პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვთან ურთიერთობისას, დასჯა მთლიანად უნდა ამოვიღოთ" - რა შეცდომებს უშვებენ ქართველი მშობლები შვილების აღზრდისას
"ბავშვთან ურთიერთობისას, დასჯა მთლიანად უნდა ამოვიღოთ" - რა შეცდომებს უშვებენ ქართველი მშობლები შვილების აღზრდისას

ბავ­შვის აზ­რის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბა, არ­ჩე­ვა­ნის შე­ზღუდ­ვა, მისი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბა, პრო­ტეს­ტის მი­უ­ღებ­ლო­ბა, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვაა, რაც ხში­რად მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბით სრულ­დე­ბა. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბა დას­ჯა­დია, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა კა­ნო­ნის­გან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა.

ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვებ­ზე, მათ­ზე ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებ­სა და კონ­ტრო­ლის ფორ­მებ­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის - "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" ხელ­მძღვა­ნელს ანა არ­გა­ნაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

- რა შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ მშობ­ლე­ბი ბავ­შვის აღ­ზრდის დროს?

მთა­ვა­რი შეც­დო­მა ისაა, რომ აღ­ზრდის დროს ბავ­შვებს არ ეპყრო­ბი­ან, რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მქო­ნე სუ­ბი­ექტს. არ აღი­ა­რე­ბენ ბავ­შვის ყვე­ლა იმ უფ­ლე­ბას, რაც მას გა­აჩ­ნია. უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ არ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვურ­ჩევთ ან ვე­ტყვით, გა­ა­კე­თოს. ბავ­შვზე ყვე­ლა აპ­რი­ო­რი ფიქ­რობს, რომ მას სა­კუ­თა­რი აზრი არ გა­აჩ­ნია და რა­საც ეტყვი­ან, ის უნდა გა­ა­კე­თოს. ფიქ­რო­ბენ, რომ უფ­როს­მა უნდა მი­ი­ღოს მის ნაც­ვლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამას უფ­რო­სე­ბი ამარ­თლე­ბენ ხოლ­მე იმით, რომ ბავ­შვმა არ იცის, რა არის მის­თვის უკე­თე­სი. სწო­რედ ეს პრო­ცე­სი მთავ­რდე­ბა ხოლ­მე სა­ბო­ლო­ოდ ძა­ლა­დო­ბით.

ბავ­შვს ვერ ეცო­დი­ნე­ბა რა არის მის­თვის უკე­თე­სი, თუ მას არ მი­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია იმ საფრ­თხე­ე­ბი­სა და წე­სე­ბის შე­სა­ხებ, რაც არ­სე­ბობს. თუ ბავ­შვი რა­ი­მე წესს არ­ღვევს, ესეც ჩვე­ნი უფ­რო­სე­ბის გა­მოა, ვი­ნა­ი­დან მას არ ვას­წავ­ლეთ წე­სე­ბის აღი­ა­რე­ბა და დაც­ვა. ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას, ხში­რად მშობ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, ბავ­შვის სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დად და­ტო­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს და ამ­ბო­ბენ, რომ მე მა­შინ აღარ ჩა­ვე­რე­ვი და ნახე, რა და­ე­მარ­თე­ბა. ესეც არ არის სწო­რი მიდ­გო­მა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ბავ­შვის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე რა თქმა უნდა უფ­როსს ეკის­რე­ბა. თუმ­ცა, ეს კე­თილ­დღე­ო­ბა უნდა შე­ვუქ­მნათ ისე, რომ ბავ­შვს ღირ­სე­ბა არ შე­ვუ­ლა­ხოთ და უფ­ლე­ბე­ბი არ და­ვურ­ღვი­ოთ, სხვა­დას­ხვა უფ­ლე­ბე­ბი.

- დას­ჯის რო­მე­ლი ფორ­მა ით­ვლე­ბა ძა­ლა­დო­ბად?

- ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბი­დან დას­ჯა მთლი­ა­ნად უნდა ამო­ვი­ღოთ. თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბის მი­ხედ­ვით, ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა იყოს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­ზი­ტი­ურ მშობ­ლო­ბა­ზე. დას­ჯა ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში არის ნე­გა­ტი­უ­რი. ხში­რად მცი­რე ზო­მის ძა­ლა­დო­ბას, მა­გა­ლი­თად, წა­მორ­ტყმას, კუ­თხე­ში და­ყე­ნე­ბას, და­ცინ­ვას, ზედ­მეტ­სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვას, ძა­ლა­დო­ბად არ მი­იჩ­ნე­ვენ. რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლა­ფე­რი, რაც მის ღირ­სე­ბას შე­ლა­ხავს მი­უ­ღე­ბე­ლია. არ არ­სე­ბობს მი­სა­ღე­ბი ძა­ლა­დო­ბა.

სა­ნაც­ვლოდ არ­სე­ბობს სხვა უამ­რა­ვი პო­ზი­ტი­უ­რი გან­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი, რი­თაც შეგ­ვიძ­ლია გან­ვამ­ტკი­ცოთ ბავ­შვის პო­ზი­ტი­უ­რი ქცე­ვა ისე, რომ არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვა ჩაქ­რეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვის სა­წყი­სებ­საც და­ვაკ­ვირ­დეთ. მა­გა­ლი­თად, ხში­რად კომ­პი­უ­ტერ­თან ჯდო­მის აკ­რძალ­ვით ხდე­ბა დას­ჯა. მო­დით, და­ვუბ­რუნ­დეთ მთა­ვარ მი­ზე­ზებს, რა­ტომ სხე­დან ბავ­შვე­ბი დიდი ხნით კომ­პი­უ­ტერ­თან. კომ­პი­უ­ტე­რი მას მის­ცეს იმ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის შე­სავ­სე­ბად, რა დრო­საც მშობ­ლე­ბი ვერ ვიც­ლით ბავ­შვე­ბის­თვის. ანუ პრობ­ლე­მა იმა­ში კი არ არის, რომ ბავ­შვი თა­ვი­სუ­ფალ დროს კომ­პი­უ­ტე­რით ავ­სებს, არა­მედ იმა­შია, რომ ჩვენ ვერ გა­მოვ­ყა­ვით ბავ­შვე­ბის­თვის სა­თა­ნა­დო დრო, რომ მას ეკ­რა­ნის ყუ­რე­ბის სურ­ვი­ლი აღარ ჰქონ­დეს. გა­მო­დის, რომ ჩვე­ნი შეც­დო­მის გამო ის­ჯე­ბა ბავ­შვი.

ხში­რად მშობ­ლე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან, რომ სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბით ბავ­შვის უფ­ლე­ბებს არ­ღვე­ვენ. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლად ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­შია საქ­მე, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში ათავ­სე­ბენ ბავ­შვის პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ან პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს. ბავ­შვე­ბის წვდო­მაც უკონ­ტრო­ლოა ინ­ტერ­ნეტ­ზე, რაც ხში­რად ძა­ლა­დო­ბით მთავ­რდე­ბა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე ვრცელ­დე­ბა ხოლ­მე მა­სა­ლა, სა­დაც ერთი ბავ­შვი მე­ო­რე­ზე ძა­ლა­დობს. იგი­ვე ხდე­ბა მშობ­ლე­ბის შემ­თვე­ვა­შიც და მათ არ იცი­ან, რომ ეს ძა­ლა­დო­ბაა. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც მცი­რე­წლო­ვანს სი­გა­რეტს აწე­ვი­ნებ­დნენ. ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვაა.

- რას ნიშ­ნავს პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლო­ბა, რა­ზეც, თქვე­ნი გან­მარ­ტე­ბით, ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა იყოს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი?

- პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლო­ბა ნიშ­ნავს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბას, ერ­თად გა­და­წყვე­ტას. ეს არის ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტის 2006 წლის რე­ზო­ლუ­ცი­ით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი მიდ­გო­მა. სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა მშობ­ლებს შე­უქ­მნან ისე­თი პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლო­ბა, კერ­ძოდ იყ­ვნენ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, შე­ეძ­ლოთ ბავ­შვებ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა ამა­ვე დროს, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა შექ­მნას ისე­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კურ­სე­ბი, სა­დაც ხალ­ხს ას­წავ­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მე­თო­დებს.

მშობ­ლო­ბა მხო­ლოდ კვე­ბი­თი და სა­მო­სით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არ არის. მშობ­ლო­ბა არის ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც ბავ­შვის ღირ­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე უნდა იყოს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ხოლო მშო­ბელს უნდა ეხ­მა­რე­ბო­დეს სა­ხელ­მწი­ფო ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სათ­ვის თა­ვის გარ­თმე­ვა­ში.

- ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლო­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბაა?

- ბავ­შვთა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ხში­რი და გავ­რცე­ლე­ბუ­ლია. გარ­კვე­უ­ლი პროგ­რე­სი გვაქვს იმ კუ­თხით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მეტ-ნაკ­ლე­ბად აღი­ა­რა, რომ ბავ­შვთა მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. თუმ­ცა კვლავ არ­სე­ბობს შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ მცი­რე ზო­მის ძა­ლა­დო­ბა მი­ღე­ბუ­ლია. აქამ­დე თუ ამ­ბობ­დნენ, რომ ”ჩემი შვი­ლია და რა­საც მინ­და, იმას ვუ­ზამ”, ახლა მხო­ლოდ იმ ტი­პის ძა­ლა­დო­ბას მი­იჩ­ნე­ვენ მი­სა­ღე­ბად, რაც აშ­კა­რა ფი­ზი­კურ ზი­ანს არ იწ­ვევს. თუმ­ცა ესეც არას­წო­რი შე­ხე­დუ­ლე­ბაა, ჩვენ რე­ა­ლუ­რად არ ვი­ცით, რო­გო­რია თუნ­დაც ე.წ. მცი­რე ძა­ლა­დო­ბის გავ­ლე­ნა ბავ­შვის ღირ­სე­ბა­სა და მის პი­როვ­ნე­ბა­ზე. სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა მი­ვა­წო­დოთ შემ­დე­გი გზავ­ნი­ლი, არ არ­სე­ბობს მი­სა­ღე­ბი ინ­ტენ­სი­ვო­ბის თუ ფორ­მის ძა­ლა­დო­ბა.

ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის დროს სა­ხელ­მწი­ფო რე­ა­გი­რე­ბაც არ არის ადეკ­ვა­ტუ­რი. ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბა დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა უნდა იყოს. სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­მა არ უნდა მო­ახ­დი­ნონ ძა­ლა­დო­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ის ბავ­შვის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და. მა­გა­ლი­თად, ზრდას­რუ­ლის­თვის რომ წა­მო­ერ­ტყათ ან კუ­თხე­ში და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, მო­ით­მენ­და? რა თქმა უნდა, არა, პატ­რულს გა­მო­ი­ძა­ხებ­და. მა­შინ ბავ­შვის დროს რა­ტომ არ ვი­ძა­ხებთ? ბავ­შვის შემ­თხვე­ვა­ში უფრო მცი­რე ქმე­დე­ბა­ზე უნდა გვქონ­დეს რე­აქ­ცია.

გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა ბავ­შვთა სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში. არ გვყავს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სა­კითხს სრულ­ფა­სოვ­ნად გა­მო­იკ­ვლე­ვენ. მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა იმ მხრი­ვაც, რომ ბავ­შვი ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ვერ გა­დის. მა­გა­ლი­თად, ბავ­შვთა ზრუნ­ვის სის­ტე­მას თბი­ლის­ში ერთი ფსი­ქო­ლო­გი ჰყავს.

გვაქვს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხარ­ვე­ზიც. თუ ბავ­შვის კა­ნო­ნი­ერ­მა წრა­მო­მად­გე­ნელ­მა არ გა­ნა­ცხა­და თან­ხმო­ბა, მას სა­ად­ვო­კა­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბას ვერ ვუ­წევთ. ცოტა ხნის წინ სტამ­ბო­ლის კონ­ვენ­ცია შე­ვი­და ძა­ლა­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი სტან­დარ­ტი და­ამ­კვიდ­რა. აქამ­დე თუ ძა­ლა­დო­ბა უშუ­ა­ლოდ ბავ­შვზე არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, ის მსხვერ­პლად არ ით­ვლე­ბო­და. უკვე გვქონ­და პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, როცა ძა­ლა­დო­ბის მოწ­მე ბავ­შვი მსხვერ­პლად ცნეს. მას უშუ­ა­ლოდ არ შე­ხე­ბია ძა­ლა­დო­ბა, მაგ­რამ ეს­წრე­ბო­და მო­ძა­ლა­დე რო­გორ ძა­ლა­დობ­და დე­და­ზე. ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბაა.

- სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის ინ­სტი­ტუ­ტი რამ­დე­ნად გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს?

- ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში და რე­ა­გი­რე­ბა­ზე ძა­ლი­ან დიდი როლი აქვს სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს, თუმ­ცა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის ინ­სტი­ტუ­ტი ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. 2005 წლის მერე მათი რა­ო­დე­ნო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად არ გაზ­რდი­ლა. მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბიც შე­ზღუ­დუ­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირ­და­პირ მთავ­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. მთავ­რო­ბა ამ­ბობს, რომ ბავ­შვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას ებ­რძვის, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, იმ ინ­სტი­ტუ­ცი­ას არ ავი­თა­რებს, ვინც რე­ა­ლუ­რად უნდა აღას­რუ­ლოს კა­ნო­ნი.

ავტორი:

"ბავშვთან ურთიერთობისას, დასჯა მთლიანად უნდა ამოვიღოთ" - რა შეცდომებს უშვებენ ქართველი მშობლები შვილების აღზრდისას

"ბავშვთან ურთიერთობისას, დასჯა მთლიანად უნდა ამოვიღოთ" - რა შეცდომებს უშვებენ ქართველი მშობლები შვილების აღზრდისას

ბავშვის აზრის გაუთვალისწინებლობა, არჩევანის შეზღუდვა, მისი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, პროტესტის მიუღებლობა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა - ეს ყველაფერი ბავშვის უფლებების დარღვევაა, რაც ხშირად მასზე განხორციელებული ძალადობით სრულდება. მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი სახის ძალადობა დასჯადია, თუმცა საქართველოში არსებული პრაქტიკა კანონისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ბავშვთა უფლებების დარღვევებზე, მათზე ძალადობის შემთხვევებსა და კონტროლის ფორმებზე არასამთავრობო ორგანიზაციის - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელს ანა არგანაშვილს ვესაუბრეთ.

- რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ბავშვის აღზრდის დროს?

მთავარი შეცდომა ისაა, რომ აღზრდის დროს ბავშვებს არ ეპყრობიან, როგორც ადამიანის უფლებების მქონე სუბიექტს. არ აღიარებენ ბავშვის ყველა იმ უფლებას, რაც მას გააჩნია. უფროსი ადამიანის შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი, რასაც ვურჩევთ ან ვეტყვით, გააკეთოს. ბავშვზე ყველა აპრიორი ფიქრობს, რომ მას საკუთარი აზრი არ გააჩნია და რასაც ეტყვიან, ის უნდა გააკეთოს. ფიქრობენ, რომ უფროსმა უნდა მიიღოს მის ნაცვლად გადაწყვეტილება. ამას უფროსები ამართლებენ ხოლმე იმით, რომ ბავშვმა არ იცის, რა არის მისთვის უკეთესი. სწორედ ეს პროცესი მთავრდება ხოლმე საბოლოოდ ძალადობით.

ბავშვს ვერ ეცოდინება რა არის მისთვის უკეთესი, თუ მას არ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ საფრთხეებისა და წესების შესახებ, რაც არსებობს. თუ ბავშვი რაიმე წესს არღვევს, ესეც ჩვენი უფროსების გამოა, ვინაიდან მას არ ვასწავლეთ წესების აღიარება და დაცვა. ბავშვთა უფლებების შესახებ საუბრისას, ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა, ბავშვის საკუთარი თავის იმედად დატოვებას გულისხმობს და ამბობენ, რომ მე მაშინ აღარ ჩავერევი და ნახე, რა დაემართება. ესეც არ არის სწორი მიდგომა. პასუხისმგებლობა ბავშვის კეთილდღეობაზე რა თქმა უნდა უფროსს ეკისრება. თუმცა, ეს კეთილდღეობა უნდა შევუქმნათ ისე, რომ ბავშვს ღირსება არ შევულახოთ და უფლებები არ დავურღვიოთ, სხვადასხვა უფლებები.

- დასჯის რომელი ფორმა ითვლება ძალადობად?

- ბავშვთან ურთიერთობიდან დასჯა მთლიანად უნდა ამოვიღოთ. თანამედროვე მიდგომების მიხედვით, ბავშვთან ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული პოზიტიურ მშობლობაზე. დასჯა ყველა ვარიანტში არის ნეგატიური. ხშირად მცირე ზომის ძალადობას, მაგალითად, წამორტყმას, კუთხეში დაყენებას, დაცინვას, ზედმეტსახელის დარქმევას, ძალადობად არ მიიჩნევენ. რეალურად, ყველაფერი, რაც მის ღირსებას შელახავს მიუღებელია. არ არსებობს მისაღები ძალადობა.

სანაცვლოდ არსებობს სხვა უამრავი პოზიტიური განმამტკიცებელი, რითაც შეგვიძლია განვამტკიცოთ ბავშვის პოზიტიური ქცევა ისე, რომ არასასურველი ქცევა ჩაქრეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ არასასურველი ქცევის საწყისებსაც დავაკვირდეთ. მაგალითად, ხშირად კომპიუტერთან ჯდომის აკრძალვით ხდება დასჯა. მოდით, დავუბრუნდეთ მთავარ მიზეზებს, რატომ სხედან ბავშვები დიდი ხნით კომპიუტერთან. კომპიუტერი მას მისცეს იმ თავისუფალი დროის შესავსებად, რა დროსაც მშობლები ვერ ვიცლით ბავშვებისთვის. ანუ პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ბავშვი თავისუფალ დროს კომპიუტერით ავსებს, არამედ იმაშია, რომ ჩვენ ვერ გამოვყავით ბავშვებისთვის სათანადო დრო, რომ მას ეკრანის ყურების სურვილი აღარ ჰქონდეს. გამოდის, რომ ჩვენი შეცდომის გამო ისჯება ბავშვი.

ხშირად მშობლები ვერ ხვდებიან, რომ საკუთარი ქმედებით ბავშვის უფლებებს არღვევენ. ამ მხრივ განსაკუთრებით რთულად ინტერნეტსივრცეშია საქმე, როდესაც მშობლები ინტერნეტში ათავსებენ ბავშვის პერსონალურ ინფორმაციას ან პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს. ბავშვების წვდომაც უკონტროლოა ინტერნეტზე, რაც ხშირად ძალადობით მთავრდება. სოციალურ ქსელებზე ვრცელდება ხოლმე მასალა, სადაც ერთი ბავშვი მეორეზე ძალადობს. იგივე ხდება მშობლების შემთვევაშიც და მათ არ იციან, რომ ეს ძალადობაა. იყო შემთხვევები, როცა ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც მცირეწლოვანს სიგარეტს აწევინებდნენ. ეს ძალიან სერიოზული დარღვევაა.

- რას ნიშნავს პოზიტიური მშობლობა, რაზეც, თქვენი განმარტებით, ბავშვთან ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული?

- პოზიტიური მშობლობა ნიშნავს მოლაპარაკებების წარმოებას, ერთად გადაწყვეტას. ეს არის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2006 წლის რეზოლუციით დამტკიცებული მიდგომა. სახელმწიფოს ვალდებულებაა მშობლებს შეუქმნან ისეთი პირობები, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ განახორციელონ პოზიტიური მშობლობა, კერძოდ იყვნენ დასაქმებულები, შეეძლოთ ბავშვებთან დროის გატარება და განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა ამავე დროს, სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი საგანმანათლებლო კურსები, სადაც ხალხს ასწავლიან პოზიტიური მშობლობის განხორციელების მეთოდებს.

მშობლობა მხოლოდ კვებითი და სამოსით უზრუნველყოფა არ არის. მშობლობა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რაც ბავშვის ღირსების პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ხოლო მშობელს უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობისათვის თავის გართმევაში.

- ბავშვებზე ძალადობის კუთხით საქართველოში რა მდგომარეობაა?

- ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში ძალიან ხშირი და გავრცელებულია. გარკვეული პროგრესი გვაქვს იმ კუთხით, რომ საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად აღიარა, რომ ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობა მიუღებელია. თუმცა კვლავ არსებობს შეხედულება, რომ მცირე ზომის ძალადობა მიღებულია. აქამდე თუ ამბობდნენ, რომ ”ჩემი შვილია და რასაც მინდა, იმას ვუზამ”, ახლა მხოლოდ იმ ტიპის ძალადობას მიიჩნევენ მისაღებად, რაც აშკარა ფიზიკურ ზიანს არ იწვევს. თუმცა ესეც არასწორი შეხედულებაა, ჩვენ რეალურად არ ვიცით, როგორია თუნდაც ე.წ. მცირე ძალადობის გავლენა ბავშვის ღირსებასა და მის პიროვნებაზე. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ შემდეგი გზავნილი, არ არსებობს მისაღები ინტენსივობის თუ ფორმის ძალადობა.

ბავშვზე ძალადობის დროს სახელმწიფო რეაგირებაც არ არის ადეკვატური. ბავშვზე ძალადობა დასჯადი ქმედება უნდა იყოს. სახელმწიფო უწყებებმა არ უნდა მოახდინონ ძალადობის იგნორირება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ბავშვის მიმართ განხორციელდა. მაგალითად, ზრდასრულისთვის რომ წამოერტყათ ან კუთხეში დაეყენებინათ, მოითმენდა? რა თქმა უნდა, არა, პატრულს გამოიძახებდა. მაშინ ბავშვის დროს რატომ არ ვიძახებთ? ბავშვის შემთხვევაში უფრო მცირე ქმედებაზე უნდა გვქონდეს რეაქცია.

განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა ბავშვთა სექსუალური ძალადობის მიმართულებაში. არ გვყავს სპეციალისტები, რომლებიც ამ საკითხს სრულფასოვნად გამოიკვლევენ. მძიმე სიტუაციაა იმ მხრივაც, რომ ბავშვი ძალადობის შემდეგ რეაბილიტაციას ვერ გადის. მაგალითად, ბავშვთა ზრუნვის სისტემას თბილისში ერთი ფსიქოლოგი ჰყავს.

გვაქვს საკანონმდებლო ხარვეზიც. თუ ბავშვის კანონიერმა წრამომადგენელმა არ განაცხადა თანხმობა, მას საადვოკატო მომსახურებას ვერ ვუწევთ. ცოტა ხნის წინ სტამბოლის კონვენცია შევიდა ძალაში და საქართველოში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. აქამდე თუ ძალადობა უშუალოდ ბავშვზე არ ხორციელდებოდა, ის მსხვერპლად არ ითვლებოდა. უკვე გვქონდა პირველი სასამართლო პროცესი, როცა ძალადობის მოწმე ბავშვი მსხვერპლად ცნეს. მას უშუალოდ არ შეხებია ძალადობა, მაგრამ ესწრებოდა მოძალადე როგორ ძალადობდა დედაზე. ეს ძალიან სერიოზული ცვლილებაა.

- სოციალური მუშაკის ინსტიტუტი რამდენად გამართულად მუშაობს?

- ბავშვზე ძალადობის პრევენციაში და რეაგირებაზე ძალიან დიდი როლი აქვს სოციალურ მუშაკს, თუმცა დღეს საქართველოში სოციალური მუშაკის ინსტიტუტი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. 2005 წლის მერე მათი რაოდენობა ფაქტობრივად არ გაზრდილა. მათ ხელთ არსებული რესურსებიც შეზღუდულია. აღნიშნული პირდაპირ მთავრობის პასუხისმგებლობაა. მთავრობა ამბობს, რომ ბავშვის მიმართ ძალადობას ებრძვის, მაგრამ, მეორე მხრივ, იმ ინსტიტუციას არ ავითარებს, ვინც რეალურად უნდა აღასრულოს კანონი.

რა შეზღუდვები იხსნება 6 ივლისიდან - ცვლილებები არ ეხება აუზებსა და ფიტნეს ცენტრებს

"შვილი მომიკვდა... ორჯერ გამიუქმდა ბილეთი და ორმოცისთვისაც ვერ ჩამოვდივარ" - რას უპირებს ემიგრაციაში მყოფ ქართველებს მთავრობა?

როდის დასახლდნენ თბილისში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და რომელი გვარები ჩამოვიდნენ რეგიონებიდან დედაქალაქში მე-19 საუკუნეში