პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლიდერთა საბჭო" არჩევნების წინასწარ შედეგებს სრულ უნდობლობას უცხადებს
"ლიდერთა საბჭო" არჩევნების წინასწარ შედეგებს სრულ უნდობლობას უცხადებს

"ლი­დერ­თა საბ­ჭოს" წევ­რე­ბი სრულ უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დე­ბენ 21 ოქ­ტომ­ბრის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წარ შე­დე­გებს, - ამის შე­სა­ხებ "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი წი­ნას­წარ და­ი­გეგ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან.

"ჩვენ, სა­არ­ჩევ­ნო მო­ნი­ტო­რინ­გში მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლოს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, უკი­დუ­რეს შეშ­ფო­თე­ბას გა­მოვ­თქვამთ 2017 წლის 21 ოქ­ტომ­ბრის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით, ამ არ­ჩევ­ნებ­ზე არ იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო, რაც უხე­შად არ­ღვევს სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის პრინ­ციპს. ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით, ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი წი­ნას­წარ და­ი­გეგ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­ვი­და იმ ნიშ­ნულ­ზე, რომ­ლის მიღ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გზით. ესაა ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ტენ­დენ­ცია, რაც კი შე­იძ­ლე­ბა იყოს ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის­თვი­საც მარ­თლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბის არ­სე­ბო­ბა.

ჩვენ აქ მყო­ფი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი და "ლი­დერ­თა საბ­ჭოს" სხვა წევ­რე­ბი შევ­თან­ხმდით, რომ სრულ უნ­დობ­ლო­ბას ვუ­ცხა­დებთ არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წარ შე­დე­გებს, რომ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მძი­მე დარ­ღვე­ვე­ბის შე­დე­გად ყვე­ლა ციკლზე გა­მოჩ­ნდა. სრულ უნ­დობ­ლო­ბას ვუ­ცხა­დებთ არ­ჩევ­ნე­ბის იმ შე­დე­გებს, რო­მელ­საც ფორ­მა­ლუ­რად ჰქვია წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი, მაგ­რამ, რო­მე­ლიც, პრაქ­ტი­კუ­ლად, უკვე სა­ბო­ლოო შე­დე­გი გახ­ლავთ", - გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის დროს, უპ­რე­ცე­დენ­ტო კონ­ტრო­ლი იყო ხმებ­ზე.

"მიგ­ვაჩ­ნია, რომ 2017 წლის 21 ოქ­ტომ­ბრის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და არა­სა­მარ­თლი­ან და არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ გა­რე­მო­ში, ტო­ტა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის და მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის ფონ­ზე", - აღ­ნიშ­ნა მან.

დე­ტა­ლებ­თან და დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ლი­დერ­თა საბ­ჭოს" წევ­რე­ბი უკვე ცალ-ცალ­კე ჩა­ა­ტა­რე­ბენ ბრი­ფინ­გებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ლიდერთა საბჭო" არჩევნების წინასწარ შედეგებს სრულ უნდობლობას უცხადებს

"ლიდერთა საბჭო" არჩევნების წინასწარ შედეგებს სრულ უნდობლობას უცხადებს

"ლიდერთა საბჭოს" წევრები სრულ უნდობლობას უცხადებენ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ შედეგებს, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგები წინასწარ დაიგეგმა ხელისუფლების მხრიდან.

"ჩვენ, საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიები, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი და კონკურენტული გარემო, რაც უხეშად არღვევს სამართლიანი არჩევნების პრინციპს. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნების შედეგები წინასწარ დაიგეგმა ხელისუფლების მხრიდან. არსებული ხელისუფლების პირობებში საქართველოში საარჩევნო გარემო კიდევ უფრო გაუარესდა და ფაქტობრივად, მივიდა იმ ნიშნულზე, რომლის მიღმა ხელისუფლების გადაცემა შეუძლებელი ხდება არჩევნების გზით. ესაა ყველაზე სახიფათო ტენდენცია, რაც კი შეიძლება იყოს ქვეყანაში, რომლისთვისაც მართლა მნიშვნელოვანია სტაბილურობა და ქვეყანაში მშვიდობის არსებობა.

ჩვენ აქ მყოფი პოლიტიკური ლიდერები და "ლიდერთა საბჭოს" სხვა წევრები შევთანხმდით, რომ სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომლის ჩამოყალიბება მძიმე დარღვევების შედეგად ყველა ციკლზე გამოჩნდა. სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების იმ შედეგებს, რომელსაც ფორმალურად ჰქვია წინასწარი შედეგები, მაგრამ, რომელიც, პრაქტიკულად, უკვე საბოლოო შედეგი გახლავთ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული არჩევნების დროს, უპრეცედენტო კონტროლი იყო ხმებზე.

"მიგვაჩნია, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა არასამართლიან და არადემოკრატიულ გარემოში, ტოტალური დარღვევების და მანიპულირების ფონზე", - აღნიშნა მან.

დეტალებთან და დარღვევებთან დაკავშირებით "ლიდერთა საბჭოს" წევრები უკვე ცალ-ცალკე ჩაატარებენ ბრიფინგებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."