საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეზონანსი" - ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციები საქართველოში
"რეზონანსი" - ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციები საქართველოში

პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა და ეს სფე­რო და მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც უფრო და უფრო ფარ­თოვ­დე­ბა.

ადა­მი­ა­ნებს სურთ, ახალ­გაზ­რდა სხე­უ­ლი რაც შე­იძ­ლე­ბა, დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ. სი­ლა­მა­ზე რომ მსხვერ­პლს მო­ი­თხოვს, ეს ფრა­ზა თით­ქმის ყვე­ლას სმე­ნია, თუმ­ცა პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ეს მსხვერ­პლი ჯან­მრთე­ლო­ბაც არის ხოლ­მე. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვი­და, რის­კი მა­ინც არ­სე­ბობს.

ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბით ბო­ლომ­დე კმა­ყო­ფი­ლია. კი­თხვა­ზე, შეც­ვლიდ­ნენ თუ არა რა­მეს სა­კუ­თარ ფორ­მებ­სა და ნაკ­ვთებ­ში, უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა პა­სუ­ხობს "კი". თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია პო­პუ­ლა­რუ­ლია და ის ბიზ­ნე­სის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი დარ­გია, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავს.

სა­ქარ­თვე­ლო­შიც პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი საკ­მა­ოდ მო­თხოვ­ნა­დი გახ­და და შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე ეს­თე­ტი­კუ­რი კლი­ნი­კა აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. მათი უმ­თავ­რე­სი ფუნ­ქცია ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ლა­მა­ზე­ბაა. თი­თო­ე­უ­ლი კლი­ნი­კა კლი­ენ­ტებს გან­სხვა­ვე­ბულ სერ­ვისს, მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბას სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მათ რამ­დე­ნი­მე ეს­თე­ტი­კურ პრო­ცე­დუ­რას­თან ერ­თად, ძი­რი­თა­დად, პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის მი­მარ­თა­ვენ.

მი­უ­ხე­და­ვად დღე­ვან­დე­ლი პო­პუ­ლა­რო­ბი­სა, ეს ეს­თე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით წინა თვე­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ალა­პა­რაკ­დნენ, როცა 18 წლის გო­გო­ნა რი­ნოპ­ლას­ტი­კის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და და დღემ­დე მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა. გარ­და ამ ფაქ­ტი­სა, ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტებს სუნ­თქვა უძ­ნელ­დე­ბათ, რაც პრო­ცე­დუ­რის არა­სა­თა­ნა­დოდ ჩა­ტა­რე­ბის ბრა­ლია გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"რეზონანსი" - ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციები საქართველოში

"რეზონანსი" - ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციები საქართველოში

პლასტიკური ოპერაციების პოპულარობა დღითიდღე იზრდება და ეს სფერო და მისი შესაძლებლობებიც უფრო და უფრო ფართოვდება.

ადამიანებს სურთ, ახალგაზრდა სხეული რაც შეიძლება, დიდხანს შეინარჩუნონ. სილამაზე რომ მსხვერპლს მოითხოვს, ეს ფრაზა თითქმის ყველას სმენია, თუმცა პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ეს მსხვერპლი ჯანმრთელობაც არის ხოლმე. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში პოსტოპერაციული სირთულეები მინიმუმამდე დავიდა, რისკი მაინც არსებობს.

ძალიან იშვიათია ისეთი ადამიანი, ვინც საკუთარი გარეგნობით ბოლომდე კმაყოფილია. კითხვაზე, შეცვლიდნენ თუ არა რამეს საკუთარ ფორმებსა და ნაკვთებში, უდიდესი უმრავლესობა პასუხობს "კი". თანამედროვე სამყაროში პლასტიკური ქირურგია პოპულარულია და ის ბიზნესის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელსაც ყოველდღიურად, ათასობით ადამიანი მიმართავს.

საქართველოშიც პლასტიკური ოპერაციები საკმაოდ მოთხოვნადი გახდა და შესაბამისად, რამდენიმე ესთეტიკური კლინიკა აქტიურად მუშაობს. მათი უმთავრესი ფუნქცია ადამიანების გალამაზებაა. თითოეული კლინიკა კლიენტებს განსხვავებულ სერვისს, მომსახურებასა და გადახდის საშუალებას სთავაზობს მომხმარებლები მათ რამდენიმე ესთეტიკურ პროცედურასთან ერთად, ძირითადად, პლასტიკური ოპერაციებისთვის მიმართავენ.

მიუხედავად დღევანდელი პოპულარობისა, ეს ესთეტიკური პროცედურები გარკვეული საფრთხის შემცველია. საქართველოში ამაზე განსაკუთრებით წინა თვეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ალაპარაკდნენ, როცა 18 წლის გოგონა რინოპლასტიკის ოპერაციის შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა და დღემდე მართვით სუნთქვაზეა. გარდა ამ ფაქტისა, ხშირია შემთხვევები, როცა აღნიშნული პროცედურის შემდეგ, პაციენტებს სუნთქვა უძნელდებათ, რაც პროცედურის არასათანადოდ ჩატარების ბრალია განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი