სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იქნებიან კალაძის გუნდის წევრები მერიაში - ახალი სახეები ახალი მერის გვერდით
ვინ იქნებიან კალაძის გუნდის წევრები მერიაში - ახალი სახეები ახალი მერის გვერდით

თბი­ლი­სის ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი მერი კახა კა­ლა­ძე დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბა­ში სა­კუ­თა­რი გუნ­დით მივა. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად უკვე სა­ხელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე პირი, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, კა­ლა­ძის გუნ­დის წევ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" წერს, კა­ლა­ძე მე­რი­ა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ ირაკ­ლი ხმა­ლა­ძის, მაია ბი­თა­ძის, ლაშა კვან­ტა­ლი­ა­ნი­სა და თე­მურ ბო­ლო­თაშ­ვი­ლის წაყ­ვა­ნას გეგ­მავს.

ირაკ­ლი ხმა­ლა­ძეს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრად მუ­შა­ო­ბი­სას კა­ლა­ძის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მან აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი და­ტო­ვა და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო კა­ლა­ძის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში. მან­ვე მო­ამ­ზა­და თბი­ლი­სის ურ­ბა­ნულ და ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო: თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში კახა კა­ლა­ძის გუნ­დის სა­ვა­რა­უ­დო წევ­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია

კახა კა­ლა­ძე ირაკ­ლი ხმა­ლა­ძეს­თან და მაია ბი­თა­ძეს­თან ერ­თად

მაია ბი­თა­ძე სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბამ­დე გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, რის შემ­დე­გაც მა­ნაც კა­ლა­ძის სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. მაია ბი­თა­ძეს უკავ­შირ­დე­ბა ეკო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ლა­ძის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის მომ­ზა­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბათ ლაშა კვან­ტა­ლი­ანს და თე­მურ ბო­ლო­თაშ­ვილს, ისი­ნიც კა­ლა­ძის სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში მუ­შა­ობ­დნენ. პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მისტ-კი­ბერ­ნე­ტი­კო­სი ლაშა კვან­ტა­ლი­ა­ნი მარ­თვის პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს კუ­რი­რებ­და. თუმ­ცა, ის ჯერ არ ადას­ტუ­რებს მე­რი­ა­ში შე­საძ­ლო გა­დას­ვლის სა­კითხს.

ლაშა კვან­ტა­ლი­ა­ნი

თე­მურ ბო­ლო­თაშ­ვი­ლი კი, რო­მე­ლიც მშე­ნებ­ლო­ბის და სივ­რცი­თი მო­წყო­ბის ექ­სპერ­ტია, კა­ლა­ძის ურ­ბა­ნულ პო­ლი­ტი­კა­ზე იმუ­შა­ვა.

ამას­თან, ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ოთხი პი­რი­დან ირაკ­ლი ხმა­ლა­ძე თბი­ლი­სის ვიცე-მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ იქნებიან კალაძის გუნდის წევრები მერიაში - ახალი სახეები ახალი მერის გვერდით

ვინ იქნებიან კალაძის გუნდის წევრები მერიაში - ახალი სახეები ახალი მერის გვერდით

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობაში საკუთარი გუნდით მივა. არაოფიციალურად უკვე სახელდება რამდენიმე პირი, რომლებიც თბილისის მერიაში, სავარაუდოდ, კალაძის გუნდის წევრები იქნებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსი" წერს, კალაძე მერიაში სავარაუდოდ ირაკლი ხმალაძის, მაია ბითაძის, ლაშა კვანტალიანისა და თემურ ბოლოთაშვილის წაყვანას გეგმავს.

ირაკლი ხმალაძეს ენერგეტიკის მინისტრად მუშაობისას კალაძის მოადგილის თანამდებობა ეკავა. წინასაარჩევნო პერიოდში მან აღნიშნული პოსტი დატოვა და აქტიურად ჩაერთო კალაძის საარჩევნო კამპანიაში. მანვე მოამზადა თბილისის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამები.

იხილეთ ვიდეო: თბილისის მერიაში კახა კალაძის გუნდის სავარაუდო წევრების ვინაობა ცნობილია

კახა კალაძე ირაკლი ხმალაძესთან და მაია ბითაძესთან ერთად

მაია ბითაძე სექტემბრის შუა რიცხვებამდე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, რის შემდეგაც მანაც კალაძის საარჩევნო შტაბში გადაინაცვლა. მაია ბითაძეს უკავშირდება ეკოლოგიური მიმართულებით კალაძის საარჩევნო პროგრამის მომზადება.

რაც შეეხებათ ლაშა კვანტალიანს და თემურ ბოლოთაშვილს, ისინიც კალაძის საარჩევნო შტაბში მუშაობდნენ. პროფესიით ეკონომისტ-კიბერნეტიკოსი ლაშა კვანტალიანი მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებდა. თუმცა, ის ჯერ არ ადასტურებს მერიაში შესაძლო გადასვლის საკითხს.

ლაშა კვანტალიანი

თემურ ბოლოთაშვილი კი, რომელიც მშენებლობის და სივრცითი მოწყობის ექსპერტია, კალაძის ურბანულ პოლიტიკაზე იმუშავა.

ამასთან, ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული ოთხი პირიდან ირაკლი ხმალაძე თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას დაიკავებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."