სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ინფორმაცია მძღოლებისთვის - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ახალი ჯარიმები წესდება
ახალი ინფორმაცია მძღოლებისთვის - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ახალი ჯარიმები წესდება

მძღო­ლე­ბის მიერ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის ახა­ლი ჯა­რი­მე­ბი წეს­დე­ბა. "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­თა კო­დექსს" რამ­დე­ნი­მე ახა­ლი ნორ­მა ემა­ტე­ბა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენტს დე­პუ­ტა­ტებ­მა კახა კუ­ჭა­ვამ და გოგა გუ­ლორ­და­ვამ წა­რუდ­გი­ნეს. კერ­ძოდ, 3 თვე­ზე მეტი ვა­დით მი­ტო­ვე­ბუ­ლი სატ­რან­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მე­სა­კუთ­რე 50 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რიმ­დე­ბა.

სა­მარ­შუ­ტო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ მოძ­რა­ო­ბის სპე­ცი­ა­ლურ ზოლ­ში (BUS LANE) მოძ­რა­ო­ბა, გა­ჩე­რე­ბა ან დგო­მა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

გარ­და ამი­სა, 50 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს ვე­ლო­სი­პე­დის ბი­ლიკ­ზე ან ვე­ლო­სი­პე­დის მოძ­რა­ო­ბის ზოლ­ზე სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა, გა­ჩე­რე­ბა ან დგო­მა.

წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით სატ­რან­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გზა­ზე გა­ჩე­რე­ბა ან დგო­მა რე­გის­ტრა­ცი­ის ნომ­რის, შიდა ტრან­ზი­ტის, ტრან­ზი­ტუ­ლი ნომ­რის ან "TEST" ნომ­რის გა­რე­შე, გა­მო­იწ­ვევს მე­სა­კუთ­რის და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ამა­ვე დროს, პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც დგინ­დე­ბა, რომ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის ნომ­რის, შიდა ტრან­ზი­ტის, ტრან­ზი­ტუ­ლი ნომ­რის ან "TEST" ნომ­რის გა­ნუ­თავ­სებ­ლო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს მისი მო­პარ­ვით, სატ­რან­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მე­სა­კუთ­რე თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის­გან, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და სად­გომ­ზე შე­ნახ­ვის ხარ­ჯე­ბის­გან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ახალი ინფორმაცია მძღოლებისთვის - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ახალი ჯარიმები წესდება

ახალი ინფორმაცია მძღოლებისთვის - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ახალი ჯარიმები წესდება

მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ახალი ჯარიმები წესდება. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა კოდექსს" რამდენიმე ახალი ნორმა ემატება, რომელიც პარლამენტს დეპუტატებმა კახა კუჭავამ და გოგა გულორდავამ წარუდგინეს. კერძოდ, 3 თვეზე მეტი ვადით მიტოვებული სატრანპორტო საშუალების მესაკუთრე 50 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, გაჩერება ან დგომა.

წინასწარი შეცნობით სატრანპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან "TEST" ნომრის გარეშე, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამავე დროს, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან "TEST" ნომრის განუთავსებლობა გამოწვეული იყოს მისი მოპარვით, სატრანპორტო საშუალების მესაკუთრე თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯებისგან.

ინფორმაცია მძღოლებისთვის - მანქანის ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა გახანგრძლივდა

"პირი, რომელიც აცხადებს, რომ გური ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა, ხაშურის საკრებულოს წევრი არაა" - ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე

"მინდა აეხადოს ფარდა და არ მქონდეს ეს ბინძური ლაქა... მე არაფერ შუაში ვარ" - რას ამბობს "კაწრო", რომელიც შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს