პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი, რომელმაც ეთნოგრაფიული მუზეუმი საკუთარი ხელით შექმნა
კაცი, რომელმაც ეთნოგრაფიული მუზეუმი საკუთარი ხელით შექმნა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტი თუ ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­სვე­ნე­ბე­ლი უამ­რავ სა­ნა­ხა­ობ­რივ ად­გილს აღ­მო­ა­ჩენს, რო­გორც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ შექ­მნილს ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვეს. აჭა­რა­ში, კა­ხაბ­რის და­სახ­ლე­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი კერ­ძო ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი "ბორ­ჯღა­ლო" მდე­ბა­რე­ობს. დღეს უკვე რამ­დე­ნი­მე ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი მუ­ზე­უ­მი, თავ­და­პირ­ვე­ლად ბა­თუმ­ში, ერთ-ერთი შე­ნო­ბის პა­ტა­რა ოთახ­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. თით­ქმის ყვე­ლა ექ­სპო­ნა­ტი "ბორ­ჯღა­ლოს" და­მა­არ­სებ­ლის - ქე­მალ თურ­მა­ნი­ძის ხე­ლი­თაა შექ­მნი­ლი.

ქე­მალ თურ­მა­ნი­ძის ნა­მუ­შევ­რებ­მა მსოფ­ლი­ოს 12 ქვე­ყა­ნა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე არა­ერ­თი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. მუ­ზე­უმ­ში მან შეკ­რი­ბა უამ­რა­ვი ექ­სპო­ნა­ტი, რო­მე­ლიც კარ­გად ასა­ხავს, რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ხალ­ხუ­რი ყო­ფი­სა და რეწ­ვის მუ­ზე­უ­მის დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი და სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან.

ქე­მალ თურ­მა­ნი­ძეს სხვა­დას­ხვა დროს მი­ღე­ბუ­ლი აქვს სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია, სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის წო­დე­ბა, არის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ამ­ჟა­მად კი "თი­ბი­სი ბან­კის" "ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ვე­ბის" ფარ­გლებ­ში წლის ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის ნო­მი­ნა­ცი­ა­ზეა წარ­დგე­ნი­ლი.

"1980 წლი­დან ხეზე კვე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ. შე­ნა­ხუ­ლი მაქვს უამ­რა­ვი ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა დრო­საა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ში, სა­დაც გა­მარ­ჯვე­ბე­ბი მო­ვი­პო­ვე. 1986 წელ­ში უკვე 600 ნივ­თი მქონ­და შეგ­რო­ვე­ბუ­ლი, რათა ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი და­მე­არ­სე­ბი­ნა. სა­ნამ მუ­ზე­უმს და­ვა­არ­სებ­დი, იმ დრომ­დე არა­ვის ჰქონ­და გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ კერ­ძო ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი გა­ეხ­სნა. ეს საქ­მე საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­და.

თა­ვი­დან მუ­ზე­უ­მი ბა­თუმ­ში მქონ­და გახ­სნი­ლი, საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. სა­ხელ­მწი­ფომ 4 წლის წინ გა­მო­მი­ყო ტე­რი­ტო­რია, ბა­თუმ­თან ახ­ლოს, ქა­ლა­ქი­დან 2 კი­ლო­მეტრშია, კა­ხაბ­რის და­სახ­ლე­ბა­ში. მო­ვა­წყვე სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ე­ბი, კე­რა­მი­კის ნა­წარ­მი, სა­ქარ­თვე­ლოს კუ­თხე­ე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ჩაც­მუ­ლო­ბა და სხვა. ყვე­ლა დარ­გს ავუ­შე­ნე ცალ-ცალ­კე ქო­ხე­ბი და კუ­თხე­ე­ბი შევ­ქმე­ნი შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ხედ­ვით", - ამ­ბობს თურ­მა­ნი­ძე.

დღეს მუ­ზე­უმ­ში მი­სულ სტუმ­რებს შე­უძ­ლი­ათ ნა­ხონ 62 მა­ნე­კე­ნი, მუ­ზე­უ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არის შე­ნო­ბე­ბი, სა­დაც ცალ-ცალ­კეა გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რეწ­ვის დარ­გე­ბი და მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ია­რა­ღე­ბი.

"წარ­მოდ­გე­ნი­ლია ყო­ფი­თი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა მა­გა­ლი­თე­ბი, რო­გორც შეძ­ლე­ბუ­ლი, ასე­ვე სა­შუ­ა­ლო შეძ­ლე­ბის ოჯა­ხებ­ში. მუ­ზე­უმ­ში მაქვს ის აკ­ვა­ნიც, რო­მელ­შიც მე ვიზ­რდე­ბო­დი, ასე­ვე, ოქ­რომ­ჭედ­ლი­სა და მე­თევ­ზის კუ­თხე­ე­ბი, წარ­მოდ­გე­ნი­ლია ხა­ლი­ჩე­ბის ქსო­ვი­სა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ხელ­საქ­მე­ე­ბი. მუ­ზე­უმ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია მთლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს 70% და აჭა­რის რე­გი­ო­ნის 95%. მაქვს 300 ნა­კე­თო­ბა, რო­მე­ლიც ხე­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი" - გვიყ­ვე­ბა მუ­ზე­უ­მის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ო­ბა მხო­ლოდ ამით არ სრულ­დე­ბა, მუ­ზე­უმ­ში დიდი სივ­რცე ეთ­მო­ბა აკ­ვნე­ბის გა­ლე­რე­ას. ამ ჯა­დოს­ნუ­რი გა­ლე­რე­ი­დან დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი დიდ ეზო­ში თი­ვის ზვი­ნე­ბის ულა­მა­ზეს პე­ი­ზაჟს ხე­დავს, რო­მელ­საც ხე­ლოვ­ნუ­რი ჩანჩქე­რი ალა­მა­ზებს. ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რით გა­ო­ცე­ბუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა­ში მოჰ­ყავს მე­ხი­ლე­ო­ბის კუ­თხე­საც, სა­დაც ერთ სივ­რცე­შია თავ­მოყ­რი­ლი უამ­რა­ვი ჯი­შის ხილი.

ის­ტო­რი­ულ ექ­სპო­ნა­ტებს ამ­შვე­ნებს ხე­ლით შექ­მნი­ლი სხვა­დას­ხვა ფა­ქი­ზი ნა­მუ­შევ­რე­ბიც, რო­მელ­თა შო­რი­საა 1812 წელს შექ­მნი­ლი ამო­ქარ­გუ­ლი ფარ­და­გის ქსო­ვი­ლი, რო­მე­ლიც სტუ­მარ­თა ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს.

ამ და სხვა უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპო­ნა­ტის სა­ნა­ხა­ვად, აჭა­რის რე­გი­ო­ნის პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი ჩა­დის, თუმ­ცა, რო­გორც სა­უბ­რი­დან ვარ­კვევთ, ჩვენს რეს­პო­დენტს სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის სტუმ­რო­ბა ახა­რებს - ის დიდი სი­ხა­რუ­ლით უხ­სნის ახალ თა­ო­ბას ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნი­მუ­შე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბას.

ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

AMBEBI.GE

კაცი, რომელმაც ეთნოგრაფიული მუზეუმი საკუთარი ხელით შექმნა

კაცი, რომელმაც ეთნოგრაფიული მუზეუმი საკუთარი ხელით შექმნა

საქართველოში ტურისტი თუ ადგილობრივი დამსვენებელი უამრავ სანახაობრივ ადგილს აღმოაჩენს, როგორც საუკუნეების წინ შექმნილს ასევე თანამედროვეს. აჭარაში, კახაბრის დასახლებაში, საქართველოში ერთადერთი კერძო ეთნოგრაფიული მუზეუმი "ბორჯღალო" მდებარეობს. დღეს უკვე რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული მუზეუმი, თავდაპირველად ბათუმში, ერთ-ერთი შენობის პატარა ოთახში იყო განთავსებული. თითქმის ყველა ექსპონატი "ბორჯღალოს" დამაარსებლის - ქემალ თურმანიძის ხელითაა შექმნილი.

ქემალ თურმანიძის ნამუშევრებმა მსოფლიოს 12 ქვეყანაში საერთაშორისო ფესტივალზე არაერთი გამარჯვება მოიპოვა. მუზეუმში მან შეკრიბა უამრავი ექსპონატი, რომელიც კარგად ასახავს, როგორ ცხოვრობდნენ საუკუნეების მანძილზე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. ხალხური ყოფისა და რეწვის მუზეუმის დამთვალიერებლები ძირითადად უცხოელი ტურისტები და სკოლის მოსწავლეები არიან.

ქემალ თურმანიძეს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია, საპატიო მოქალაქის წოდება, ღირსების ორდენი, დამსახურებული საზოგადო მოღვაწის წოდება, არის საერთაშორისო გამოფენების მონაწილე და გამარჯვებული, ამჟამად კი "თიბისი ბანკის" "ბიზნესდაჯილდოვების" ფარგლებში წლის ტურისტული ბიზნესის ნომინაციაზეა წარდგენილი.

"1980 წლიდან ხეზე კვეთის მიმართულებით ვმუშაობ. შენახული მაქვს უამრავი ნამუშევარი, რომელიც სხვადასხვა დროსაა დამზადებული. მივიღე მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო გამოფენაში, სადაც გამარჯვებები მოვიპოვე. 1986 წელში უკვე 600 ნივთი მქონდა შეგროვებული, რათა ეთნოგრაფიული მუზეუმი დამეარსებინა. სანამ მუზეუმს დავაარსებდი, იმ დრომდე არავის ჰქონდა გამოცდილება, რომ კერძო ეთნოგრაფიული მუზეუმი გაეხსნა. ეს საქმე საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გამოვიდა.

თავიდან მუზეუმი ბათუმში მქონდა გახსნილი, საკმაოდ პატარა ტერიტორიაზე იყო განთავსებული. სახელმწიფომ 4 წლის წინ გამომიყო ტერიტორია, ბათუმთან ახლოს, ქალაქიდან 2 კილომეტრშია, კახაბრის დასახლებაში. მოვაწყვე სხვადასხვა კუთხეები, კერამიკის ნაწარმი, საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობა და სხვა. ყველა დარგს ავუშენე ცალ-ცალკე ქოხები და კუთხეები შევქმენი შრომითი საქმიანობის მიხედვით", - ამბობს თურმანიძე.

დღეს მუზეუმში მისულ სტუმრებს შეუძლიათ ნახონ 62 მანეკენი, მუზეუმის ტერიტორიაზე არის შენობები, სადაც ცალ-ცალკეა განთავსებული საქართველოში გავრცელებული რეწვის დარგები და მათთვის დამახასიათებელი იარაღები.

"წარმოდგენილია ყოფითი ცხოვრების სხვადასხვა მაგალითები, როგორც შეძლებული, ასევე საშუალო შეძლების ოჯახებში. მუზეუმში მაქვს ის აკვანიც, რომელშიც მე ვიზრდებოდი, ასევე, ოქრომჭედლისა და მეთევზის კუთხეები, წარმოდგენილია ხალიჩების ქსოვისა და სხვა საინტერესო ხელსაქმეები. მუზეუმში წარმოდგენილია მთლიანი საქართველოს 70% და აჭარის რეგიონის 95%. მაქვს 300 ნაკეთობა, რომელიც ხეზეა შესრულებული" - გვიყვება მუზეუმის დამფუძნებელი.

საინტერესო სანახაობა მხოლოდ ამით არ სრულდება, მუზეუმში დიდი სივრცე ეთმობა აკვნების გალერეას. ამ ჯადოსნური გალერეიდან დამთვალიერებელი დიდ ეზოში თივის ზვინების ულამაზეს პეიზაჟს ხედავს, რომელსაც ხელოვნური ჩანჩქერი ალამაზებს. ქართული კულტურით გაოცებული ტურისტები აღფრთოვანებაში მოჰყავს მეხილეობის კუთხესაც, სადაც ერთ სივრცეშია თავმოყრილი უამრავი ჯიშის ხილი.

ისტორიულ ექსპონატებს ამშვენებს ხელით შექმნილი სხვადასხვა ფაქიზი ნამუშევრებიც, რომელთა შორისაა 1812 წელს შექმნილი ამოქარგული ფარდაგის ქსოვილი, რომელიც სტუმართა ყურადღებას იქცევს.

ამ და სხვა უამრავი საინტერესო ექსპონატის სანახავად, აჭარის რეგიონის პატარა დასახლებაში ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩადის, თუმცა, როგორც საუბრიდან ვარკვევთ, ჩვენს რესპოდენტს სკოლის მოსწავლეების სტუმრობა ახარებს - ის დიდი სიხარულით უხსნის ახალ თაობას ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი ნიმუშების მნიშვნელობასა და ღირებულებას.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი