­ლი­ან გა­ი­აფ­დეს, რა­მაც და­არ­ტყას თქვენს პრო­დუქ­ცი­ას. თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პა მუ­შა­ობს კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. იმე­დი მაქვს, რომ კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბის თემა იქ­ნე­ბა წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი",- აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, ის მზად არის ფერ­მე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი მო­ის­მი­ნოს და ამა­ზე ღიად ისა­უბ­როს.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ რამ­დე­ნი­მე ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. მზად ვარ, მო­გის­მი­ნოთ და თქვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და თქვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი უმაღ­ლე­სი ტრი­ბუ­ნი­დან და­ვა­ფიქ­სი­რო, რად­გან მე მჯე­რა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვის პა­სუხს წარ­მო­ად­გენს. ეს არის ჩვე­ნი­ვე ბაზ­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სურ­სა­თით, ასე­ვე, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში კურ­სის სტა­ბი­ლუ­რო­ბის პრობ­ლე­მაა, ეს ქვე­ყა­ნა არ უნდა ყი­დუ­ლობ­დეს კარ­ტო­ფილს და კიტრს დო­ლარ­ზე. თქვენ ხართ ის სეგ­მენ­ტი, რო­მე­ლიც არის და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სო­ფე­ლი არ­სე­ბობს არა წარ­მო­ე­ბუ­ლი სურ­სა­თის ხარ­ჯზე, არა­მედ ქა­ლაქ­ში წა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი თან­ხის ხარ­ჯზე. ეს არის ყო­ველ­დღი­უ­რი ტრა­გე­დია და შვე­ლა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის არის ფერ­მე­რულ მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში",- აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

პრეზიდენტი წლევანდელი მოსავლით უკმაყოფილოა - "პომიდორს ჭრაქი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, კაკალი მთლიანად გაოხრებულია"

პრეზიდენტი წლევანდელი მოსავლით უკმაყოფილოა - "პომიდორს ჭრაქი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, კაკალი მთლიანად გაოხრებულია"

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, წელს სოფლის მეურნეობაში ქვეყანას ცუდი მოსავალი ჰქონდა. ამ კონტექსტში, როგორც მარგველაშვილმა ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა, ეს რომ მისი ოჯახის ძირითადი შემოსავალი ყოფილიყო, კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, რადგან მოსავლის დამზღვევი არ ეყოლებოდა.

"მე ნამდვილად არ ვარ ფერმერი. იმისთვის, რომ ფერმერი იყო, რეალურად უნდა აწარმოებდე და იმდენი დოვლათი უნდა გქონდეს, რომ დაასაქმო ან გაყიდო პროდუქცია, მაგრამ ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ვცდილობ რაღაც შევქმნა როგორც სოფლის მცხოვრებმა. წელს მქონდა საშინელი წელიწადი. გარდა კარტოფილისა, ისიც ლუკაშენკომ მაჩუქა სათესლე მასალა, ფაქტობრივად, ყველაფერი ძალიან ცუდად მოვიდა. პომიდორს ჭრაქი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, კაკალი მთლიანად გაოხრებულია. ამაზე რომ ვიყო დამოკიდებული, წარმოვიდგინე, რამდენად გამიჭირდებოდა. ჩემი ფინანსური შემოსავალი ეს რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა აბსოლუტური კატასტროფა. არაფერი დამიგვიანია, მაგრამ არ მოვიდა",- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობასთან აკავშირებს პიროვნული გამოცდილება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველამ იცის, რა რთულია ამ ბიზნესის კეთება.

"თქვენი შრომა ბევრი თვალსაზრისით არის მოწყვლადი, დაწყებული ამინდის ფაქტორიდან, დამთავრებული იმით, რომ რომელიმე ბაზარზე შესაძლოა რომელიმე პროდუქტი ძალიან გაიაფდეს, რამაც დაარტყას თქვენს პროდუქციას. თანამედროვე ევროპა მუშაობს კოოპერატივების მეშვეობით. იმედი მაქვს, რომ კოოპერატივების თემა იქნება წახალისებული",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ის მზად არის ფერმერების პრობლემები მოისმინოს და ამაზე ღიად ისაუბროს.

"მოხარული ვარ, რომ რამდენიმე ინიციატივაში ვმონაწილეობთ. მზად ვარ, მოგისმინოთ და თქვენი შეხედულებები და თქვენი პოზიციები უმაღლესი ტრიბუნიდან დავაფიქსირო, რადგან მე მჯერა, სოფლის მეურნეობის განვითარება რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის პასუხს წარმოადგენს. ეს არის ჩვენივე ბაზრის უზრუნველყოფა სურსათით, ასევე, როდესაც ქვეყანაში კურსის სტაბილურობის პრობლემაა, ეს ქვეყანა არ უნდა ყიდულობდეს კარტოფილს და კიტრს დოლარზე. თქვენ ხართ ის სეგმენტი, რომელიც არის დასაქმების შესაძლებლობა. სოფელი არსებობს არა წარმოებული სურსათის ხარჯზე, არამედ ქალაქში წასული ადამიანების გამოგზავნილი თანხის ხარჯზე. ეს არის ყოველდღიური ტრაგედია და შველა ამ ადამიანების არის ფერმერულ მეურნეობებში",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები