მსოფლიო
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კობახიძე საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა
ირაკლი კობახიძე საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა

თუ თი­თო­ე­უ­ლი პარ­ტია მი­უდ­გე­ბა ამ არ­ჩევ­ნებს სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, თა­ვი­დან იქ­ნე­ბა არი­დე­ბუ­ლი ყო­ველ­გვა­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ არ­ჩე­ვა­ნი N2 ვა­კის ოლ­ქის N53 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და­ა­ფიქ­სი­რა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ჩვენ გა­ვა­კე­თეთ დღეს ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში. ჩვენ ხმა მი­ვე­ცით იმ კან­დი­დატს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია გან­ვი­თა­რე­ბის სულ სხვა დო­ნე­ზე აიყ­ვა­ნოს ჩვე­ნი ქა­ლა­ქი და გა­ხა­დოს ეს ქა­ლა­ქი ისე­თი, რო­გო­რიც გვინ­და თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს, თი­თო­ე­ულ თბი­ლი­სელს. ჩვენ­თვის მთა­ვა­რია თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბა. დღე­ვან­დე­ლი არ­ჩე­ვა­ნი ჩვენ გა­ვა­კე­თეთ თბი­ლი­სის სიყ­ვა­რუ­ლით და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს არ­ჩე­ვა­ნი უზ­რუნ­ველ­ყოფს ბევ­რად უკე­თეს თბი­ლისს",- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს შე­ფა­სე­ბი­სას კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დღემ­დე ყვე­ლა­ფე­რი წა­რი­მარ­თა მშვიდ და სა­მარ­თლი­ან გა­რე­მო­ში.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დღე­ვან­დე­ლი დღეც ჩა­ივ­ლის ასე, თუ თი­თო­ე­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი, თი­თო­ე­უ­ლი პარ­ტია მი­უდ­გე­ბა ამ არ­ჩევ­ნებს სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, ბუ­ნებ­რი­ვია, თა­ვი­დან იქ­ნე­ბა არი­დე­ბუ­ლი ყო­ველ­გვა­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ივ­ლის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მშვიდ და სა­მარ­თლი­ან გა­რე­მო­ში. ჩვე­ნი პარ­ტია ამი­სათ­ვის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ირაკლი კობახიძე საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა

ირაკლი კობახიძე საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა

თუ თითოეული პარტია მიუდგება ამ არჩევნებს სათანადო პასუხისმგებლობით, თავიდან იქნება არიდებული ყოველგვარი ინციდენტები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც საკუთარ არჩევანი N2 ვაკის ოლქის N53 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

ირაკლი კობახიძე საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

"ჩვენ გავაკეთეთ დღეს ჩვენი არჩევანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ ხმა მივეცით იმ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია განვითარების სულ სხვა დონეზე აიყვანოს ჩვენი ქალაქი და გახადოს ეს ქალაქი ისეთი, როგორიც გვინდა თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ თბილისელს. ჩვენთვის მთავარია თბილისის განვითარება. დღევანდელი არჩევანი ჩვენ გავაკეთეთ თბილისის სიყვარულით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი უზრუნველყოფს ბევრად უკეთეს თბილისს",- განაცხადა კობახიძემ.

საარჩევნო გარემოს შეფასებისას კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღემდე ყველაფერი წარიმართა მშვიდ და სამართლიან გარემოში.

"დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღეც ჩაივლის ასე, თუ თითოეული საარჩევნო სუბიექტი, თითოეული პარტია მიუდგება ამ არჩევნებს სათანადო პასუხისმგებლობით, ბუნებრივია, თავიდან იქნება არიდებული ყოველგვარი ინციდენტები და ყველაფერი ჩაივლის აბსოლუტურად მშვიდ და სამართლიან გარემოში. ჩვენი პარტია ამისათვის ყველაფერს გააკეთებს", - განაცხადა კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."