თბილისში, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი მარკის ორი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: Ambebi.ge