სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვური" თამაში დრამატული სასამართლო ფინალით - "კუდიანებზე ნადირობა" მოზარდ მაყურებელში
"ბავშვური" თამაში დრამატული სასამართლო ფინალით - "კუდიანებზე ნადირობა" მოზარდ მაყურებელში

პა­ტა­რა გო­გო­ნე­ბის თით­ქოს­და უწყი­ნა­რი "ბავ­შვუ­რი" თა­მა­ში სა­ბო­ლო­ოდ დრა­მა­ტულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში გა­და­იზ­რდა... ეს ამ­ბა­ვი 1692 წელს მა­სა­ჩუ­სეტ­სის პა­ტა­რა ქა­ლაქ სე­ი­ლემ­ში მოხ­და...

ორად გახ­ლე­ჩილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, "კუ­დი­ა­ნებ­ზე ნა­დი­რო­ბას" და ადა­მი­ან­თა ბე­დით თა­მაშს, სიყ­ვა­რულ­სა და შუ­რის­ძი­ე­ბას, უფ­ლის სა­ხე­ლით ჩა­დე­ნილ ცოდ­ვა­სა და ცხო­ვე­ლურ ვნე­ბებს ხალ­ხი მა­სობ­რივ ის­ტე­რი­კამ­დე მიჰ­ყავს...

ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის თბილ­სის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატრმა ცოტა ხნის წინ უფ­რო­სი თა­ო­ბის მა­ყუ­რე­ბელს ის­ტო­რი­უ­ლი დრა­მა, არ­ტურ მი­ლე­რის "სე­ი­ლე­მის პრო­ცე­სი" შეს­თა­ვა­ზა, პი­ე­სა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი რე­ჟი­სო­რის­თვის სა­სურ­ვე­ლი სა­მუ­შა­ოა და უამ­რავ თე­მას სთა­ვა­ზობს... თარ­გმა­ნი ქე­თე­ვან ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს და თე­მურ ჩხე­ი­ძეს ეკუთ­ვნით.

დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი და ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სცე­ნუ­რი ვერ­სი­ის ავ­ტო­რიდი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლია.

დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი, სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რი, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- "სე­ი­ლე­მის პრო­ცე­სი" მხო­ლოდ ჩემი სა­ქე­ბი პი­ე­სა არ გახ­ლავთ, არა­ერ­თი გა­მო­კი­თხვით, XX სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი. ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში კი მას უც­ნა­უ­რი ის­ტო­რია აქვს: რო­დე­საც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსხი­ო­ბი ვი­ყა­ვი, ქალ­ბა­ტონ­მა ლილი იო­სე­ლი­ან­მა ასის­ტენ­ტად ამიყ­ვა­ნა. რე­ჟი­სო­რო­ბა რომ და­ვა­პი­რე, ბა­ტონ­მა თე­მურ ჩხე­ი­ძემ მი­თხრა - თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ფიქ­რობ საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, მოდი, მოვ­სინ­ჯო­თო და "სე­ი­ლე­მის პრო­ცეს­ზე" (1994 წელი) ასის­ტენ­ტად ამიყ­ვა­ნა... მას მერე 23 წელი გა­ვი­და...

იყო ასე­თი ეპი­ზო­დიც - 2002 წელს პე­და­გო­გი­კა­ში დი­სერ­ტა­ცია და­ვი­ცა­ვი, ნი­მუ­შად სწო­რედ ეს პი­ე­სა ავი­ღე და მსა­ხი­ო­ბებ­თან მოვ­სინ­ჯე (ეს იყო თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტე­ბის ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც სწავ­ლობ­დნენ - ლე­ვან ხურ­ცია, ტატო ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი, არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლი, ქეთი ხი­ტი­რი, ნინო მი­თა­იშ­ვი­ლი, თე­ო­ნა მა­ი­სუ­არ­ძე და სხვა). მას მე­რეც 15 წელი გა­ვი­და... სხვა­თა შო­რის, მა­შინ აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი და ქეთი ხი­ტი­რი და­ა­ჯილ­დო­ვეს - მათი შრო­მა წლის ყვე­ლა­ზე კარგ სტუ­დენ­ტურ ნა­მუ­შევ­რად აღი­ა­რეს, თუმ­ცა იმ სპექ­ტაკლს დღე­ვან­დელ­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს არც მხატ­ვრუ­ლი, არც მუ­სი­კა­ლუ­რი და ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გა­და­წყვე­ტით.

- ე.ი. 15 წელი ემ­ზა­დე­ბო­დით "სე­ი­ლე­მის პრო­ცე­სის" და­სად­გმე­ლად...

- ასე გა­მო­ვი­და... ამ თე­ატ­რში 5 წე­ლია ვმუ­შა­ობ. სულ ვფიქ­რობ­დი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ამ ნა­წარ­მო­ე­ბით სათ­ქმე­ლი გვეთ­ქვა? ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გა­ნაც "სე­ი­ლე­მის პრო­ცე­სი" პო­ლი­ტი­კურ პი­ე­სად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, ისე­ვე, რო­გორც "კუ­დი­ა­ნებ­ზე ნა­დი­რო­ბა" (ეს თემა XX სა­უ­კუ­ნის 50-იანი წლე­ბის ამე­რი­კა­ში გაჩ­ნდა, რა­საც მი­ლერ­მა "სე­ი­ლე­მი" მი­უ­ძღვნა).

მაგ­რამ არ მომ­წონს მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის პო­ლი­ტი­კა­ში გა­რე­ვა, არა­და, იმ­დე­ნად მძლავ­რად არის პი­ე­სა­ში ეს თემა, რომ ვერ ავ­ცდით, თუმ­ცა უმე­ტე­სად ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბი­სა და ზნე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­კი­თხზე მინ­დო­და ყუ­რა­დღე­ბა გა­მე­მახ­ვი­ლე­ბი­ნა. ოღონდ, ერთი ცდუ­ნე­ბაც იყო - რე­ლი­გი­უ­რი თემა, რო­მე­ლიც თუ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს გა­დავ­ხე­დავთ, აქ­ტუ­ა­ლუ­რია და არც ამის აქ­ცენ­ტი­რე­ბა მინ­დო­და...

- თუმ­ცა პი­ე­სა ამის­კენ დიდ ბიძგს იძ­ლე­ვა…

- დიახ, რად­გა­ნაც სპექ­ტაკლში 2 პერ­სო­ნა­ჟი სამ­ღვდე­ლო პი­რია. მათი უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი ტრა­გე­დია ხდე­ბა - ერთი მო­ტყუ­ე­ბუ­ლია, მე­ო­რე თა­ვი­სი ოჯა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვის. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ღმერ­თის და ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი იწი­რე­ბი­ან. ეს თე­მე­ბი კა­ცობ­რი­ო­ბას მა­რა­დი­უ­ლად აწუ­ხებს ალ­ბათ მას მერე, რაც არ­სე­ბობს სახ­ლმწი­ფო და ეკ­ლე­სია... მაგ­რამ კი­დევ უფრო მა­რა­დი­უ­ლი თე­მე­ბია - ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა, ზნე­ო­ბა, რაც ჩვენს თე­ატრს მე­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბა და უმე­ტე­სად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას და­ვა­დე­ქით.

- სპექ­ტაკ­ლი რა ასა­კის მა­ყუ­რე­ბელ­ზეა გათ­ვლი­ლი?

- ის სა­ღა­მოს რე­პერ­ტუ­არ­შია და ვი­საც აინ­ტე­რე­სებს, ნახ­ვა ყვე­ლას შე­უძ­ლია. უბ­რა­ლოდ, ვა­პი­რებთ, რომ თვე­ში ერთი ან ორი წარ­მოდ­გე­ნა ვი­თა­მა­შოთ, რო­გორც ერ­თგვა­რი სა­კულ­ტო სპექ­ტაკ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია. ჩვენს თე­ატ­რში არ­სე­ბობს ისე­თი რე­პერ­ტუ­ა­რი, რაც მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს რო­გორც მა­ყუ­რე­ბელს, ას­ვე­ვე მსა­ხი­ო­ბებს, სა­კუ­თა­რი თავი ნე­ბის­მი­ერ როლ­ში გა­მოს­ცა­დონ. მა­გა­ლი­თად, მსა­ხი­ო­ბი თა­მარ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი "სე­ი­ლე­მის პრო­ცეს­ში" თუ ერთ-ერთ სე­რი­ო­ზულ როლს თა­მა­შობს (ელი­სა­ბედ პრო­ქ­ტო­რი), პა­რა­ლე­ლუ­რად თაგ­ვსაც წარ­მო­ად­გენს "თა­გუ­ნებ­სა და ყველ­ში", რად­გა­ნაც ვი­მე­ო­რებ, თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­ა­რია ასე­თი. მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბაც ხომ ეს არის? ასე­თი მა­რავლფე­როვ­ნე­ბა კი მსა­ხი­ო­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ზრდის­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია.

- მგო­ნი, უნი­კა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბის ერ­თგვარ მო­დელს ქმნით.

- კი, ასეა, რომ მსა­ხი­ობ­მა და სპექ­ტაკლმა ყვე­ლა ასა­კის მა­ყუ­რებ­ლის­თვის თა­ნა­ბა­რი სიძ­ლი­ე­რით და ენერ­გი­ით იმუ­შა­ოს... რაც შე­ხე­ბა აბო­ნე­მენტს, მო­თხოვ­ნაა მა­ღალ კლა­სე­ლე­ბის­გან, სტუ­დენ­ტუ­რი კავ­ში­რე­ბის­გან... თუმ­ცა თე­ატრს სა­ლა­როს მა­ყუ­რე­ბე­ლიც აქ­ტი­უ­რად ჰყავს...

- ვფიქ­რობ, რომ ამ­ჯე­რა­დაც გა­გი­მარ­თლეს მსა­ხი­ო­ბებ­მა?

- დიახ, მა­გა­ლი­თად, მსა­ხი­ობ­მა თა­მარ მა­მუ­ლაშ­ვილ­მა ვფიქ­რობ, ყვე­ლა ამო­ცა­ნა, რაც იყო მის წი­ნა­შე და­სა­ხუ­ლი, თა­ვი­სი ნი­ჭი­ე­რე­ბით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ძლი­ე­რი მსა­ხი­ო­ბია... სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბი­სას ცოტა უც­ნა­უ­რი რამ მოხ­და - პრე­მი­ე­რამ­დე ერთი თვით ადრე, 2 საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი შე­იც­ვა­ლა, ხოლო ძი­რი­თა­დი ბირ­თვი გა­ნა­წი­ლე­ბი­დან მოყ­ვე­ბა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ამას არ უმოქ­მე­დია წარ­მოდ­გე­ნა­ზე.

მინ­და, შევ­ჩერ­დე ნუგ­ზარ ყუ­რაშ­ვილ­ზე (რო­მელ­თა­ნაც 4 სპექ­ტაკლზე ვი­მუ­შა­ვე), ვხე­დავ­დი, რო­გო­რი ენერ­გე­ტი­კით მო­დი­ო­და ყო­ველ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, მთე­ლი ზა­ფხუ­ლის მან­ძილ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თე­ატ­რი შვე­ბუ­ლე­ბა­ში იყო, რამ­დენ­ჯერ­მე კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვე­ბით შე­მეხ­მი­ა­ნა. ერთი წუთი არ შე­უ­წყვე­ტია როლ­ზე მუ­შა­ო­ბა.

ვახო ჩა­ჩა­ნი­ძეს­თან პირ­ვე­ლად მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ (თუ არ ჩავ­თვლით პა­ტა­რა ეპი­ზოდს ერთ სა­ბავ­შვო სპექ­ტაკლში, სა­დაც უცხოპ­ლა­ნე­ტელს თა­მა­შობ­და). რაც ვა­ხომ მო­ა­ხერ­ხა ის არის, რომ გარ­და­ტე­ხა შეძ­ლო - რად­გა­ნაც ის კი­ნო­ხერ­ხით თა­მა­შის ოს­ტა­ტია, კარ­გად იცის კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა, სცე­ნა­ზე ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რა­დაა, ამი­ტომ ეს მარ­თლაც გა­და­სა­ლა­ხა­ვი პრობ­ლე­მა პერ­სო­ნა­ჟი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დაძ­ლია. ემო­ცი­ურ და ძა­ლის­მი­ერ გმირს თა­მა­შობს... ვა­ხოს ერთი სა­ო­ცა­რი თვი­სე­ბაც აქვს - თე­ატ­რში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნაა. არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მას პა­ტივს არ სცემ­დეს, რაც და­იმ­სა­ხუ­რა - სა­ო­ცა­რი კე­თილ­გან­წყო­ბის ადა­მი­ა­ნია, მის­თვის უცხოა ყო­ველ­გვა­რი შური, მით­ქმა-მოთ­ქმა, ინ­ტრი­გა, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ზე­მოთ დგას...

ვახო ჩა­ჩა­ნი­ძე:

- სა­ოც­ნე­ბო რო­ლია და ამა­ვე დროს რთუ­ლიც. ცუდი ის იყო, რომ ერთი თვე ცოტა იყო მას­ზე სა­მუ­შა­ოდ - დრო არ მეყო. ამ პი­ე­სას აშ­კა­რად მეტი დრო სჭირ­დე­ბა, ახა­ლა მე­სა­მე სპექ­ტაკ­ლი ვი­თა­მა­შეთ, მე­ა­თე უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

მოკ­ლედ, რთუ­ლია, თი­თო­ე­ულ გმირს იმ­დე­ნი ხაზი აქვს, ამის და­კარ­გვა სა­ცო­და­ო­ბა იქ­ნე­ბა, ანუ პი­ე­სა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, რომ ბევ­რი ფერი შექ­მნა და აჩ­ვე­ნო...

სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბი­სას, ჩემ­თვის მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე იყო, კი­ნო­ხერ­ხით არ მე­თა­მა­შა, რა­და­გან ბოლო დროს უმე­ტე­სად, კი­ნო­ში მი­წევს საქ­მი­ა­ნო­ბა...

- ვფიქ­რობ, რომ თავი გა­არ­თვი...

- თუ გა­მო­ვი­და, მა­გას რა სჯო­ბია?.. ახლა დამ­თავ­რდა სპექ­ტაკ­ლი და სცე­ნა­ზე ბევ­რი ტკი­ვი­ლი დავ­ტო­ვე... რო­გორც მომ­ღერ­ლის­თვი­საა სიმ­ღე­რა, მსა­ხი­ო­ბის­თვის არის სპექ­ტაკ­ლი. ემო­ცი­ე­ბის­გან იც­ლე­ბი.

- გიყ­ვარს შენი გმი­რი?

- კი, ვუ­თა­ნაგ­რძნობ ჩემს პერ­სო­ნაჟს...

ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლია - ერთი რამ შე­ე­შა­ლა, რაც სი­ცო­ცხლის ფა­სად და­უჯ­და...

- რაც შე­ხე­ბა თეკ­ლა ჯა­ვა­ხა­ძეს?

დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი:

- სპექ­ტაკლში არ არ­სე­ბობს მთა­ვა­რი და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი როლი. მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა­სი... მინ­და, აღ­ვნიშ­ნო მხატ­ვარ ლომ­გულ მუ­რუ­სი­ძის ღვაწ­ლიც - უკვე მე­რამ­დე­ნედ გა­მა­ო­ცა კოს­ტი­უ­მე­ბით, დე­კო­რა­ცი­ე­ბით, ყო­ველ ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნა­მუ­შე­ვა­რი აქვს...

მოკ­ლედ, ახლა ვე­ლო­დე­ბით მა­ყუ­რე­ბელს...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

"ბავშვური" თამაში დრამატული სასამართლო ფინალით - "კუდიანებზე ნადირობა" მოზარდ მაყურებელში

"ბავშვური" თამაში დრამატული სასამართლო ფინალით - "კუდიანებზე ნადირობა" მოზარდ მაყურებელში

პატარა გოგონების თითქოსდა უწყინარი "ბავშვური" თამაში საბოლოოდ დრამატულ სასამართლო პროცესში გადაიზრდა... ეს ამბავი 1692 წელს მასაჩუსეტსის პატარა ქალაქ სეილემში მოხდა...

ორად გახლეჩილ საზოგადოებას, "კუდიანებზე ნადირობას" და ადამიანთა ბედით თამაშს, სიყვარულსა და შურისძიებას, უფლის სახელით ჩადენილ ცოდვასა და ცხოველურ ვნებებს ხალხი მასობრივ ისტერიკამდე მიჰყავს...

ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილსის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ცოტა ხნის წინ უფროსი თაობის მაყურებელს ისტორიული დრამა, არტურ მილერის "სეილემის პროცესი" შესთავაზა, პიესა, რომელიც ნებისმიერი რეჟისორისთვის სასურველი სამუშაოა და უამრავ თემას სთავაზობს... თარგმანი ქეთევან ლორთქიფანიძეს და თემურ ჩხეიძეს ეკუთვნით.

დამდგმელი რეჟისორი და ადაპტირებული სცენური ვერსიის ავტორი დიმიტრი ხვთისიაშვილია.

დიმიტრი ხვთისიაშვილი, სპექტაკლის რეჟისორი, მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- "სეილემის პროცესი" მხოლოდ ჩემი საქები პიესა არ გახლავთ, არაერთი გამოკითხვით, XX საუკუნის საუკეთესო ნამუშევრად არის აღიარებული. ჩემთან მიმართებაში კი მას უცნაური ისტორია აქვს: როდესაც მარჯანიშვილის თეატრის მსხიობი ვიყავი, ქალბატონმა ლილი იოსელიანმა ასისტენტად ამიყვანა. რეჟისორობა რომ დავაპირე, ბატონმა თემურ ჩხეიძემ მითხრა - თუ ამ მიმართულებით ფიქრობ საქმიანობის გაგრძელებას, მოდი, მოვსინჯოთო და "სეილემის პროცესზე" (1994 წელი) ასისტენტად ამიყვანა... მას მერე 23 წელი გავიდა...

იყო ასეთი ეპიზოდიც - 2002 წელს პედაგოგიკაში დისერტაცია დავიცავი, ნიმუშად სწორედ ეს პიესა ავიღე და მსახიობებთან მოვსინჯე (ეს იყო თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტების ჯგუფი, რომელშიც სწავლობდნენ - ლევან ხურცია, ტატო ჩახუნაშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, ქეთი ხიტირი, ნინო მითაიშვილი, თეონა მაისუარძე და სხვა). მას მერეც 15 წელი გავიდა... სხვათა შორის, მაშინ აჩიკო სოლოღაშვილი და ქეთი ხიტირი დააჯილდოვეს - მათი შრომა წლის ყველაზე კარგ სტუდენტურ ნამუშევრად აღიარეს, თუმცა იმ სპექტაკლს დღევანდელთან საერთო არაფერი აქვს არც მხატვრული, არც მუსიკალური და ქორეოგრაფიული გადაწყვეტით.

- ე.ი. 15 წელი ემზადებოდით "სეილემის პროცესის" დასადგმელად...

- ასე გამოვიდა... ამ თეატრში 5 წელია ვმუშაობ. სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ამ ნაწარმოებით სათქმელი გვეთქვა? ამას მნიშვნელობა აქვს, რადგანაც "სეილემის პროცესი" პოლიტიკურ პიესად არის აღიარებული, ისევე, როგორც "კუდიანებზე ნადირობა" (ეს თემა XX საუკუნის 50-იანი წლების ამერიკაში გაჩნდა, რასაც მილერმა "სეილემი" მიუძღვნა).

მაგრამ არ მომწონს მოზარდმაყურებელთა თეატრის პოლიტიკაში გარევა, არადა, იმდენად მძლავრად არის პიესაში ეს თემა, რომ ვერ ავცდით, თუმცა უმეტესად ადამიანის ღირსებისა და ზნეობის შენარჩუნების საკითხზე მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა. ოღონდ, ერთი ცდუნებაც იყო - რელიგიური თემა, რომელიც თუ თანამედროვე საქართველოს გადავხედავთ, აქტუალურია და არც ამის აქცენტირება მინდოდა...

- თუმცა პიესა ამისკენ დიდ ბიძგს იძლევა…

- დიახ, რადგანაც სპექტაკლში 2 პერსონაჟი სამღვდელო პირია. მათი უშუალო მონაწილეობით სერიოზული ტრაგედია ხდება - ერთი მოტყუებულია, მეორე თავისი ოჯახიდან გამომდინარე, თვითგადარჩენისთვის იბრძვის. სინამდვილეში, ღმერთის და ეკლესიის სახელით, უდანაშაულო ადამიანები იწირებიან. ეს თემები კაცობრიობას მარადიულად აწუხებს ალბათ მას მერე, რაც არსებობს სახლმწიფო და ეკლესია... მაგრამ კიდევ უფრო მარადიული თემებია - ადამიანის ღირსება, ზნეობა, რაც ჩვენს თეატრს მეტად შეესაბამება და უმეტესად ამ მიმართულებას დავადექით.

- სპექტაკლი რა ასაკის მაყურებელზეა გათვლილი?

- ის საღამოს რეპერტუარშია და ვისაც აინტერესებს, ნახვა ყველას შეუძლია. უბრალოდ, ვაპირებთ, რომ თვეში ერთი ან ორი წარმოდგენა ვითამაშოთ, როგორც ერთგვარი საკულტო სპექტაკლი. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია. ჩვენს თეატრში არსებობს ისეთი რეპერტუარი, რაც მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს როგორც მაყურებელს, ასვევე მსახიობებს, საკუთარი თავი ნებისმიერ როლში გამოსცადონ. მაგალითად, მსახიობი თამარ მამულაშვილი "სეილემის პროცესში" თუ ერთ-ერთ სერიოზულ როლს თამაშობს (ელისაბედ პროქტორი), პარალელურად თაგვსაც წარმოადგენს "თაგუნებსა და ყველში", რადგანაც ვიმეორებ, თეატრის რეპერტუარია ასეთი. მოზარდმაყურებელთა თეატრის მიმართულებაც ხომ ეს არის? ასეთი მარავლფეროვნება კი მსახიობის შემოქმედებითი ზრდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- მგონი, უნიკალური მსახიობის ერთგვარ მოდელს ქმნით.

- კი, ასეა, რომ მსახიობმა და სპექტაკლმა ყველა ასაკის მაყურებლისთვის თანაბარი სიძლიერით და ენერგიით იმუშაოს... რაც შეხება აბონემენტს, მოთხოვნაა მაღალ კლასელებისგან, სტუდენტური კავშირებისგან... თუმცა თეატრს სალაროს მაყურებელიც აქტიურად ჰყავს...

- ვფიქრობ, რომ ამჯერადაც გაგიმართლეს მსახიობებმა?

- დიახ, მაგალითად, მსახიობმა თამარ მამულაშვილმა ვფიქრობ, ყველა ამოცანა, რაც იყო მის წინაშე დასახული, თავისი ნიჭიერებით, პროფესიონალიზმით განახორციელა. ძლიერი მსახიობია... სპექტაკლზე მუშაობისას ცოტა უცნაური რამ მოხდა - პრემიერამდე ერთი თვით ადრე, 2 საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონაჟის შემსრულებელი შეიცვალა, ხოლო ძირითადი ბირთვი განაწილებიდან მოყვება, მაგრამ ვფიქრობ, ამას არ უმოქმედია წარმოდგენაზე.

მინდა, შევჩერდე ნუგზარ ყურაშვილზე (რომელთანაც 4 სპექტაკლზე ვიმუშავე), ვხედავდი, როგორი ენერგეტიკით მოდიოდა ყოველ რეპეტიციაზე, მთელი ზაფხულის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ თეატრი შვებულებაში იყო, რამდენჯერმე კონკრეტული კითხვებით შემეხმიანა. ერთი წუთი არ შეუწყვეტია როლზე მუშაობა.

ვახო ჩაჩანიძესთან პირველად მომიწია მუშაობამ (თუ არ ჩავთვლით პატარა ეპიზოდს ერთ საბავშვო სპექტაკლში, სადაც უცხოპლანეტელს თამაშობდა). რაც ვახომ მოახერხა ის არის, რომ გარდატეხა შეძლო - რადგანაც ის კინოხერხით თამაშის ოსტატია, კარგად იცის კამერასთან მუშაობა, სცენაზე ყველაფერი სხვაგვარადაა, ამიტომ ეს მართლაც გადასალახავი პრობლემა პერსონაჟიდან გამომდინარე დაძლია. ემოციურ და ძალისმიერ გმირს თამაშობს... ვახოს ერთი საოცარი თვისებაც აქვს - თეატრში ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაა. არ მეგულება ადამიანი, რომელიც მას პატივს არ სცემდეს, რაც დაიმსახურა - საოცარი კეთილგანწყობის ადამიანია, მისთვის უცხოა ყოველგვარი შური, მითქმა-მოთქმა, ინტრიგა, ამ ყველაფერზე ზემოთ დგას...

ვახო ჩაჩანიძე:

- საოცნებო როლია და ამავე დროს რთულიც. ცუდი ის იყო, რომ ერთი თვე ცოტა იყო მასზე სამუშაოდ - დრო არ მეყო. ამ პიესას აშკარად მეტი დრო სჭირდება, ახალა მესამე სპექტაკლი ვითამაშეთ, მეათე უკეთესი იქნება.

მოკლედ, რთულია, თითოეულ გმირს იმდენი ხაზი აქვს, ამის დაკარგვა საცოდაობა იქნება, ანუ პიესა იმის საშუალებას გაძლევს, რომ ბევრი ფერი შექმნა და აჩვენო...

სპექტაკლზე მუშაობისას, ჩემთვის მთავარი სირთულე იყო, კინოხერხით არ მეთამაშა, რადაგან ბოლო დროს უმეტესად, კინოში მიწევს საქმიანობა...

- ვფიქრობ, რომ თავი გაართვი...

- თუ გამოვიდა, მაგას რა სჯობია?.. ახლა დამთავრდა სპექტაკლი და სცენაზე ბევრი ტკივილი დავტოვე... როგორც მომღერლისთვისაა სიმღერა, მსახიობისთვის არის სპექტაკლი. ემოციებისგან იცლები.

- გიყვარს შენი გმირი?

- კი, ვუთანაგრძნობ ჩემს პერსონაჟს...

ძალიან ტრაგიკულია - ერთი რამ შეეშალა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა...

- რაც შეხება თეკლა ჯავახაძეს?

დიმიტრი ხვთისიაშვილი:

- სპექტაკლში არ არსებობს მთავარი და მეორეხარისხოვანი როლი. მადლიერი ვარ ყველასი... მინდა, აღვნიშნო მხატვარ ლომგულ მურუსიძის ღვაწლიც - უკვე მერამდენედ გამაოცა კოსტიუმებით, დეკორაციებით, ყოველ ახალ წარმოდგენაზე შესანიშნავი ნამუშევარი აქვს...

მოკლედ, ახლა ველოდებით მაყურებელს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება