სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უკრძალავდნენ ჯობსი და გეითსი შვილებს სმარტფონების გამოყენებას
რატომ უკრძალავდნენ ჯობსი და გეითსი შვილებს სმარტფონების გამოყენებას

ფსი­ქო­ლო­გე­ბი სწავ­ლო­ბენ, რამ­დე­ნად სა­ში­შია სმარ­ტფო­ნე­ბი მო­ზარ­დე­ბის გო­ნე­ბის­თვის. მკვლე­ვა­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მერ­ვე კლა­სე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის დეპ­რე­სი­ის რის­კი 27%-ით იზ­რდე­ბა. ბავ­შვე­ბი კი, რომ­ლე­ბიც დღე­ში 3 სა­ათს მა­ინც ატა­რე­ბენ სმარ­ტფო­ნით ხელ­ში, უფრო მე­ტად არი­ან სუ­ი­ცი­დის­კენ მიდ­რე­კი­ლი.

სმარ­ტფო­ნის მავ­ნებ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი დიდი ხნის წინ და­ი­წყო. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ ორმა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ჯო კლე­მენ­ტმა და მეტ მა­ილსმა გა­მოს­ცა წიგ­ნი, სა­დაც სა­უ­ბა­რია, რო­გორ უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს სხვა­დას­ვა ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ბავ­შვებ­ზე.

კლე­მენ­ტი და მა­ილ­სი წიგნ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ის­ტო­რი­ა­ში ორი ყვე­ლა­ზე დიდი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლე­ბი - ბილ გე­ით­სი და სტივ ჯობ­სი იშ­ვი­ა­თად აძ­ლევ­დნენ ნე­ბას სა­კუ­თარ შვი­ლებს, მათ მიერ შექ­მნი­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ.

"მა­იკ­რო­სოფ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ბილ გე­ითსმა შვილს არ მის­ცა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის შე­ძე­ნის უფ­ლე­ბა, ვიდ­რე 14 წლის გახ­დე­ბო­და. Apple-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა სტივ ჯობსმა კი 2011 წელს ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ შვი­ლებს iPad-ის გა­მო­ყე­ნე­ბას უკ­რძა­ლავ­და.

"სახ­ლში ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი გვაქვს ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის," - გა­ნა­ცხა­და ჯობსმა.

კლე­მენ­ტი და მა­ილ­სი წე­რენ, რომ გა­ჯე­ტე­ბის შემ­ქმნე­ლებ­მა იცოდ­ნენ, რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბი­ან ბავ­შვე­ბი ტე­ლე­ფო­ნებ­ზე, ტაბ­ლე­ტებ­ზე და კომ­პი­უ­ტე­რებ­ზე. წიგ­ნის ავ­ტო­რე­ბი აკ­რი­ტი­კე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სწავ­ლის პრო­ცეს­ში ბავ­შვებ­მა კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, ანდა - სხვა ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ.

ბრი­ტა­ნე­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბავ­შვის­თვის სმარ­ტფო­ნის მი­ცე­მა შე­საძ­ლოა ისე­თი­ვე მავ­ნე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდეს, რო­გორც - ალ­კოჰო­ლი, ანდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

ლონ­დო­ნის ჰარ­ლი სტრიტ­ზე მდე­ბა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კლი­ნი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტი მენ­დი სა­ლი­გა­რი ამ­ბობს, რომ შვი­ლის­თვის ტე­ლე­ფო­ნის მი­ცე­მა 1 გრა­მი კო­კა­ი­ნის მი­ცე­მის ტოლ­ფა­სია.

"ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბი ხალ­ხს, რომ თუ ბავ­შვს ნე­ბას დარ­თავთ, ისარ­გებ­ლონ ტაბ­ლე­ტით ან ტე­ლე­ფო­ნით, თქვენ მათ 1 ბოთლ ღვი­ნოს, ანდა 1 გრამ კო­კა­ინს აძ­ლევთ," - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­გა­რიმ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია independent-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რატომ უკრძალავდნენ ჯობსი და გეითსი შვილებს სმარტფონების გამოყენებას

რატომ უკრძალავდნენ ჯობსი და გეითსი შვილებს სმარტფონების გამოყენებას

ფსიქოლოგები სწავლობენ, რამდენად საშიშია სმარტფონები მოზარდების გონებისთვის. მკვლევარების განცხადებით, სოციალური მედიის მოხმარების შემთხვევაში მერვე კლასელი ბავშვებისთვის დეპრესიის რისკი 27%-ით იზრდება. ბავშვები კი, რომლებიც დღეში 3 საათს მაინც ატარებენ სმარტფონით ხელში, უფრო მეტად არიან სუიციდისკენ მიდრეკილი.

სმარტფონის მავნებლობაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო. დაახლოებით 10 წლის წინ ორმა მასწავლებელმა, ჯო კლემენტმა და მეტ მაილსმა გამოსცა წიგნი, სადაც საუბარია, როგორ უარყოფითად მოქმედებს სხვადასვა ელექტრონული მოწყობილობა ბავშვებზე.

კლემენტი და მაილსი წიგნში აღნიშნავენ, რომ ისტორიაში ორი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიის მფლობელები - ბილ გეითსი და სტივ ჯობსი იშვიათად აძლევდნენ ნებას საკუთარ შვილებს, მათ მიერ შექმნილი მოწყობილობები გამოეყენებინათ.

"მაიკროსოფტის" დამფუძნებელმა ბილ გეითსმა შვილს არ მისცა მობილური ტელეფონის შეძენის უფლება, ვიდრე 14 წლის გახდებოდა.  Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ჯობსმა კი 2011 წელს ინტერვიუში აღნიშნა, რომ შვილებს iPad-ის გამოყენებას უკრძალავდა.

"სახლში ლიმიტირებული გვაქვს ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება ბავშვებისთვის," - განაცხადა ჯობსმა.

კლემენტი და მაილსი წერენ, რომ გაჯეტების შემქმნელებმა იცოდნენ, როგორი დამოკიდებული ხდებიან ბავშვები ტელეფონებზე, ტაბლეტებზე და კომპიუტერებზე. წიგნის ავტორები აკრიტიკებენ თანამედროვე სკოლების გადაწყვეტილებას, სწავლის პროცესში ბავშვებმა კომპიუტერები, ანდა - სხვა ელექტრონული მოწყობილობები გამოიყენონ.

ბრიტანელი ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვისთვის სმარტფონის მიცემა შესაძლოა ისეთივე მავნებელი აღმოჩნდეს, როგორც - ალკოჰოლი, ანდა ნარკოტიკული საშუალება.

ლონდონის ჰარლი სტრიტზე მდებარე სარეაბილიტაციო კლინიკის სპეციალისტი მენდი სალიგარი ამბობს, რომ შვილისთვის ტელეფონის მიცემა 1 გრამი კოკაინის მიცემის ტოლფასია.

"ყოველთვის ვეუბნები ხალხს, რომ თუ ბავშვს ნებას დართავთ, ისარგებლონ ტაბლეტით ან ტელეფონით, თქვენ მათ 1 ბოთლ ღვინოს, ანდა 1 გრამ კოკაინს აძლევთ," - განაცხადა სალიგარიმ.

მომზადებულია independent-ის მიხედვით

როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში, რომელიც მაღლივ კორპუსთან შენდება

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით