საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გახდება საქართველოს 4 დიდი ქალაქის მერი და სად ინიშნება მეორე ტური - ცესკო-ს მონაცემები ამ დროისთვის
ვინ გახდება საქართველოს 4 დიდი ქალაქის მერი და სად ინიშნება მეორე ტური - ცესკო-ს მონაცემები ამ დროისთვის

ცეს­კო-მ თბი­ლი­სის 737-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბის დათ­ვლა უკვე და­ას­რულ­და. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში 51,06 %-ით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი კახა კა­ლა­ძე პირ­ველ ად­გილ­ზე, 17,46 %-ით კი მე­ო­რე ად­გილ­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტი ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლი გა­ვი­და.

თბი­ლი­სის მო­ნა­ცე­მე­ბი

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს 4 დიდი ქა­ლა­ქის - ქუ­თა­ი­სის, ბა­თუ­მის, რუს­თა­ვი­სა და ფო­თის მო­ნა­ცე­მებს, ცეს­კო-ს წი­ნას­წა­რი დათ­ვლე­ბის შე­დე­გე­ბი ასე­თია:

ქუ­თა­ი­სის მო­ნა­ცე­მე­ბი

დათ­ვლი­ლია 124უბ­ნი­დან 119 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით და აქ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი გი­ორ­გი ჭიღ­ვა­რია უს­წრებს კონ­კუ­რენ­ტებს, თუმ­ცა ვერ ლა­ხავს 50%-იან ზღვარს, შე­სა­ბა­მი­სად ქუ­თა­ის­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია მე­ო­რე ტური.

ბა­თუ­მის მო­ნა­ცე­მე­ბი

ბა­თუმ­ში 103 უბ­ნი­დან დათ­ვლი­ლია 102 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი ლაშა კო­მა­ხი­ძე ლი­დე­რობს 55.67%-ით, და­ნარ­ჩე­ნი კან­დი­და­ტე­ბის პრო­ცენ­ტე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა

რუს­თა­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი

რუს­თავ­ში 87 უბ­ნი­დან დათ­ვლი­ლია 82 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი და აქაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ირაკ­ლი ტა­ბა­ღუა ლი­დე­რობს 53.05&-ით. და­ნარ­ჩე­ნი კან­დი­და­ტე­ბის პრო­ცენ­ტე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

ფო­თის მო­ნა­ცე­მე­ბი

ფოთ­ში 32 უბ­ნი­დან დათ­ვლი­ლია 31 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი და აქაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მე­რო­ბის კან­დი­და­ტი გოჩა კურ­დღე­ლია ლი­დე­რობს, მას 54,92% აქვს. და­ნარ­ჩე­ნი კან­დი­და­ტე­ბის პრო­ცენ­ტე­ბი ასე­თია:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ვინ გახდება საქართველოს 4 დიდი ქალაქის მერი და სად ინიშნება მეორე ტური - ცესკო-ს მონაცემები ამ დროისთვის

ვინ გახდება საქართველოს 4 დიდი ქალაქის მერი და სად ინიშნება მეორე ტური - ცესკო-ს მონაცემები ამ დროისთვის

ცესკო-მ თბილისის 737-ვე უბნის მონაცემების დათვლა უკვე დაასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,06 %-ით "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე პირველ ადგილზე, 17,46 %-ით კი მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი გავიდა.

თბილისის მონაცემები

რაც შეეხება საქართველოს 4 დიდი ქალაქის - ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის მონაცემებს, ცესკო-ს წინასწარი დათვლების შედეგები ასეთია:

ქუთაისის მონაცემები

დათვლილია 124 უბნიდან 119 უბნის მონაცემების მიხედვით და აქ "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი ჭიღვარია უსწრებს კონკურენტებს, თუმცა ვერ ლახავს 50%-იან ზღვარს, შესაბამისად ქუთაისში მოსალოდნელია მეორე ტური.

ბათუმის მონაცემები

ბათუმში 103 უბნიდან დათვლილია 102 უბნის მონაცემები და "ქართული ოცნების" კანდიდატი ლაშა კომახიძე ლიდერობს 55.67%-ით, დანარჩენი კანდიდატების პროცენტები ასე გამოიყურება

რუსთავის მონაცემები

რუსთავში 87 უბნიდან დათვლილია 82 უბნის მონაცემები და აქაც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა ლიდერობს 53.05&-ით. დანარჩენი კანდიდატების პროცენტები ასე გამოიყურება:

ფოთის მონაცემები

ფოთში 32 უბნიდან დათვლილია 31 უბნის მონაცემები და აქაც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია ლიდერობს, მას 54,92% აქვს. დანარჩენი კანდიდატების პროცენტები ასეთია:

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."