მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში წლიდან წლამდე სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება
აფხაზეთში წლიდან წლამდე სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება

ბოლო წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, აფხა­ზეთ­ში შო­ბა­დო­ბა ეცე­მა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა მკვეთ­რად მა­ტუ­ლობს. ამის შე­სა­ხებ აფხა­ზურ მე­დი­ას­თან დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სამ­შო­ბი­ა­რო გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა რიტა ტრაპშ­მა ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ აფხა­ზეთ­ში, 2017 წლის პირ­ველ ცხრა თვე­ში 1500-ზე ნაკ­ლე­ბი ბავ­შვი და­ი­ბა­და, რაც 2016 წლის იმა­ვე პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 500-ით ნაკ­ლე­ბია.

მი­სი­ვე თქმით, 2000 წლის შემ­დეგ ასე­თი მძი­მე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. რად­გან აფხა­ზეთ­ში ეს პრობ­ლე­მა წლე­ბია დგას, ე.წ. პარ­ლა­მენ­ტმა გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა და აბორ­ტი აკ­რძა­ლა, თუმ­ცა, მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ უა­რე­სი შე­დე­გი მი­ი­ღეს - "კა­ნონ­მა", რო­მე­ლიც შო­ბა­დო­ბის გაზ­რდა­ზე იყო გათ­ვლი­ლი, ათე­უ­ლო­ბით ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, რად­გან ე.წ. ია­ტაკ­ვე­შა აბორ­ტე­ბი და ექიმ­ბა­შე­ბი მომ­რავ­ლდა...

"ყვე­ლამ ვნა­ხეთ, რომ ამ კა­ნონ­მა კარ­გი არა­ფე­რი მოგ­ვი­ტა­ნა, - მე­ტიც, 2016 წელს ორი მშო­ბი­ა­რე და­ი­ღუ­პა... იქ­ნებ მი­თხრას ვინ­მემ, ვის კი­სერ­ზეა მათი ცოდ­ვა?.. არა­ერ­თხელ ვთქვი, აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბა ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტის დროს, მაგ­რამ ყური არა­ვინ მა­თხო­ვა... ახ­ლა­ხანს ჩვენ­თან მო­ვი­და ქალი, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი წნე­ვის გამო ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტას ითხოვ­და. უარი ვუ­თხა­რით, მაგ­რამ რო­დე­საც მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და, აბორ­ტი გა­ვუ­კე­თეთ. სხვა გზა არ­სე­ბობ­და?" - კი­თხუ­ლობს ტრაპ­ში.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მშო­ბი­ა­რე­თა დიდი ნა­წი­ლი რუ­სეთ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა და მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ ორ­მაგ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას იღებს...

აფხა­ზე­თის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ის პირ­ვე­ლა­დი მი­ზე­ზი, რის­თვი­საც დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტებ­მა 2016 წლის და­სა­წყის­ში აბორ­ტის სრულ აკ­რძალ­ვას და­უ­ჭი­რეს მხა­რი. თუმ­ცა, ერთი წლის შემ­დეგ აფხა­ზე­თის ჯან­დაც­ვის უწყე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ აბორ­ტის აკ­რძალ­ვა აფხა­ზეთ­ში შო­ბა­დო­ბა­ზე და­დე­ბი­თად არ ასა­ხუ­ლა, პი­რი­ქით, ისე­დაც და­ბა­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ფონ­ზე, რის­კე­ბი გა­ი­ზარ­და....

მა­შინ აფხა­ზე­თის თვი­თა­ღი­ა­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ჯან­დაც­ვის "ექს მი­ნის­ტრი" ან­ზორ გო­ო­ვი აცხა­დებ­და, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აბორ­ტის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, მაგ­რამ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო სა­მე­დი­ცი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლის დრო­საც აბორ­ტი გარ­და­უ­ვა­ლია. მისი პო­ზი­ცია "პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა" არ გა­ი­ზი­ა­რეს...

აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თქმით, შო­ბა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბას ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გარ­და, კი­დევ ერთი მი­ზე­ზი აქვს - მიგ­რა­ცია. მა­თი­ვე თქმით, ახალ­გაზ­რდე­ბი უმუ­შევ­რო­ბი­სა და დუ­ხ­ჭი­რი ცხოვ­რე­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად რუ­სეთ­ში მი­დი­ან და შემ­დეგ უკან აღარ ბრუნ­დე­ბი­ან...

"დიდი ალ­ბა­თო­ბით, ესეც არის მი­ზე­ზი, რომ 90-იანი წლე­ბის შემ­დეგ, აფხა­ზეთ­ში შო­ბა­დო­ბა მკვეთ­რად შემ­ცირ­და... 2009-2012 წლებ­ში, შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ასე­თი იყო, - 2207, 2156, 2143, 2258... ბოლო წლებ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად, 2015 წელს, აფხა­ზეთ­ში, 1927 ბავ­შვი და­ი­ბა­და, 2016 -ში კი, 1247... ასე­თი ვარ­დნა, ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­თაც აიხ­სნე­ბა, თუმ­ცა, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჯან­მრთე­ლო­ბის თემა, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცებ­ში უფრო თვალ­ში­სა­ცე­მია, რაც ნარ­კო­ტი­კე­ბის ხშირ მოხ­მა­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა... ისევ და ისევ ეს პრობ­ლე­მე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს", - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

აფხაზეთში წლიდან წლამდე სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება

აფხაზეთში წლიდან წლამდე სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება

ბოლო წლების მონაცემებით, აფხაზეთში შობადობა ეცემა და სიკვდილიანობა მკვეთრად მატულობს. ამის შესახებ აფხაზურ მედიასთან დე ფაქტო რესპუბლიკის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების ხელმძღვანელმა რიტა ტრაპშმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთში, 2017 წლის პირველ ცხრა თვეში 1500-ზე ნაკლები ბავშვი დაიბადა, რაც 2016 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 500-ით ნაკლებია.

მისივე თქმით, 2000 წლის შემდეგ ასეთი მძიმე მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა. რადგან აფხაზეთში ეს პრობლემა წლებია დგას, ე.წ. პარლამენტმა გამოსავალი იპოვა და აბორტი აკრძალა, თუმცა, მალევე გაირკვა, რომ უარესი შედეგი მიიღეს - "კანონმა", რომელიც შობადობის გაზრდაზე იყო გათვლილი, ათეულობით ქალის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეიწირა, რადგან ე.წ. იატაკვეშა აბორტები და ექიმბაშები მომრავლდა...

"ყველამ ვნახეთ, რომ ამ კანონმა კარგი არაფერი მოგვიტანა, - მეტიც, 2016 წელს ორი მშობიარე დაიღუპა... იქნებ მითხრას ვინმემ, ვის კისერზეა მათი ცოდვა?.. არაერთხელ ვთქვი, აუცილებლად გასათვალისწინებელია სამედიცინო ჩვენება ორსულობის შეწყვეტის დროს, მაგრამ ყური არავინ მათხოვა... ახლახანს ჩვენთან მოვიდა ქალი, რომელიც მაღალი წნევის გამო ორსულობის შეწყვეტას ითხოვდა. უარი ვუთხარით, მაგრამ როდესაც მისი მდგომარეობა გართულდა, აბორტი გავუკეთეთ. სხვა გზა არსებობდა?" - კითხულობს ტრაპში.

მისივე განმარტებით, მშობიარეთა დიდი ნაწილი რუსეთში მიემგზავრება და მშობიარობის შემდეგ ორმაგ მოქალაქეობას იღებს...

აფხაზეთის დემოგრაფიული მდგომარეობა იყო ის პირველადი მიზეზი, რისთვისაც დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა 2016 წლის დასაწყისში აბორტის სრულ აკრძალვას დაუჭირეს მხარი. თუმცა, ერთი წლის შემდეგ აფხაზეთის ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ აბორტის აკრძალვა აფხაზეთში შობადობაზე დადებითად არ ასახულა, პირიქით, ისედაც დაბალი სამედიცინო მომსახურების ფონზე, რისკები გაიზარდა....

მაშინ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ჯანდაცვის "ექს მინისტრი" ანზორ გოოვი აცხადებდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აბორტის წინააღმდეგი იყო, მაგრამ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც აბორტი გარდაუვალია. მისი პოზიცია "პარლამენტარებმა" არ გაიზიარეს...

აფხაზი ჟურნალისტების თქმით, შობადობის შემცირებას ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გარდა, კიდევ ერთი მიზეზი აქვს - მიგრაცია. მათივე თქმით, ახალგაზრდები უმუშევრობისა და დუხჭირი ცხოვრებისგან თავის დასაღწევად რუსეთში მიდიან და შემდეგ უკან აღარ ბრუნდებიან...

"დიდი ალბათობით, ესეც არის მიზეზი, რომ 90-იანი წლების შემდეგ, აფხაზეთში შობადობა მკვეთრად შემცირდა... 2009-2012 წლებში, შობადობის მაჩვენებელი ასეთი იყო, - 2207, 2156, 2143, 2258... ბოლო წლებში, კონკრეტულად, 2015 წელს, აფხაზეთში, 1927 ბავშვი დაიბადა, 2016 -ში კი, 1247... ასეთი ვარდნა, ეკონომიკური პრობლემებითაც აიხსნება, თუმცა, ძალზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის თემა, რომელიც მამაკაცებში უფრო თვალშისაცემია, რაც ნარკოტიკების ხშირ მოხმარებას უკავშირდება... ისევ და ისევ ეს პრობლემები განაპირობებს სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს", - წერს აფხაზური მედია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი