საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, თბილისში ჩამოვედი, მივხვდი, რომ სისხლმა იყივლა" - ექსკლუზიური ინტერვიუ დევიდ კომასთან
"როდესაც, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, თბილისში ჩამოვედი, მივხვდი, რომ სისხლმა იყივლა" - ექსკლუზიური ინტერვიუ დევიდ კომასთან

იშ­ვი­ა­თად შევ­ხვედ­რი­ვარ ადა­მი­ანს, დიდ წარ­მა­ტე­ბას რომ მი­აღ­წევს და იო­ტი­სო­დე­ნა­დაც არ იც­ვლე­ბა. ამი­ტო­მაც მე­ა­მა­ყე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად - მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი და პა­რი­ზის ტი­ე­რი მი­უ­გ­ლე­რის სა­მო­დე­ლო სახ­ლის ქა­ლის ხა­ზის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი, ჩემი მუ­დამ ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ნათ­ლუ­ლი, 32 წლის დე­ვიდ კომა - და­ვით კო­მა­ხი­ძე. მას­თან ბოლო ინ­ტერ­ვიუ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მი­უ­გ­ლე­რის სახ­ლის დი­რექ­ტო­რო­ბამ­დე ჩავ­წე­რე და მას შემ­დეგ სა­ლა­პა­რა­კოდ ვე­ღარც მო­ვი­ხელ­თე. ამ­ჯე­რად ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ კვლავ სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მოვ­ჩნდით და მარ­თა­ლია, ათა­სი რა­მის კი­თხვა მინ­დო­და, მხო­ლოდ შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ზე, ბოლო ოთხი წლის ამ­ბებ­ზე, მი­უ­გ­ლერ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ზე სა­უ­ბა­რი გა­დავ­წყვი­ტეთ.

დე­ვიდ კომა:

- 14 წლის ვი­ყა­ვი და ჯერ კი­დევ სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში ვცხოვ­რობ­დი, ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა რომ მკი­თხა, როცა გა­იზ­რდე­ბი, რის გა­კე­თე­ბას აპი­რე­ბო? ვუ­პა­სუ­ხე, - მინ­და, სა­კუ­თა­რი ბრენ­დი მქონ­დეს და, პა­რა­ლე­ლუ­რად, მი­უ­გ­ლე­რის სა­მო­დე­ლო სახ­ლის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი ვიყო-მეთ­ქი. რო­დე­საც ოც­ნე­ბა ამის­რულ­და, იმ ჟურ­ნა­ლის­ტმა სტა­ტი­ის ფოტო გა­მო­მიგ­ზავ­ნა და კი­თხვაც მო­ა­ყო­ლა: ნა­თელ­მხილ­ვე­ლი ხომ არ ხარო?

- ხან­და­ხან ოც­ნე­ბე­ბი სრულ­დე­ბა...

- ასე­ცაა, რად­გან თუ რა­ღაც ძა­ლი­ან გინ­და, მიზ­ნა­დაც და­ი­სა­ხავ და მი­ელტვი, დიდი შან­სი გაქვს, აგიხ­დეს. მაგ­რამ ის უბ­რა­ლოდ ოც­ნე­ბა კი არა, რე­ა­ლუ­რი ოც­ნე­ბა, უდი­დე­სი სურ­ვი­ლი უნდა იყოს, რის გა­რე­შეც ვერ იცხოვ­რებ, რაც ადა­მი­ა­ნად გაქ­ცევს და ჰა­ე­რი­ვით გჭირ­დე­ბა, ხოლო მის "შე­სა­სუნ­თქად" მთელ დღეს ლო­გინ­ში კი არ გა­ა­ტა­რებ, მის მო­სა­პო­ვებ­ლად თავს არ და­ზო­გავ. ახალ­გაზ­რდებს ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ერთი, დიდი, შო­რე­უ­ლი და რე­ა­ლუ­რი მი­ზა­ნი უნდა და­ი­სა­ხონ, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს­ვე კი არ უნდა ეცა­დონ მის მიღ­წე­ვას? ყვე­ლა­ფე­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რად უნდა წარ­მო­იდ­გი­ნონ და დაჰ­ყონ შე­და­რე­ბით პა­ტა­რა და იოლ ეტა­პე­ბად. საქ­მეს რომ შე­უდ­გე­ბი­ან, ნელ-ნელა იგ­რძნო­ბენ, რო­გორ მი­ი­წე­ვენ იმ მთა­ვა­რი მიზ­ნის­კენ...

ასე თუ არ მო­იქ­ცე­ვი და თა­ვი­დან­ვე ნახ­ტო­მით ეც­დე­ბი მი­ზან­თან მის­ვლას, მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­ნი­ხიბ­ლე­ბი, რად­გან მი­ზანს ვე­რაფ­რით მი­აღ­წევ. დღეს უკვე დიდი ვარ და შე­მიძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი ეტა­პე­ბად და პუნ­ქტე­ბად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო, ეგებ, ვინ­მემ გა­მო­ი­ყე­ნოს კი­დეც ცხოვ­რე­ბის გზა­ზე, მაგ­რამ მა­შინ ამ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი ვი­ცო­დი. შე­იძ­ლე­ბა ინ­ტუ­ი­ცი­ით ვხვდე­ბო­დი რა­ღა­ცას ან სხვა, ჩემ გარ­შე­მო მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის რჩე­ვებს ვუგ­დებ­დი ყურს, ერთი კი ფაქ­ტია, რომ მი­ზანს მი­ვაღ­წიე, ოღონდ მერე, თით­ქოს, აღარ ვი­ცო­დი, რით გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა - ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ვმუ­შა­ობ­დი და ვმუ­შა­ობ­დი, ახა­ლი მიზ­ნე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის მო­სა­ფიქ­რებ­ლად დროც არ მქონ­და. მთა­ვა­რი იყო, ყვე­ლა საქ­მე მო­მეს­წრო, რად­გან ერ­თდრო­უ­ლად ორ ქა­ლაქს, ორ სახ­ლსა და ორ "გუნდს" შო­რის ვი­ყა­ვი გაბ­მუ­ლი. ეს იოლი სუ­ლაც არ არის. ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ­დი და ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ­დი, ვეც­ნო­ბო­დი ადა­მი­ა­ნებს და მრა­ვალ­რი­ცხო­ვან სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

რო­დე­საც ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღ­მოვ­ჩნდი, სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი და­მე­კის­რა - გუნ­დუ­რად სა­მუ­შა­ოდ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის შთა­გო­ნე­ბა და მო­ტი­ვა­ცია უნდა მი­მე­ცა. ეს არც მო­დას უკავ­შირ­დე­ბო­და, არც ნიჭს და არც ხე­ლოვ­ნე­ბას, მას სხვა უნა­რი სჭირ­დე­ბო­და, რა­საც თა­ვად უნდა მი­აგ­ნო. იოლი არაა, კორ­პო­რა­ცი­ა­შიც იმუ­შაო და თა­ვი­სუ­ფალ ხე­ლოვ­ნა­დაც დარ­ჩე; შენს ხელ­ქვე­ი­თებ­თან დის­ციპ­ლი­ნაც და­ამ­ყა­რო და შთა­გო­ნე­ბაც მის­ცე; ერ­თდრო­უ­ლად, მკაც­რიც იყო და ლმო­ბი­ე­რიც, ასე რომ, ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი დავძლიე და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ესეც იმ საქ­მი­სა და პრო­ფე­სი­ის ნა­წი­ლია, რაც ავირ­ჩიე და თუკი მინ­და, იმ დო­ნე­ზე ვიყო, რაც ჩა­ვი­ფიქ­რე, შე­სა­ბა­მი­სი თვი­სე­ბე­ბიც უნდა მქონ­დეს, ყვე­ლაფ­რის თა­ვი­სუფ­ლად მარ­თვა რომ შევ­ძლო. ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ ბოლო 4 წე­ლი­წა­დი, ერ­თდრო­უ­ლად, მუ­შა­ო­ბის წლე­ბიც იყო და - სწავ­ლი­საც.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"როდესაც, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, თბილისში ჩამოვედი, მივხვდი, რომ სისხლმა იყივლა" - ექსკლუზიური ინტერვიუ დევიდ კომასთან

"როდესაც, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, თბილისში ჩამოვედი, მივხვდი, რომ სისხლმა იყივლა" - ექსკლუზიური ინტერვიუ დევიდ კომასთან

იშვიათად შევხვედრივარ ადამიანს, დიდ წარმატებას რომ მიაღწევს და იოტისოდენადაც არ იცვლება. ამიტომაც მეამაყება განსაკუთრებულად - მსოფლიოში სახელგანთქმული დიზაინერი და პარიზის ტიერი მიუგლერის სამოდელო სახლის ქალის ხაზის კრეატიული დირექტორი, ჩემი მუდამ ყურადღებიანი, თბილი და მოსიყვარულე ნათლული, 32 წლის დევიდ კომა - დავით კომახიძე. მასთან ბოლო ინტერვიუ რამდენიმე წლის წინ, მიუგლერის სახლის დირექტორობამდე ჩავწერე და მას შემდეგ სალაპარაკოდ ვეღარც მოვიხელთე. ამჯერად ერთმანეთის პირისპირ კვლავ საქართველოში აღმოვჩნდით და მართალია, ათასი რამის კითხვა მინდოდა, მხოლოდ შემოქმედებით ცხოვრებაზე, ბოლო ოთხი წლის ამბებზე, მიუგლერსა და საქართველოზე საუბარი გადავწყვიტეთ.

დევიდ კომა:

- 14 წლის ვიყავი და ჯერ კიდევ სანკტ-პეტერბურგში ვცხოვრობდი, ერთმა ჟურნალისტმა რომ მკითხა, როცა გაიზრდები, რის გაკეთებას აპირებო? ვუპასუხე, - მინდა, საკუთარი ბრენდი მქონდეს და, პარალელურად, მიუგლერის სამოდელო სახლის კრეატიული დირექტორი ვიყო-მეთქი. როდესაც ოცნება ამისრულდა, იმ ჟურნალისტმა სტატიის ფოტო გამომიგზავნა და კითხვაც მოაყოლა: ნათელმხილველი ხომ არ ხარო?

- ხანდახან ოცნებები სრულდება...

- ასეცაა, რადგან თუ რაღაც ძალიან გინდა, მიზნადაც დაისახავ და მიელტვი, დიდი შანსი გაქვს, აგიხდეს. მაგრამ ის უბრალოდ ოცნება კი არა, რეალური ოცნება, უდიდესი სურვილი უნდა იყოს, რის გარეშეც ვერ იცხოვრებ, რაც ადამიანად გაქცევს და ჰაერივით გჭირდება, ხოლო მის "შესასუნთქად" მთელ დღეს ლოგინში კი არ გაატარებ, მის მოსაპოვებლად თავს არ დაზოგავ. ახალგაზრდებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ცხოვრებაში ერთი, დიდი, შორეული და რეალური მიზანი უნდა დაისახონ, მაგრამ მეორე დღესვე კი არ უნდა ეცადონ მის მიღწევას? ყველაფერი ვიზუალურად უნდა წარმოიდგინონ და დაჰყონ შედარებით პატარა და იოლ ეტაპებად. საქმეს რომ შეუდგებიან, ნელ-ნელა იგრძნობენ, როგორ მიიწევენ იმ მთავარი მიზნისკენ...

ასე თუ არ მოიქცევი და თავიდანვე ნახტომით ეცდები მიზანთან მისვლას, მხოლოდ და მხოლოდ განიხიბლები, რადგან მიზანს ვერაფრით მიაღწევ. დღეს უკვე დიდი ვარ და შემიძლია ყველაფერი ეტაპებად და პუნქტებად ჩამოვაყალიბო, ეგებ, ვინმემ გამოიყენოს კიდეც ცხოვრების გზაზე, მაგრამ მაშინ ამ კანონზომიერების შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცოდი. შეიძლება ინტუიციით ვხვდებოდი რაღაცას ან სხვა, ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების რჩევებს ვუგდებდი ყურს, ერთი კი ფაქტია, რომ მიზანს მივაღწიე, ოღონდ მერე, თითქოს, აღარ ვიცოდი, რით გამეგრძელებინა - ბოლო 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ვმუშაობდი და ვმუშაობდი, ახალი მიზნებისა და პროგრამების მოსაფიქრებლად დროც არ მქონდა. მთავარი იყო, ყველა საქმე მომესწრო, რადგან ერთდროულად ორ ქალაქს, ორ სახლსა და ორ "გუნდს" შორის ვიყავი გაბმული. ეს იოლი სულაც არ არის. ბევრს ვმოგზაურობდი და ბევრ რამეს ვსწავლობდი, ვეცნობოდი ადამიანებს და მრავალრიცხოვან საზოგადოებასთან ურთიერთობას.

როდესაც ხელმძღვანელ თანამდებობაზე აღმოვჩნდი, სხვა პასუხისმგებლობები დამეკისრა - გუნდურად სამუშაოდ ადამიანებისთვის შთაგონება და მოტივაცია უნდა მიმეცა. ეს არც მოდას უკავშირდებოდა, არც ნიჭს და არც ხელოვნებას, მას სხვა უნარი სჭირდებოდა, რასაც თავად უნდა მიაგნო. იოლი არაა, კორპორაციაშიც იმუშაო და თავისუფალ ხელოვნადაც დარჩე; შენს ხელქვეითებთან დისციპლინაც დაამყარო და შთაგონებაც მისცე; ერთდროულად, მკაცრიც იყო და ლმობიერიც, ასე რომ, ნელ-ნელა ყველაფერი დავძლიე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ესეც იმ საქმისა და პროფესიის ნაწილია, რაც ავირჩიე და თუკი მინდა, იმ დონეზე ვიყო, რაც ჩავიფიქრე, შესაბამისი თვისებებიც უნდა მქონდეს, ყველაფრის თავისუფლად მართვა რომ შევძლო. ამიტომაც ვამბობ, რომ ბოლო 4 წელიწადი, ერთდროულად, მუშაობის წლებიც იყო და - სწავლისაც.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება