უკრაინის რადასთან აქციის დასაფინანსებლად უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებს თანხები კერძო თვითმფრინავებით ჩამოჰქონდათ, რასთან დაკავშირებითაც, თავის დროზე, გარკვეული პირების მიმართ ეჭვი გაჩნდა, - "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.
"ჩვენ ვიცით, რომ ეს სახსრები ჩამოჰქონდათ უკრაინაში კერძო თვითმფრინავებით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მანამდე დასავლეთ ევროპაში მიემგზავრებოდნენ", - აღნიშნა ლუცენკომ.
გენპროკურორის ინფორმაციით, არის სხვა ინფორმაციაც ამ მოვლენების დაფინანსების შესახებ. "თავის დროზე მე წარმოვადგენ მტკიცებულებებს და დავასახელებ შესაბამის ეჭვმიტანილ მოღვაწეებს", - განაცხადა ლუცენკომ.
გუშინ, კიევში, რეგიონული განვითარების საბჭოს სხდომაზე გენპროკურორმა განაცხადა, რომ სახელმწიფო რადასთან მყოფი 150-200 მომიტინგე საზღვარგარეთიდან დაფინანსებით უკრაინაში ძალისმიერ გადატრიალებას აპირებს.