პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდა ნანული სარაჯიშვილი "მარო მამიდას" როლზე და რატომ დადიოდა "გარიგების" გადაღებამდე თელავის ბაზარში
როგორ მოხვდა ნანული სარაჯიშვილი "მარო მამიდას" როლზე და რატომ დადიოდა "გარიგების" გადაღებამდე თელავის ბაზარში

ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვი­ლი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ოქ­როს ხა­ნას და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მსა­ხი­ო­ბებს მო­ეს­წრო. "კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრით" მთე­ლი მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა, მა­საც ხომ აქვს წვლი­ლი შე­ტა­ნი­ლი ამ სპექ­ტაკ­ლის წარ­მა­ტე­ბა­ში. ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, რად­გან ჯერ კი­დევ 12 წლი­სა იყო, როცა ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის კო­რი­ფე­ე­ბის გვერ­დით იდგა და ფილმში მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებ­და.

და­რი­გე­ბა კი­ნო­მა­მის­გან

- 12 წლი­სა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოვ­ჩნდი ზღაპ­რულ სამ­ყა­რო­ში - ფილმში "მა­ნა­ნა" მთა­ვარ როლ­ზე მი­მიწ­ვი­ეს. დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა მხვდა წი­ლად, რომ მსა­ხი­ობ­თა ისე­თი ბრწყინ­ვა­ლე თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დის გვერ­დით ვი­დე­ქი, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ: სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი, სან­დრო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, მე­დეა ჩა­ხა­ვა, იპო­ლო­ტე ხვი­ჩია, ია­კობ ტრი­პოლ­სკი. ბა­ტო­ნი ია­კო­ბი ჩემს მა­მას თა­მა­შობ­და. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, ერ­თდრო­უ­ლად დინ­ჯი და ემო­ცი­უ­რი, ლაღი და სე­რი­ო­ზუ­ლი, მკაც­რი და გულ­ჩვი­ლი. ჩემ მი­მართ თბი­ლი, მა­მაშ­ვი­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. გა­და­ღე­ბე­ბი­დან თა­ვი­სუ­ფალ დროს თე­ატ­რში დავ­ყავ­დი და იმ­დე­ნად მი­ვეჩ­ვიე, რომ ისე­ვე, რო­გორც გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, უკვე სახ­ლშიც კი მა­მას ვე­ძახ­დი. გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე მე­ტად მე­ფე­რე­ბოდ­ნენ და მა­თა­მა­მებ­დნენ. სი­თა­მა­მე იმ­დე­ნად მო­მე­რია, რომ ერთ-ერთი მი­ზან­სცე­ნის გა­და­ღე­ბის და­სას­რულს, როცა კი­ნო­ა­პა­რატს კუ­თხის არეს უც­ვლიდ­ნენ, გამ­ნა­თებ­ლებს ოპე­რა­ტო­რი­ვით შე­ვუ­ძა­ხე, - რას ელო­დე­ბით, სი­ნათ­ლე ჩა­აქ­რეთ-მეთ­ქი. ჩემ­მა საქ­ცი­ელ­მა გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის სი­ცი­ლი გა­მო­იწ­ვია. მე­გო­ნა, ხალ­ხის გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბა შევ­ძე­ლი, მაგ­რამ ბა­ტონ­მა ია­შამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­მი­მარ­ტო­ხე­ლა და მი­თხრა: რაც შენი საქ­მე არ არის, იმა­ში არ უნდა ჩა­ე­რი­ოო. მერე მა­მაშ­ვი­ლუ­რად და­მა­რი­გა: მსა­ხი­ო­ბო­ბა თუ გინ­და, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბის დაძ­ლე­ვა უნდა შეძ­ლო, ეს კი თავ­და­უ­ზო­გავ შრო­მას მო­ი­თხოვ­სო.

ერთ-ერთი ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბის დღე მახ­სენ­დე­ბა: სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, ბა­ტონ ია­კობს ჩემ­თვის ყური უნდა აე­წია. შე­ვა­ტყვე, უც­ნა­უ­რად ღე­ლავ­და. არც და­უ­მა­ლავს, მი­თხრა: ყურს რბი­ლად აგი­წევ, ოღონდ სახე ისე და­მან­ჭე, ვი­თომ ძა­ლი­ან გეტ­კი­ნა. გან­ზე არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ი­წიო, რომ ტკი­ვი­ლი არ მო­გა­ყე­ნოო. და­ი­წყო ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბა. ბა­ტონ­მა ია­კობ­მა მარ­თლაც, რბი­ლად ამი­წია ყური, მეც სახე ზუს­ტად ისე დავ­მან­ჭე, რო­გორც ამიხ­სნა, მაგ­რამ ისე გამ­წა­რე­ბით და­ვიყ­ვი­რე, კაცი შე­წუხ­და. გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რებს კი ეგო­ნათ, ია­კობ­მა ნა­ნუ­ლის ყური მარ­თლა აა­ხი­აო. გა­და­ღე­ბის და­სას­რულს ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა. ბა­ტონ­მა ია­კობ­მა მხარ­ზე ხელი მო­სიყ­ვა­რუ­ლედ გა­დამ­ხვია და სა­ხალ­ხოდ მომ­მარ­თა: ახლა კი დავ­რწმუნ­დი, შენ­გან კარ­გი მსა­ხი­ო­ბი დად­გე­ბაო.

"მარო მა­მი­და"

- ზაზა კო­ლე­ლიშ­ვი­ლი ჩემი მე­გო­ბა­რია. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ვი­ყა­ვით, როცა მან სა­დიპ­ლო­მო ფილ­მის "გა­რი­გე­ბის" შე­სა­ხებ მი­ამ­ბო. თა­ვი­დან არ უფიქ­რია ჩემ­თვის რო­ლის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. რა კარ­გია ფილ­მს რომ იღებ-მეთ­ქი და ვკი­თხე, ვის გა­და­ღე­ბას აპი­რებ­და? მა­მუ­კა კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი, მა­რი­ნა სა­ღა­რა­ძე და მთა­ვარ როლ­ზე ვინ­მე კა­ხე­ლი გოგო მინ­დაო. ასე დავ­შორ­დით ერ­თმა­ნეთს. გა­დის დრო და ერთ სა­ღა­მოს მი­რე­კავს ეს გა­და­რე­უ­ლი ზაზა: ნანუ, ჩა­ა­ლა­გე ჩე­მო­და­ნი, ხვალ მივ­დი­ვარ­თო. ვი­ფიქ­რე, ნე­ტავ, სად მე­პა­ტი­ჟე­ბა ეს კაცი-მეთ­ქი. - ორი დღეა ვფიქ­რობ და გა­დავ­წყვი­ტე, რომ შენ და გოგა პი­პი­ნაშ­ვი­ლი უნდა გა­და­გი­ღო­თო. ამ მო­უ­ლოდ­ნელ­მა ამ­ბავ­მა ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. ახა­ლი ნა­ყი­დი მყავ­და მან­ქა­ნა "მოსკვი­ჩი", რო­მე­ლიც თე­ატ­რში დაგ­ვი­რი­გეს. სხვა­თა შო­რის, ფილმშიც არის გა­და­ღე­ბუ­ლი ეს მან­ქა­ნა, სის­ხლი რომ გა­მიშ­რო. ჩავ­სხე­დით მან­ქა­ნა­ში და თე­ლავ­ში ჩა­ვე­დით. წარ­მო­შო­ბით კა­ხე­ლი ვარ და ჩემ­და სა­მარ­ცხვი­ნოდ, პირ­ვე­ლად კა­ხეთ­ში, კერ­ძოდ სიღ­ნაღ­ში, მა­შინ ვი­ყა­ვი, როცა ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძემ გა­და­ი­ღო "აურ­ზა­უ­რი სალ­ხი­ნეთ­ში". გავ­გიჟ­დი, ისე მო­მე­წო­ნა სიღ­ნა­ღი, იქი­დან ვართ სა­რა­ჯიშ­ვი­ლე­ბი.

სა­ნამ "გა­რი­გე­ბის" გა­და­ღე­ბე­ბი და­ი­წყე­ბო­და, დი­ლით ადრე, თე­ლა­ვის ბა­ზარ­ში მივ­დი­ო­დი ხოლ­მე. აქა­უ­რი ხალ­ხის დი­ა­ლო­გი მა­ინ­ტე­რე­სებ­და. სამი დღე ვუს­მენ­დი მათ კი­ლოს. და­ვი­წყეთ გა­და­ღე­ბა და ხში­რად ხუმ­რობ­დნენ, ეს ფილ­მი "ოს­კარს" აი­ღებ­სო. "ოს­კა­რი" - არა, მაგ­რამ შავი ზღვის აუ­ზის ქვეყ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე "ქა­ლის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის" პრი­ზი - "ოქ­როს არ­წი­ვი" მი­ვი­ღე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნივ­თია ჩემს ოჯახ­ში. დღე­საც მე­უბ­ნე­ბი­ან: "მარო მა­მი­და მო­ვი­და". მა­ყუ­რე­ბელ­მა ეს როლი ძა­ლი­ან შე­იყ­ვა­რა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როგორ მოხვდა ნანული სარაჯიშვილი "მარო მამიდას" როლზე და რატომ დადიოდა "გარიგების" გადაღებამდე თელავის ბაზარში

როგორ მოხვდა ნანული სარაჯიშვილი "მარო მამიდას" როლზე და რატომ დადიოდა "გარიგების" გადაღებამდე თელავის ბაზარში

ნანული სარაჯიშვილი რუსთაველის თეატრში ოქროს ხანას და არაჩვეულებრივ მსახიობებს მოესწრო. "კავკასიური ცარცის წრით" მთელი მსოფლიო მოიარა, მასაც ხომ აქვს წვლილი შეტანილი ამ სპექტაკლის წარმატებაში. ბედნიერი ადამიანია, რადგან ჯერ კიდევ 12 წლისა იყო, როცა ქართული თეატრის კორიფეების გვერდით იდგა და ფილმში მთავარ როლს ასრულებდა.

დარიგება კინომამისგან

- 12 წლისა სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი ზღაპრულ სამყაროში - ფილმში "მანანა" მთავარ როლზე მიმიწვიეს. დიდი ბედნიერება მხვდა წილად, რომ მსახიობთა ისეთი ბრწყინვალე თანავარსკვლავედის გვერდით ვიდექი, როგორებიც იყვნენ: სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, მედეა ჩახავა, იპოლოტე ხვიჩია, იაკობ ტრიპოლსკი. ბატონი იაკობი ჩემს მამას თამაშობდა. საოცარი ადამიანი იყო, ერთდროულად დინჯი და ემოციური, ლაღი და სერიოზული, მკაცრი და გულჩვილი. ჩემ მიმართ თბილი, მამაშვილური დამოკიდებულება ჰქონდა. გადაღებებიდან თავისუფალ დროს თეატრში დავყავდი და იმდენად მივეჩვიე, რომ ისევე, როგორც გადასაღებ მოედანზე, უკვე სახლშიც კი მამას ვეძახდი. გადამღები ჯგუფის წევრები ერთმანეთზე მეტად მეფერებოდნენ და მათამამებდნენ. სითამამე იმდენად მომერია, რომ ერთ-ერთი მიზანსცენის გადაღების დასასრულს, როცა კინოაპარატს კუთხის არეს უცვლიდნენ, გამნათებლებს ოპერატორივით შევუძახე, - რას ელოდებით, სინათლე ჩააქრეთ-მეთქი. ჩემმა საქციელმა გადამღები ჯგუფის წევრების სიცილი გამოიწვია. მეგონა, ხალხის გამხიარულება შევძელი, მაგრამ ბატონმა იაშამ მოგვიანებით დამიმარტოხელა და მითხრა: რაც შენი საქმე არ არის, იმაში არ უნდა ჩაერიოო. მერე მამაშვილურად დამარიგა: მსახიობობა თუ გინდა, საკუთარი სურვილების დაძლევა უნდა შეძლო, ეს კი თავდაუზოგავ შრომას მოითხოვსო.

ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების დღე მახსენდება: სცენარის მიხედვით, ბატონ იაკობს ჩემთვის ყური უნდა აეწია. შევატყვე, უცნაურად ღელავდა. არც დაუმალავს, მითხრა: ყურს რბილად აგიწევ, ოღონდ სახე ისე დამანჭე, ვითომ ძალიან გეტკინა. განზე არავითარ შემთხვევაში არ გაიწიო, რომ ტკივილი არ მოგაყენოო. დაიწყო ეპიზოდის გადაღება. ბატონმა იაკობმა მართლაც, რბილად ამიწია ყური, მეც სახე ზუსტად ისე დავმანჭე, როგორც ამიხსნა, მაგრამ ისე გამწარებით დავიყვირე, კაცი შეწუხდა. გადამღები ჯგუფის წევრებს კი ეგონათ, იაკობმა ნანულის ყური მართლა აახიაო. გადაღების დასასრულს ყველაფერი გაირკვა. ბატონმა იაკობმა მხარზე ხელი მოსიყვარულედ გადამხვია და სახალხოდ მომმართა: ახლა კი დავრწმუნდი, შენგან კარგი მსახიობი დადგებაო.

"მარო მამიდა"

- ზაზა კოლელიშვილი ჩემი მეგობარია. რუსთაველის თეატრში ვიყავით, როცა მან სადიპლომო ფილმის "გარიგების" შესახებ მიამბო. თავიდან არ უფიქრია ჩემთვის როლის შემოთავაზება. რა კარგია ფილმს რომ იღებ-მეთქი და ვკითხე, ვის გადაღებას აპირებდა? მამუკა კიკალეიშვილი, მარინა საღარაძე და მთავარ როლზე ვინმე კახელი გოგო მინდაო. ასე დავშორდით ერთმანეთს. გადის დრო და ერთ საღამოს მირეკავს ეს გადარეული ზაზა: ნანუ, ჩაალაგე ჩემოდანი, ხვალ მივდივართო. ვიფიქრე, ნეტავ, სად მეპატიჟება ეს კაცი-მეთქი. - ორი დღეა ვფიქრობ და გადავწყვიტე, რომ შენ და გოგა პიპინაშვილი უნდა გადაგიღოთო. ამ მოულოდნელმა ამბავმა ძალიან გამახარა. ახალი ნაყიდი მყავდა მანქანა "მოსკვიჩი", რომელიც თეატრში დაგვირიგეს. სხვათა შორის, ფილმშიც არის გადაღებული ეს მანქანა, სისხლი რომ გამიშრო. ჩავსხედით მანქანაში და თელავში ჩავედით. წარმოშობით კახელი ვარ და ჩემდა სამარცხვინოდ, პირველად კახეთში, კერძოდ სიღნაღში, მაშინ ვიყავი, როცა ლანა ღოღობერიძემ გადაიღო "აურზაური სალხინეთში". გავგიჟდი, ისე მომეწონა სიღნაღი, იქიდან ვართ სარაჯიშვილები.

სანამ "გარიგების" გადაღებები დაიწყებოდა, დილით ადრე, თელავის ბაზარში მივდიოდი ხოლმე. აქაური ხალხის დიალოგი მაინტერესებდა. სამი დღე ვუსმენდი მათ კილოს. დავიწყეთ გადაღება და ხშირად ხუმრობდნენ, ეს ფილმი "ოსკარს" აიღებსო. "ოსკარი" - არა, მაგრამ შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო ფესტივალზე "ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის" პრიზი - "ოქროს არწივი" მივიღე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია ჩემს ოჯახში. დღესაც მეუბნებიან: "მარო მამიდა მოვიდა". მაყურებელმა ეს როლი ძალიან შეიყვარა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი