პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი სარეცხის მანქანაა ყველაზე კარგი და როგორ გავწმინდოთ მანქანა - რჩევები საუკეთესო ხელოსნისგან
რომელი სარეცხის მანქანაა ყველაზე კარგი და როგორ გავწმინდოთ მანქანა - რჩევები საუკეთესო ხელოსნისგან

ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ოჯახ­ში დი­ა­სახ­ლი­სე­ბის­თვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ტექ­ნი­კას სა­რე­ცხის მან­ქა­ნა წარ­მო­ად­გენს. ხა­რის­ხი­ა­ნი მან­ქა­ნის ყიდ­ვი­სას ბევ­რი ნი­უ­ან­სია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია თქვე­ნი სა­რე­ცხის მან­ქა­ნა თქვენს ოჯახ­ზე იყოს მორ­გე­ბუ­ლი, ამა­ვე დროს იყოს ხა­რის­ხი­ა­ნი და გამ­ძლე. თუ გა­და­წყვი­ტეთ, რომ ახა­ლი სა­რე­ცხის მან­ქა­ნის შე­ძე­ნა გსურთ ან გა­ინ­ტე­რე­სებთ, რო­გორ მო­უ­ა­როთ უკვე არ­სე­ბულს, გა­მოც­დი­ლი ხე­ლოს­ნის ბა­ტო­ნი ბეჟან ბუ­ცხაშ­ვი­ლის რჩე­ვე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად და­გეხ­მა­რე­ბათ სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის მან­ქა­ნა შე­ი­ძი­ნოთ.

- მე­ცა­მე­ტე წე­ლია ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ის ერთ-ერთ სერ­ვის-ცენ­ტრში, სა­რე­ცხის მან­ქა­ნებ­ზე ვმუ­შა­ობ. პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ბევ­რი კარ­გი მან­ქა­ნა შე­მო­დის ბა­ზარ­ზე. ძა­ლი­ან კარ­გი, გა­მოც­დი­ლი მან­ქა­ნე­ბია "ბეკო", "სამ­სუნ­გი", "ელ-ჯი", მაგ­რამ რო­გო­რი კარ­გიც არ უნდა იყოს მან­ქა­ნა, ხე­ლის შე­წყო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა. უმე­ტე­სად გა­დატ­ვირ­თვის გამო, ბევ­რი სა­რე­ცხის შეყ­რის გამო გა­მო­დის მან­ქა­ნა მწყობ­რი­დან - რა წო­ნაც უწე­რია, იმა­ზე მეტი არ უნდა გა­ა­რე­ცხი­ნოთ და აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად შე­ის­წავ­ლოთ ინ­სტრუქ­ცია, სა­ნამ მან­ქა­ნას აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნებთ. რა თქმა უნდა, ყვე­ლა ნა­წი­ლი იც­ვლე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­კე­თე­ბა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- რა გან­სხვა­ვე­ბაა ძვი­რი­ან და ია­ფ­ფა­სი­ან მან­ქა­ნებს შო­რის?

- პირ­ველ რიგ­ში გან­სხვა­ვე­ბაა ხა­რისხში. მან­ქა­ნე­ბი არის ჩი­ნუ­რი, თურ­ქუ­ლი, რუ­სუ­ლი და ა.შ. სულ ახ­ლა­ხან შე­მო­ვი­და მან­ქა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აქვთ საშ­რო­ბი - როცა რე­ცხვის პროგ­რა­მას და­ას­რუ­ლებს მან­ქა­ნა, ჩა­ურ­თავ გაშ­რო­ბის პროგ­რა­მას და სრუ­ლად აშ­რობს სა­რე­ცხს. ანუ სა­რე­ცხის გა­ფე­ნა და გაშ­რო­ბა აღარ უნდა, პირ­და­პირ მან­ქა­ნა­ში შრე­ბა. ხა­რის­ხი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბი არის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ძრა­ვე­ბით და ამ დროს ქარ­ხა­ნა იძ­ლე­ვა ათწ­ლი­ან გა­რან­ტი­ას და არის ძა­ლი­ან ხა­რის­ხი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბი.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად რა აფუ­ჭებს მან­ქა­ნას? რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს დი­ა­სახ­ლის­მა, რომ მან­ქა­ნა მალე არ გა­ფუჭ­დეს?

- პირ­ვე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რაც არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, მან­ქა­ნა არ უნდა და­ვა­მონ­ტა­ჟოთ ნეს­ტი­ან ად­გი­ლას, მა­გა­ლი­თად, აბა­ზა­ნა­ში. ორ­თქლს წყო­ბი­დან გა­მოჰ­ყავს მან­ქა­ნა, იჟან­გე­ბა კორ­პუ­სი და ა.შ. სა­სურ­ვე­ლია და­ა­ყე­ნოთ მშრალ ად­გი­ლას. ყვე­ლა­ნა­ირ ტექ­ნი­კას უნდა ხე­ლის შე­წყო­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვიც­ვათ წონა. ინ­სტრუქ­ცი­ა­ში რაც არის მი­თი­თე­ბუ­ლი, იმ წო­ნა­ზე მეტი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა შევ­ყა­როთ. ასე­ვე სახ­ლში გაყ­ვა­ნი­ლო­ბა უნდა იყოს ნორ­მა­ლუ­რი, არ უნდა იყოს სუს­ტი მავ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად იწ­ვე­ბა, ვერ უძ­ლებს ძაბ­ვას, არ უვარ­გა კონ­ტაქ­ტე­ბი და ა.შ. თუ მოკ­ლე ჩარ­თვე­ბი ხდე­ბა ქსელ­ში, ეს ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს მან­ქა­ნა­ზე.

- რა ინ­ტერ­ვა­ლით უნდა გავ­წმინ­დოთ მან­ქა­ნა და თუ არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რე­ბი, მის გა­საწ­მენ­დად?

- მან­ქა­ნა­ში ყო­ველ­თვის გროვ­დე­ბა ნარ­ჩე­ნე­ბი, ძა­ფე­ბი, ბუ­სუ­სე­ბი, ხურ­და ფული და სხვა. სამ თვე­ში ერთხელ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ა­მოწ­მოთ და გა­მო­ა­სუფ­თა­ოთ მან­ქა­ნა. არის სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რე­ბიც, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად "კალ­გონს" ხმა­რო­ბენ. "კალ­გონ­ზე" უფრო ეფექ­ტუ­რი და ია­ფია ლი­მონმჟა­ვა, რო­მელ­საც ვი­ყე­ნებთ საკ­ვე­ბად. რე­კო­მენ­და­ცი­ას ვუ­წევ, რომ ექვს თვე­ში ერთხელ ამ მე­თო­დით გა­მო­რე­ცხონ მან­ქა­ნა: ორი სამი შე­ფუთ­ვა ლი­მონმჟა­ვა ჩა­ყა­რეთ ცა­რი­ელ მან­ქა­ნა­ში, მან­ქა­ნა ჩარ­თეთ თეთ­რე­უ­ლის ან სინ­თე­ტი­კის პროგ­რა­მა­ზე - 60 გრა­დუს­ზე, აცა­დეთ, მან­ქა­ნამ და­ას­რუ­ლოს პროგ­რა­მა. თუ რამე ჭუ­ჭყი და ნა­დე­ბია დაგ­რო­ვი­ლი მან­ქა­ნა­ში, სულ გა­მო­ა­სუფ­თა­ვებს.

- რა დროს უნდა გა­მო­ვი­ძა­ხოთ ხე­ლო­სა­ნი, რომ მან­ქა­ნა სულ არ გა­ფუჭ­დეს და გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მა შორს არ წა­ვი­დეს?

- რო­გორც კი შე­ამ­ჩნევთ მან­ქა­ნას, რომ შე­ეც­ვა­ლა ხმა, ან ვიბ­რა­ცია აქვს და ძაგ­ძა­გებს, სა­სურ­ვე­ლია მა­შინ­ვე გა­მო­ი­ძა­ხოთ ხე­ლო­სა­ნი. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გა­და­დებს, დრო­ზე არ მი­ი­ღებს ზო­მებს და ამით უა­რე­სი ემარ­თე­ბა მან­ქა­ნას. თუ ერთი ნა­წი­ლია გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ის მე­ო­რე ნა­წილ­საც აზი­ა­ნებს. შემ­დეგ უკვე ბევ­რად ძვი­რი ჯდე­ბა მისი შე­კე­თე­ბა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რომელი სარეცხის მანქანაა ყველაზე კარგი და როგორ გავწმინდოთ მანქანა - რჩევები საუკეთესო ხელოსნისგან

რომელი სარეცხის მანქანაა ყველაზე კარგი და როგორ გავწმინდოთ მანქანა - რჩევები საუკეთესო ხელოსნისგან

ალბათ დამეთანხმებით, რომ ოჯახში დიასახლისებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნიკას სარეცხის მანქანა წარმოადგენს. ხარისხიანი მანქანის ყიდვისას ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. აუცილებელია თქვენი სარეცხის მანქანა თქვენს ოჯახზე იყოს მორგებული, ამავე დროს იყოს ხარისხიანი და გამძლე. თუ გადაწყვიტეთ, რომ ახალი სარეცხის მანქანის შეძენა გსურთ ან გაინტერესებთ, როგორ მოუაროთ უკვე არსებულს, გამოცდილი ხელოსნის ბატონი ბეჟან ბუცხაშვილის რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ საუკეთესო ხარისხის მანქანა შეიძინოთ.

- მეცამეტე წელია ტექნიკის მაღაზიის ერთ-ერთ სერვის-ცენტრში, სარეცხის მანქანებზე ვმუშაობ. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი კარგი მანქანა შემოდის ბაზარზე. ძალიან კარგი, გამოცდილი მანქანებია "ბეკო", "სამსუნგი", "ელ-ჯი", მაგრამ როგორი კარგიც არ უნდა იყოს მანქანა, ხელის შეწყობა აუცილებლად სჭირდება. უმეტესად გადატვირთვის გამო, ბევრი სარეცხის შეყრის გამო გამოდის მანქანა მწყობრიდან - რა წონაც უწერია, იმაზე მეტი არ უნდა გაარეცხინოთ და აუცილებლად კარგად შეისწავლოთ ინსტრუქცია, სანამ მანქანას აქტიურად გამოიყენებთ. რა თქმა უნდა, ყველა ნაწილი იცვლება, შესაძლებელია შეკეთება, მაგრამ ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული.

- რა განსხვავებაა ძვირიან და იაფფასიან მანქანებს შორის?

- პირველ რიგში განსხვავებაა ხარისხში. მანქანები არის ჩინური, თურქული, რუსული და ა.შ. სულ ახლახან შემოვიდა მანქანები, რომლებსაც ჩამონტაჟებული აქვთ საშრობი - როცა რეცხვის პროგრამას დაასრულებს მანქანა, ჩაურთავ გაშრობის პროგრამას და სრულად აშრობს სარეცხს. ანუ სარეცხის გაფენა და გაშრობა აღარ უნდა, პირდაპირ მანქანაში შრება. ხარისხიანი მანქანები არის გაუმჯობესებული ძრავებით და ამ დროს ქარხანა იძლევა ათწლიან გარანტიას და არის ძალიან ხარისხიანი მანქანები.

- ყველაზე ხშირად რა აფუჭებს მანქანას? რა უნდა გაითვალისწინოს დიასახლისმა, რომ მანქანა მალე არ გაფუჭდეს?

- პირველი და მნიშვნელოვანი რაც არის გასათვალისწინებელი, მანქანა არ უნდა დავამონტაჟოთ ნესტიან ადგილას, მაგალითად, აბაზანაში. ორთქლს წყობიდან გამოჰყავს მანქანა, იჟანგება კორპუსი და ა.შ. სასურველია დააყენოთ მშრალ ადგილას. ყველანაირ ტექნიკას უნდა ხელის შეწყობა. აუცილებლად უნდა დავიცვათ წონა. ინსტრუქციაში რაც არის მითითებული, იმ წონაზე მეტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევყაროთ. ასევე სახლში გაყვანილობა უნდა იყოს ნორმალური, არ უნდა იყოს სუსტი მავთულებით, რომელიც ადვილად იწვება, ვერ უძლებს ძაბვას, არ უვარგა კონტაქტები და ა.შ. თუ მოკლე ჩართვები ხდება ქსელში, ეს ძალიან მოქმედებს მანქანაზე.

- რა ინტერვალით უნდა გავწმინდოთ მანქანა და თუ არსებობს სპეციალური ხსნარები, მის გასაწმენდად?

- მანქანაში ყოველთვის გროვდება ნარჩენები, ძაფები, ბუსუსები, ხურდა ფული და სხვა. სამ თვეში ერთხელ აუცილებლად უნდა შეამოწმოთ და გამოასუფთაოთ მანქანა. არის სპეციალური ხსნარებიც, მაგრამ ძირითადად "კალგონს" ხმარობენ. "კალგონზე" უფრო ეფექტური და იაფია ლიმონმჟავა, რომელსაც ვიყენებთ საკვებად. რეკომენდაციას ვუწევ, რომ ექვს თვეში ერთხელ ამ მეთოდით გამორეცხონ მანქანა: ორი სამი შეფუთვა ლიმონმჟავა ჩაყარეთ ცარიელ მანქანაში, მანქანა ჩართეთ თეთრეულის ან სინთეტიკის პროგრამაზე - 60 გრადუსზე, აცადეთ, მანქანამ დაასრულოს პროგრამა. თუ რამე ჭუჭყი და ნადებია დაგროვილი მანქანაში, სულ გამოასუფთავებს.

- რა დროს უნდა გამოვიძახოთ ხელოსანი, რომ მანქანა სულ არ გაფუჭდეს და გარკვეული პრობლემა შორს არ წავიდეს?

- როგორც კი შეამჩნევთ მანქანას, რომ შეეცვალა ხმა, ან ვიბრაცია აქვს და ძაგძაგებს, სასურველია მაშინვე გამოიძახოთ ხელოსანი. ზოგიერთი ადამიანი გადადებს, დროზე არ მიიღებს ზომებს და ამით უარესი ემართება მანქანას. თუ ერთი ნაწილია გაფუჭებული, დროთა განმავლობაში ის მეორე ნაწილსაც აზიანებს. შემდეგ უკვე ბევრად ძვირი ჯდება მისი შეკეთება... განაგრძეთ კითხვა