საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იქნება მისი მხრიდან სერიოზული შეცდომა" - გია ხუხაშვილი ელისაშვილისა და პრეზიდენტის პოლიტიკურ პერსპექტივებზე
"ეს იქნება მისი მხრიდან სერიოზული შეცდომა" - გია ხუხაშვილი ელისაშვილისა და პრეზიდენტის პოლიტიკურ პერსპექტივებზე

ალე­კო ელი­საშ­ვილს, რო­გორც სის­ტე­მურ პო­ლი­ტი­კოსს სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლის მიერ პარ­ტი­ის შე­საძ­ლო შექ­მნის სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

"მისი არ­ჩე­ვა­ნის ლო­გი­კა მეს­მის, თუმ­ცა სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებ რო­გორც სის­ტე­მურ პო­ლი­ტი­კოსს. პარ­ტი­უ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა და გრძელ­ვა­დი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, ეს ძა­ლი­ან ბევრ ისეთ თე­მას­თან და თვი­სე­ბებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც ელი­საშ­ვილს ამ ეტაპ­ზე არ აქვს. ის არის გულ­წრფე­ლი და გუ­ლან­თე­ბუ­ლი და იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ღრმა კრი­ზის­ში იყო, მისი წარ­მა­ტე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად კა­ნონ­ზო­მი­ე­რი და ლო­გი­კუ­რი იყო. თუ ამან მას გა­უ­ჩი­ნა ილუ­ზია, რომ შე­უძ­ლია სის­ტე­მუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა გა­ი­კე­თოს, ეს იქ­ნე­ბა ამ ეტაპ­ზე მისი მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა და სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებ მას, რო­გორც პარ­ტი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ტორს. გა­რე­მოც­ვა, ალ­ბათ, უმ­ტკი­ცებს, რომ ის არის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და მშვე­ნი­ე­რი, თუმ­ცა ჯო­ბია არ ჩა­ვარ­დეს ილუ­ზი­ა­ში და ისე არ მოხ­დეს, რო­გორც ხში­რად გვა­ნა­ხავს ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი ჩამ­ქრა­ლი", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, არ­სე­ბუ­ლი პარ­ტი­უ­ლი ელი­ტა არის ღრმა კრი­ზის­ში და მათ­ზე მო­თხოვ­ნა პო­ლი­ტი­კურ ბა­ზარ­ზე უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს.

"პო­ლი­ტი­კა არ არის ლა­ტა­რეა, რომ კი­დევ სცა­დო და რო­დეს­მე რა­მეს გა­არ­ტყა. არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა არის კომ­პრო­მე­ტი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში. ამის ფონ­ზე მო­ვი­და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი. ტო­ტა­ლუ­რი, დის­კრე­დი­ტე­ბუ­ლი ელი­ტის ფონ­ზე გა­მოჩ­ნდა ელი­საშ­ვი­ლი და მისი წარ­მა­ტე­ბა მე­ტყვე­ლებს პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის გა­კოტ­რე­ბა­ზე. ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტი­დან ერ­თა­დერ­თი, შე­საძ­ლოა, გი­ორ­გი ვა­შა­ძეს ჰქონ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გა­ი­ყო, ეს არის ჩა­კე­ტი­ლი სის­ტე­მა და არც ერთ გა­ნა­ყოფს ზრდის პერ­სპექ­ტი­ვა არ აქვს. ბო­კე­რი­აც და სა­ა­კაშ­ვი­ლიც სხე­დან ერთ საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე. "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს" შე­დე­გი კი არ მო­უ­პო­ვე­ბია, უფრო დიდი ნა­წი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბას­თან" დარ­ჩა, უფრო ნაკ­ლე­ბი კი გა­და­ვი­და "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს­თან", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მე­სა­მე არ­ჩე­ვა­ნი სჭირ­დე­ბა, ეს არ­ჩე­ვა­ნი კი არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში არ ჩანს.

"ეს ელი­ტა არის დატ­ვირ­თუ­ლი კომ­პრო­მა­ტე­ბით, არის დის­კრე­დი­ტე­ბუ­ლი და ამომ­რჩე­ვე­ლი ვერ ხე­დავს არ­ჩე­ვანს. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენტს, თუ რამ­დე­ნად შე­უძ­ლია იყოს მე­სა­მე არ­ჩე­ვა­ნი, პრე­ზი­დენტს აქვს თე­ო­რი­უ­ლი შან­სი, მაგ­რამ მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ პრე­ზი­დენ­ტი არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლია. გა­უ­გე­ბა­რი და ბუნ­დო­ვა­ნია, რა უნდა მას სა­ერ­თოდ. ვერ და­ვი­ნა­ხე მას­ში სის­ტე­მუ­რი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­საც აქვს სა­მო­მავ­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბი. ის არ არის თან­მიმ­დევ­რუ­ლი. ბოლო კვი­რებ­ში მან ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი და არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა. ის, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვის თავ­ში უნდა გა­ერ­კვეს, თუ რა უნდა. ვფიქ­რობ, მან ეს თვი­თონ არ იცის და მე, მი­თუ­მე­ტეს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

"ეს იქნება მისი მხრიდან სერიოზული შეცდომა" - გია ხუხაშვილი ელისაშვილისა და პრეზიდენტის პოლიტიკურ პერსპექტივებზე

"ეს იქნება მისი მხრიდან სერიოზული შეცდომა" - გია ხუხაშვილი ელისაშვილისა და პრეზიდენტის პოლიტიკურ პერსპექტივებზე

ალეკო ელისაშვილს, როგორც სისტემურ პოლიტიკოსს სკეპტიკურად ვუყურებ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ალექსანდრე ელისაშვილის მიერ პარტიის შესაძლო შექმნის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

"მისი არჩევანის ლოგიკა მესმის, თუმცა სკეპტიკურად ვუყურებ როგორც სისტემურ პოლიტიკოსს. პარტიული მშენებლობა და გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესი, ეს ძალიან ბევრ ისეთ თემასთან და თვისებებთან არის დაკავშირებული, რაც ელისაშვილს ამ ეტაპზე არ აქვს. ის არის გულწრფელი და გულანთებული და იმ სიტუაციაში, როდესაც მთელი პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისში იყო, მისი წარმატება აბსოლუტურად კანონზომიერი და ლოგიკური იყო. თუ ამან მას გაუჩინა ილუზია, რომ შეუძლია სისტემური პოლიტიკური კარიერა გაიკეთოს, ეს იქნება ამ ეტაპზე მისი მხრიდან სერიოზული შეცდომა და სკეპტიკურად ვუყურებ მას, როგორც პარტიულ ორგანიზატორს. გარემოცვა, ალბათ, უმტკიცებს, რომ ის არის ყველაზე ლამაზი და მშვენიერი, თუმცა ჯობია არ ჩავარდეს ილუზიაში და ისე არ მოხდეს, როგორც ხშირად გვანახავს ამომავალი ვარსკვლავი ჩამქრალი", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, არსებული პარტიული ელიტა არის ღრმა კრიზისში და მათზე მოთხოვნა პოლიტიკურ ბაზარზე უბრალოდ არ არსებობს.

"პოლიტიკა არ არის ლატარეა, რომ კიდევ სცადო და როდესმე რამეს გაარტყა. არსებული პოლიტიკური ელიტა არის კომპრომეტირებული საზოგადოების თვალში. ამის ფონზე მოვიდა ალეკო ელისაშვილი. ტოტალური, დისკრედიტებული ელიტის ფონზე გამოჩნდა ელისაშვილი და მისი წარმატება მეტყველებს პოლიტიკური ელიტის გაკოტრებაზე. ამ პოლიტიკური ელიტიდან ერთადერთი, შესაძლოა, გიორგი ვაშაძეს ჰქონდეს პოლიტიკური პერსპექტივა. "ნაციონალური მოძრაობა" გაიყო, ეს არის ჩაკეტილი სისტემა და არც ერთ განაყოფს ზრდის პერსპექტივა არ აქვს. ბოკერიაც და სააკაშვილიც სხედან ერთ საბრალდებო სკამზე. "ევროპულ საქართველოს" შედეგი კი არ მოუპოვებია, უფრო დიდი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობასთან" დარჩა, უფრო ნაკლები კი გადავიდა "ევროპულ საქართველოსთან", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებას მესამე არჩევანი სჭირდება, ეს არჩევანი კი არსებულ პოლიტიკურ ელიტაში არ ჩანს.

"ეს ელიტა არის დატვირთული კომპრომატებით, არის დისკრედიტებული და ამომრჩეველი ვერ ხედავს არჩევანს. რაც შეეხება პრეზიდენტს, თუ რამდენად შეუძლია იყოს მესამე არჩევანი, პრეზიდენტს აქვს თეორიული შანსი, მაგრამ მეჩვენება, რომ პრეზიდენტი არათანმიმდევრულია. გაუგებარი და ბუნდოვანია, რა უნდა მას საერთოდ. ვერ დავინახე მასში სისტემური პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს სამომავლო პოლიტიკური გეგმები. ის არ არის თანმიმდევრული. ბოლო კვირებში მან ურთიერთგამომრიცხავი და არათანმიმდევრული ნაბიჯები გადადგა. ის, პირველ რიგში, თავის თავში უნდა გაერკვეს, თუ რა უნდა. ვფიქრობ, მან ეს თვითონ არ იცის და მე, მითუმეტეს ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა ხუხაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."