სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუგბარი" - სტარტაპი, რომლის მიერ წარმოებული ჩურჩხელა წარმატებით გადის ექსპორტზე
"ნუგბარი" - სტარტაპი, რომლის მიერ წარმოებული ჩურჩხელა წარმატებით გადის ექსპორტზე

აშშ, კო­რეა, ჩე­ხე­თი - ეს იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, სა­დაც "ნუგ­ბა­რის" მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ჩურ­ჩხე­ლა წარ­მა­ტე­ბით იყი­დე­ბა. კომ­პა­ნია აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს სხვა ბაზ­რებ­ზეც. ამას­თან, "ნუგ­ბარს" 300-მდე გა­ყიდ­ვის წერ­ტი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით (ძი­რი­თა­დად სტენ­დე­ბი ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­ში), რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­საც ახალ წლამ­დე 1000-მდე გაზ­რდის.

"ჩვენ 2015 წლი­დან ვმუ­შა­ობთ ჩურ­ჩხე­ლის წარ­მო­ე­ბა­ზე. მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ტყლაპ­სა და გო­ზი­ნაყ­საც ვა­კე­თებთ. თუმ­ცა ვგეგ­მავთ, რომ მათი წარ­მო­ე­ბაც გავ­ზარ­დოთ. თა­ნაბ­რად ვმუ­შა­ობთ რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე უცხო­ურ ბაზ­რებ­ზე. თავ­და­პირ­ვე­ლად ექ­სპორ­ტი ჩე­ხეთ­ში და­ვი­წყეთ, სა­დაც საც­დე­ლად 500 ჩურ­ჩხე­ლა გა­ვი­ტა­ნეთ. მე­ო­რე ეტაპ­ზე კი უკვე 3 500 ჩურ­ჩხე­ლა შეგ­ვიკ­ვე­თეს.

აშშ-ში წელს თბი­ლი­სო­ბის­თვის გავ­გზავ­ნეთ 2 000-მდე ჩურ­ჩხე­ლა და სრუ­ლად გა­ი­ყი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ხრეთ კო­რე­ას, იქ ჩურ­ჩხე­ლა მა­ნამ­დეც იყი­დე­ბო­და, თუმ­ცა მისი ხა­რის­ხით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ. ახლა კი "ნუგ­ბა­რის" პრო­დუქ­ცია გა­დის კო­რე­ა­შიც. სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კუ­რენ­ტად პირ­ველ რიგ­ში იმ­პორ­ტი­რე­ბულ ტკბი­ლე­ულს მი­ვიჩ­ნევთ" - გან­მარ­ტავს "ნუგ­ბა­რის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბი­ძი­ნა ფხო­ვე­ლიშ­ვი­ლი.

"ნუგ­ბა­რის" ჩურ­ჩხე­ლა დაბა წნორ­ში სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბის ტი­პის სა­წარ­მო­ში მზად­დე­ბა. ხელ­ნა­კე­თი ტკბი­ლე­უ­ლის და­სამ­ზა­დებ­ლად რქა­წი­თე­ლის ბა­დაგს და თო­ნე­ში მო­ხა­ლულ თხილ­სა და კა­კალს იყე­ნე­ბენ. პრო­დუქ­ცია მუ­ყა­ო­სა და პო­ლიპ­რო­პი­ლე­ნის შე­ფუთ­ვებ­შიც იყი­დე­ბა.

"ზო­გა­დად, ჩურ­ჩხე­ლა რთუ­ლი პრო­დუქ­ტია. რთუ­ლი პრო­ცე­სია რო­გორც მისი გაშ­რო­ბა და შე­ნახ­ვა, ისე სტან­დარ­ტი­ზა­ცია, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ხე­ლით კეთ­დე­ბა. წარ­მო­ე­ბი­სას ყვე­ლა დე­ტალს დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს. თუ წყლის შემ­ცვე­ლო­ბის დონე და­აკ­ლდა, ჩურ­ჩხე­ლა გახ­მე­ბა, თუ მეტი მო­უ­ვი­და - და­ობ­დე­ბა. თუ ჩურ­ჩხე­ლა ძა­ლი­ან მა­გა­რია, ესე იგი მას ბა­და­გი ანუ ყუ­რძნის ბუ­ნებ­რი­ვი სიტ­კბო (გლუ­კო­ზა და ფრუქ­ტო­ზა) აკ­ლია. ნა­ტუ­რა­ლუ­რი ჩურ­ჩხე­ლის ფერი არის ღია ყა­ვის­ფე­რი. ფე­რა­დი ჩურ­ჩხე­ლის წარ­მო­ე­ბი­სას აუ­ცი­ლებ­ლად იყე­ნე­ბენ სა­კონ­დიტ­რო სა­ღე­ბა­ვებს, რაც ყვე­ლა­ზე მავ­ნე საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტია," - გან­მარ­ტავს ბი­ძი­ნა ფხო­ვე­ლიშ­ვი­ლი.

"ჩვენ ვა­წარ­მო­ებთ ეროვ­ნულ ტკბი­ლე­ულს, რაც გა­ცი­ლე­ბით მე­ტია ჩვენ­თვის, ვიდ­რე კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. ქარ­თუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლი და მისი შე­დევ­რი - ჩურ­ჩხე­ლა, ნამ­დვი­ლად არის ის ერთ-ერთი ეროვ­ნუ­ლი "სა­გან­ძუ­რი", რი­თაც მსოფ­ლი­ომ უნდა გა­იც­ნოს სა­ქარ­თვე­ლო. ჩურ­ჩხე­ლა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გავ­ხა­დოთ ისე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ლი­კა­ტე­სი, რო­გო­რე­ბი­ცაა იტა­ლი­უ­რი ტი­რა­მი­სუ, ავ­სტრი­უ­ლი შტრუ­დე­ლი, ბელ­გი­უ­რი ვაფ­ლი, თურ­ქუ­ლი ბაქ­ლა­ვა, ინ­გლი­სუ­რი პუ­დინ­გი, ამე­რი­კუ­ლი "სნი­კერ­სი", ფრან­გუ­ლი კრე­პი და სხვა," - დას­ძი­ნა მან.

სა­წარ­მო 2015 წლის შემ­დეგ ეტა­პობ­რი­ვად ვი­თარ­დე­ბა. ამ­ჟა­მად 35-მდე ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. წარ­მო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში "ნუგ­ბარს" "თი­ბი­სი ბან­კის" პროგ­რა­მა "სტარ­ტა­პე­რი" და "სტარ­ტაპ-სეს­ხი" და­ეხ­მა­რა.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ნუგბარი" - სტარტაპი, რომლის მიერ წარმოებული ჩურჩხელა წარმატებით გადის ექსპორტზე

"ნუგბარი" - სტარტაპი, რომლის მიერ წარმოებული ჩურჩხელა წარმატებით გადის ექსპორტზე

აშშ, კორეა, ჩეხეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც "ნუგბარის" მიერ წარმოებული ჩურჩხელა წარმატებით იყიდება. კომპანია აქტიურად მუშაობს სხვა ბაზრებზეც. ამასთან, "ნუგბარს" 300-მდე გაყიდვის წერტილი აქვს საქართველოს მასშტაბით (ძირითადად სტენდები ქსელურ მარკეტებში), რომელთა რაოდენობასაც ახალ წლამდე 1000-მდე გაზრდის.

"ჩვენ 2015 წლიდან ვმუშაობთ ჩურჩხელის წარმოებაზე. მცირე რაოდენობით ტყლაპსა და გოზინაყსაც ვაკეთებთ. თუმცა ვგეგმავთ, რომ მათი წარმოებაც გავზარდოთ. თანაბრად ვმუშაობთ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე. თავდაპირველად ექსპორტი ჩეხეთში დავიწყეთ, სადაც საცდელად 500 ჩურჩხელა გავიტანეთ. მეორე ეტაპზე კი უკვე 3 500 ჩურჩხელა შეგვიკვეთეს.

აშშ-ში წელს თბილისობისთვის გავგზავნეთ 2 000-მდე ჩურჩხელა და სრულად გაიყიდა. რაც შეეხება სამხრეთ კორეას, იქ ჩურჩხელა მანამდეც იყიდებოდა, თუმცა მისი ხარისხით უკმაყოფილები იყვნენ. ახლა კი "ნუგბარის" პროდუქცია გადის კორეაშიც. საქართველოში კონკურენტად პირველ რიგში იმპორტირებულ ტკბილეულს მივიჩნევთ" - განმარტავს "ნუგბარის" დამფუძნებელი ბიძინა ფხოველიშვილი.

"ნუგბარის" ჩურჩხელა დაბა წნორში საოჯახო მეურნეობის ტიპის საწარმოში მზადდება. ხელნაკეთი ტკბილეულის დასამზადებლად რქაწითელის ბადაგს და თონეში მოხალულ თხილსა და კაკალს იყენებენ. პროდუქცია მუყაოსა და პოლიპროპილენის შეფუთვებშიც იყიდება.

"ზოგადად, ჩურჩხელა რთული პროდუქტია. რთული პროცესია როგორც მისი გაშრობა და შენახვა, ისე სტანდარტიზაცია, რადგან თითოეული მათგანი ხელით კეთდება. წარმოებისას ყველა დეტალს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. თუ წყლის შემცველობის დონე დააკლდა, ჩურჩხელა გახმება, თუ მეტი მოუვიდა - დაობდება. თუ ჩურჩხელა ძალიან მაგარია, ესე იგი მას ბადაგი ანუ ყურძნის ბუნებრივი სიტკბო (გლუკოზა და ფრუქტოზა) აკლია. ნატურალური ჩურჩხელის ფერი არის ღია ყავისფერი. ფერადი ჩურჩხელის წარმოებისას აუცილებლად იყენებენ საკონდიტრო საღებავებს, რაც ყველაზე მავნე საკვები დანამატია," - განმარტავს ბიძინა ფხოველიშვილი.

"ჩვენ ვაწარმოებთ ეროვნულ ტკბილეულს, რაც გაცილებით მეტია ჩვენთვის, ვიდრე კომერციული საქმიანობა. ქართული ტკბილეული და მისი შედევრი - ჩურჩხელა, ნამდვილად არის ის ერთ-ერთი ეროვნული "საგანძური", რითაც მსოფლიომ უნდა გაიცნოს საქართველო. ჩურჩხელა აუცილებლად უნდა გავხადოთ ისეთი საერთაშორისო დელიკატესი, როგორებიცაა იტალიური ტირამისუ, ავსტრიული შტრუდელი, ბელგიური ვაფლი, თურქული ბაქლავა, ინგლისური პუდინგი, ამერიკული "სნიკერსი", ფრანგული კრეპი და სხვა," - დასძინა მან.

საწარმო 2015 წლის შემდეგ ეტაპობრივად ვითარდება. ამჟამად 35-მდე ადამიანია დასაქმებული. წარმოების გაფართოებაში "ნუგბარს" "თიბისი ბანკის" პროგრამა "სტარტაპერი" და "სტარტაპ-სესხი" დაეხმარა.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი