პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში, სავარაუდოდ, რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს - "ჩემს შვილს სხვანაირი ფეხსაცმელი ეცვა, ცხედარს სხვა აცვია"
აფხაზეთში, სავარაუდოდ, რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს - "ჩემს შვილს სხვანაირი ფეხსაცმელი ეცვა, ცხედარს სხვა აცვია"

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის თქმით, მა­ის­ში და­კარ­გუ­ლი რუსი ტუ­რის­ტი მდი­ნა­რე კე­ლა­სუ­რის ზედა ნა­წილ­თან იპო­ვეს.

თუმ­ცა, აფხა­ზე­თის მთებ­ში და­კარ­გუ­ლი ტუ­რის­ტის, ან­დრეი ლი­ხა­ჩე­ვის დე­დის, მარ­გა­რი­ტა ლი­ხა­ჩე­ვას თქმით, კე­ლა­სურ­თან ნა­პოვ­ნი ცხე­და­რი მისი შვი­ლი არ არის. მისი თქმით, "აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, იო­ლად გა­მოძ­ვრეს... ჩემს შვილს, სხვა­ნა­ი­რი ფეხ­საც­მე­ლი ეცვა. ცხე­დარს კი, სხვა­ნა­ი­რი ტა­ნი­სა­მო­სი აც­ვია. მე ვიცი, ჩემი შვი­ლის პი­რა­დი ნივ­თე­ბი, - რა­საც მე­უბ­ნე­ბი­ან, არც ერთი მათ­გა­ნი არ ემ­თხვე­ვა... მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ის ფეხ­საც­მე­ლი მან იქა­ურ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ძი­ნა და ამი­ტო­მაც მე­უ­ცხო­ვა გა­დავ­წყვი­ტე, იმ მა­ღა­ზი­ა­ში უნდა ივი­დე და ჩეკი შე­ვა­მოწ­მო, - ნამ­დვი­ლად შე­ი­ძი­ნა თუ არა" - ამ­ბობს მარ­გა­რი­ტა ლი­ხა­ჩე­ვა...

და­კარ­გუ­ლი რუსი ტუ­რის­ტის დედა აღ­ნიშ­ნავს, რომ მას აფხა­ზი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი და­უ­კავ­შირ­დნენ და შე­პირ­დნენ, რომ მთებ­ში ნა­პოვნ ცხე­დარს, ანა­ტო­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­დე­ბა.

"კვი­რის ბო­ლომ­დე უნდა გა­ირ­კვეს დე­ტა­ლე­ბი. შემ­დეგ კი მოს­კოვ­ში გავფრინ­დე­ბით, სა­დაც დნმ-ის ანა­ლიზს გა­ვა­კე­თებთ... აფხა­ზურ­მა მხა­რემ, ცხედ­რის მოს­კოვ­ში გა­დას­ვე­ნე­ბა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს, მეს­მის, რომ ეს რთუ­ლია, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია" - აცხა­დებს ის.

უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცის გვა­მი, მდი­ნა­რე კე­ლა­სუ­რის ზედა ნა­წილ­თან, ტყე­ში, სო­ხუ­მის ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა იპო­ვეს... რაც შე­ე­ხე­ბა, ლი­ხა­ჩევს, ის აფხა­ზეთ­ში, 9 ივ­ლის­ში მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­ვი­და და ის მთი­ა­ნი აფხა­ზე­თი­დან, კონ­კრე­ტუ­ლად, ფცხუ­დან წე­ბელ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით გრძელ მარ­შრუტს, მთლი­ა­ნო­ბა­ში, 150 კი­ლო­მეტ­რის ფე­ხით გავ­ლას გეგ­მავ­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის გაგ­რი­დან გას­ვლის შემ­დეგ და­ი­კარ­გა...

აფხა­ზი ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, ცხე­და­რი, მდი­ნა­რე­ში, პა­ტა­რა კუნ­ძულ­ზე იპო­ვეს, სა­დაც ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, წყლის დო­ნის და­წე­ვის შემ­დეგ, დი­ნე­ბამ გა­მო­რი­ყა... მისი და­ღუპ­ვის მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი, ჯერ­ჯე­რო­ბით ნა­ად­რე­ვია, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი უწყე­ბე­ბი, ტუ­რის­ტის და­კარ­გვას უბე­დურ შემ­თხვე­ვას უკავ­ში­რე­ბენ. ამ ვერ­სი­ას არ ენ­დო­ბა რუ­სუ­ლი მხა­რე, რად­გან მა­თი­ვე თქმით, აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე კრი­მი­ნა­ლუ­რი ფონი არა­ერ­თხდელ იწ­ვნი­ეს სა­კუ­თარ მხრებ­ზე...

ცნო­ბის­თვის, ეს ერ­თა­დერ­თი ტუ­რის­ტი არ არის, ვინც აფხა­ზეთ­ში და­ი­კარ­გა, - ბოლო წლებ­ში, აფხა­ზე­თის ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე გო­გო­ნა და­ი­კარ­გა, რო­მელ­თა მშობ­ლე­ბი მათი გზა-კვა­ლის მიგ­ნე­ბას დღემ­დე ცდი­ლო­ბენ. არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ე­ბის თუ­რეთ­შიც გა­დაჰ­ყავთ.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom

აფხაზეთში, სავარაუდოდ, რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს - "ჩემს შვილს სხვანაირი ფეხსაცმელი ეცვა, ცხედარს სხვა აცვია"

აფხაზეთში, სავარაუდოდ, რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს - "ჩემს შვილს სხვანაირი ფეხსაცმელი ეცვა, ცხედარს სხვა აცვია"

აფხაზური მედიის თქმით, მაისში დაკარგული რუსი ტურისტი მდინარე კელასურის ზედა ნაწილთან იპოვეს.

თუმცა, აფხაზეთის მთებში დაკარგული ტურისტის, ანდრეი ლიხაჩევის დედის, მარგარიტა ლიხაჩევას თქმით, კელასურთან ნაპოვნი ცხედარი მისი შვილი არ არის. მისი თქმით, "აფხაზეთის ხელისუფლება ცდილობს, იოლად გამოძვრეს... ჩემს შვილს, სხვანაირი ფეხსაცმელი ეცვა. ცხედარს კი, სხვანაირი ტანისამოსი აცვია. მე ვიცი, ჩემი შვილის პირადი ნივთები, - რასაც მეუბნებიან, არც ერთი მათგანი არ ემთხვევა... მეუბნებიან, რომ ის ფეხსაცმელი მან იქაურ მაღაზიაში შეიძინა და ამიტომაც მეუცხოვა გადავწყვიტე, იმ მაღაზიაში უნდა ივიდე და ჩეკი შევამოწმო, - ნამდვილად შეიძინა თუ არა" - ამბობს მარგარიტა ლიხაჩევა...

დაკარგული რუსი ტურისტის დედა აღნიშნავს, რომ მას აფხაზი გამომძიებლები დაუკავშირდნენ და შეპირდნენ, რომ მთებში ნაპოვნ ცხედარს, ანატომიური ექსპერტიზა ჩაუტარდება.

"კვირის ბოლომდე უნდა გაირკვეს დეტალები. შემდეგ კი მოსკოვში გავფრინდებით, სადაც დნმ-ის ანალიზს გავაკეთებთ... აფხაზურმა მხარემ, ცხედრის მოსკოვში გადასვენება უნდა უზრუნველყოს, მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია" - აცხადებს ის.

უცნობი მამაკაცის გვამი, მდინარე კელასურის ზედა ნაწილთან, ტყეში, სოხუმის ე.წ. სამართალდამცველებმა იპოვეს... რაც შეეხება, ლიხაჩევს, ის აფხაზეთში, 9 ივლისში მოსკოვიდან ჩამოვიდა და ის მთიანი აფხაზეთიდან, კონკრეტულად, ფცხუდან წებელდის მიმართულებით გრძელ მარშრუტს, მთლიანობაში, 150 კილომეტრის ფეხით გავლას გეგმავდა. ბოლო ინფორმაციით, ის გაგრიდან გასვლის შემდეგ დაიკარგა...

აფხაზი ე.წ. სამართალდამცველების თქმით, ცხედარი, მდინარეში, პატარა კუნძულზე იპოვეს, სადაც ის, სავარაუდოდ, წყლის დონის დაწევის შემდეგ, დინებამ გამორიყა... მისი დაღუპვის მიზეზებზე საუბარი, ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა, ადგილობრივი უწყებები, ტურისტის დაკარგვას უბედურ შემთხვევას უკავშირებენ. ამ ვერსიას არ ენდობა რუსული მხარე, რადგან მათივე თქმით, აფხაზეთში არსებული მძიმე კრიმინალური ფონი არაერთხდელ იწვნიეს საკუთარ მხრებზე...

ცნობისთვის, ეს ერთადერთი ტურისტი არ არის, ვინც აფხაზეთში დაიკარგა, - ბოლო წლებში, აფხაზეთის ზღვისპირა ქალაქებიდან რამდენიმე გოგონა დაიკარგა, რომელთა მშობლები მათი გზა-კვალის მიგნებას დღემდე ცდილობენ. არსებული ვერსიით, ახალგაზრდა გოგოების თურეთშიც გადაჰყავთ.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია