ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, უფასო მედიკამენტების პროგრამას შესაძლოა ახალი წამლები დაემატოს.
როგორც ზაზა სოფრომაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო პროგრამა უფასო მედიკამენტებით სარგებლობის თაობაზე ანალიზდება და არ არის გამორიცხული, რომ ამ პროგრამაში კორექტივები შევიდეს.
"ბუნებრივია, ახალი მედიკამენტების დამატებას და საერთოდ ახალი გადაწყვეტილების მიღებას, კარგი ანალიზი სჭირდება თუ რა ხდებოდა ბოლო 6 თვის განმავლობაში, როდესაც დაიწყო ეს ახალი პროგრამა. სწორედ ამ სტადიაში ვართ, ანალიზდება ახლა მიღებული შედეგები და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ პროგრამაში რაღაც კორექტივები შევიდეს", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.