პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღსარება" - "მანდარინების" რეჟისორის ახალი ფილმი ჩიკაგოსა და ვარშავის კინოფესტივალებზე წარსადგენად ემზადება
"აღსარება" - "მანდარინების" რეჟისორის ახალი ფილმი ჩიკაგოსა და ვარშავის კინოფესტივალებზე წარსადგენად ემზადება

სა­სუ­ლი­ე­რო პირი იმ სო­ფელ­ში ჩა­დის, სა­დაც ეკ­ლე­სი­ა­ში დიდი ხა­ნია, წირ­ვა არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა. მო­ძღვარს აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ წინ რთუ­ლი გზა ელის, რად­გან სო­ფელ­ში არ­ცთუ კარ­გი ხალ­ხი ცხოვ­რობს...

24 ქტომ­ბერს, კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" ცნო­ბი­ლი რე­ჟი­ოს­რის, ზაზა ურუ­შა­ძის ახა­ლი ფილ­მის "აღ­სა­რე­ბა", და­ხუ­რუ­ლი ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. ფილ­მი ადა­მი­ა­ნურ სი­სუს­ტე­ებ­ზეა და მღვდელ­ზე, რო­მე­ლიც დიდ გა­მოც­დას გა­დის... მთა­ვარ როლს მსა­ხი­ო­ბი დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზაზა ურუ­შა­ძის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი "მან­და­რი­ნე­ბი," "ოს­კა­რის" ხუ­თე­ულ­ში, სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მის კა­ტე­გო­რი­ა­ში მოხ­ვდა. ჯილ­დო ვერ მი­ი­ღო, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის წარ­მა­ტე­ბულ ნა­ბი­ჯად შე­ფას­და. სწო­რედ ამი­ტომ, რე­ჟი­სო­რი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ თან­ხით და­ა­ჯილ­დო­ვა - ახა­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. ვი­ნა­ი­დან "მან­და­რი­ნე­ბი" კოპ­რო­დუქ­ცი­აა და ეს­ტო­ნე­ლებ­თან ერ­თად გა­და­ი­ღეს, "აღ­სა­რე­ბის" პრო­ექ­ტშიც ეს­ტო­ნე­ლე­ბი ჩა­ერ­თნენ და და­ა­ფი­ნან­სეს (თუმ­ცა მათი წილი ამ საქ­მე­ში მცი­რეა). ახალ ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რი ისევ ივო ფელ­ტია, "მან­და­რი­ნე­ბის" ეს­ტო­ნე­ლი პრო­დი­უ­სე­რი. 

ზაზა ურუ­შა­ძე:

- გა­და­ვი­ღე დრა­მა... ვფიქ­რობ, მსა­ხი­ო­ბებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე­ე­ბი შექ­მნეს, და­მა­ჯე­რე­ბე­ლად ითა­მა­შეს. მთა­ვარ როლ­ში არი­ან: დიმა ტა­ტიშ­ვი­ლი, სოსო ხვე­დე­ლი­ძე, ნატო მურ­ვა­ნი­ძე, სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძე და ასე­ვე არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი...

"აღ­სა­რე­ბა" არ არის ეკ­ლე­სი­ა­ზე, ან რე­ლი­გი­ა­ზე, ფილ­მის მთა­ვა­რი აზრი ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტე­ე­ბია, რა­ზეც მინ­დო­და, ყუ­რა­ღე­ბა გა­მე­მახ­ვი­ლე­ბი­ნა, რაც გა­ვა­კე­თე. და­ნარ­ჩე­ნი, მა­ყუ­რე­ბელ­მა შე­ა­ფა­სოს.

გა­და­ღე­ბე­ბი კა­ხე­თის ორ სო­ფელ­ში - ზემო ალ­ვან­სა და სა­ბუ­ე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მო­სახ­ლე­ო­ბა დი­დად დაგ­ვეხ­მა­რა. დაგ­ვეხ­მარ­ნენ მე­უ­ფე და რამ­დე­ნი­ნე მღვდე­ლი, რად­გა­ნაც ეკ­ლე­სი­ა­ში ვი­ღებ­დით. ამ ყვე­ლა­ფერს 41 დღე დას­ჭირ­და.

- მსა­ხი­ო­ბე­ბი რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ?

- კი­ნო­ში თა­მა­ში ყვე­ლას არ შე­უძ­ლია, ამი­ტომ ყვე­ლას­თან მუ­შა­ო­ბას რე­ჟი­სო­რე­ბი ერი­დე­ბი­ან... მსა­ხი­ო­ბე­ბი ნი­ჭი­ე­რე­ბის მი­ხედ­ვით შე­ვარ­ჩიე...

დიმა ტა­ტიშ­ვი­ლი, მამა გი­ორ­გი:

- ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო სა­მუ­შაო იყო... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მთე­ლი ფილ­მის მან­ძილ­ზე მა­ყუ­რე­ბე­ლი შენ გი­ყუ­რებს. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყო, რომ გა­გიძ­ლოს...

- გა­მო­გი­ვი­დათ... რა მოგ­ცათ ზაზა ურუ­შა­ძეს­თან მუ­შა­ო­ბამ?

- პრო­ფე­სი­ონ­ლია, მაქ­სი­მა­ლის­ტია, მაქ­სი­მუმს ითხოვს. რაც მა­ნამ­დე ვი­ცო­დი, მაგ­რამ და­ვი­წყე­ბუ­ლი მქონ­და, ის ზა­ზამ გა­მახ­სე­ნა (პრო­ფე­სი­ა­ში არის რა­ღა­ცე­ბი, რაც იცი, მაგ­რამ შეხ­სე­ნე­ბა, ხე­ლის­კვრა გჭირ­დე­ბა). მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან უნდა და­ი­წყო. მა­ნამ­დე, რაც გა­გი­კე­თე­ბია, უნდა და­ი­ვი­წყო და ახა­ლი აა­შე­ნო. შე­ნე­ბის პრო­ცე­სი სა­ინ­ტე­რე­სო იყო...

თბი­ლი, ადა­მი­ა­ნუ­რი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ფილ­მია, ყო­ველ­გვა­რი ეფექ­ტე­ბის და ფო­კუ­სე­ბის გა­რე­შე. ამი­ტომ ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი ნა­მუ­შე­ვა­რია. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არც კი­ნო­ში და არც თე­ატ­რში ჯერ არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. ძა­ლი­ან მინ­და, მა­ყუ­რე­ბელს მო­ე­წო­ნოს.

სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძე, მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

- ზა­ზას­თან მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა, პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია და მა­გა­რი რე­ჟი­სო­რი. ასე­ვე დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა მის გუნდთან ერ­თად საქ­მი­ა­ნო­ბა. მათ­გან ბევ­რი რამ ვის­წვა­ლე. უბ­რა­ლოდ, მე მოვ­ხვდი კი­ნო­ში!

- თქვე­ნი გმი­რი მაც­დუ­რი და ბო­როტ­მოქ­მე­დი ქა­ლია, მეტ­სა­ხე­ლად მერ­ლინ მონ­რო...

- მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მელ­საც გა­რეგ­ნუ­ლად მერ­ლინ მონ­როს ამ­სგავ­სე­ბენ. მას სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბი უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც დღეს აქ­ტუ­ა­ლუ­რია. თემა, რო­მე­ლიც ფილმშია წა­მო­წე­უ­ლი, ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი კი არა, პი­რი­ქით, წინა პლან­ზე უნდა იყოს წა­მო­წე­უ­ლი, მას­ზე ბევ­რმა უნდა ილა­პა­რა­კოს, რომ მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი არ მოხ­დეს...

- რო­გო­რი პარტნი­ო­რია დიმა ტა­ტიშ­ვი­ლი?

- სა­ოც­რად კარ­გი. მას­თან პირ­ვე­ლად არ მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ ეს სა­მუ­შაო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო, აქ ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და ამას­თან ვი­სი­ა­მოვ­ნე.

სოსო ხვე­დე­ლი­ძე, მორ­ჩი­ლი:

- ეს როლი ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო... დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა ზა­ზას­თან მუ­შა­ო­ბა. რთუ­ლია მო­ძებ­ნო რე­ჟი­სო­რი, რო­მე­ლიც დის­კომ­ფორ­ტს იმი­ტომ შე­გიქ­მნის, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან შორს ეძე­ბო სხვა. ზა­ზამ მყა­რად იცო­და, რა უნ­დო­და ჩემ­გან. რე­ჟი­სო­რი და­მეხ­მა­რა, ჩემი თა­ვის­გან შორს მო­მე­ძებ­ნა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გან­ვა­სა­ხი­ე­რე. ამას ჩემს პრო­ექტს ვერ და­ვარ­ქმევ, ზა­ზას პრო­ექ­ტია - მე შე­ვას­რუ­ლე.

ფილ­მი ადა­მი­ა­ნურ შეც­დო­მებ­ზეა და არა რე­ლი­გი­ა­ზე, მაგ­რამ ზოგ­ჯერ რე­ლი­გი­ურ თე­მას ცხოვ­რე­ბა­ში ვერ ეხე­ბი, რად­გა­ნაც ჩა­კე­ტი­ლია. არა­და, ხე­ლოვ­ნე­ბას დოგმე­ბი არ უნდა ჰქონ­დეს! დოგ­მის და ჩარ­ჩო­ე­ბის რღვე­ვა ამ ფილმში კარ­გად ჩანს. თუმ­ცა ძა­ლი­ან სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვარ, მიყ­ვარს "აღ­სა­რე­ბა"!

მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი:

- ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა - უმაღ­ლე­სი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი კულ­ტუ­რა ვი­ხი­ლეთ. ასე­ვე მსა­ხი­ო­ბე­ბის მა­ღა­ლი კლა­სი. ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი ვარ... მი­ხა­რია, რომ აქ ასე­თი პრო­დუქ­ტი შე­იქ­მნა!

მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი:

- რო­გორც მა­ყუ­რე­ბე­ლი, ვი­ტყვი - ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, ღრმა და და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი ფილ­მია, ზო­მი­ე­რი იუ­მო­რით, რაც ძა­ლი­ან უხ­დე­ბა. ზა­ზას­გან სხვას არც ვე­ლო­დი. წარ­მა­ტე­ბე­ბი მინ­და, ვუ­სურ­ვო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა.

- გა­ი­ზი­ა­რებს თუ არა "მან­და­რი­ნე­ბის" ბედს?

- სურ­ვი­ლია, ასე იყოს, თუმ­ცა ვნა­ხოთ.

მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე:

- ვგიჟ­დე­ბი, როცა ქარ­თვე­ლე­ბი კი­ნოს აკე­თე­ბენ! ჩემ­თვის მძი­მე ფილ­მია, მაგ­რამ ახ­ლავს თვი­თი­რო­ნია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რთუ­ლია დიდი ტრა­გიზ­მის ცოტა იუ­მორ­ში გა­და­ტა­ნა, მაგ­რამ ეს ალ­ბათ ის არის, რაც დღემ­დე გვა­ცო­ცხლებს და ქარ­თვე­ლებს გვა­არ­სე­ბებს. მა­გა­რია ზაზა!

ფილ­მი ჩი­კა­გოს და ვარ­შა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე წარ­სად­გე­ნად ემ­ზა­დე­ბა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"აღსარება" - "მანდარინების" რეჟისორის ახალი ფილმი ჩიკაგოსა და ვარშავის კინოფესტივალებზე წარსადგენად ემზადება

"აღსარება" - "მანდარინების" რეჟისორის ახალი ფილმი ჩიკაგოსა და ვარშავის კინოფესტივალებზე წარსადგენად ემზადება

სასულიერო პირი იმ სოფელში ჩადის, სადაც ეკლესიაში დიდი ხანია, წირვა არ შესრულებულა. მოძღვარს აფრთხილებენ, რომ წინ რთული გზა ელის, რადგან სოფელში არცთუ კარგი ხალხი ცხოვრობს...

24 ქტომბერს, კინოთეატრ "ამირანში" ცნობილი რეჟიოსრის, ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის "აღსარება", დახურული ჩვენება გაიმართა. ფილმი ადამიანურ სისუსტეებზეა და მღვდელზე, რომელიც დიდ გამოცდას გადის... მთავარ როლს მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი განასახიერებს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული ფილმი "მანდარინები," "ოსკარის" ხუთეულში, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოხვდა. ჯილდო ვერ მიიღო, მაგრამ თანამედროვე ქართული კინემატოგრაფიის წარმატებულ ნაბიჯად შეფასდა. სწორედ ამიტომ, რეჟისორი საქართველოს კულტურის სამინისტრომ თანხით დააჯილდოვა - ახალი ფილმის გადაღების საშუალება მისცა. ვინაიდან "მანდარინები" კოპროდუქციაა და ესტონელებთან ერთად გადაიღეს, "აღსარების" პროექტშიც ესტონელები ჩაერთნენ და დააფინანსეს (თუმცა მათი წილი ამ საქმეში მცირეა). ახალ ფილმის პროდიუსერი ისევ ივო ფელტია, ''მანდარინების'' ესტონელი პროდიუსერი. 

ზაზა ურუშაძე:

- გადავიღე დრამა... ვფიქრობ, მსახიობებმა საინტერესო სახეები შექმნეს, დამაჯერებელად ითამაშეს. მთავარ როლში არიან: დიმა ტატიშვილი, სოსო ხვედელიძე, ნატო მურვანიძე, სოფია სებისკვერაძე და ასევე არაერთი საინტერესო და ნიჭიერი მსახიობი...

"აღსარება" არ არის ეკლესიაზე, ან რელიგიაზე, ფილმის მთავარი აზრი ადამიანური სისუსტეებია, რაზეც მინდოდა, ყურაღება გამემახვილებინა, რაც გავაკეთე. დანარჩენი, მაყურებელმა შეაფასოს.

გადაღებები კახეთის ორ სოფელში - ზემო ალვანსა და საბუეში მიმდინარეობდა, მოსახლეობა დიდად დაგვეხმარა. დაგვეხმარნენ მეუფე და რამდენინე მღვდელი, რადგანაც ეკლესიაში ვიღებდით. ამ ყველაფერს 41 დღე დასჭირდა.

- მსახიობები როგორ შეარჩიეთ?

- კინოში თამაში ყველას არ შეუძლია, ამიტომ ყველასთან მუშაობას რეჟისორები ერიდებიან... მსახიობები ნიჭიერების მიხედვით შევარჩიე...

დიმა ტატიშვილი, მამა გიორგი:

- ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაო იყო... წარმოიდგინეთ, მთელი ფილმის მანძილზე მაყურებელი შენ გიყურებს. ძალიან საინტერესო უნდა იყო, რომ გაგიძლოს...

- გამოგივიდათ... რა მოგცათ ზაზა ურუშაძესთან მუშაობამ?

- პროფესიონლია, მაქსიმალისტია, მაქსიმუმს ითხოვს. რაც მანამდე ვიცოდი, მაგრამ დავიწყებული მქონდა, ის ზაზამ გამახსენა (პროფესიაში არის რაღაცები, რაც იცი, მაგრამ შეხსენება, ხელისკვრა გჭირდება). მიუხედავად ამისა, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო. მანამდე, რაც გაგიკეთებია, უნდა დაივიწყო და ახალი ააშენო. შენების პროცესი საინტერესო იყო...

თბილი, ადამიანური, ნატურალური ფილმია, ყოველგვარი ეფექტების და ფოკუსების გარეშე. ამიტომ ჩემთვის ძვირფასი ნამუშევარია. შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი არც კინოში და არც თეატრში ჯერ არაფერი გამიკეთებია. ძალიან მინდა, მაყურებელს მოეწონოს.

სოფია სებისკვერაძე, მუსიკის მასწავლებელი:

- ზაზასთან მუშაობა საინტერესოა, პირველ რიგში, ძალიან კარგი ადამიანია და მაგარი რეჟისორი. ასევე დიდი ფუფუნებაა მის გუნდთან ერთად საქმიანობა. მათგან ბევრი რამ ვისწვალე. უბრალოდ, მე მოვხვდი კინოში!

- თქვენი გმირი მაცდური და ბოროტმოქმედი ქალია, მეტსახელად მერლინ მონრო...

- მუსიკის მასწავლებელია, რომელსაც გარეგნულად მერლინ მონროს ამსგავსებენ. მას საინტერესო თემები უკავშირდება, რომლებიც დღეს აქტუალურია. თემა, რომელიც ფილმშია წამოწეული, ტაბუდადებული კი არა, პირიქით, წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული, მასზე ბევრმა უნდა ილაპარაკოს, რომ მსგავსი რაღაცები არ მოხდეს...

- როგორი პარტნიორია დიმა ტატიშვილი?

- საოცრად კარგი. მასთან პირველად არ მიმუშავია, მაგრამ ეს სამუშაო განსხვავებული იყო, აქ ბევრი რამ ვისწავლე და ამასთან ვისიამოვნე.

სოსო ხვედელიძე, მორჩილი:

- ეს როლი ჩემთვის მოულოდნელობა იყო... დიდი გამოცდილებაა ზაზასთან მუშაობა. რთულია მოძებნო რეჟისორი, რომელიც დისკომფორტს იმიტომ შეგიქმნის, რომ საკუთარი თავისგან შორს ეძებო სხვა. ზაზამ მყარად იცოდა, რა უნდოდა ჩემგან. რეჟისორი დამეხმარა, ჩემი თავისგან შორს მომეძებნა ადამიანი, რომელიც განვასახიერე. ამას ჩემს პროექტს ვერ დავარქმევ, ზაზას პროექტია - მე შევასრულე.

ფილმი ადამიანურ შეცდომებზეა და არა რელიგიაზე, მაგრამ ზოგჯერ რელიგიურ თემას ცხოვრებაში ვერ ეხები, რადგანაც ჩაკეტილია. არადა, ხელოვნებას დოგმები არ უნდა ჰქონდეს! დოგმის და ჩარჩოების რღვევა ამ ფილმში კარგად ჩანს. თუმცა ძალიან სუბიექტური ვარ, მიყვარს ''აღსარება''!

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:

- ძალიან მომეწონა - უმაღლესი კინემატოგრაფიული კულტურა ვიხილეთ. ასევე მსახიობების მაღალი კლასი. ძალიან აღელვებული ვარ... მიხარია, რომ აქ ასეთი პროდუქტი შეიქმნა!

მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრი:

- როგორც მაყურებელი, ვიტყვი - ძალიან მომეწონა, ღრმა და დასაფიქრებელი ფილმია, ზომიერი იუმორით, რაც ძალიან უხდება. ზაზასგან სხვას არც ველოდი. წარმატებები მინდა, ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, წარმატებული პროექტი იქნება.

- გაიზიარებს თუ არა "მანდარინების" ბედს?

- სურვილია, ასე იყოს, თუმცა ვნახოთ.

მანანა ბერიკაშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე:

- ვგიჟდები, როცა ქართველები კინოს აკეთებენ! ჩემთვის მძიმე ფილმია, მაგრამ ახლავს თვითირონია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. რთულია დიდი ტრაგიზმის ცოტა იუმორში გადატანა, მაგრამ ეს ალბათ ის არის, რაც დღემდე გვაცოცხლებს და ქართველებს გვაარსებებს. მაგარია ზაზა!

ფილმი ჩიკაგოს და ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალებზე წარსადგენად ემზადება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება