კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი მუსიკალური შოუ "იმედზე", ჟიურის სრულიად მოულოდნელი შემადგენლობით
ახალი მუსიკალური შოუ "იმედზე", ჟიურის სრულიად მოულოდნელი შემადგენლობით

27 ოქ­ტომ­ბრი­დან "ტე­ლე­ი­მედ­ზე" მო­რი­გი გრან­დი­ო­ზუ­ლი შოუ "ჩვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი ვართ" იწყე­ბა.

მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი ეთერ­ში ყო­ველ პა­რას­კევს გავა. უკვე ცნო­ბი­ლია ვინ იქ­ნე­ბი­ან გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი. მეგა-შოუს "იმედ­ზე" ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე და ლიკა ქორ­ქია გა­უ­ძღვე­ბი­ან. ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში კი ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სამი მუ­სი­კო­სი და ერთი ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი არი­ან. ჟი­უ­რის ორი წევ­რი სრუ­ლი­ად ახა­ლი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მო­უ­ლოდ­ნე­ლი სა­ხეა ქარ­თუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ე­ბის­თვის.

რას უნდა ვე­ლო­დოთ, ახა­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი მეგა-შო­უს­გან, რა ფორ­მა­ტის იქ­ნე­ბა და ვინ იქ­ნე­ბი­ან ჟი­უ­რის წევ­რე­ბი - AMBEBI.GE დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად პრო­ექ­ტის მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერს, სა­ლო­მე ლი­ლუ­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და. რო­გორც მან ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ახა­ლი შო­უს­თვის კონ­კურ­სან­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით შე­ირ­ჩა:

"კონ­კურ­სან­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით შე­ვარ­ჩი­ეთ. სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი შედ­გა, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ლაივ-რე­ჟიმ­ში იხი­ლავს. ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად ერთი კონ­კურ­სან­ტი და­ტო­ვებს პრო­ექტს, ასე რომ, სა­ინ­ტე­რე­სო და და­ძა­ბუ­ლი ლაივ-შო­უ­ე­ბი ელო­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელს.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟი­უ­რის წევ­რებს, მათ ვი­ნა­ო­ბას ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­გიმ­ხელთ. პრო­ექ­ტის ჟი­უ­რის წევ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან: ლე­ვან წუ­ლა­ძე, ნინა სუბ­ლა­ტი, ნატო მე­ტო­ნი­ძე და რობი კუ­ხი­ა­ნი­ძე. უდა­ვოდ სა­ინ­ტე­რე­სო და ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი შე­ვარ­ჩი­ეთ, ასე რომ, ყო­ველ პა­რას­კევს კარგ კონ­ცერტს იხი­ლავს და მო­უს­მენს მა­ყუ­რე­ბე­ლი "იმე­დის" ეთერ­ში",- აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები

ახალი მუსიკალური შოუ "იმედზე", ჟიურის სრულიად მოულოდნელი შემადგენლობით

ახალი მუსიკალური შოუ "იმედზე", ჟიურის სრულიად მოულოდნელი შემადგენლობით

27 ოქტომბრიდან "ტელეიმედზე" მორიგი გრანდიოზული შოუ "ჩვენ ვარსკვლავები ვართ" იწყება.

მუსიკალური პროექტი ეთერში ყოველ პარასკევს გავა. უკვე ცნობილია ვინ იქნებიან გადაცემის წამყვანები. მეგა-შოუს "იმედზე" ბახვა ბრეგვაძე და ლიკა ქორქია გაუძღვებიან. ჟიურის შემადგენლობაში კი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი მუსიკოსი და ერთი ცნობილი რეჟისორი არიან. ჟიურის ორი წევრი სრულიად ახალი და შეიძლება ითქვას, მოულოდნელი სახეა ქართული სატელევიზიო შოუებისთვის.

რას უნდა ველოდოთ, ახალი გრანდიოზული მეგა-შოუსგან, რა ფორმატის იქნება და ვინ იქნებიან ჟიურის წევრები - AMBEBI.GE დეტალების გასარკვევად პროექტის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერს, სალომე ლილუაშვილს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ახალი შოუსთვის კონკურსანტები საქართველოს მასშტაბით შეირჩა:

"კონკურსანტები საქართველოს მასშტაბით შევარჩიეთ. საუკეთესო ათეული შედგა, რომელსაც მაყურებელი ლაივ-რეჟიმში იხილავს. ყოველკვირეულად ერთი კონკურსანტი დატოვებს პროექტს, ასე რომ, საინტერესო და დაძაბული ლაივ-შოუები ელოდება მაყურებელს.

რაც შეეხება ჟიურის წევრებს, მათ ვინაობას ექსკლუზიურად გაგიმხელთ. პროექტის ჟიურის წევრები იქნებიან: ლევან წულაძე, ნინა სუბლატი, ნატო მეტონიძე და რობი კუხიანიძე. უდავოდ საინტერესო და ძლიერი კონკურსანტები შევარჩიეთ, ასე რომ, ყოველ პარასკევს კარგ კონცერტს იხილავს და მოუსმენს მაყურებელი "იმედის" ეთერში",- აღნიშნა სალომე ლილუაშვილმა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება