საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, მაკა ცინაძესთან და უმცროს ვაჟთან ერთად მივიდა.
პრემიერმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
"ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ. სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია და სადაც არის ძალიან მაღალი ეკონომიკური დინამიკა. სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება და სადაც სიცოცხლე ჩქეფს. მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.