"გალოთებული იჯდა სახლში, დღე და ღამე სვამდა, მეტს არაფერს აკეთებდა" - რას ჰყვება ზაქარია ქუცნაშვილი თამაზ მეჭიაურზე

"გალოთებული იჯდა სახლში, დღე და ღამე სვამდა, მეტს არაფერს აკეთებდა" - რას ჰყვება ზაქარია ქუცნაშვილი თამაზ მეჭიაურზე

2012 წლამდე თამაზ მეჭიაური უმუშევარი, სახლში გალოთებული იჯდა, დღე და ღამე სვამდა, მეტს არაფერს აკეთებდა და მინდოდა შანსი მიმეცა, რადგან მისი მამა და დედაჩემის დედა იყვნენ ალალი და-ძმა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

ქუცნაშვილმა მოჰყვა ისტორია, თუ როგორ მიიყვანა მეჭიაური "ქართულ ოცნებაში" და როგორ მოხვდა ის პარლამენტში.

"2012 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, თამაზ მეჭიაური იყო ჭაბუა ამირეჯიბის შვილის პარტიაში, ეს იყო მე-6 პარტია, რომლის წევრიც იყო. ათეულობით ადამიანი დაადასტურებს, თუ რამდენჯერ მთხოვა მან, მიმეყვანა "ქართულ ოცნებაში". გელა ხვედელიძე და მამუკა არეშიძე იყვნენ ისინი, ვისაც ვთხოვე, რომ ეს კაცი, მიუხედავად ასეთი წარსულისა და მერყევი იმიჯისა, მიგვეღო და პროცესებში ჩაგვერთო. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ თამაზ მეჭიაურის მამა და დედაჩემის დედა იყვნენ ალალი და-ძმა. ნათესაური კავშირი მე, როგორც მთიელს მავალდებულებს, ყველა მთიელზე ვიზრუნო. ბატონი ბიძინა ყოველთვის გვასწავლიდა, რომ ყოველთვის მიეცით ადამიანს შანსი, რომ გზაზე დადგნენო. თამაზი ჩემს მზეს ფიცულობდა, ძალიან უყვარს ქეიფი, დღე და ღამე ჩემს სადღეგრძელოს სვამდა და შტაბის უფროსად გავამწესეთ ჩემს მშობლიურ თიანეთში. მასზე არსებობდა საკმაოდ უარყოფითი ინფორმაცია ცენტრალურ შტაბში. მრავალპარტია გამოცვლილთან ერთად, მრავალ თანამდებობაგამოცვლილი იყო და მისი მუშაობა თიანეთის ცეკავშირის ხელმძღვანელად მის კორუფციულ იმიჯს ძალიან ამყარებდა. ძალიან კორუმპირებული იმიჯი ჰქონდა. "ქართულ ოცნებაში" მიყვანის და რეგიონულ შტაბში ჩართვის შემდეგ, როცა ჩემი რეკომენდაცია საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ თურმე მისი ამბიცია, რომ უმუშევარი, სახლში გალოთებული იჯდა, დღე და ღამე სვამდა, მეტს არაფერს აკეთებდა, მინდოდა შანსი მიმეცა. მე ვალდებული ვარ ჩემს ახლობელზე ვიზრუნო. მაშინ მას უთხრეს, რომ წარსულის გამო მისი კანდიდატად დაყენება გაჭირდებოდა, თუმცა, მე მაინც დავასახელე მისი კანდიდატურა 2012 წლის არჩევნებში, მაგრამ მისი პოლიტიკური წარსული ამის საშუალებას არ იძლეოდა", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

დეპუტატის თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ თამაზ მეჭიაური მას და "ქართულ ოცნებას" აშანტაჟებდა. "კანდიდატად დასახელების ვერ გამოსვლის შემდეგ, ის განაწყენდა და დაგვიწყო შანტაჟი. მე ვხელმძღვანელობდი ბიძინა ივანიშვილის იურიდიულ ჯგუფს და ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო, რომ ყველა პატიოსანი ადამიანი ჩართულიყო პროცესში, ხოლო ყველა კორუმპირებული და შებღალული ადამიანი შედარებით მეორე პლანზე ყოფილიყო. შესაბამისად, მეჭიაურმა აირჩია შანტაჟის გზა ისე, როგორც ახლა, მან მოიპარა ხმები და ახლა "ქართულ ოცნებას" აბრალებს. დაშანტაჟება იმაში გამოიხატებოდა, რომ თიანეთში წამოაყენა კანდიდატურა და თქვა, რომ თუ სიაში არ ჩამწერთ, ვიმუშავებ იქით, სადაც გამიხარდებაო. ფორმალური კურსელობის გარდა მეჭიაურს და ივანიშვილს არანაირი ძმაკაცობა და ნათესაობა არ აკავშირებთ, სამწუხაროდ, ის ჩემი ნათესავია. ბიძინა ივანიშვილმა ამ შანტაჟის შემდეგ მოიწვია თათბირი. ამ თათბირზე ბიძინამ უთხრა, რა გინდაო და მან თქვა, რომ დეპუტატობა უნდოდა. ამ ვაჭრობის შედეგად მოხვდა "ქართული ოცნების" პარტიულ სიაში. ეს არის ამ კაცის ჩვენთან მოხვედრის წინაისტორია", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს სწორედ მან შეუტანა პირადად თამაზ მეჭიაურის სახელი და გვარი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დასანიშნად.

"თამაზ მეჭიაურს პარლამენტში, კომიტეტის თავმჯდომარეობის შემდეგ რამხელა შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი არაკომპეტენტურობით სასაცილო პერსონად და კარიკატურულ პიროვნებად იქცა. თავს გვჭრიდა ყველა მისი განცხადება. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს შეცდომა მე დავუშვი. დადის ახლა თიანეთში და გვლანძღავს, მეტს არაფერს აკეთებს. 15 წელი იყო პრეფექტი, რაიკომის მდივანი, ორჯერ იყო მაჟორიტარი დეპუტატი. რა გაუკეთა რაიონს?! ცუდი უამრავი გაუკეთა", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა და თამაზ მეჭიაურის წარსულზე, მის საქმიანობაზე ისაუბრა.

დეპუტატის ინფორმაციით, წარსულში მეჭიაური ფულის ამკრები იყო და ბევრ კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობდა.

https://www.palitravideo.ge/yvela-video/skhvadaskhva/89695-qkorumpirebuli-galothebuli-sakhlshi-ijda-dghe-da-ghame-khvamdaq-qucnashvili-metciaurze-da-gabunias-pasukhi.html

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."