სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა, როცა საარჩევნო უბანზე მივა
რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა, როცა საარჩევნო უბანზე მივა

სა­ქარ­თვე­ლო­ში თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის შექ­მნილ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყო. კენ­ჭისყრა 08:00 სა­ა­თი­დან 20:00 სა­ა­თამ­დე გა­ი­მარ­თე­ბა.

კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თი­თო­ე­უ­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი ხმას აძ­ლევს პი­რა­დად - და­უშ­ვე­ბე­ლია ხმის მი­ცე­მა სხვა პი­რის ნაც­ვლად.

ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა შემ­დე­გი წე­სი­სა და თან­მიმ­დევ­რო­ბის დაც­ვით ტარ­დე­ბა:

  • კენ­ჭისყ­რის ოთახ­ში შეს­ვლი­სას ამომ­რჩე­ვე­ლი მარ­კი­რე­ბის შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­დუ­რას გა­დის. თუ ამომ­რჩე­ვე­ლი მარ­კი­რე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, მას კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცე­მა.
  • კენ­ჭისყ­რის ოთახ­ში ამომ­რჩე­ველ­თა ნა­კა­დის მომ­წეს­რი­გე­ბე­ლი კო­მი­სი­ის წევ­რმა კენ­ჭისყ­რის ოთახ­ში ამომ­რჩე­ვე­ლი უნდა შე­უშ­ვას მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მას პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს წა­რუდ­გენს და მის­თვის გან­კუთ­ვნილ სა­რე­გის­ტრა­ციო მა­გი­დას­თან, ორზე მეტი ამომ­რჩე­ვე­ლი არ იქ­ნე­ბა.
  • კენ­ჭისყ­რის ოთახ­ში შე­სუ­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი იმ სა­რე­გის­ტრა­ციო მა­გი­დას­თან მი­დის, რო­მელ­საც ამომ­რჩე­ველ­თა სი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი მისი გვა­რის პირ­ვე­ლი ასო მი­ე­კუთ­ვნე­ბა და ამომ­რჩე­ველ­თა რე­გის­ტრა­ტორს წა­რუდ­გენს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტს, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პირი – ასე­ვე დევ­ნი­ლის მოწ­მო­ბას (სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას­თან ერ­თად).
  • ამომ­რჩე­ველ­თა რე­გის­ტრა­ტო­რი ამომ­რჩე­ველ­თა სი­ა­ში ამომ­რჩევ­ლის ყოფ­ნის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მის მარ­კი­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს, რის შემ­დე­გაც ამომ­რჩე­ველ­თა რე­გის­ტრა­ტო­რი ხელს აწერს ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ა­ნი სიის სა­თა­ნა­დო გრა­ფა­ში, ხოლო შემ­დეგ ამომ­რჩე­ვე­ლი ხელ­მო­წე­რით ადას­ტუ­რებს სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნის მი­ღე­ბას. სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნის გა­ცე­მი­სას ამომ­რჩე­ველ­თა რე­გის­ტრა­ტო­რი ხელს აწერს მის უკა­ნა გვერ­დზე სა­თა­ნა­დო გრა­ფა­ში და ბი­უ­ლე­ტენს ამოწ­მებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ბეჭ­დით.
  • სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნის და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ, ამომ­რჩე­ვე­ლი ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რის კა­ბი­ნა­ში შე­დის და ავ­სებს ბი­უ­ლე­ტენს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით. სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნის შევ­სე­ბის შემ­დეგ, ამომ­რჩე­ველ­მა იგი ისე უნდა და­კე­ცოს, რომ არ ჩან­დეს, ვის მის­ცა ხმა.
  • და­კე­ცი­ლი სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნით ამომ­რჩე­ვე­ლი გან­ცალ­კე­ვე­ბით მდგარ მა­გი­დას­თან მი­დის, სა­ი­და­ნაც და­მო­უ­კი­დებ­ლად იღებს სპე­ცი­ა­ლურ კონ­ვერტს და მას­ში ათავ­სებს ბი­უ­ლე­ტენს. მხო­ლოდ ამომ­რჩე­ვე­ლია უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი სპე­ცი­ა­ლურ კონ­ვერ­ტში მო­ა­თავ­სოს. სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რს არა აქვს უფ­ლე­ბა, გახ­სნას შევ­სე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი ან სხვაგ­ვა­რად და­არ­ღვი­ოს კენ­ჭისყ­რის ფა­რუ­ლო­ბა.
სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­თან ერ­თდრო­უ­ლად ერ­თზე მეტი ამომ­რჩევ­ლის მის­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა!

სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­თან მუდ­მი­ვად უნდა იმ­ყო­ფე­ბო­დეს სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ვერ­ტე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლი კო­მი­სი­ის წევ­რი. მას და­ხუ­რუ­ლი უნდა ჰქონ­დეს კონ­ვერ­ტის ჩა­საგ­დე­ბი ჭრი­ლი, რო­მე­ლიც უნდა გახ­სნას მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც დარ­წმუნ­დე­ბა, რომ ამომ­რჩე­ველს ხელ­ში მხო­ლოდ ერთი კონ­ვერ­ტი აქვს. კენ­ჭისყ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ვერ­ტის ჩა­საგ­დე­ბი ჭრი­ლი ილუ­ქე­ბა.

სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნის შევ­სე­ბი­სას აკ­რძა­ლუ­ლია სხვა პი­რის დას­წრე­ბა!

ამომ­რჩე­ველს, რო­მელ­საც არ შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ავ­სოს სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი, უფ­ლე­ბა აქვს, ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რის კა­ბი­ნა­ში და­სახ­მა­რებ­ლად მი­იწ­ვი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი პირი, გარ­და: სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რი­სა, კან­დი­და­ტი­სა, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლი­სა და დამ­კვირ­ვებ­ლი­სა.

თუ ამომ­რჩე­ველს ან სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რს სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი ან სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ვერ­ტი გა­უ­ფუჭ­და, მან ეს სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს უნდა აც­ნო­ბოს, უნდა ჩა­ა­ბა­როს გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი/სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ვერ­ტი და მი­ი­ღოს ახა­ლი. გა­ფუ­ჭე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტენს/სპე­ცი­ა­ლურ კონ­ვერტს ამომ­რჩევ­ლის თან­დას­წრე­ბით ჩა­მო­ეჭ­რე­ბა კუ­თხე, და­ე­წე­რე­ბა "გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია", ხელს მო­ა­წერს სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე და იგი ცალ­კე შე­ი­ნა­ხე­ბა.

სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რებ­სა და კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ყოფ­ნის უფ­ლე­ბის მქო­ნე პი­რებს უფ­ლე­ბა აქვთ, ამომ­რჩე­ველს ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რის კა­ბი­ნა­ში შეს­ვლამ­დე და სპე­ცი­ა­ლურ კონ­ვერ­ტში ბი­უ­ლე­ტე­ნის ჩა­დე­ბამ­დე მოს­თხო­ვონ, უჩ­ვე­ნოს, რომ მას ხელ­ში მხო­ლოდ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი და სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ვერ­ტი აქვს. ამომ­რჩე­ვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია შე­ას­რუ­ლოს ეს მო­თხოვ­ნა.

კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა 20:00 სა­ათ­ზე და­ი­კე­ტე­ბა. ამ დრო­ის­თვის რიგ­ში მდგომ ამომ­რჩევ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ხმის მი­ცე­მა, რის­თვი­საც სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის და­ვა­ლე­ბით კო­მი­სი­ის ერთ-ერთი წევ­რი აღ­რი­ცხავს რიგ­ში მდგომ ამომ­რჩე­ველ­თა გვა­რებ­სა და სა­ხე­ლებს, მათ რა­ო­დე­ნო­ბას აც­ნო­ბებს სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, ხოლო კო­მი­სი­ის მდი­ვა­ნი ჩა­ნა­წერ­თა წიგნ­ში აღ­ნიშ­ნავს რიგ­ში მდგომ ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბას. სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე აცხა­დებს, რომ კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მხო­ლოდ რიგ­ში მდგომ ამომ­რჩევ­ლებს შე­უძ­ლი­ათ.

კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბის და­კეტვის შემ­დეგ, გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში შექ­მნი­ლი სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის უფ­ლე­ბა­მო­სილ პი­რებს სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრულ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის შე­ნო­ბა­ში შე­აქვთ გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში შექ­მნი­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის სა­არ­ჩევ­ნო ყუთი და სა­არ­ჩევ­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა, როცა საარჩევნო უბანზე მივა

რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა, როცა საარჩევნო უბანზე მივა

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.

კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით, თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად - დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.

ხმის მიცემის პროცედურა შემდეგი წესისა და თანმიმდევრობის დაცვით ტარდება:

  • კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი მარკირების შემოწმების პროცედურას გადის. თუ ამომრჩეველი მარკირებული არ იქნება, მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა.
  • კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრმა კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი უნდა შეუშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარუდგენს და მისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან, ორზე მეტი ამომრჩეველი არ იქნება.
  • კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან მიდის, რომელსაც ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო მიეკუთვნება და ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი – ასევე დევნილის მოწმობას (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ერთად).
  • ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის ყოფნის დადასტურების შემთხვევაში, მის მარკირებას ახორციელებს, რის შემდეგაც ამომრჩეველთა რეგისტრატორი ხელს აწერს ამომრჩეველთა ერთიანი სიის სათანადო გრაფაში, ხოლო შემდეგ ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის მიღებას. საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ხელს აწერს მის უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში და ბიულეტენს ამოწმებს სპეციალური ბეჭდით.
  • საარჩევნო ბიულეტენის დამოწმების შემდეგ, ამომრჩეველი ფარული კენჭისყრის კაბინაში შედის და ავსებს ბიულეტენს კანონით დადგენილი წესით. საარჩევნო ბიულეტენის შევსების შემდეგ, ამომრჩეველმა იგი ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა.
  • დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენით ამომრჩეველი განცალკევებით მდგარ მაგიდასთან მიდის, საიდანაც დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს და მასში ათავსებს ბიულეტენს. მხოლოდ ამომრჩეველია უფლებამოსილი, საარჩევნო ბიულეტენი სპეციალურ კონვერტში მოათავსოს. საარჩევნო კომისიის წევრს არა აქვს უფლება, გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა.
საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება!

საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი ილუქება.

საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება!

ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა.

თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი გაუფუჭდა, მან ეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა აცნობოს, უნდა ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება "გაფუჭებულია", ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე და სპეციალურ კონვერტში ბიულეტენის ჩადებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელში მხოლოდ კანონით დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს. ამომრჩეველი ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა.

კენჭისყრის შენობა 20:00 საათზე დაიკეტება. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.

კენჭისყრის შენობის დაკეტვის შემდეგ, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილ პირებს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბნის შენობაში შეაქვთ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი და საარჩევნო დოკუმენტაცია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი