"ვისკი" - ეს არის მაგარი სპირტიანი სასმელი, რომელიც ნატურალური მარცვლეულის, წყლისა და საფუარისგან მზადდება. სასმელი მუხის ან/და ალუბლის კასრში ინახება. ვისკის ძლიერებამ და არომატების ფართო პალიტრამ ბევრი ქვეყანა დაიპყრო, რის შედეგადაც გაჩნდა სასმელის უამრავი ნაციონალური ვარიაცია, ისეთი როგორიცაა: ამერიკული ბურბონი, კანადური, ავსტრალიური და იაპონური ნიმუშები და ა.შ.
შოტლანდიაში ვისკის ჭვავისგან ამზადებენ და მას "სკოჩს " ეძახიან. არსებობს "სკოჩის" სამი სახეობა: blend, pure malt და single malt. კლასიკური შოტლანდიური ვისკია "single malt", ხოლო " Pure malt" რამდენიმე სორტის " single malt" ნარევს წარმოადგენს, რომელიც ღვინის სხვადასხვა ქარხანაშია დამზადებული. "Pure mail"-ს სხვაგვარად "Vatted malt"-ს უწოდებენ. რაც შეეხება "Blend"-ს, ის შერეული ვისკია.