გამთენიისას მომხდარი ავარიის შედეგად, 33-ე საარჩევნო უბნის მდივანი დაშავდა, რის გამოც უბანზე ახალი მდივნის არჩევა გახდა საჭირო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დმანისის #24 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლონგინოზ ყულიაშვილმა განაცხადა.
"სოფელ საკირეს #33 -ე საარჩევნო უბნის მდივანი საავადმყოფოში მოვინახულე, მას თავის ტრავმა აქვს, ამის გამო უბანი ზუსტად 7:00 საათზე ვერ გავხსენით, დანარჩენი 49-ვე საარჩევნო უბანი ზუსტად 7:00 საათზე გაიხსნა, ჩატარდა წილისყრა და ხმის მიცემის პროცესი ყველგან 8:00 საათზე დაიწყო. არჩევნები ამ დროისათვის მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დმანისის #24-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლონგინოზ ყულიაშვილმა.
დმანისის მუნიციპალიტეტში 50 საარჩევნო უბანი და 22 628 ამომრჩეველია.