პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედია შილდაში - გარდაცვლილის მეუღლე ცოლის წამებასა და გაუპატიურებაში საკუთარ ძმას ადანაშაულებს
ტრაგედია შილდაში - გარდაცვლილის მეუღლე ცოლის წამებასა და გაუპატიურებაში საკუთარ ძმას ადანაშაულებს

18 ოქ­ტომ­ბერს, ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შილ­და­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში 24 წლის ეკა ნა­ქევხრიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მომ­ხდარ­ზე საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის 115-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას არ­სე­ბულ­მა ვი­თა­რე­ბამ თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ა­ჩი­ნა ვერ­სია, რომ გო­გო­ნამ თავი ჩა­მო­იხ­რჩო, თუმ­ცა მა­ლე­ვე გაჩ­ნდა უამ­რა­ვი ეჭვი, რაც კი­დევ უფრო მე­ტად გა­ამ­ძაფ­რა იმან, რომ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის დაკ­რძალ­ვის დღეს მის­მა მაზლმაც თვით­მკვლე­ლო­ბა - თა­ვის ჩა­მოხ­რჩო­ბა სცა­და. ის ამ დრომ­დე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბა. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, გო­გო­ნა სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი იყო და სხე­ულ­ზე ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი ეტყო­ბო­და.

გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მე­უღ­ლეს, რა­მინ გუ­რას­პაშ­ვილს თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რა. მისი გან­ცხა­დე­ბით, ეკა ნა­ქევხრიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღე სახ­ლში მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად, მას­სა და ოჯა­ხის სხვა რო­მე­ლი­მე წევს შო­რის კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა.

ისიც ამ­ბობს, რომ გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, რაც

მკვლე­ლო­ბის ეჭვს სა­ფუძ­ვლი­ანს ხდის. რა­მინ გუ­რას­პიშ­ვი­ლის ვა­რა­უ­დით, მისი ცოლი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს და აწა­მეს, რა­შიც მისი ძმა, გია გუ­რას­პიშ­ვი­ლი, რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­ზრახ­ველ­თან, ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას არ გა­მო­რი­ცხავს, თუმ­ცა ამას გა­დაჭ­რით ვერ ამ­ბობს 24 წლის ქა­ლის დედა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ნანა ნა­ქევხრიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მას ამ ეტაპ­ზე შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი ვერ­სია არ აქვს, რად­გან მას­თან ბოლო დროს ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარ­ში გარ­დაც­ვლი­ლის მაზ­ლის შე­საძ­ლო ბრა­ლე­უ­ლო­ბას, 24 წლის ქა­ლის დე­დას გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე მე­დი­ას­თან სა­უ­ბა­რი არ სურს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მაზ­ლი გია გუ­რას­პიშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უკვე და­კი­თხეს, თუმ­ცა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რის­გან გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე თავს იკა­ვე­ბენ.

მომ­ხდარ­ზე გარ­დაც­ვა­ლე­ბუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი გევ­სა­უბ­რე­ბა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა:

- მომ­ხდა­რით გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვართ ყვე­ლა, საბ­რა­ლო გო­გოს სი­ცო­ცხლე ბავ­შვო­ბი­დან მძი­მე ჰქონ­და - ექ­ვის წლის იყო, მამა რომ მო­უკ­ვდა და დე­დამ ბავშთა სახ­ლში და­ტო­ვა, თა­ვად კი გა­თხოვ­და. რო­გორც ჩანს იფიქ­რა, - გავ­თხოვ­დე­ბი და ჩემს უბე­დუ­რე­ბას ბოლო მო­ე­ღე­ბაო და ნა­ად­რე­ვად გა­თხოვ­და. კარ­გი ოჯა­ხი შეხ­ვდა, უფრთხილ­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ბედს მის­თვის კარ­გი არ უნ­დო­და და ბავ­შვი გა­ა­ა­ჩი­ნა თუ არა, მე­უღ­ლე და­ე­ღუ­პა, - შე­შის ჭრი­სას, ხე და­ე­ცა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ტრაგედია შილდაში - გარდაცვლილის მეუღლე ცოლის წამებასა და გაუპატიურებაში საკუთარ ძმას ადანაშაულებს

ტრაგედია შილდაში - გარდაცვლილის მეუღლე ცოლის წამებასა და გაუპატიურებაში საკუთარ ძმას ადანაშაულებს

18 ოქტომბერს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში, საკუთარ სახლში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ტრაგედიის ადგილას არსებულმა ვითარებამ თავდაპირველად გააჩინა ვერსია, რომ გოგონამ თავი ჩამოიხრჩო, თუმცა მალევე გაჩნდა უამრავი ეჭვი, რაც კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა იმან, რომ ახალგაზრდა ქალის დაკრძალვის დღეს მისმა მაზლმაც თვითმკვლელობა - თავის ჩამოხრჩობა სცადა. ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გოგონა სრულიად შიშველი იყო და სხეულზე ძალადობის კვალი ეტყობოდა.

გარდაცვლილი ქალის მეუღლეს, რამინ გურასპაშვილს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. მისი განცხადებით, ეკა ნაქევხრიშვილი რამდენიმე დღე სახლში მარტო იმყოფებოდა, შესაბამისად, მასსა და ოჯახის სხვა რომელიმე წევს შორის კონფლიქტი არ ყოფილა.

ისიც ამბობს, რომ გარდაცვლილს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც

მკვლელობის ეჭვს საფუძვლიანს ხდის. რამინ გურასპიშვილის ვარაუდით, მისი ცოლი გააუპატიურეს და აწამეს, რაშიც მისი ძმა, გია გურასპიშვილი, რამდენიმე თანამზრახველთან, ერთად მონაწილეობდა.

მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს, თუმცა ამას გადაჭრით ვერ ამბობს 24 წლის ქალის დედა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" ნანა ნაქევხრიშვილმა განაცხადა, მას ამ ეტაპზე შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არანაირი ვერსია არ აქვს, რადგან მასთან ბოლო დროს ხშირი ურთიერთობა არ ჰქონდა. რაც შეეხება მომხდარში გარდაცვლილის მაზლის შესაძლო ბრალეულობას, 24 წლის ქალის დედას გამოძიების დასრულებამდე მედიასთან საუბარი არ სურს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალის მაზლი გია გურასპიშვილი საავადმყოფოში სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური კომენტარისგან გამოძიების დასრულებამდე თავს იკავებენ.

მომხდარზე გარდაცვალებულის ახლობელი გევსაუბრება, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- მომხდარით გაოგნებული ვართ ყველა, საბრალო გოგოს სიცოცხლე ბავშვობიდან მძიმე ჰქონდა - ექვის წლის იყო, მამა რომ მოუკვდა და დედამ ბავშთა სახლში დატოვა, თავად კი გათხოვდა. როგორც ჩანს იფიქრა, - გავთხოვდები და ჩემს უბედურებას ბოლო მოეღებაო და ნაადრევად გათხოვდა. კარგი ოჯახი შეხვდა, უფრთხილდებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ბედს მისთვის კარგი არ უნდოდა და ბავშვი გაააჩინა თუ არა, მეუღლე დაეღუპა, - შეშის ჭრისას, ხე დაეცა.

განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ