პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაართულებს თუ არა ევროპაში შესვლას ავტორიზაციის სისტემა - ვახტანგ მახარობლიშვილის განმარტება
გაართულებს თუ არა ევროპაში შესვლას ავტორიზაციის სისტემა - ვახტანგ მახარობლიშვილის განმარტება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ვახ­ტანგ მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლის აზ­რით, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სის­ტე­მა მო­ქა­ლა­ქე­ებს შენ­გე­ნის ზო­ნა­ში შეს­ვლას არა­თუ გა­ურ­თუ­ლებს, არა­მედ გა­უ­ად­ვი­ლებს.

რო­გორც მა­ხა­რობ­ლიშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, წი­ნას­წა­რი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა შე­ამ­ცი­რებს სა­ზღვრი­დან უკან გა­მობ­რუ­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბას. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებს, ნუ გა­ა­ი­გი­ვე­ბენ ევ­რო­პუ­ლი სა­მოგ­ზა­უ­რო ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სის­ტე­მას (ETIAS) ვი­ზის დაბ­რუ­ნე­ბას­თან.

"ეს ნამ­დვი­ლად არ გა­არ­თუ­ლებს შენ­გე­ნის ზო­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ალ­ბათ, გა­ად­ვი­ლებს კი­დე­ვაც, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით თუ შე­საძ­ლოა მო­ქა­ლა­ქეს სა­ზღვარ­ზე შექ­მნო­და პრობ­ლე­მა უკან გა­მობ­რუ­ნე­ბის კუ­თხით, ამ აპ­ლი­კა­ცი­ის შევ­სე­ბის შემ­დეგ ეს ალ­ბა­თო­ბა კი­დევ უფრო შემ­ცირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, და­ი­ზო­გე­ბა თან­ხაც და დროც. მე მგო­ნი, არ უნდა შევ­ხე­დოთ ამას კრი­ტი­კუ­ლი ფორ­მით. ევ­რო­კავ­ში­რი უბ­რა­ლოდ ცდი­ლობს, გა­აძ­ლი­ე­როს თა­ვი­სი შიდა უსაფრ­თხო­ე­ბა და მსგავს ზო­მას ღე­ბუ­ლობს, რაც თუნ­დაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს დიდი ხა­ნია აქვს. ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე როცა მი­ემ­გზავ­რე­ბა ამე­რი­კა­ში, მას არ მო­ე­თხო­ვე­ბა ვიზა, მაგ­რამ ინ­ტერ­ნეტ­ში ისიც ავ­სებს რამ­დე­ნი­მე გვერ­დი­ან კი­თხვარს და ელო­დე­ბა პა­სუხს. ამი­ტომ, მე მო­ვუ­წო­დებ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ნუ გა­ა­ი­გი­ვე­ბენ ამას ვი­ზის დაბ­რუ­ნე­ბას­თან. ეს არ არის ვიზა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტია და ბევ­რად უფრო ნაკ­ლე­ბი მო­თხოვ­ნე­ბი. უბ­რა­ლო კი­თხვარ­საც არ და­ვარ­ქმევ­დი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ევ­რო­პუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მხრი­დან პა­სუხს მა­ინც უნდა და­ვე­ლო­დოთ, მაგ­რამ ეს არ არის ვი­ზის აღე­ბა ან რამე მსგავ­სი", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ მა­ხა­რობ­ლიშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ხაზს უს­ვამს, რომ ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია ჯერ კი­დევ გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია და არა­ვინ იცის, რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. ამ ეტაპ­ზე, ევ­რო­კავ­შირს მიზ­ნად აქვს და­სა­ხუ­ლი, რომ ETIAS 2020 წლი­დან შე­მო­ი­ღოს, თუმ­ცა ეს ჯერ ფაქ­ტი არ არის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბის, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სა და სა­ში­ნაო სა­კი­თხე­ბის კო­მი­ტეტ­მა (LIBE) 19 ოქ­ტომ­ბერს მხა­რი და­უ­ჭი­რა ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის პრო­ექტს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მე­სა­მე ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს შენ­გე­ნის ზო­ნა­ში უვი­ზო მი­მოს­ვლის­თვის შე­საძ­ლოა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა მო­უ­წი­ოთ.

ევ­რო­პუ­ლი სა­მოგ­ზა­უ­რო ინ­ფორ­მა­ცია და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სის­ტე­მა (ETIAS) მო­ი­ცავს სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ ვებ-გვერ­დზე და­რე­გის­ტრი­რე­ბას, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შევ­სე­ბას, მათ შო­რის სწავ­ლი­სა და მუ­შა­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ატ­ვირ­თვას და აპ­ლი­კა­ცი­ის სა­ფა­სუ­რის - 10 ევ­როს გა­დახ­დას. აპ­ლი­კან­ტი მაქ­სი­მუმ 72 სა­ათ­ში მი­ი­ღებს დას­ტურს ან უარ­ყო­ფას შენ­გე­ნის ზო­ნა­ში შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამას­თან, ავ­ტო­რი­ზა­ცია 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა მოქ­მე­დი. ხოლო 18 წლამ­დე ახალ­გაზ­რდე­ბი, 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და მკვლევ­რე­ბი სა­აპ­ლი­კა­ციო გა­და­სა­ხა­დის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბი არი­ან.

სა­ბო­ლოო დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი 2020 წლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

გაართულებს თუ არა ევროპაში შესვლას ავტორიზაციის სისტემა - ვახტანგ მახარობლიშვილის განმარტება

გაართულებს თუ არა ევროპაში შესვლას ავტორიზაციის სისტემა - ვახტანგ მახარობლიშვილის განმარტება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის აზრით, ავტორიზაციის ახალი სისტემა მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლას არათუ გაურთულებს, არამედ გაუადვილებს.

როგორც მახარობლიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, წინასწარი ავტორიზაციის გავლა შეამცირებს საზღვრიდან უკან გამობრუნების ალბათობას. მინისტრის მოადგილე საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ გააიგივებენ ევროპული სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემას (ETIAS) ვიზის დაბრუნებასთან.

„ეს ნამდვილად არ გაართულებს შენგენის ზონაში მოგზაურობას, გარკვეულწილად, ალბათ, გაადვილებს კიდევაც, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი მდგომარეობით თუ შესაძლოა მოქალაქეს საზღვარზე შექმნოდა პრობლემა უკან გამობრუნების კუთხით, ამ აპლიკაციის შევსების შემდეგ ეს ალბათობა კიდევ უფრო შემცირდება. შესაბამისად, დაიზოგება თანხაც და დროც. მე მგონი, არ უნდა შევხედოთ ამას კრიტიკული ფორმით. ევროკავშირი უბრალოდ ცდილობს, გააძლიეროს თავისი შიდა უსაფრთხოება და მსგავს ზომას ღებულობს, რაც თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდი ხანია აქვს. ევროკავშირის მოქალაქე როცა მიემგზავრება ამერიკაში, მას არ მოეთხოვება ვიზა, მაგრამ ინტერნეტში ისიც ავსებს რამდენიმე გვერდიან კითხვარს და ელოდება პასუხს. ამიტომ, მე მოვუწოდებდი საზოგადოებას, ნუ გააიგივებენ ამას ვიზის დაბრუნებასთან. ეს არ არის ვიზა, აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატია და ბევრად უფრო ნაკლები მოთხოვნები. უბრალო კითხვარსაც არ დავარქმევდი, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული შესაბამისი სამსახურების მხრიდან პასუხს მაინც უნდა დაველოდოთ, მაგრამ ეს არ არის ვიზის აღება ან რამე მსგავსი“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ახალი რეგულაცია ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება კონსულტაციები. ამ ეტაპზე, ევროკავშირს მიზნად აქვს დასახული, რომ ETIAS 2020 წლიდან შემოიღოს, თუმცა ეს ჯერ ფაქტი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) 19 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ახალი რეგულაციების პროექტს, რომლის თანახმადაც, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლისთვის შესაძლოა ავტორიზაციის გავლა მოუწიოთ.

ევროპული სამოგზაურო ინფორმაცია და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) მოიცავს სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებას, პერსონალური მონაცემების შევსებას, მათ შორის სწავლისა და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვას და აპლიკაციის საფასურის - 10 ევროს გადახდას. აპლიკანტი მაქსიმუმ 72 საათში მიიღებს დასტურს ან უარყოფას შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით. ამასთან, ავტორიზაცია 3 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი. ხოლო 18 წლამდე ახალგაზრდები, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, სტუდენტები და მკვლევრები სააპლიკაციო გადასახადისგან თავისუფლები არიან.

საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული რეგულაციები 2020 წლიდან ამოქმედდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."