საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაეცანით უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების გვარებს, რომელთა პირადი მონაცემები აქამდე საიდუმლოდ ინახებოდა
გაეცანით უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების გვარებს, რომელთა პირადი მონაცემები აქამდე საიდუმლოდ ინახებოდა

AMBEGI.GE დიდი ხა­ნია, მკი­თხველს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი მე­ომ­რე­ბის შე­სა­ხებ აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას, მათი და­ღუპ­ვის თა­რიღ­სა და დაკ­რძალ­ვის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას და ა.შ... ამ ხნის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იპო­ვა თა­ვი­სი წი­ნა­პა­რი და მათი ნეშ­ტის სამ­შობ­ლო­ში გა­დას­ვე­ნე­ბაც და­გეგ­მა...

მას შემ­დეგ, რაც ქერჩსა და ყი­რიმ­ში სა­მარ­ხე­ბი გა­იხ­სნა და ასე­ვე, აქამ­დე და­ლუ­ქუ­ლი არ­ქი­ვე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და, პე­რი­ო­დუ­ლად გვაწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც ოჯა­ხის წევ­რებს უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ეგო­ნათ...

1 ოქ­ტომ­ბერს, ქა­ლაქ სე­ვას­ტო­პოლ­ში, სამ­ხედ­რო და­სახ­ლე­ბა­ში, სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს, წი­თე­ლარ­მი­ე­ლის ნეშ­ტი იპო­ვეს... სპე­ცი­ა­ლურ სამ­ძებ­რო კო­მი­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბის შემ­დეგ, აღ­მო­ა­ჩი­ნეს მე­ომ­რის მე­და­ლი­ო­ნიც, რო­მელ­მაც დროს გა­უძ­ლო და მფლო­ბე­ლის გვა­რი "შე­მო­ი­ნა­ხა..."

მე­და­ლო­ი­ო­ნი კვი­რო­სი სი­ნას ძე მა­ხა­რა­ძეს ეკუთ­ვნის (მე­უღ­ლე, ზ. მუ­ჯი­რი), რომ­ლის მი­სა­მარ­თიც კო­მი­ი­ის წევ­რებ­მა არ­ქივ­ში მო­ი­ძი­ეს, - ის 1922 (ან 1921) წელს, მა­ხა­რა­ძის (ახ­ლან­დე­ლი ოზურ­გე­თის) რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­თუ­ბი­ლევ­ში და­ი­ბა­და. სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში 1941 წლის 13 აგ­ვის­ტოს გა­იწ­ვი­ეს. სა­ზღვაო ქვე­ით­თა მე-7 ბრი­გა­და­ში, შავი ზღვის ფლოტ­ში მსა­ხუ­რობ­და და სე­ვას­ტო­პო­ლის ბრძო­ლე­ბი­სას, 1941 წლის 29 ოქ­ტომ­ბრი­დან, იმა­ვე წლის 8 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ი­კარ­გა.

ძებ­ნი­თი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის თქმით, ნეშ­ტი დრო­ე­ბით საძ­მო სა­საფ­ლა­ო­ზე გა­და­ას­ვე­ნეს და ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბას ცდი­ლო­ბენ... ის აქამ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და.

ასე­ვე, უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბი იპო­ვეს ქა­ლაქ ტა­გან­რო­გის სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ში. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ომის შემ­დეგ, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბით, მათი პი­რა­დი სა­ბუ­თე­ბი უნდა და­ეწ­ვათ, თუმ­ცა, არ­ქი­ვის მა­შინ­დელ­მა პერ­სო­ნალ­მა დო­კუ­მენ­ტა­ცია სა­ი­დუმ­ლოდ შე­ი­ნა­ხა. მათ მხო­ლოდ ახლა იხი­ლეს დღის სი­ნათ­ლე...

გე­გე­ში­ძე პარ­თე­ნი (პარ­მე­ნი) აბა­შის რა­ი­ო­ნი, სო­ფელ კო­ლო­უ­ბა­ნი (და­ბა­დე­ბის წელი მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის)

წუ­ლა­ია ერ­მო­ლაი (ან ერ­მი­ლე), ფი­ლი­პეს ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1905 წელს, აბა­შის რა­ი­ო­ნი, სო­ფელ სუ­ჯი­ნა­ში.

კო­ნი­აშ­ვი­ლი სო­ლო­მონ, და­ვი­თის ძე, ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნი, სო­ფე­ლი გა­რონ­ჟი (?)

კო­ბე­რი­ძე ლე­ო­ნიდ, ევსტა­ხის ძე, ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნი (სო­ფე­ლი იგი­ვე).

მაღ­ლა­კა­ძე (მაღ­ლა­კე­ლი­ძე) დო­მენ­ტი ან­დრე­ის ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1905 წელს, სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭა­გან­ში.

ბლი­ა­ძე (პლე­ა­ძე) პლა­ტონ გაბ­რი­ე­ლის ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1902 წელს, სო­ფე­ლი კუ­ი­დი (?) ან ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი გი­ორ­გიწ­მინ­და.

ხა­ჩი­ძე ვლა­დი­მირ კონ­სტან­ტი­ნეს ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1900 წელს ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი სად­გე­რი, მე­უღ­ლე თა­მარ ნი­კო­ლო­ზის ასუ­ლი...

ჭი­ლა­ძე ამ­ბრო­სი პარ­ტი­ნოს (მარ­ტი­ნოს ან პარ­მე­ნის) ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი სა­ჩხე­რე­ში.

ტა­ტუ­აშ­ვი­ლი და­ვით, ივა­ნეს /9ან ნი­კო­ლო­ზის) ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1905 ან 1906 წელს, გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ფლავ­ში.

ცეს­ტაშ­ვი­ლი (ან წი­თაშ­ვი­ლი) აბ­რა­ამ კნე­გოს ძე, სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი სა­ქო­ბო.

ჩან­გო­ვა­ძე (ჩო­გო­ვა­ძე) ვარ­ლამ მი­ხე­ი­ლის ძე, ქუ­თა­ი­სი, სო­ფელ ანურჩხი. 

ჩუ­ნაშ­ვი­ლი (ჭო­ნიშ­ვი­ლი) გრი­გო­ლი ლე­ვა­ნის ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1915 ყვარ­ლის რა­ი­ონ­ში.

ამას­თან ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რუ­სეთ-ფი­ნე­თის ომი­დან, გერ­მა­ნი­ის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ქარ­თვე­ლი ფარ­მა­ცევ­ტის, გიორ­გი არ­ჩი­ლის ძე სეხ­ნი­აშ­ვი­ლის სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, პლე­ხა­ნო­ვის # 80-ში ცხოვ­რობ­და. მე­უღ­ლე - ნინა სერ­გე­ის ასუ­ლი. შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ მო­ი­პო­ვე­ბა.

1907 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი სეხ­ნი­აშ­ვი­ლი, ქა­ლაქ ტა­გან­როგ­ში, 1941 წელს, უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა. ფარ­მა­ცევ­ტი, თა­ვის სპე­ცი­ა­ლო­ბით, საბ­ჭო­თა არ­მი­ა­ში 12 წელი მსა­ხუ­რობ­და. ის სსრკ-ფი­ნე­თის ომის მო­ნა­წი­ლეც იყო...

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, ის ქა­ლაქ ბერ­დი­ანსკის ალ­ყის დროს მძი­მედ და­იჭ­რა და გერ­მა­ნე­ლებ­მა ტყვედ აიყ­ვა­ნეს... რო­გორც მისი ფრონ­ტე­ლი მე­გო­ბა­რი, ებ­რა­ე­ლი ოფი­ცე­რი იხ­სე­ნებს, მან ქარ­თვე­ლი ფა­რა­ცევ­ტი გერ­მა­ნულ ბა­ნაკ­ში, როს­ტო­ვის ოლ­ქის, სო­ფელ ლა­ტო­ნო­ვო­ში გა­იც­ნო. მისი თქმით, ის მას ლუკ­მას უყოფ­და. რო­დე­საც გერ­მა­ნელ­მა ოფი­ცე­რებ­მა, ის ებ­რა­ე­ლი ოფიც­რის მფარ­ვე­ლო­ბის გამო, გა­აფრ­თხი­ლეს და დახ­ვრე­ტით და­ე­მუქრნენ, მან ებ­რა­ელ­თან ერ­თად ბა­ნა­კი­დან გაქ­ცე­ვა და­გეგ­მა...

"რო­გორც კი ბა­ნა­კი­დან გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, გა­ვი­პა­რეთ. რა დრო­საც მძი­მედ და­ვი­ჭე­რი და გი­ორ­გი არ­ჩი­ლის ძემ, ქა­ლაქ ტა­გან­რო­გის უახ­ლო­ეს სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე, რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რით ზურ­გით მა­ტა­რა. ჭრი­ლო­ბას­თან ერ­თად, ტი­ფი­თაც ვი­ყა­ვი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი..." - იხ­სე­ნებს ებ­რა­ე­ლი ოფი­ცე­რი, რომ­ლის თქმი­თაც, ტა­გან­როგ­ში, სეხ­ნი­აშ­ვილ­საც ტიფი შე­ყა­რა.

"ის ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და კარ­გი მო­სა­უბ­რე იყო... სწო­რედ იქ გა­ი­გეს, რომ სპე­ცი­ა­ლო­ბით ფარ­ცევ­ტი იყო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ტო­ვეს... ად­გი­ლობ­რი­ვი რენდგე­ნო­ლო­გის, გვა­რად ლა­უ­რის დახ­მა­რე­ბით, მან ქა­ლა­ქი პატ­რი­ო­ტე­ბი გა­იც­ნო. სწო­რედ მათ და­ა­ვა­ლეს ექი­მე­ბის ია­ტაკ­ქვე­შა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა... მე­დი­კე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო სა­წყობ­ში, ია­რაღს მა­ლავ­დნენ... გი­ორ­გი, რა­დი­ოს სა­შუ­ა­ლე­ბით იღებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას და მათ ფრონ­ტის ამ­ბებს აწ­ვდი­და. მას ხელ­ში სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნა ჩა­უ­ვარ­და და პროკ­ლა­მა­ცი­ებს ავ­რცე­ლებ­და... მან ძა­ლი­ან ბევ­რი დაჭ­რი­ლი მე­ო­მა­რი სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა.

ამას­თან, მას ხელი მე­დი­კა­მენ­ტებ­ზეც მი­უწ­ვდე­ბო­და და "ქა­ლა­ქის პატ­რი­ო­ტებს" აწ­ვდი­და... ის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით, სამ­ხედ­რო­ე­ბის გაქ­ცე­ვას გეგ­მავ­და... თუმ­ცა, 1943 წელს ის და­ა­პა­ტიმ­რეს, მან გაქ­ცე­ვა კი­დევ ერთხელ სცა­და, თუმ­ცა არ გა­მო­უ­ვი­და. 1943 წლის 12 ივ­ნისს, ქა­ლა­ქის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე 2 თვე ნა­ხევ­რით ადრე, გერ­მა­ნე­ლებ­მა ის დახ­ვრი­ტეს..."

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

ლალი
0

ვეძებ პაპას, გრიგოლ ილიას ძე ნოზაძეს. რომელიც იბრძოდა ქერჩში.

გაეცანით უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების გვარებს, რომელთა პირადი მონაცემები აქამდე საიდუმლოდ ინახებოდა

გაეცანით უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების გვარებს, რომელთა პირადი მონაცემები აქამდე საიდუმლოდ ინახებოდა

AMBEGI.GE დიდი ხანია, მკითხველს მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების შესახებ აწვდის ინფორმაციას, მათი  დაღუპვის თარიღსა და დაკრძალვის ადგილმდებარეობას და ა.შ... ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრმა ადამიანმა იპოვა თავისი წინაპარი და მათი ნეშტის სამშობლოში გადასვენებაც დაგეგმა...

მას შემდეგ, რაც ქერჩსა და ყირიმში სამარხები გაიხსნა და ასევე, აქამდე დალუქული არქივები ხელმისაწვდომი გახდა, პერიოდულად გვაწვდიან ინფორმაციას იმ ადამიანებზე, ვინც ოჯახის წევრებს უგზო-უკვლოდ დაკარგული ეგონათ...

1 ოქტომბერს, ქალაქ სევასტოპოლში, სამხედრო დასახლებაში, სამშენებლო სამუშაოების დროს, წითელარმიელის ნეშტი იპოვეს... სპეციალურ სამძებრო კომისიასთან დაკავშირების შემდეგ, აღმოაჩინეს მეომრის მედალიონიც, რომელმაც დროს გაუძლო და მფლობელის გვარი "შემოინახა..."

მედალოიონი კვიროსი სინას ძე მახარაძეს ეკუთვნის (მეუღლე, ზ. მუჯირი), რომლის მისამართიც კომიიის წევრებმა არქივში მოიძიეს, - ის 1922 (ან 1921) წელს, მახარაძის (ახლანდელი ოზურგეთის) რაიონის სოფელ ნათუბილევში დაიბადა. სავალდებულო სამსახურში 1941 წლის 13 აგვისტოს გაიწვიეს. საზღვაო ქვეითთა მე-7 ბრიგადაში, შავი ზღვის ფლოტში მსახურობდა და სევასტოპოლის ბრძოლებისას, 1941 წლის 29 ოქტომბრიდან, იმავე წლის 8 ნოემბრის შუალედში დაიკარგა.

ძებნითი კომისიის წევრების თქმით, ნეშტი დროებით საძმო სასაფლაოზე გადაასვენეს და ოჯახთან დაკავშირებას ცდილობენ... ის აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

ასევე, უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების დოკუმენტები იპოვეს ქალაქ ტაგანროგის საარქივო მასალებში. არსებული ინფორმაციით, ომის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლების ბრძანებით, მათი პირადი საბუთები უნდა დაეწვათ, თუმცა, არქივის მაშინდელმა პერსონალმა დოკუმენტაცია საიდუმლოდ შეინახა. მათ მხოლოდ ახლა იხილეს დღის სინათლე...

გეგეშიძე პართენი (პარმენი) აბაშის რაიონი, სოფელ კოლოუბანი (დაბადების წელი მითითებული არ არის)

წულაია ერმოლაი (ან ერმილე), ფილიპეს ძე, დაბადებული 1905 წელს, აბაშის რაიონი, სოფელ სუჯინაში.

კონიაშვილი სოლომონ, დავითის ძე, ქარელის რაიონი, სოფელი გარონჟი (?)

კობერიძე ლეონიდ, ევსტახის ძე, ქარელის რაიონი (სოფელი იგივე).

მაღლაკაძე (მაღლაკელიძე) დომენტი ანდრეის ძე, დაბადებული 1905 წელს, სამტრედიის რაიონის სოფელ ჭაგანში.

ბლიაძე (პლეაძე) პლატონ გაბრიელის ძე, დაბადებული 1902 წელს, სოფელი კუიდი (?) ან ახალციხის რაიონის სოფელი გიორგიწმინდა.

ხაჩიძე ვლადიმირ კონსტანტინეს ძე, დაბადებული 1900 წელს ბორჯომის რაიონის სოფელი სადგერი, მეუღლე თამარ ნიკოლოზის ასული...

ჭილაძე ამბროსი პარტინოს (მარტინოს ან პარმენის) ძე, დაბადებული საჩხერეში.

ტატუაშვილი დავით, ივანეს /9ან ნიკოლოზის) ძე, დაბადებული 1905 ან 1906 წელს, გორის რაიონის სოფელ ფლავში.

ცესტაშვილი (ან წითაშვილი) აბრაამ კნეგოს ძე, სიღნაღის რაიონის სოფელი საქობო.

ჩანგოვაძე (ჩოგოვაძე) ვარლამ მიხეილის ძე, ქუთაისი, სოფელ ანურჩხი. 

ჩუნაშვილი (ჭონიშვილი) გრიგოლი ლევანის ძე, დაბადებული 1915 ყვარლის რაიონში.

ამასთან ცნობილი ხდება, რუსეთ-ფინეთის ომიდან, გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილი ქართველი ფარმაცევტის, გიორგი არჩილის ძე სეხნიაშვილის საოცარი ისტორია, რომელიც თბილისში, პლეხანოვის # 80-ში ცხოვრობდა. მეუღლე - ნინა სერგეის ასული. შვილების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

1907 წელს, საქართველოში დაბადებული გიორგი სეხნიაშვილი, ქალაქ ტაგანროგში, 1941 წელს, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ფარმაცევტი, თავის სპეციალობით, საბჭოთა არმიაში 12 წელი მსახურობდა. ის სსრკ-ფინეთის ომის მონაწილეც იყო...

მეორე მსოფლიო ომის დროს, ის ქალაქ ბერდიანსკის ალყის დროს მძიმედ დაიჭრა და გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს... როგორც მისი ფრონტელი მეგობარი, ებრაელი ოფიცერი იხსენებს, მან ქართველი ფარაცევტი გერმანულ ბანაკში, როსტოვის ოლქის, სოფელ ლატონოვოში გაიცნო. მისი თქმით, ის მას ლუკმას უყოფდა. როდესაც გერმანელმა ოფიცერებმა, ის ებრაელი ოფიცრის მფარველობის გამო, გააფრთხილეს და დახვრეტით დაემუქრნენ, მან ებრაელთან ერთად ბანაკიდან გაქცევა დაგეგმა...

"როგორც კი ბანაკიდან გასვლის საშუალება მოგვეცა, გავიპარეთ. რა დროსაც მძიმედ დავიჭერი და გიორგი არჩილის ძემ, ქალაქ ტაგანროგის უახლოეს საავადმყოფომდე, რამდენიმე კილომეტრით ზურგით მატარა. ჭრილობასთან ერთად, ტიფითაც ვიყავი დაავადებული..." - იხსენებს ებრაელი ოფიცერი, რომლის თქმითაც, ტაგანროგში, სეხნიაშვილსაც ტიფი შეყარა.

"ის ძალიან განათლებული და კარგი მოსაუბრე იყო... სწორედ იქ გაიგეს, რომ სპეციალობით ფარცევტი იყო და საავადმყოფოში დატოვეს... ადგილობრივი რენდგენოლოგის, გვარად ლაურის დახმარებით, მან ქალაქი პატრიოტები გაიცნო. სწორედ მათ დაავალეს ექიმების იატაკქვეშა ორგანიზაციის ჩამოყალიბება... მედიკები, სამედიცინო საწყობში, იარაღს მალავდნენ... გიორგი, რადიოს საშუალებით იღებდა ინფორმაციას და მათ ფრონტის ამბებს აწვდიდა. მას ხელში საბეჭდი მანქანა ჩაუვარდა და პროკლამაციებს ავრცელებდა... მან ძალიან ბევრი დაჭრილი მეომარი სიკვდილს გადაარჩინა.

ამასთან, მას ხელი მედიკამენტებზეც მიუწვდებოდა და "ქალაქის პატრიოტებს" აწვდიდა... ის გაყალბებული დოკუმენტაციით, სამხედროების გაქცევას გეგმავდა... თუმცა, 1943 წელს ის დააპატიმრეს, მან გაქცევა კიდევ ერთხელ სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. 1943 წლის 12 ივნისს, ქალაქის გათავისუფლებამდე 2 თვე ნახევრით ადრე, გერმანელებმა ის დახვრიტეს..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE