კომპეტენტურ ორგანოებს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების პროცედურების განხორციელება შეუძლიათ, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საიმიგრაციო სამსახურში ადასტურებენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში საკუთარი სამართლებრივი სტატუსის დარეგულირების საკითხის იგნორირებას ახდენს.
"ამის გამო კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ საფუძველი, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიიდან გაძევების პროცედურები განახორციელონ", - ნათქვამია საიმიგრაციო სამსახურის განცხადებაში.