პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგებული საბანკო სისტემა, დაზარალებული ბიზნესი და მოსახლეობა - ვის აძლევს ხელს ვალუტის გაუფასურება
მოგებული საბანკო სისტემა, დაზარალებული ბიზნესი და მოსახლეობა - ვის აძლევს ხელს ვალუტის გაუფასურება

ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მოწ­მე კი­დევ ერთხელ გახ­და: ზუს­ტად ორი თვის წინ, 24 აგ­ვის­ტოს, 1 დო­ლა­რი 2,3946 ლარი ღირ­და, 25 აგ­ვის­ტოს ლარი 2 პუნ­ქტით გა­უ­ფა­სურ­და და მისი კურ­სი 2,4169 გახ­და.

ამის შემ­დეგ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად უფა­სურ­დე­ბო­და და დღეს მისი კურ­სი უკვე 2,5206-ია. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ პრო­ცე­სით უკ­მა­ყო­ფი­ლოა მო­სახ­ლე­ო­ბა და უკ­მა­ყო­ფი­ლოა ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც კურ­სის მერ­ყე­ო­ბით კი­დევ ერთხელ და­ზა­რალ­და, ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბით მხო­ლოდ სა­ბან­კო სის­ტე­მა დარ­ჩა მო­გე­ბუ­ლი. მათ შო­რის არის ანა­ლი­ტი­კო­სი ვაჟა კა­პა­ნა­ძე:

-სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის მო­გე­ბა უფრო სწრა­ფი ტემ­პით იზ­რდე­ბა, ვიდ­რე ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ბან­კე­ბი ეკო­ნო­მი­კის წურ­ბე­ლე­ბად გა­და­იქ­ცნენ: სწო­რედ კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი გან­სა­ზღვრა­ვენ თა­მა­შის წე­სებს და ეროვ­ნუ­ლი ბან­კიც მათი ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლია - ის მათ პო­ლი­ტი­კას კი არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, პი­რი­ქით, ახა­ლი­სებს და ხელს უწყობს. ახლა ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ბან­კებ­მა მათ მიერ მო­ზი­დუ­ლი თან­ხის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი უნდა გა­და­ი­ხა­დონ. რო­დე­საც ჩვენ გვი­ხა­რია, რომ სა­ბან­კო სის­ტე­მის მო­გე­ბა მა­ტუ­ლობს, ამ მო­გე­ბის სო­ლი­დუ­რი ნა­წი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ე­დი­ნე­ბა. ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გას­ტუმ­რე­ბა მათ წლის ბო­ლომ­დე უნდა შეძ­ლონ, თუმ­ცა ეს არ არის ისე­თი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი თან­ხა, რომ ვა­ლუ­ტის კურ­სის მწვა­ვე ცვლი­ლე­ბა გა­მო­ეწ­ვია.

ანა­ლი­ტი­კო­სის შე­ფა­სე­ბით, დე­ვალ­ვა­ცი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ვა­ლა­ლო მი­ზე­ზი არის ის, რომ კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბით და­წყე­ბუ­ლი, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, თა­ვი­სი და­ნა­ზო­გი ყვე­ლას უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში გა­და­აქვს:

ვაჟა კა­პა­ნა­ძე - ლარს დაგ­რო­ვე­ბის ფუნ­ქცია და­კარ­გუ­ლი აქვს და ეს მის სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს. ამა­ვე დროს, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც ფულს კო­მერ­ცი­ულ ბან­კე­ბის დე­პო­ზი­ტებ­ზე დებს. უც­ნა­უ­რია, როცა სა­მი­ნის­ტროს დე­პო­ზი­ტებ­ზე თან­ხა აქვს და ამ დროს თან­ხის მო­სა­ზი­დად სა­ხა­ზი­ნო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ყი­დის - ეს აბ­სურ­დის თე­ატრს ემ­სგავ­სე­ბა. ასე­ვე უც­ნა­უ­რია, რომ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ი­წყო, რაც მისი საქ­მე ნამ­დვი­ლად არ არის. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო იმის­თვის არ­სე­ბობს, რომ შე­მო­სულ თან­ხას მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცეს და სწო­რად და­ხარ­ჯოს, მას კი მი­აქვს და ბან­კში დებს - რა ჰქვია ამას? ყვე­ლა ამ ფაქ­ტორ­მა ერ­თად მო­ი­ყა­რა თავი, თუმ­ცა კურ­სის მერ­ყე­ო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი მა­ინც ის არის, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის ინ­ტე­რე­სებს ემორ­ჩი­ლე­ბა. შე­დე­გად, სა­ბან­კო სის­ტე­მა მო­გე­ბუ­ლი რჩე­ბა, ბიზ­ნე­სი და უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კი - მუდ­მი­ვად ზა­რალ­დე­ბი­ან. ლა­რის კურ­სის მერ­ყე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კო­მერ­ცი­ულ­მა ბან­კებ­მა 1 მი­ლი­არ­დი "ამო­ქა­ჩეს" კერ­ძო სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან და მო­სახ­ლე­ო­ბი­დან. კურ­სი რომ სტა­ბი­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო, ეს თან­ხა ჩვენს ეკო­ნო­მი­კას წა­ად­გე­ბო­და.

"რა თქმა უნდა, ლა­რის კურ­სზე ხე­ლოვ­ნუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი ვერ და­წეს­დე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში მცუ­რა­ვი კურ­სი უნდა არ­სე­ბობ­დეს, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლი რყე­ვე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა­საც აზი­ა­ნებს და ლა­რის იმიჯ­საც"- აცხა­დებს ვაჟა კა­პა­ნა­ძე.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom

მოგებული საბანკო სისტემა, დაზარალებული ბიზნესი და მოსახლეობა - ვის აძლევს ხელს ვალუტის გაუფასურება

მოგებული საბანკო სისტემა, დაზარალებული ბიზნესი და მოსახლეობა - ვის აძლევს ხელს ვალუტის გაუფასურება

ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ლარის გაუფასურების მოწმე კიდევ ერთხელ გახდა: ზუსტად ორი თვის წინ, 24 აგვისტოს, 1 დოლარი 2,3946 ლარი ღირდა, 25 აგვისტოს ლარი 2 პუნქტით გაუფასურდა და მისი კურსი 2,4169 გახდა.

ამის შემდეგ ეროვნული ვალუტა ლამის ყოველდღიურად უფასურდებოდა და დღეს მისი კურსი უკვე 2,5206-ია. ბუნებრივია, ამ პროცესით უკმაყოფილოა მოსახლეობა და უკმაყოფილოა ბიზნესი, რომელიც კურსის მერყეობით კიდევ ერთხელ დაზარალდა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურებით მხოლოდ საბანკო სისტემა დარჩა მოგებული. მათ შორის არის ანალიტიკოსი ვაჟა კაპანაძე:

-საქართველოში კომერციული ბანკების მოგება უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ჩვენი ეკონომიკა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკები ეკონომიკის წურბელებად გადაიქცნენ: სწორედ კომერციული ბანკები განსაზღვრავენ თამაშის წესებს და ეროვნული ბანკიც მათი ინტერესების გამტარებელია - ის მათ პოლიტიკას კი არ ეწინააღმდეგება, პირიქით, ახალისებს და ხელს უწყობს. ახლა ის პერიოდია, როდესაც ბანკებმა მათ მიერ მოზიდული თანხის საპროცენტო განაკვეთი უნდა გადაიხადონ. როდესაც ჩვენ გვიხარია, რომ საბანკო სისტემის მოგება მატულობს, ამ მოგების სოლიდური ნაწილი საზღვარგარეთ გაედინება. ნაკისრი ვალდებულებების გასტუმრება მათ წლის ბოლომდე უნდა შეძლონ, თუმცა ეს არ არის ისეთი კატასტროფული თანხა, რომ ვალუტის კურსის მწვავე ცვლილება გამოეწვია.

ანალიტიკოსის შეფასებით, დევალვაციის ერთ-ერთი ყველაზე სავალალო მიზეზი არის ის, რომ კომერციული ბანკებით დაწყებული, რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული, თავისი დანაზოგი ყველას უცხოურ ვალუტაში გადააქვს:

ვაჟა კაპანაძე - ლარს დაგროვების ფუნქცია დაკარგული აქვს და ეს მის სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამავე დროს, სრულიად გაუგებარია ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკა, რომელიც ფულს კომერციულ ბანკების დეპოზიტებზე დებს. უცნაურია, როცა სამინისტროს დეპოზიტებზე თანხა აქვს და ამ დროს თანხის მოსაზიდად სახაზინო ვალდებულებებს ყიდის - ეს აბსურდის თეატრს ემსგავსება. ასევე უცნაურია, რომ ფინანსთა სამინისტრომ ეროვნული ბანკის ფუნქციების შესრულება დაიწყო, რაც მისი საქმე ნამდვილად არ არის. ფინანსთა სამინისტრო იმისთვის არსებობს, რომ შემოსულ თანხას მიმართულება მისცეს და სწორად დახარჯოს, მას კი მიაქვს და ბანკში დებს - რა ჰქვია ამას? ყველა ამ ფაქტორმა ერთად მოიყარა თავი, თუმცა კურსის მერყეობის მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ინტერესებს ემორჩილება. შედეგად, საბანკო სისტემა მოგებული რჩება, ბიზნესი და უბრალო მოქალაქეები კი - მუდმივად ზარალდებიან. ლარის კურსის მერყეობის გამოყენებით კომერციულმა ბანკებმა 1 მილიარდი "ამოქაჩეს" კერძო სტრუქტურებიდან და მოსახლეობიდან. კურსი რომ სტაბილური ყოფილიყო, ეს თანხა ჩვენს ეკონომიკას წაადგებოდა.

"რა თქმა უნდა, ლარის კურსზე ხელოვნური შეზღუდვები ვერ დაწესდება, ქვეყანაში მცურავი კურსი უნდა არსებობდეს, მაგრამ მოულოდნელი რყევები მოსახლეობასაც აზიანებს და ლარის იმიჯსაც" - აცხადებს ვაჟა კაპანაძე.

განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ