Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება - დემოგრაფიული პრობლემები საგანგაშო ნიშნულზეა
საქართველოში ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება - დემოგრაფიული პრობლემები საგანგაშო ნიშნულზეა

სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა, რა­საც გა­სულ კვი­რას, სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო მო­ნა­ცე­მე­ბი მოწ­მობს. შო­ბა­დო­ბა საგ­რძნობ­ლად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, შემ­ცი­რე­ბუ­ლია ქორ­წი­ნე­ბის რი­ცხვიც, გაზ­რდი­ლია გან­ქორ­წი­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, გა­ი­ზარ­და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბაც.

რა იწ­ვევს ასეთ სა­გან­გა­შო შე­დე­გებს და რაში შე­იძ­ლე­ბა ვე­ძე­ბოთ გა­მო­სა­ვა­ლი - ამა­ზე AMBEBI.GE კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი კვლე­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტორს, პრო­ფე­სორ ან­ზორ თო­თა­ძეს ესა­უბ­რა:

"25 წე­ლია, რაც დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ვი­თა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში სულ უფრო მძიმ­დე­ბა. ეს პრო­ცე­სი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ და­ი­წყო, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი სა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მო­ეს­პოთ და სხვა სა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ძებ­ნა და­ი­წყეს... ბოლო წლებ­ში შო­ბა­დო­ბის კუ­თხით, მარ­თლაც სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა. თუ რა­ი­მე გა­დამ­წყვე­ტი და გა­დამ­ჭრე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ მი­ვი­ღეთ, შემ­დეგ წლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ნა­ხევ­რდე­ბა," - გვე­უბ­ნე­ბა ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტი.

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2016 წელს 56 569 ბავ­შვი და­ი­ბა­და. სტა­ტის­ტი­კის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2 680-ით ნაკ­ლე­ბია 2015 წლის მო­ნა­ცე­მებ­ზე, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში შო­ბა­დო­ბა 59 249-ს შე­ად­გენ­და.

- შო­ბა­დო­ბას­თან ერ­თად, ქორ­წი­ნე­ბის, გან­ქორ­წი­ნე­ბის და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის სუ­რა­თიც სა­გან­გა­შოდ არის შეც­ვლი­ლი...

- კი, ასეა, ვი­თა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია ქარ­თვე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში - შო­ბა­დო­ბა 2016 წელს 2015 წელ­თან შე­და­რე­ბით საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და. მა­გა­ლი­თად, 2015 წელს 58.000 ადა­მი­ა­ნი და­ი­ბა­და, 2016 წელს - 56.500, ხოლო 2017 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში - 25.000... რო­დე­საც შო­ბა­დო­ბა ასე მცირ­დე­ბა, ეს იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო და­იკ­ლებს. ამის ფონ­ზე შე­სა­ბა­მი­სად მცირ­დე­ბა ქორ­წი­ნე­ბაც და იზ­რდე­ბა მოკ­ვდა­ვო­ბის რი­ცხვი. დი­დია გან­ქორ­წი­ნე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც.

- რა არის ამის მი­ზე­ზი?

- ცხა­დია, ეკო­ნო­მი­კის და­სუს­ტე­ბა, ცხოვ­რე­ბის დო­ნი­სა და პი­რო­ბე­ბის არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც ჯერ კი­დევ 90-იანი წლებ­ში და­ი­წყო. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ემიგ­რა­ცი­ა­ში 1.700.000 ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და (ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბი). ამი­ტომ, თუ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში, 1989 წლამ­დე (10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში) 455.000 გო­გო­ნა და­ი­ბა­და, ეს რი­ცხვი 90-იან წლებ­ში გა­ნა­ხევ­რდა, 2000-ია­ნებ­ში კი 236.000 გახ­და.

1990 წელს 10-19 წლის ასა­კის 859.000 ახალ­გაზ­რდა გვყავ­და. 2015 წელს - 415.000 - ნა­ხე­ვა­რიც კი არა. ბუ­ნებ­რი­ვია, ამის ფონ­ზე, შო­ბა­დო­ბაც შემ­ცირ­დე­ბა, ქორ­წი­ნე­ბაც და მოკ­ვდა­ვო­ბაც. სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის რი­ცხვის ასე­თი ზრდა იმი­ტო­მაა, რომ ბოლო 20-25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვეყ­ნი­დან ახალ­გაზ­რდე­ბი წა­ვიდ­ნენ, დარ­ჩნენ ძი­რი­თა­დად არას­რულ­წლოვ­ნე­ბი და ხან­დაზ­მუ­ლე­ბი. ამ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის 2 ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რიც ესაა.

- რა შე­დე­გე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი 2017 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში (ივ­ლი­სი­დან დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით)?

- წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში სა­ერ­თოდ, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი პირ­ვე­ლის­გან სხვაგ­ვა­რია ხოლ­მე, რად­გა­ნაც მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში უფრო მეტი ბავ­შვი იბა­დე­ბა, ვიდ­რე პირ­ველ­ში.

- რა­ტომ?

- 2013-14-15 წლებ­ში დაკ­ვირ­ვე­ბას ვა­წარ­მო­ებ­დი - იმ პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი ბავ­შვი იბა­დე­ბო­და (რო­გორც პირ­ველ-მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, ასე­ვე მთლი­ა­ნად, წე­ლი­წად­ში). ზო­გა­დად, ასეა, წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იბა­დე­ბა. ასე იყო XIX სა­უ­კუ­ნე­შიც, XX-შიც, - შე­მოდ­გო­მით მეტი იბა­დე­ბო­და. წე­ლი­წა­დის ამ დროს ქორ­წი­ნე­ბაც მეტი იყო. სო­ფელ­ში მო­სა­ვალს აი­ღებ­დნენ, და­ა­ბი­ნა­ვებ­დნენ და ქორ­წი­ლე­ბი მერე იწყე­ბო­და. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის თავ­ზე, წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ბავ­შვი იბა­დე­ბო­და.

ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ქორ­წი­ნე­ბა 1 599-ით ნაკ­ლე­ბი იყო, ხოლო წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, გან­ქორ­წი­ნე­ბა - 539-ით მეტი, ვიდ­რე პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა კი (წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში) მეტი. იმ სამი წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­შუ­ა­ლოდ, წე­ლი­წად­ში, წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, 2118-ით მეტი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. წლე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ძა­ლი­ან მცი­რეა და­ბა­დე­ბულ­თა რი­ცხვი? გა­მო­დის, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ბუ­ნებ­რი­ვი კლე­ბა გვექ­ნე­ბა, ანუ მეტი გარ­და­იც­ვლე­ბა, ვიდ­რე და­ი­ბა­დე­ბა.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბაა ქარ­თვე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში, ყვე­ლა­ზე ცუდი კი იმე­რეთ­ში (არა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი რე­გი­ო­ნია). გა­სულ წელს ერთ წე­ლი­წად­ში 1218-ით მეტი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ვიდ­რე და­ი­ბა­და, ხოლო ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში 1348 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა გუ­რი­ა­ში, კა­ხეთ­ში, მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში. წელს ამ მდგო­მა­რე­ო­ბას ემა­ტე­ბა შიდა ქარ­თლი და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თიც და ამის გამო იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა უფრო მეტი გარ­და­იც­ვლე­ბა, ვიდ­რე და­ი­ბა­დე­ბა.

როცა ად­რე­ულ წლებ­ზე ვსა­უბ­რობთ, მა­გა­ლი­თად, 1970 წელს ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბა წე­ლი­წად­ში 76.000 ათა­სი იყო, მაგ­რამ 2017 წელს, რო­გორც უკვე ვთქვით, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, მეტი გარ­და­იც­ვლე­ბა, ვიდ­რე და­ი­ბა­დე­ბა. ამის გამო შემ­ცირ­დე­ბა ქორ­წი­ნე­ბაც, მით უფრო, რომ პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში უკვე 100.000-ია ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

- 2017 წელს და­ბა­დე­ბულ ჩვი­ლებს შო­რის ბევ­რი ვა­ჟია. ამას სე­ლექ­ცი­უ­რი აბორ­ტით ხსნი­ან. ამ ქმე­დე­ბამ რა შე­დე­გე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა მიგ­ვიყ­ვა­ნოს?

- სა­ერ­თოდ ყვე­ლა ეპო­ქა­ში ვაჟი მეტი იბა­დე­ბო­და, ვიდ­რე ქალი. ყო­ველ 100 გო­გო­ნა­ზე 102-105 ვაჟი მო­დი­ო­და, მაგ­რამ მერე ისე ხდე­ბა, რომ ვაჟი მეტი იღუ­პე­ბა და იმ ასაკ­ში, როცა შთა­მო­მავ­ლო­ბა უნდა მოგ­ვცეს, და­ახ­ლო­ე­ბით 25 წლი­სამ, მათი რა­ო­დე­ნო­ბა თა­ნაბრდე­ბა (100 ვა­ჟია და 100 ქალი). ბუ­ნე­ბამ ასე და­აპ­როგ­რა­მა.

არის ქვეყ­ნე­ბი (კო­რეა, ჩი­ნე­თი...), სა­დაც ვა­ჟის კულ­ტია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი... ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და - პირ­ველ შვილს გო­გო­ნას თუ ვაჟს ისურ­ვებ­დნენ? 39%-ს პირ­ვე­ლი შვი­ლი ვაჟი სურ­და, თით­ქმის ამ­დე­ნი­ვეს - გო­გო­ნა უნ­დო­და, გარ­კვე­ულ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ თქვა - ჩემ­თვის სულ ერ­თია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაჟი მე­ტად უნ­დათ, თუმ­ცა პირ­ველ ჯერ­ზე შვილს ულა­პა­რა­კოდ აჩე­ნენ, ხოლო მე­ო­რე და შემ­დგომ შვილ­ზე, მას მერე, რაც მუც­ლად მყო­ფი ნა­ყო­ფის სქესს იგე­ბენ, ზო­გი­ერ­თი შერ­ჩე­ვით აბორ­ტს მი­მარ­თავს, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია, ჯერ კი­დევ და­უ­ბა­დე­ბელ პა­ტა­რას სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბას არ­თმე­ვენ იმის გამო, რომ გო­გო­ნაა და არა ვაჟი, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არც ისე დი­დია. მაგ­რამ ასე ინ­ტენ­სი­უ­რად რომ გაგ­რძელ­დეს, ქვე­ყა­ნა ამო­წყდე­ბა, - მხო­ლოდ ბი­ჭე­ბი დარ­ჩე­ბი­ან, სა­ცო­ლე­ე­ბის დე­ფი­ცი­ტი გაჩ­ნდე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო აგ­რე­სი­უ­ლი გახ­დე­ბა და მთელ რიგ უარ­ყო­ფით პრო­ცე­სებს წა­მო­იწ­ვევს.

- გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბის სიმ­რავ­ლე­ზე რას იტყო­დით? 2016 წელს 10 000 წყვი­ლი გან­ქორ­წინ­და...

- 30-40 წლის წინ გან­ქორ­წი­ნე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რე იყო. 50-იან წლებ­ში 49 ქორ­წი­ნე­ბა­ზე ერთი მო­დი­ო­და, 1990-ია­ნებ­ში 6 ქორ­წი­ნე­ბა­ზე 1 გან­ქორ­წი­ნე­ბა, ქა­ლა­ქად სამ ქორ­წი­ნე­ბა­ზე 1 გან­ქორ­წი­ნე­ბა, სოფ­ლად 19-ზე - ერთი. 2017 წელს ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბაა - ყო­ვე­ლი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბით მთავ­რდე­ბა. ახალ­გაზ­რდე­ბი ზე­რე­ლედ უყუ­რე­ბენ ქორ­წი­ე­ბას, არა­და, ეს ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­მა ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ უნდა მი­ი­ღოს.

თბი­ლის­ში ერთ-ნა­ხე­ვარ ქორ­წი­ნე­ბა­ზე ერთი გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­დის, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ სამ ქორ­წი­ნე­ბა­ში 2 გან­ქორ­წი­ნე­ბაა; იმე­რეთ­ში, გუ­რი­ა­ში ყო­ველ ორში - ერთი. ოდ­ნავ უკე­თე­სი სი­ტუ­ა­ცი­აა კა­ხეთ­ში, მცხე­თა­ში, სამ­ცხე- ჯა­ვა­ხეთ­ში...

- გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზე­ბად უმე­ტე­სად რა სა­ხელ­დე­ბა?

- ეს მი­ზე­ზე­ბი ხან­და­ხან ძნე­ლი გა­მო­საკ­ვლე­ვია. ჯერ ერთი პი­რად ცხო­რე­ბა­ში ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. სა­სა­მარ­თლო­შიც გა­ურ­ბი­ან ვთქვათ, ღა­ლატ­ზე სა­უ­ბარს, ეჩო­თი­რე­ბათ. არა­და, გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზი ბევ­რნა­ი­რია: ცოლ-ქმრუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბი­სად­მი ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ცუდი სა­ბი­ნაო პი­რო­ბე­ბი, ცოლ-ქმრუ­ლი ერ­თგუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა - ღა­ლა­ტი, სქე­სობ­რი­ვი და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბა და ა.შ.

ძველ რომ­ში რო­მა­ე­ლი ცოლს გა­შორ­და, ხალ­ხმა ჰკი­თხა - რა­ტომ გა­დად­გი ასე­თი ნა­ბი­ჯი? შენი ცოლი ხომ ლა­მა­ზი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი, მდი­და­რი იყო, სხვა რაღა გინ­დო­და? რო­მა­ელ­მა მი­უ­გო: აი, ჩემი ლა­მა­ზი ფეხ­საც­მე­ლი და ფეხი წინ საჩ­ვე­ნებ­ლად წად­გა - კარ­გი ფეხ­საც­მე­ლი კი მაც­ვია, მაგ­რამ ღმერ­თმა არ იცის, სად მი­ჭერს...

მოკ­ლედ, ოჯახ­ში ჰარ­მო­ნია აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ეს არა მარ­ტო ოჯა­ხის სიმ­ტკი­ცეს ამ­ყა­რებს, შო­ბა­დო­ბას, ერის გამ­რავ­ლე­ბას ხელს უწყობს.

ამი­ტომ, სა­ხელ­მწი­ფომ აქ­ტი­უ­რი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კულ­ტუ­რის გა­ტა­რე­ბა უნდა და­ი­წყოს, თუ არ ვიზ­რუ­ნეთ ამა­ზე, 25 წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლო აღარ იქ­ნე­ბა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom

საქართველოში ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება - დემოგრაფიული პრობლემები საგანგაშო ნიშნულზეა

საქართველოში ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება - დემოგრაფიული პრობლემები საგანგაშო ნიშნულზეა

საქართველოში დემოგრაფიული თვალსაზრისით მძიმე სიტუაციაა, რასაც გასულ კვირას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული არცთუ სახარბიელო მონაცემები მოწმობს. შობადობა საგრძნობლად არის შემცირებული, შემცირებულია ქორწინების რიცხვიც, გაზრდილია განქორწინების მაჩვენებელი, გაიზარდა სიკვდილიანობაც.

რა იწვევს ასეთ საგანგაშო შედეგებს და რაში შეიძლება ვეძებოთ გამოსავალი - ამაზე AMBEBI.GE კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დემოგრაფიული პრობლემების შემსწავლელი კვლევის ცენტრის დირექტორს, პროფესორ ანზორ თოთაძეს ესაუბრა:

"25 წელია, რაც დემოგრაფიული ვითარება ქვეყანაში სულ უფრო მძიმდება. ეს პროცესი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ადამიანებს მანამდე არსებული საარსებო საშუალებები მოესპოთ და სხვა საარსებო საშუალებების ძებნა დაიწყეს... ბოლო წლებში შობადობის კუთხით, მართლაც საგანგაშო მაჩვენებლები ფიქსირდება. თუ რაიმე გადამწყვეტი და გადამჭრელი ღონისძიებები არ მივიღეთ, შემდეგ წლებში მოსახლეობა განახევრდება," - გვეუბნება ჩვენი რესპოდენტი.

ცნობისათვის, საქართველოში 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 2 680-ით ნაკლებია 2015 წლის მონაცემებზე, როცა საქართველოში შობადობა 59 249-ს შეადგენდა.

- შობადობასთან ერთად, ქორწინების, განქორწინების და სიკვდილიანობის სურათიც საგანგაშოდ არის შეცვლილი...

- კი, ასეა, ვითარება განსაკუთრებით რთულია ქართველებით დასახლებულ რეგიონებში - შობადობა 2016 წელს 2015 წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა. მაგალითად, 2015 წელს 58.000 ადამიანი დაიბადა, 2016 წელს - 56.500, ხოლო 2017 წლის პირველ ნახევარში - 25.000... როდესაც შობადობა ასე მცირდება, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მომავალში კიდევ უფრო დაიკლებს. ამის ფონზე შესაბამისად მცირდება ქორწინებაც და იზრდება მოკვდავობის რიცხვი. დიდია განქორწინებულთა რაოდენობაც.

- რა არის ამის მიზეზი?

- ცხადია, ეკონომიკის დასუსტება, ცხოვრების დონისა და პირობების არცთუ სახარბიელო მდგომარეობა, რაც ჯერ კიდევ 90-იანი წლებში დაიწყო. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოდან ემიგრაციაში 1.700.000 ადამიანი წავიდა (ძირითადად ახალგაზრდები). ამიტომ, თუ გასული საუკუნის 80-იან წლებში, 1989 წლამდე (10 წლის განმავლობაში) 455.000 გოგონა დაიბადა, ეს რიცხვი 90-იან წლებში განახევრდა, 2000-იანებში კი 236.000 გახდა.

1990 წელს 10-19 წლის ასაკის 859.000 ახალგაზრდა გვყავდა. 2015 წელს - 415.000 - ნახევარიც კი არა. ბუნებრივია, ამის ფონზე, შობადობაც შემცირდება, ქორწინებაც და მოკვდავობაც. სიკვდილიანობის რიცხვის ასეთი ზრდა იმიტომაა, რომ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ქვეყნიდან ახალგაზრდები წავიდნენ, დარჩნენ ძირითადად არასრულწლოვნები და ხანდაზმულები. ამ სერიოზული პრობლემის 2 ძირითადი ფაქტორიც ესაა.

- რა შედეგებია მოსალოდნელი 2017 წლის მეორე ნახევარში (ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით)?

- წლის მეორე ნახევარში საერთოდ, დემოგრაფიული პროცესები პირველისგან სხვაგვარია ხოლმე, რადგანაც მეორე ნახევარში უფრო მეტი ბავშვი იბადება, ვიდრე პირველში.

- რატომ?

- 2013-14-15 წლებში დაკვირვებას ვაწარმოებდი - იმ პერიოდში რამდენი ბავშვი იბადებოდა (როგორც პირველ-მეორე ნახევარში, ასევე მთლიანად, წელიწადში). ზოგადად, ასეა, წლის მეორე ნახევარში უფრო მეტი ადამიანი იბადება. ასე იყო XIX საუკუნეშიც, XX-შიც, - შემოდგომით მეტი იბადებოდა. წელიწადის ამ დროს ქორწინებაც მეტი იყო. სოფელში მოსავალს აიღებდნენ, დააბინავებდნენ და ქორწილები მერე იწყებოდა. დაახლოებით ერთი წლის თავზე, წლის მეორე ნახევარში ბავშვი იბადებოდა.

ჩემი დაკვირვებების პერიოდში, მეორე ნახევარში ქორწინება 1 599-ით ნაკლები იყო, ხოლო წლის მეორე ნახევარში, განქორწინება - 539-ით მეტი, ვიდრე პირველ ნახევარში, სიკვდილიანობა კი (წლის პირველ ნახევარში) მეტი. იმ სამი წლის მონაცემებით, საშუალოდ, წელიწადში, წლის პირველ ნახევარში, 2118-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა. წლევანდელი მონაცემებით, პირველ ნახევარში ძალიან მცირეა დაბადებულთა რიცხვი? გამოდის, მეორე ნახევარში მოსახლეობის ბუნებრივი კლება გვექნება, ანუ მეტი გარდაიცვლება, ვიდრე დაიბადება.

ბოლო მონაცემებით, განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა ქართველებით დასახლებულ რეგიონებში, ყველაზე ცუდი კი იმერეთში (არადა, საქართველოში ყველაზე დიდი რეგიონია). გასულ წელს ერთ წელიწადში 1218-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, ხოლო ნახევარ წელიწადში 1348 ადამიანი გარდაიცვალა. ასეთივე მდგომარეობაა გურიაში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელოში. წელს ამ მდგომარეობას ემატება შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთიც და ამის გამო იქნება პირველი შემთხვევა, როცა უფრო მეტი გარდაიცვლება, ვიდრე დაიბადება.

როცა ადრეულ წლებზე ვსაუბრობთ, მაგალითად, 1970 წელს ბუნებრივი მატება წელიწადში 76.000 ათასი იყო, მაგრამ 2017 წელს, როგორც უკვე ვთქვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეტი გარდაიცვლება, ვიდრე დაიბადება. ამის გამო შემცირდება ქორწინებაც, მით უფრო, რომ პირველ ნახევარში უკვე 100.000-ია ეს მაჩვენებელი.

- 2017 წელს დაბადებულ ჩვილებს შორის ბევრი ვაჟია. ამას სელექციური აბორტით ხსნიან. ამ ქმედებამ რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს?

- საერთოდ ყველა ეპოქაში ვაჟი მეტი იბადებოდა, ვიდრე ქალი. ყოველ 100 გოგონაზე 102-105 ვაჟი მოდიოდა, მაგრამ მერე ისე ხდება, რომ ვაჟი მეტი იღუპება და იმ ასაკში, როცა შთამომავლობა უნდა მოგვცეს, დაახლოებით 25 წლისამ, მათი რაოდენობა თანაბრდება (100 ვაჟია და 100 ქალი). ბუნებამ ასე დააპროგრამა.

არის ქვეყნები (კორეა, ჩინეთი...), სადაც ვაჟის კულტია გავრცელებული... ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოკითხვა ჩატარდა - პირველ შვილს გოგონას თუ ვაჟს ისურვებდნენ? 39%-ს პირველი შვილი ვაჟი სურდა, თითქმის ამდენივეს - გოგონა უნდოდა, გარკვეულმა რაოდენობამ თქვა - ჩემთვის სულ ერთია. საქართველოში ვაჟი მეტად უნდათ, თუმცა პირველ ჯერზე შვილს ულაპარაკოდ აჩენენ, ხოლო მეორე და შემდგომ შვილზე, მას მერე, რაც მუცლად მყოფი ნაყოფის სქესს იგებენ, ზოგიერთი შერჩევით აბორტს მიმართავს, რაც ძალიან ცუდია, ჯერ კიდევ დაუბადებელ პატარას სიცოცხლის უფლებას ართმევენ იმის გამო, რომ გოგონაა და არა ვაჟი, მაგრამ საბედნიეროდ, ეს მაჩვენებელი არც ისე დიდია. მაგრამ ასე ინტენსიურად რომ გაგრძელდეს, ქვეყანა ამოწყდება, - მხოლოდ ბიჭები დარჩებიან, საცოლეების დეფიციტი გაჩნდება, საზოგადოება უფრო აგრესიული გახდება და მთელ რიგ უარყოფით პროცესებს წამოიწვევს.

- განქორწინებების სიმრავლეზე რას იტყოდით? 2016 წელს 10 000 წყვილი განქორწინდა...

- 30-40 წლის წინ განქორწინებულთა რაოდენობა მცირე იყო. 50-იან წლებში 49 ქორწინებაზე ერთი მოდიოდა, 1990-იანებში 6 ქორწინებაზე 1 განქორწინება, ქალაქად სამ ქორწინებაზე 1 განქორწინება, სოფლად 19-ზე - ერთი. 2017 წელს ცუდი მდგომარეობაა - ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება. ახალგაზრდები ზერელედ უყურებენ ქორწიებას, არადა, ეს ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელიც ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ უნდა მიიღოს.

თბილისში ერთ-ნახევარ ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ სამ ქორწინებაში 2 განქორწინებაა; იმერეთში, გურიაში ყოველ ორში - ერთი. ოდნავ უკეთესი სიტუაციაა კახეთში, მცხეთაში, სამცხე- ჯავახეთში...

- განქორწინების მიზეზებად უმეტესად რა სახელდება?

- ეს მიზეზები ხანდახან ძნელი გამოსაკვლევია. ჯერ ერთი პირად ცხორებაში ჩარევის უფლება არ გვაქვს. სასამართლოშიც გაურბიან ვთქვათ, ღალატზე საუბარს, ეჩოთირებათ. არადა, განქორწინების მიზეზი ბევრნაირია: ცოლ-ქმრული ურთიერთობისადმი ზერელე დამოკიდებულება, ცუდი საბინაო პირობები, ცოლ-ქმრული ერთგულების დარღვევა - ღალატი, სქესობრივი დაუკმაყოფილებლობა და ა.შ.

ძველ რომში რომაელი ცოლს გაშორდა, ხალხმა ჰკითხა - რატომ გადადგი ასეთი ნაბიჯი? შენი ცოლი ხომ ლამაზი, განათლებული, პატიოსანი, მდიდარი იყო, სხვა რაღა გინდოდა? რომაელმა მიუგო: აი, ჩემი ლამაზი ფეხსაცმელი და ფეხი წინ საჩვენებლად წადგა - კარგი ფეხსაცმელი კი მაცვია, მაგრამ ღმერთმა არ იცის, სად მიჭერს...

მოკლედ, ოჯახში ჰარმონია აუცილებელია, ეს არა მარტო ოჯახის სიმტკიცეს ამყარებს, შობადობას, ერის გამრავლებას ხელს უწყობს.

ამიტომ, სახელმწიფომ აქტიური დემოგრაფიული კულტურის გატარება უნდა დაიწყოს, თუ არ ვიზრუნეთ ამაზე, 25 წელიწადში საქართველო აღარ იქნება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

გორში კორონავირუსი 8 პირს დაუდასტურდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის 2 პედაგოგს კორონავირუსი ​დაუდგინდა

"ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. სისულელეა, რომ არ არსებობს" - თაკო ჩარკვიანი მის მდგომარეობასა და ინფიცირების შესაძლო წყაროზე