სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თიანეთი ქუცნაშვილის სამოურავოა" - მეჭიაური-ქუცნაშვილის დაპირისპირების დეტალები
"თიანეთი ქუცნაშვილის სამოურავოა" - მეჭიაური-ქუცნაშვილის დაპირისპირების დეტალები

თი­ა­ნე­თის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი თი­ა­ნეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილს უკავ­ში­რებს. რო­გორც მე­ჭი­ა­ურ­მა სა­ი­ას­თან ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ქუც­ნაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებ­შია, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი გა­ვი­დეს და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­იმ­ყა­როს თი­ა­ნეთ­ში.

"რაც ხდე­ბა თი­ა­ნეთ­ში, ვინც ამ მა­რაზმს აკე­თებს, არის ქუც­ნაშ­ვი­ლი. მისი ინ­ტე­რე­სი ამ რა­ი­ონ­ში არის ცალ­სა­ხა. მას აქვს ფი­ნან­სუ­რი და ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი და თუ რა­ი­მე სტრა­ტე­გი­უ­ლი არ­სე­ბობს, ყვე­ლაფ­რის და­სა­კუთ­რე­ბას ცდი­ლობს. ქუც­ნაშ­ვი­ლის სა­მო­უ­რა­ვოა. ქუც­ნაშ­ვი­ლი ამ ყვე­ლაფ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლობს და მი­დის ვა-ბანკზე", - გა­ნა­ცხა­და მე­ჭი­ა­ურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი", რო­მელ­მაც თი­ა­ნე­თის მე-20 უბ­ნის შე­დე­გე­ბის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა, რე­ა­ლუ­რად ქუც­ნაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა.

"ჩვენ ვი­თხოვთ იმ გან­კარ­გუ­ლე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას, რომ­ლი­თაც გა­ბა­თი­ლე­ბუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ აღად­გი­ნეს. ახლა როცა მიხ­ვდნენ, რომ პრო­ცე­სი შე­საძ­ლოა წა­ა­გონ, ქუც­ნაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცით შე­ი­ტა­ნეს სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში, რომ მთლი­ა­ნად უბ­ნის შე­დე­გე­ბის გა­უქ­მე­ბა მოხ­დეს", - გა­ნა­ცხა­და მე­ჭი­ა­ურ­მა.

ამას­თან, თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის ინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია და­ი­ცავს. ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რო­გორც ფაქ­ტე­ბი ადას­ტუ­რებს, შე­დე­გი ჩა­რე­ვის შე­დე­გად იქნა შეც­ვლი­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია ჩა­ერ­თო და­ვა­ში და წარ­მო­ად­გენს ბა­ტო­ნი თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის ინ­ტე­რე­სებს, ვი­ნა­ი­დან 2017 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი თი­ა­ნე­თის ოლ­ქში, რო­გორც ამას ადას­ტუ­რებს ფაქ­ტე­ბი, იქნა ჩა­რე­ვის შე­დე­გად შეც­ვლი­ლი. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ აქ სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვებს აქვს ად­გი­ლი და იკ­ვე­თე­ბა ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ასე­ვე წარ­მო­ად­გენ­დეს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულს. ამი­ტომ, დღეს ჩვენ შეგ­ვაქვს სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში და ვი­თხოვთ თი­ა­ნე­თის ოლ­ქის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ორი გან­კარ­გუ­ლე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას. ასე­ვე, ჩვენ მივ­მარ­თავთ პრო­კუ­რა­ტუ­რას რათა და­ინ­ტე­რეს­დეს ამ ფაქ­ტე­ბით. ჩვენ ბა­ტო­ნი მე­ჭი­ა­უ­რის ინ­ტე­რე­სებს წარ­მო­ვად­გენთ და­ვა­შიც, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თმა სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ წა­მო­ი­წყო და ბა­ტო­ნი თა­მა­ზი ჩარ­თუ­ლია მე­სა­მე პი­რად. ჩვენ ვი­თხოვთ, რომ გა­ერ­თი­ან­დეს ეს და­ვე­ბი და არ შე­იძ­ლე­ბა იგი მე­სა­მე პი­რად იყოს ჩარ­თუ­ლი. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი". ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია არა­ვის­თვის არის ცნო­ბი­ლი. მათი მო­თხოვ­ნა არის სა­ეჭ­ვო. ისი­ნი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყ­ვნენ უბან­ზე, თუმ­ცა არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბი­ათ. მას შემ­დეგ რაც გა­ი­გეს, რომ ჩა­ვერ­თეთ პრო­ცეს­ში, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მო­ი­თხო­ვა მე-20 უბ­ნის შე­დე­გე­ბის ბა­თი­ლო­ბა და ამას ხსნი­ან იმით, რომ გამ­გე­ბე­ლი იყო უბან­ზე, თუმ­ცა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს პრე­ტენ­ზია არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბი­ათ", - გა­ნა­ცხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

ნაც­ვლიშ­ვი­ლის თქმით, პრო­ცეს­მა სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ა­ში დარ­ღვე­ვე­ბით ჩა­ი­ა­რა.

"მას შემ­დეგ რაც და­ით­ვა­ლა თი­თო­ე­ულ უბან­ზე შე­დე­გე­ბი, უპი­რა­ტე­სო­ბა და­ფიქ­სირ­და ბა­ტო­ნი თა­მა­ზის სა­სარ­გებ­ლოდ, მაგ­რამ ერთ-ერთ უბან­ზე, რო­დე­საც შე­ჯამ­და პრო­ცე­სი, მიჩ­ნე­ულ იქნა 24 ბი­უ­ლე­ტე­ნი ბა­თი­ლად. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არც ერთ კო­მი­სი­ის წევ­რს, არც ერთ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, არც ერთი სუ­ბი­ექ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელს არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია არც წე­რი­ლო­ბი­თი და არც ზე­პი­რი პრე­ტენ­ზია, რომ იქ რა­ი­მე არას­წო­რად მოხ­და. ერ­თხმად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი, რომ ეს 24 ბი­უ­ლე­ტე­ნი ნამ­დვი­ლად იყო ბა­თი­ლი. მას შემ­დეგ რაც ეს შე­დე­გე­ბი უბ­ნი­დან გა­და­ვი­და ოლ­ქში, აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ 24 ბი­უ­ლე­ტე­ნი­დან 5 ნამ­დვი­ლად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი და სწო­რედ ამან გა­და­წყვი­ტა შე­დე­გე­ბის ბედი. ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და 5 ბა­თი­ლად მიჩ­ნე­უ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნის ნამ­დვი­ლად ცნო­ბა. სა­ჩი­ვა­რი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც მოხ­და ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გახ­სნა, გა­დათ­ვლა და ნამ­დვი­ლად მიჩ­ნე­ვა, და­ი­წე­რა წე­სის დარ­ღვე­ვით და იყო და­უ­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა დაკ­მა­ყო­ფილ­და. ოლ­ქში გან­ხილ­ვა წა­რი­მარ­თა დარ­ღვე­ვე­ბით. სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ ოლ­ქში სხდო­მა გა­ი­მარ­თა პო­ლი­ცი­ით გარ­შე­მორ­ტყმულ შე­ნო­ბა­ში, სა­დაც არ უშ­ვებ­დნენ კო­მი­სი­ის წევ­რებს, სუ­ბი­ექ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელს, არ მომ­ხდა­რა უბ­ნის კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი და­ბა­რე­ბა ანუ პრო­ცე­სი ჩა­ტარ­და ყვე­ლა წე­სის დარ­ღვე­ვით, გა­უმჭვირ­ვა­ლედ და ამ პრო­ცეს­ზე მოხ­და ბი­უ­ლე­ტი­ნე­ბის აღ­დგე­ნა მკვდრე­თით", - გა­ნა­ცხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"თიანეთი ქუცნაშვილის სამოურავოა" - მეჭიაური-ქუცნაშვილის დაპირისპირების დეტალები

"თიანეთი ქუცნაშვილის სამოურავოა" - მეჭიაური-ქუცნაშვილის დაპირისპირების დეტალები

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური თიანეთში განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს უკავშირებს. როგორც მეჭიაურმა საიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქუცნაშვილის ინტერესებშია, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი გავიდეს და საკუთარი პოზიციები გაიმყაროს თიანეთში.

"რაც ხდება თიანეთში, ვინც ამ მარაზმს აკეთებს, არის ქუცნაშვილი. მისი ინტერესი ამ რაიონში არის ცალსახა. მას აქვს ფინანსური და ბიზნესინტერესები და თუ რაიმე სტრატეგიული არსებობს, ყველაფრის დასაკუთრებას ცდილობს. ქუცნაშვილის სამოურავოა. ქუცნაშვილი ამ ყველაფრის შენარჩუნებას ცდილობს და მიდის ვა-ბანკზე", - განაცხადა მეჭიაურმა.

მისივე თქმით, "დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრი", რომელმაც თიანეთის მე-20 უბნის შედეგების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, რეალურად ქუცნაშვილთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა.

"ჩვენ ვითხოვთ იმ განკარგულების ბათილად ცნობას, რომლითაც გაბათილებული ბიულეტენები სრულიად უკანონოდ აღადგინეს. ახლა როცა მიხვდნენ, რომ პროცესი შესაძლოა წააგონ, ქუცნაშვილთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცით შეიტანეს სარჩელი სასამართლოში, რომ მთლიანად უბნის შედეგების გაუქმება მოხდეს", - განაცხადა მეჭიაურმა.

ამასთან, თამაზ მეჭიაურის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.   ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, როგორც ფაქტები ადასტურებს, შედეგი ჩარევის შედეგად იქნა შეცვლილი.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთო დავაში და წარმოადგენს ბატონი თამაზ მეჭიაურის ინტერესებს, ვინაიდან 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები თიანეთის ოლქში, როგორც ამას ადასტურებს ფაქტები, იქნა ჩარევის შედეგად შეცვლილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ საარჩევნო კანონმდებლობის ძალიან სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი და იკვეთება ქმედებები, რომელიც შესაძლოა ასევე წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს. ამიტომ, დღეს ჩვენ შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და ვითხოვთ თიანეთის ოლქის მიერ მიღებული ორი განკარგულების ბათილად ცნობას. ასევე, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას რათა დაინტერესდეს ამ ფაქტებით. ჩვენ ბატონი მეჭიაურის ინტერესებს წარმოვადგენთ დავაშიც, რომელიც ერთ-ერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ წამოიწყო და ბატონი თამაზი ჩართულია მესამე პირად. ჩვენ ვითხოვთ, რომ გაერთიანდეს ეს დავები და არ შეიძლება იგი მესამე პირად იყოს ჩართული. ეს ორგანიზაციაა "დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრი". ეს ორგანიზაცია არავისთვის არის ცნობილი. მათი მოთხოვნა არის საეჭვო. ისინი წარმოდგენილი იყვნენ უბანზე, თუმცა არანაირი პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ. მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ჩავერთეთ პროცესში, ორგანიზაციამ მოითხოვა მე-20 უბნის შედეგების ბათილობა და ამას ხსნიან იმით, რომ გამგებელი იყო უბანზე, თუმცა მთელი დღის განმავლობაში ეს პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, პროცესმა საოლქო კომისიაში დარღვევებით ჩაიარა.

"მას შემდეგ რაც დაითვალა თითოეულ უბანზე შედეგები, უპირატესობა დაფიქსირდა ბატონი თამაზის სასარგებლოდ, მაგრამ ერთ-ერთ უბანზე, როდესაც შეჯამდა პროცესი, მიჩნეულ იქნა 24 ბიულეტენი ბათილად. ამასთან დაკავშირებით არც ერთ კომისიის წევრს, არც ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს, არც ერთი სუბიექტის წარმომადგენელს არ დაუფიქსირებია არც წერილობითი და არც ზეპირი პრეტენზია, რომ იქ რაიმე არასწორად მოხდა. ერთხმად იქნა მიჩნეული, რომ ეს 24 ბიულეტენი ნამდვილად იყო ბათილი. მას შემდეგ რაც ეს შედეგები უბნიდან გადავიდა ოლქში, აღმოჩნდა, რომ ამ 24 ბიულეტენიდან 5 ნამდვილად იქნა მიჩნეული და სწორედ ამან გადაწყვიტა შედეგების ბედი. ძალიან საეჭვო ვითარებაში მოხდა 5 ბათილად მიჩნეული ბიულეტენის ნამდვილად ცნობა. საჩივარი, რომლის საფუძველზეც მოხდა ბიულეტენების გახსნა, გადათვლა და ნამდვილად მიჩნევა, დაიწერა წესის დარღვევით და იყო დაუსაბუთებული, თუმცა დაკმაყოფილდა. ოლქში განხილვა წარიმართა დარღვევებით. სრულიად მიუღებელია, რომ ოლქში სხდომა გაიმართა პოლიციით გარშემორტყმულ შენობაში, სადაც არ უშვებდნენ კომისიის წევრებს, სუბიექტის წარმომადგენელს, არ მომხდარა უბნის კომისიის წევრები დაბარება ანუ პროცესი ჩატარდა ყველა წესის დარღვევით, გაუმჭვირვალედ და ამ პროცესზე მოხდა ბიულეტინების აღდგენა მკვდრეთით", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."