პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისლამი წარბების კორექციას და "ფეისბუქზე" ფოტოების ატვირთვას კრძალავს!" - ინდოეთში სკოლამ ბრძანება გამოსცა
"ისლამი წარბების კორექციას და "ფეისბუქზე" ფოტოების ატვირთვას კრძალავს!" - ინდოეთში სკოლამ ბრძანება გამოსცა

ინ­დო­ეთ­ში ის­ლა­მის ერთ-ერ­თმა უმ­სხვი­ლეს­მა ინ­ტი­ტუ­ცი­ამ მორ­წმუ­ნე­ებს სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში მათი ფო­ტო­ე­ბის ატ­ვირ­თვა აუკ­რძა­ლა.

და­რულ ულულ დე­ო­ბან­დის სკო­ლამ, რო­მე­ლიც სა­ჰა­რან­პურ­ში მდე­ბა­რე­ობს, ფატ­ვა (ბრძა­ნე­ბა) გა­მოს­ცა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ფო­ტო­ე­ბის ონ­ლა­ინ გა­მო­ფე­ნა ის­ლამს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

აკ­რძალ­ვა ეხე­ბა რო­გორც ქა­ლებს, ასე­ვე კა­ცებს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სე­მი­ნა­რი­ას სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დე­ბი აქვს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

ფატ­ვა­ში არ არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, უნდა წა­შა­ლონ თუ არა მუ­სულ­მა­ნებ­მა ფო­ტო­ე­ბი და პოს­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე ატ­ვირ­თუ­ლი აქვთ.

ცოტა ხნის წინ ამა­ვე სკო­ლამ კი­დევ ერთი წეს­დე­ბა შე­ი­მუ­შა­ვა, რომ­ლის თა­ნახ­მად ქა­ლებ­მა წარ­ბე­ბის კო­რექ­ცია არ უნდა გა­ი­კე­თონ და არ ია­რონ სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ში.

სე­მი­ნა­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მა­უ­ლა­ნა სა­დიქ ქას­მის გან­ცხა­დე­ბით, ის­ლა­მი არ აძ­ლევს მორ­წმუ­ნე ქა­ლებს უფ­ლე­ბას, გა­ი­კე­თონ მა­კი­ა­ჟი და მი­ი­ზი­დონ მა­მა­კა­ცე­ბი. ის ამ­ბობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში სულ უფრო მეტი ქალი სარ­გებ­ლობს სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნით, რაც "კარ­გის ნი­შა­ნი არ არის".

"ისლამი წარბების კორექციას და "ფეისბუქზე" ფოტოების ატვირთვას კრძალავს!" - ინდოეთში სკოლამ ბრძანება გამოსცა

"ისლამი წარბების კორექციას და "ფეისბუქზე" ფოტოების ატვირთვას კრძალავს!" - ინდოეთში სკოლამ ბრძანება გამოსცა

ინდოეთში ისლამის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინტიტუციამ მორწმუნეებს სოციალურ მედიაში მათი ფოტოების ატვირთვა აუკრძალა.

დარულ ულულ დეობანდის სკოლამ, რომელიც საჰარანპურში მდებარეობს, ფატვა (ბრძანება) გამოსცა, სადაც ნათქვამია, რომ ფოტოების ონლაინ გამოფენა ისლამს ეწინააღმდეგება.

აკრძალვა ეხება როგორც ქალებს, ასევე კაცებს, იმის მიუხედავად, რომ სემინარიას სოციალურ მედიაში ოფიციალური გვერდები აქვს დარეგისტრირებული.

ფატვაში არ არის აღნიშნული, უნდა წაშალონ თუ არა მუსულმანებმა ფოტოები და პოსტები, რომლებიც უკვე ატვირთული აქვთ.

ცოტა ხნის წინ ამავე სკოლამ კიდევ ერთი წესდება შეიმუშავა, რომლის თანახმად ქალებმა წარბების კორექცია არ უნდა გაიკეთონ და არ იარონ სილამაზის სალონებში.

სემინარიის ხელმძღვანელის მაულანა სადიქ ქასმის განცხადებით, ისლამი არ აძლევს მორწმუნე ქალებს უფლებას, გაიკეთონ მაკიაჟი და მიიზიდონ მამაკაცები. ის ამბობს, რომ ქვეყანაში სულ უფრო მეტი ქალი სარგებლობს სილამაზის სალონით, რაც "კარგის ნიშანი არ არის".

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"