პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალები, რომლებმაც ”ისლამური სახელმწიფოს” დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს
ქალები, რომლებმაც ”ისლამური სახელმწიფოს” დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს

"ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ზე" გა­მარ­ჯვე­ბას მათ "დე­და­ქა­ლაქ" რა­ქა­ში ქურ­თი ქა­ლე­ბი ზე­ი­მო­ბენ. ჯი­ჰა­დის­ტე­ბის თით­ქმის 4 წლი­ა­ნი სას­ტი­კი მმარ­თვე­ლო­ბა ქა­ლაქ­ში დას­რულ­და.

მებ­რძო­ლი ქა­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რა­ქა­ში მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბი ტე­რო­რის­ტე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ.

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" რა­ქას წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­სას­ტი­კით მარ­თავ­და, ქა­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი წარ­მო­უდ­გენ­ლად მძი­მე იყო. ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, სახე და მთლი­ა­ნი სხე­უ­ლი მუდ­მი­ვად და­ფა­რუ­ლი ჰქო­ნო­დათ. ჯი­ჰა­დის­ტე­ბი ქა­ლებს ყიდ­დნენ და სექსმო­ნე­ბად ამუ­შა­ვებ­დნენ, ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი იე­ზი­დი და ქურ­თი იყო.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" და­მარ­ცხდა, თუმ­ცა ქურ­თი ქა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ბრძო­ლის შე­წყვე­ტას არ აპი­რე­ბენ, ვიდ­რე ჯი­ჰა­დის­ტე­ბის­გან მთე­ლი ქვე­ყა­ნა არ გა­იწ­მინ­დე­ბა და ყვე­ლა ნა­წა­მე­ბი ქალი არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

შან­და აფ­რი­ნი

შან­და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ ოთხი წე­ლია, იბ­რძვის.

"ჩვენ არა მხო­ლოდ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს", არა­მედ - ქა­ლე­ბის მი­მართ შო­ვი­ნის­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც ვიბ­რძვით," - გა­ნა­ცხა­და აფ­რინ­მა.

ავ­რინ დიფ­რა­მი

ავ­რიმ დიფ­რა­მი ჯერ კი­დევ მო­ზარ­დი იყო, რო­დე­საც "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა და­ი­წყო. ახლა 20 წლი­საა და მისი მე­გობ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი გარ­დაც­ვლი­ლია.

"ვიბ­რძვით ჯი­ჰა­დის­ტე­ბის­გან ხალ­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად და ჩვე­ნი ლი­დე­რის, აბ­დუ­ლა ოჯა­ლა­ნის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­შია და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი," - გა­ნა­ცხა­და დიფ­რამ­მა.

ვუ­ლატ რო­მი­ნი

24 წლის ვუ­ლატ რო­მი­ნი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ 1.6 წე­ლია, იბ­რძვის. ის ბრძო­ლას რა­ქას­თვის, თაბ­ქა­სა და ალ-ჰო­ლის­თვის შე­უ­ერ­თდა.

"ვიბ­რძვი ქურ­თი ხალ­ხის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად და უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ზო­გა­დად, ყვე­ლა ქალი თა­ვი­სუ­ფა­ლი უნდა იყოს," - ამ­ბობს "სი­ე­ნენ­თან" ვუ­ლა­ტი.

სოზ­დარ დე­რი­კი

დე­რი­კი უკვე 6 წე­ლია ჯი­ჰა­დის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის.

"ვიბ­რძვი იმ სა­ში­ნე­ლი უსა­მარ­თლო­ბის და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" ქალს გა­ნი­ხი­ლავს რო­გორც სექსსა­თა­მა­შოს, არ აღიქ­ვა­მენ ქა­ლებს ადა­მი­ა­ნე­ბად. ჩვენ ამ ყვე­ლაფ­რის წი­ნა­აღ­მდეგ ვიბ­რძვით," - გა­ნა­ცხა­და სოზ­დარ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია CNN-ის მი­ხედ­ვით

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქალები, რომლებმაც ”ისლამური სახელმწიფოს” დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს

ქალები, რომლებმაც ”ისლამური სახელმწიფოს” დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს

”ისლამურ სახელმწიფოზე” გამარჯვებას მათ ”დედაქალაქ” რაქაში ქურთი ქალები ზეიმობენ. ჯიჰადისტების თითქმის 4 წლიანი სასტიკი მმართველობა ქალაქში დასრულდა.

მებრძოლი ქალები ამბობენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაქაში მცხოვრები ქალები ტერორისტებისგან გათავისუფლებულიყვნენ.

”ისლამური სახელმწიფო” რაქას წარმოუდგენელი სისასტიკით მართავდა, ქალების მდგომარეობა კი წარმოუდგენლად მძიმე იყო. ისინი იძულებულები იყვნენ, სახე და მთლიანი სხეული მუდმივად დაფარული ჰქონოდათ. ჯიჰადისტები ქალებს ყიდდნენ და სექსმონებად ამუშავებდნენ, ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების დიდი ნაწილი იეზიდი და ქურთი იყო.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ”ისლამური სახელმწიფო” დამარცხდა, თუმცა ქურთი ქალების ქვედანაყოფებმა განაცხადეს, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე ჯიჰადისტებისგან მთელი ქვეყანა არ გაიწმინდება და ყველა ნაწამები ქალი არ გათავისუფლდება.

შანდა აფრინი

შანდა ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ოთხი წელია, იბრძვის.

”ჩვენ არა მხოლოდ ”ისლამური სახელმწიფოს”, არამედ - ქალების მიმართ შოვინისტური დამოკიდებულების წინააღმდეგაც ვიბრძვით,” - განაცხადა აფრინმა.

ავრინ დიფრამი

ავრიმ დიფრამი ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როდესაც ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ახლა 20 წლისაა და მისი მეგობრების დიდი ნაწილი გარდაცვლილია.

”ვიბრძვით ჯიჰადისტებისგან ხალხის გადასარჩენად და ჩვენი ლიდერის, აბდულა ოჯალანის გასათავისუფლებლად, რომელიც თურქეთშია დაპატიმრებული,” - განაცხადა დიფრამმა.

ვულატ რომინი

24 წლის ვულატ რომინი ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ 1.6 წელია, იბრძვის. ის ბრძოლას რაქასთვის, თაბქასა და ალ-ჰოლისთვის შეუერთდა.

”ვიბრძვი ქურთი ხალხის გასათავისუფლებლად და უსამართლობის წინააღმდეგ. ზოგადად, ყველა ქალი თავისუფალი უნდა იყოს,” - ამბობს ”სიენენთან” ვულატი.

სოზდარ დერიკი

დერიკი უკვე 6 წელია ჯიჰადისტების წინააღმდეგ იბრძვის.

”ვიბრძვი იმ საშინელი უსამართლობის და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ”ისლამური სახელმწიფო” ქალს განიხილავს როგორც სექსსათამაშოს, არ აღიქვამენ ქალებს ადამიანებად. ჩვენ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ვიბრძვით,” - განაცხადა სოზდარმა.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე