სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო უყოყმანოდ სიკვდილი მეგობრების გადასარჩენად..." - დღეს საქართველოს ეროვნული გმირი ზაზა დამენია 45 წლის გახდებოდა
"ეს იყო უყოყმანოდ სიკვდილი მეგობრების გადასარჩენად..." - დღეს საქართველოს ეროვნული გმირი ზაზა დამენია 45 წლის გახდებოდა

სა­ქარ­თვე­ლოს სულ 13 ეროვ­ნუ­ლი გმი­რი ჰყავს, მათ შო­რის არის ზაზა და­მე­ნია, რო­მე­ლიც დღეს 45 წლის გახ­დე­ბო­და...

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კაპ­რა­ლი, 2002 წელს ჩა­ი­რი­ცხა ვა­ზი­ა­ნის მე-11 მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი მსუ­ბუ­ქი ქვე­ი­თი კო­მან­დოს მე­სა­მე ასე­ულ­ში. 2004 წლის აგ­ვის­ტო­ში, ის, ცხინ­ვა­ლის მი­სად­გო­მებ­თან იბ­რძო­და. 16 აგ­ვის­ტოს, სა­მა­ჩაბ­ლო­ში, თლი­ა­ყა­ნის მი­სად­გო­მებ­თან, მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ სან­გარ­ში ხელ­ყუმ­ბა­რა ჩა­აგ­დო. მტრის მიერ ჩაგ­დე­ბულ ხელ­ყუმ­ბა­რას, ზაზა სხე­უ­ლით გა­და­ე­ფა­რა და სამი თა­ნა­მებ­რძო­ლი გარ­და­უ­ვა­ლი სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნა...

შემ­დეგ, თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი იგო­ნებ­დნენ, რომ ზა­ზას­თვის და­ძა­ხე­ბაც ვერ მო­ას­წრეს, ეს ისე სწრა­ფად გა­ა­კე­თა, - "ეს იყო იმ­პულ­სი, თავ­გან­წირ­ვის, მე­გობ­რე­ბის გამო, და­უ­ფიქ­რებ­ლად უყოყ­მა­ნოდ სიკ­ვდი­ლი მე­გობ­რე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ან აქვს ან არა და ამას ასე, იმ­პულ­სურ მოქ­მე­დე­ბებ­ში მიხ­ვდე­ბი... ზა­ზას ბუ­ნე­ბა­ში ეს ინ­სტიქ­ტი­ვით ჰქონ­და და შეძ­ლო, - მან იქვე მყო­ფი სამი თა­ნა­მებ­რძო­ლი გა­და­არ­ჩი­ნა, რომ­ლე­ბიც გან­წი­რუ­ლი იყ­ვნენ... და­ღუპ­ვამ­დე ორი დღით ადრე, ნაღ­მის აფეთ­ქე­ბის დროს თვა­ლებ­ში მიწა შე­ე­ყა­რა და მხედ­ვე­ლო­ბა და­უქ­ვე­ით­და. ოც­მე­თა­ურ­მა სახ­ლში წას­ვლა შეს­თა­ვა­ზა. ზა­ზამ იუ­ა­რა, წიგ­ნის კი­თხვა არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ მტერს კი ვხე­დავ და სხვას თუ არა­ა­ფე­რი, ტყვი­ას ხომ მა­ინც გა­და­გი­ტე­ნი­თო..." - ჰყვე­ბი­ან ისი­ნი.

ზაზა და­მე­ნი­ას, სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, 2004 წლის 26 აგ­ვის­ტოს გან­კარ­გუ­ლე­ბით, - სამ­შობ­ლოს დაც­ვი­სა და ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლებ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მა­ცო­ბი­სა და გა­მორ­ჩე­უ­ლი გმი­რო­ბის­თვის ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვეს.

"კო­მან­დოს" ბა­ტა­ლი­ო­ნის კაპ­რა­ლის­თვის ცხინ­ვა­ლის მი­სად­გო­მე­ბი პირ­ვე­ლი ბრძო­ლა არ ყო­ფი­ლა, - ის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის 90-იანი წლე­ბი­დან იბ­რძო­და, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის ომებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მას მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი დარ­ჩა.

ხა­თუ­ნა და­მე­ნია, ზაზა და­მე­ნი­ას მე­უღ­ლე:

- ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ, უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი იყო, რომ ზაზა ერედვ­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო. მი­თხრა - ხათუ, გორ­ში მივ­დი­ვა­რო... იმ დღეს, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბის შე­სა­ძე­ნად წა­ვე­დით, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, თით­ქოს გული ცუდს მიგ­რძნობ­და... მამ­შვი­დებ­და, რომ სა­შიშ ზო­ნა­ში არ მი­დი­ო­და. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბი­სას, მე და გი­ორ­გის ჩაგ­ვე­ხუ­ტა და გვი­თხრა, - რო­დის გნა­ხავთ კი­დევ, არა­ვინ იცი­სო... ეს იყო ჩვე­ნი ბოლო შეხ­ვედ­რა... სამ­წუ­ხა­როდ, უკან ვე­ღარ დაბ­რუნ­და.

წლე­ბის შემ­დეგ, ხა­თუ­ნა და­მე­ნი­ამ გმი­რუ­ლად და­ღუ­პუ­ლი მე­უღ­ლის ხსნოვ­ნას წიგ­ნი მი­უ­ძღვნა, სა­დაც მუდ­მი­ვად მო­ნატ­რე­ბულ მე­უღ­ლეს­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი გა­ა­ცო­ცხლა...

მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმ დღე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო პრო­ცე­სებს ასა­ი­დუმ­ლო­ებ­და, - მხო­ლოდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ იმ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ოს სე­პა­რა­ტის­ტთა მხა­რემ ერთი, ქარ­თულ­მა კი, - 16 მებ­რძო­ლი და­კარ­გა. 

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ეს იყო უყოყმანოდ სიკვდილი მეგობრების გადასარჩენად..." - დღეს საქართველოს ეროვნული გმირი ზაზა დამენია 45 წლის გახდებოდა

"ეს იყო უყოყმანოდ სიკვდილი მეგობრების გადასარჩენად..." - დღეს საქართველოს ეროვნული გმირი ზაზა დამენია 45 წლის გახდებოდა

საქართველოს სულ 13 ეროვნული გმირი ჰყავს, მათ შორის არის ზაზა დამენია, რომელიც დღეს 45 წლის გახდებოდა...

საქართველოს ეროვნული გმირი, შეიარაღებული ძალების კაპრალი, 2002 წელს ჩაირიცხა ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში. 2004 წლის აგვისტოში, ის, ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. 16 აგვისტოს, სამაჩაბლოში, თლიაყანის მისადგომებთან, მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარა ჩააგდო. მტრის მიერ ჩაგდებულ ხელყუმბარას, ზაზა სხეულით გადაეფარა და სამი თანამებრძოლი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა...

შემდეგ, თანამებრძოლები იგონებდნენ, რომ ზაზასთვის დაძახებაც ვერ მოასწრეს, ეს ისე სწრაფად გააკეთა, - "ეს იყო იმპულსი, თავგანწირვის, მეგობრების გამო, დაუფიქრებლად უყოყმანოდ სიკვდილი მეგობრების გადასარჩენად, რომელიც ადამიანს ან აქვს ან არა და ამას ასე, იმპულსურ მოქმედებებში მიხვდები... ზაზას ბუნებაში ეს ინსტიქტივით ჰქონდა და შეძლო, - მან იქვე მყოფი სამი თანამებრძოლი გადაარჩინა, რომლებიც განწირული იყვნენ... დაღუპვამდე ორი დღით ადრე, ნაღმის აფეთქების დროს თვალებში მიწა შეეყარა და მხედველობა დაუქვეითდა. ოცმეთაურმა სახლში წასვლა შესთავაზა. ზაზამ იუარა, წიგნის კითხვა არ შემიძლია, მაგრამ მტერს კი ვხედავ და სხვას თუ არააფერი, ტყვიას ხომ მაინც გადაგიტენითო..." - ჰყვებიან ისინი.

ზაზა დამენიას, სიკვდილის შემდეგ, 2004 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით, - სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისთვის ეროვნული გმირის წოდებით დააჯილდოვეს.

"კომანდოს" ბატალიონის კაპრალისთვის ცხინვალის მისადგომები პირველი ბრძოლა არ ყოფილა, - ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 90-იანი წლებიდან იბრძოდა, აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში მონაწილეობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

ხათუნა დამენია, ზაზა დამენიას მეუღლე:

- ერთ ამბავს გავიხსენებ, უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ზაზა ერედვში უნდა წასულიყო. მითხრა - ხათუ, გორში მივდივარო... იმ დღეს, საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად წავედით, ძალიან ვნერვიულობდი, თითქოს გული ცუდს მიგრძნობდა... მამშვიდებდა, რომ საშიშ ზონაში არ მიდიოდა. სახლში დაბრუნებისას, მე და გიორგის ჩაგვეხუტა და გვითხრა, - როდის გნახავთ კიდევ, არავინ იცისო... ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა... სამწუხაროდ, უკან ვეღარ დაბრუნდა.

წლების შემდეგ, ხათუნა დამენიამ გმირულად დაღუპული მეუღლის ხსნოვნას წიგნი მიუძღვნა, სადაც მუდმივად მონატრებულ მეუღლესთან გატარებული დღეები გააცოცხლა...

მაშინდელი ხელისუფლება იმ დღეებში მიმდინარე სამხედრო პროცესებს ასაიდუმლოებდა, - მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ იმ საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ოს სეპარატისტთა მხარემ ერთი, ქართულმა კი, - 16 მებრძოლი დაკარგა. 

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს