Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალმა, რომელსაც უთხრეს, რომ ვერასოდეს გაივლიდა ფეხზე, ვერ გააჩენდა შვილს და ვერ დახატავდა, შეუძლებელი შეძლო...
ქალმა, რომელსაც უთხრეს, რომ ვერასოდეს გაივლიდა ფეხზე, ვერ გააჩენდა შვილს და ვერ დახატავდა, შეუძლებელი შეძლო...

პა­კის­ტა­ნე­ლი ქალი, მუ­ნი­ბა მა­ზა­რის ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე იყო. რო­გორც მის ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა, კონ­სერ­ვა­ტი­ულ ოჯახ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც კარ­გი შვი­ლი მშობ­ლებს არა­სო­დეს ეუბ­ნე­ბა სი­ტყვას "არა". რო­დე­საც მუ­ნი­ბა 18 წლის გახ­და, მა­მამ მისი გა­თხო­ვე­ბა მო­ი­სურ­ვა. გო­გო­ნამ კი უპა­სუ­ხა, რომ თუ ეს მა­მას გა­ა­ბედ­ნი­ე­რებ­და, თა­ნახ­მა იყო, და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყო.

წყვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ბედ­ნი­ე­რი არ აღ­მოჩ­ნდა. ერთ დღე­საც, მგზავ­რო­ბი­სას, ქმარს სა­ჭეს­თან ჩა­ე­ძი­ნა და მან­ქა­ნა თხრილ­ში გა­და­ვარ­და. მუ­ნი­ბამ სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, მო­ტე­ხი­ლი ჰქონ­და იდაყ­ვის ძვა­ლი, ლა­ვი­წი, მაჯა... ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბა კი ხერ­ხე­მალ­ზე ჰქონ­და. მუ­ნი­ბას ქმა­რი უვ­ნებ­ლად გა­დარ­ჩა.

"სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 3 თვე გა­ვა­ტა­რე, სა­სო­წარ­კვე­თის ზღვარ­ზე ვი­ყა­ვი... ერთ დღე­საც ჩემ­თან ექი­მი მო­ვი­და და მი­თხრა: "გა­ვი­გე, გინ­დო­და, ხე­ლო­ვა­ნი გა­მო­სუ­ლი­ყა­ვი, შენ კი დი­ა­სახ­ლი­სი და­დე­ქი. ცუდი ამ­ბა­ვი მაქვს შენ­თვის - ვე­ღა­რა­სო­დეს და­ხა­ტავ."

მე­ო­რე დღეს ექი­მი კვლავ მო­ვი­და ჩემ­თან და მი­თხრა, რომ ხერ­ხე­მა­ლი ისე იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, სი­ა­რულს ვე­ღარ შევ­ძლებ­დი. ღრმად ჩა­ვი­სუნ­თქე და გა­ვი­ფიქ­რე, "არა­უ­შავს", - ყვე­ბა მა­ზა­რი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ი­ტყო, რომ ხერ­ხემ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის გამო დედა ვე­ღარ გახ­დე­ბო­და.

"ძა­ლი­ან მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდი, მი­ჭირ­და თეთ­რი კედ­ლე­ბის და ხა­ლა­თე­ბის ყუ­რე­ბა მუდ­მი­ვად, მო­ვი­თხო­ვე, მო­ე­ტა­ნათ სა­ღე­ბა­ვე­ბი და ტი­ლო­ე­ბი, და­ხატ­ვა მო­მინ­და. პირ­ვე­ლი ნა­ხა­ტე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შევ­ქმე­ნი, ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თე­რა­პია იყო. ნა­ხა­ტე­ბით ჩემს ამ­ბავს ვყვე­ბო­დი," - ამ­ბობს მუ­ნი­ბა.

მან გა­და­წყვი­ტა, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ეცხოვ­რა და ყვე­ლა შიში და­ეთ­რგუ­ნა, რაც აწუ­ხებ­და.

"ყვე­ლა­ზე მე­ტად ქმარ­თან და­შო­რე­ბის მე­ში­ნო­და. მივ­ხვდი, რომ ეს მხო­ლოდ შიში იყო და სხვა არა­ფე­რი. გავ­თა­ვი­სუფ­ლდი, ემო­ცი­უ­რად გავძლი­ერ­დი. რო­დე­საც შე­ვი­ტყე, რომ ის სხვა ქალ­ზე ქორ­წინ­დე­ბო­და, მივ­წე­რე, რომ ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და მისი ბედ­ნი­ე­რე­ბა და ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს ვუ­სურ­ვებ­დი.

მე­ო­რე, რი­სიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ში­ნო­და, იყო ის, რომ კი­დევ ერთხელ დედა ვე­ღარ გავ­ხდე­ბო­დი. შემ­დეგ კი მივ­ხვდი, რომ დე­და­მი­წა­ზე უამ­რა­ვი ბავ­შვია, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა დედა, შევ­წყვი­ტე ტი­რი­ლი და და­ვუ­კავ­შირ­დი ობოლ­თა თავ­შე­საფ­რებს, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. 2 წლის შემ­დეგ და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ ჩვი­ლი ბიჭი ჰყავ­დათ გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი. რო­დე­საც მის წა­მო­საყ­ვა­ნად მი­ვე­დი, ბავ­შვი მხო­ლოდ 2 დღის იყო, ახლა კი 6 წლი­საა.

იმის­თვის, რომ ეტ­ლით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბო­და, ვე­ცა­დე, სა­ჯა­როდ ბევ­რჯერ გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. და­ვი­წყე ხატ­ვა, გავ­ხდი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, გა­ე­რო-ს კე­თი­ლი ნე­ბის ელჩი პა­კის­ტან­ში, ახლა კი ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად ვიბ­რძვი. 2015 წელს "ბი­ბი­სის" მიერ შედ­გე­ნილ 100 ქალს შო­რის მოვ­ხვდი.

ასე რომ, რო­დე­საც სა­კუ­თარ თავს იღებთ ისეთს, რო­გო­რიც ხართ, შემ­დეგ სამ­ყა­როც გამ­ჩნევთ და გი­ღებთ. ყვე­ლა­ფე­რი თქვე­ნი­დან იწყე­ბა.

ჩვენ წი­ნას­წარ ვგეგ­მავთ ყვე­ლა­ფერს, ვა­ლა­გებთ გეგ­მებს, რო­დე­საც გეგ­მის მი­ხედ­ვით ვერ მივ­დი­ვართ, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი ვრჩე­ბით და ვნებ­დე­ბით.

არა­სო­დეს მინ­დო­და, ეტლზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მი­ჯაჭ­ვუ­ლი, რო­დე­საც ცხოვ­რე­ბა გვაძ­ლევს ლი­მონს, უნდა გა­ვა­კე­თოთ ლი­მო­ნა­თი. ნორ­მა­ლუ­რია, თუ გვე­ში­ნია, თუ ვტი­რით, მაგ­რამ და­ნე­ბე­ბა არ არის გა­მო­სა­ვა­ლი," - ამ­ბობს მუ­ნი­ბა მა­ზა­რი.

sponsored by ContentRoom

ქალმა, რომელსაც უთხრეს, რომ ვერასოდეს გაივლიდა ფეხზე, ვერ გააჩენდა შვილს და ვერ დახატავდა, შეუძლებელი შეძლო...

ქალმა, რომელსაც უთხრეს, რომ ვერასოდეს გაივლიდა ფეხზე, ვერ გააჩენდა შვილს და ვერ დახატავდა, შეუძლებელი შეძლო...

პაკისტანელი ქალი, მუნიბა მაზარის ცხოვრება ძალიან მძიმე იყო. როგორც მის ქვეყანაში მცხოვრები ქალების უმეტესობა, კონსერვატიულ ოჯახში ცხოვრობდა, სადაც კარგი შვილი მშობლებს არასოდეს ეუბნება სიტყვას "არა". როდესაც მუნიბა 18 წლის გახდა, მამამ მისი გათხოვება მოისურვა. გოგონამ კი უპასუხა, რომ თუ ეს მამას გააბედნიერებდა, თანახმა იყო, დაქორწინებულიყო.

წყვილის თანაცხოვრება ბედნიერი არ აღმოჩნდა. ერთ დღესაც, მგზავრობისას, ქმარს საჭესთან ჩაეძინა და მანქანა თხრილში გადავარდა. მუნიბამ სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო, მოტეხილი ჰქონდა იდაყვის ძვალი, ლავიწი, მაჯა... ყველაზე მნიშვნელოვანი დაზიანება კი ხერხემალზე ჰქონდა. მუნიბას ქმარი უვნებლად გადარჩა.

"საავადმყოფოში 3 თვე გავატარე, სასოწარკვეთის ზღვარზე ვიყავი... ერთ დღესაც ჩემთან ექიმი მოვიდა და მითხრა: "გავიგე, გინდოდა, ხელოვანი გამოსულიყავი, შენ კი დიასახლისი დადექი. ცუდი ამბავი მაქვს შენთვის - ვეღარასოდეს დახატავ."

მეორე დღეს ექიმი კვლავ მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ხერხემალი ისე იყო დაზიანებული, სიარულს ვეღარ შევძლებდი. ღრმად ჩავისუნთქე და გავიფიქრე, "არაუშავს", - ყვება მაზარი. მოგვიანებით შეიტყო, რომ ხერხემლის დაზიანების გამო დედა ვეღარ გახდებოდა.

"ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, მიჭირდა თეთრი კედლების და ხალათების ყურება მუდმივად, მოვითხოვე, მოეტანათ საღებავები და ტილოები, დახატვა მომინდა. პირველი ნახატები საავადმყოფოში შევქმენი, ეს არაჩვეულებრივი თერაპია იყო. ნახატებით ჩემს ამბავს ვყვებოდი," - ამბობს მუნიბა.

მან გადაწყვიტა, საკუთარი თავისთვის ეცხოვრა და ყველა შიში დაეთრგუნა, რაც აწუხებდა.

"ყველაზე მეტად ქმართან დაშორების მეშინოდა. მივხვდი, რომ ეს მხოლოდ შიში იყო და სხვა არაფერი. გავთავისუფლდი, ემოციურად გავძლიერდი. როდესაც შევიტყე, რომ ის სხვა ქალზე ქორწინდებოდა, მივწერე, რომ ძალიან მიხაროდა მისი ბედნიერება და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებდი.

მეორე, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, იყო ის, რომ კიდევ ერთხელ დედა ვეღარ გავხდებოდი. შემდეგ კი მივხვდი, რომ დედამიწაზე უამრავი ბავშვია, რომელსაც სჭირდება დედა, შევწყვიტე ტირილი და დავუკავშირდი ობოლთა თავშესაფრებს, სხვადასხვა ორგანიზაციას. 2 წლის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩვილი ბიჭი ჰყავდათ გასაშვილებელი. როდესაც მის წამოსაყვანად მივედი, ბავშვი მხოლოდ 2 დღის იყო, ახლა კი 6 წლისაა.

იმისთვის, რომ ეტლით საზოგადოებაში თავის დამკვიდრება არ გამჭირვებოდა, ვეცადე, საჯაროდ ბევრჯერ გამოვჩენილიყავი. დავიწყე ხატვა, გავხდი ტელეწამყვანი, გაერო-ს კეთილი ნების ელჩი პაკისტანში, ახლა კი ქალებისა და ბავშვების უფლებების დასაცავად ვიბრძვი. 2015 წელს "ბიბისის" მიერ შედგენილ 100 ქალს შორის მოვხვდი.

ასე რომ, როდესაც საკუთარ თავს იღებთ ისეთს, როგორიც ხართ, შემდეგ სამყაროც გამჩნევთ და გიღებთ. ყველაფერი თქვენიდან იწყება.

ჩვენ წინასწარ ვგეგმავთ ყველაფერს, ვალაგებთ გეგმებს, როდესაც გეგმის მიხედვით ვერ მივდივართ, იმედგაცრუებულები ვრჩებით და ვნებდებით.

არასოდეს მინდოდა, ეტლზე ვყოფილიყავი მიჯაჭვული, როდესაც ცხოვრება გვაძლევს ლიმონს, უნდა გავაკეთოთ ლიმონათი. ნორმალურია, თუ გვეშინია, თუ ვტირით, მაგრამ დანებება არ არის გამოსავალი," - ამბობს მუნიბა მაზარი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს