სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამად დაყოფილი საქართველო ერთი და იმავე პრობლემების წინაშე
სამად დაყოფილი საქართველო ერთი და იმავე პრობლემების წინაშე

სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, ოკუ­პი­რე­ბულ რა­ი­ო­ნებ­შიც, სა­დაც პო­ლი­ტი­კურ ამინდს რუ­სე­თი ქმნის... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე რე­გი­ო­ნის "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა" აცხა­დებს, რომ "სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბი არ აინ­ტე­რე­სებს, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ასე არ არის და სო­ხუმ­სა და ცხინ­ვალ­ში თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა პრო­ცესს ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნე­ბენ თვალს...

კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარ­ყო­ფის კვალ­დაკ­ვალ, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კო­სის შე­სა­ხებ საკ­მა­ოდ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ და ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის დე­ბა­ტებ­საც ინ­ტე­რე­სით ადევ­ნე­ბენ თვალს, რა­საც შემ­დეგ ერ­თმა­ნეთ­თან გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ხში­რად გა­ო­ცე­ბით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა­ში, სა­ჯა­რო დე­ბა­ტე­ბი­სა და კა­მა­თი­სას პი­რა­დი შე­უ­ა­რა­ცხო­ფე­ბი, "მი­ღე­ბუ­ლია"... აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, იმას, ვინც "სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში" მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბებს, ხში­რად ცი­ნი­კუ­რად, მაგ­რამ მა­ინც ხში­რად გა­ნი­ხი­ლავს, "ქარ­თუ­ლი დო­ლა­რე­ბით ნაკ­ვებს" უწო­დე­ბენ...

მო­რი­გი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­გან დიდ ცვლი­ლე­ბებს არ ელი­ან. თან აფხა­ზეთ­ში, ახლა ამა­ზე მსჯე­ლო­ბით­ვის არ სცა­ლი­ათ, და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს არ იყოს, ისი­ნიც აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას გარ­შე­მო არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი... ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის იმე­დი, იქ კარ­გა ხანს აღარ აქვთ, თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, აფხა­ზე­თის ბუ­ნებ­რი­ვი პო­ტენ­ცი­ა­ლის გამო, ამის შე­გუ­ე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად და­ნე­ბე­ბის ტოლ­ფა­სია...

სა­ნამ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის დროს ახ­სენ­დე­ბათ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ორი­ვე რე­გი­ო­ნი თა­ვის, სა­ში­ნაო პრობ­ლე­მებ­ში იძი­რე­ბა და გა­მო­სა­ვალს ისევ და ისევ რუ­სეთ­ში ეძებს. აფხა­ზე­თი, ცდი­ლობს დის­ტან­ცია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, თუმ­ცა, ფი­ნან­სუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღოს, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სე­თი თა­ვის გავ­ლე­ნებს ყო­ველ­ღი­უ­რად აძ­ლი­ე­რებს.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თია ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, სა­დაც არა­ვინ მა­ლავს, რომ რუ­სეთ­თან უფრო ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა სურთ, - ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი ბი­ბი­ლო­ვი ცდი­ლობს, რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბით თავი გა­და­ირ­ჩი­ნოს. რუ­სუ­ლი მე­დი­ის თქმით, "ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის აღი­ა­რე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა", რად­გან ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი სულ უფრო ეკედ­ლე­ბა რუ­სეთს, რომ­ლის ეკო­ნო­მი­კა­საც, რბლად რომ ვთქვათ, ბოლო დროს, სრუ­ლე­ბით არ ულ­ხინს...

ორი დღის წინ, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი, სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით, მოს­კოვს ეწ­ვია. მისი. ე.წ. პრეს-სამ­სა­ხუ­რის თქმით, "ეს ვი­ზი­ტი, რუ­სეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს შო­რის, შემ­დგო­მი ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­ყა­რე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად..."

დინა გა­სი­ე­ვას თქმით, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი, რუს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, "სა­ხელ­მწი­ფოს მმარ­თვე­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად ემ­ზა­დე­ბა... ეს იყო და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, ეკო­მო­ნი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი გან­ხი­ლე­ბა..." - აცხა­დებს ის.

ოსი ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ბი­ბი­ლო­ვის მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტის მი­ზე­ზი, რუ­სეთ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იყო. მა­თი­ვე თქმით, ბი­ბი­ლო­ვი ცდი­ლობს ად­გი­ლობ­რი­ვი ბა­ზა­რი გა­ნა­ვი­თა­როს და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ბი­უ­ჯე­ტიც შე­ავ­სოს.

ე.წ. სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი, "პრე­ზი­დენ­ტად" არ­ჩე­ვის შემ­დეგ, რუ­სეთ­ში უკვე მე­ო­რედ ჩა­ვი­და. პირ­ვე­ლად, აპ­რილ­ში, ანუ მა­შინ­ვე, რო­გორც კი "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" სა­თა­ვე­ში მო­ვი­და, ის მა­შინ ვლა­დი­მირ პუ­ტინს ქა­ლაქ სოჭ­ში შეხ­ვდა... გარ­და ამ ვი­ზი­ტე­ბი­სა, ის აქ­ტი­უ­რად სტუმ­რობს დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის "სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კებ­საც".

ბი­ბი­ლო­ვი "ახა­ლი ამ­ბე­ბით", ცხინ­ვალ­ში დღეს დაბ­რუნ­დე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახა­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის შე­მოს­ვლის ამ­ბავ­საც ამ­ცნობს... უკვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მისი თქმით, ოსურ ღვი­ნოს საკ­მა­ოდ კარ­გი პო­ტენ­ცი­უ­ა­ლი აქვს, თუმ­ცა სხვა­დახ­ვა მი­ზე­ზე­ბის გამო, მისი ხა­რის­ხი­ა­ნად დამ­ზა­დე­ბა და შემ­დეგ, რე­ა­ლი­ზა­ცია არ ხდე­ბა, რად­გან ეს სფე­რო მო­ნი­პო­ლი­ზი­რე­ბუ­ლია და ბა­ზა­რი ვერ ვი­თარ­დე­ბა.

ასე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ბი­ბი­ლოვ­მა "სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბაც და­ი­წყო, ზოგი თა­ვად წა­ვი­და, ზოგ­საც - და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს, მათ შო­რის, ე.წ. უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე, ილო­ნა ხუ­გა­ე­ვა...შემ­ცი­რე­ბის მო­ლო­დინ­ში არი­ან "შს" და "თავ­დაც­ვის" სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც, რა­საც მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა, - მათი თქმით, "სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის" შემ­ცი­რე­ბა, კარ­გს არ მო­ას­წა­ვებს...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სამად დაყოფილი საქართველო ერთი და იმავე პრობლემების წინაშე

სამად დაყოფილი საქართველო ერთი და იმავე პრობლემების წინაშე

საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება. პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება, ოკუპირებულ რაიონებშიც, სადაც პოლიტიკურ ამინდს რუსეთი ქმნის... მიუხედავად იმისა, რომ ორივე რეგიონის "ხელმძღვანელობა" აცხადებს, რომ "საქართველოში მიმდინარე ამბები არ აინტერესებს, სინამდვილეში, ასე არ არის და სოხუმსა და ცხინვალში თბილისში მიმდინარე ყველა პროცესს ყურადღებით ადევნებენ თვალს...

კატეგორიული უარყოფის კვალდაკვალ, ყველა პოლიტიკოსის შესახებ საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია აქვთ და ქართველი პოლიტიკოსების დებატებსაც ინტერესით ადევნებენ თვალს, რასაც შემდეგ ერთმანეთთან განიხილავენ. ხშირად გაოცებით აღნიშნავენ, რომ ქართული პოლიტიკაში, საჯარო დებატებისა და კამათისას პირადი შეუარაცხოფები, "მიღებულია"... აფხაზურ საზოგადოებაში, იმას, ვინც "საქართველოს ხელისუფლებაში" მიმდინარე ცვლილებებს, ხშირად ცინიკურად, მაგრამ მაინც ხშირად განიხილავს, "ქართული დოლარებით ნაკვებს" უწოდებენ...

მორიგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან დიდ ცვლილებებს არ ელიან. თან აფხაზეთში, ახლა ამაზე მსჯელობითვის არ სცალიათ, დანარჩენი საქართველოს არ იყოს, ისინიც აზიური ფაროსანას გარშემო არიან გაერთიანებული... ეკონომიკის განვითარების იმედი, იქ კარგა ხანს აღარ აქვთ, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, აფხაზეთის ბუნებრივი პოტენციალის გამო, ამის შეგუება, ფაქტობრივად დანებების ტოლფასია...

სანამ პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს, ოკუპირებული რეგიონები წინასაარჩევნო დაპირებების დროს ახსენდებათ, დროთა განმავლობაში, ორივე რეგიონი თავის, საშინაო პრობლემებში იძირება და გამოსავალს ისევ და ისევ რუსეთში ეძებს. აფხაზეთი, ცდილობს დისტანცია შეინარჩუნოს, თუმცა, ფინანსური და ტექნიკური დახმარება მიიღოს, თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთი თავის გავლენებს ყოველღიურად აძლიერებს.

განსხვავებული სურათია ცხინვალის რეგიონში, სადაც არავინ მალავს, რომ რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობა სურთ, - ე.წ. პრეზიდენტი ბიბილოვი ცდილობს, რუსეთთან დაახლოებით თავი გადაირჩინოს. რუსული მედიის თქმით, "ანატოლი ბიბილოვის აღიარება ძალიან ძვირი ჯდება", რადგან ე.წ. სამხრეთ ოსეთი სულ უფრო ეკედლება რუსეთს, რომლის ეკონომიკასაც, რბლად რომ ვთქვათ, ბოლო დროს, სრულებით არ ულხინს...

ორი დღის წინ, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის მოულოდნელად, ანატოლი ბიბილოვი, სამუშაო ვიზიტით, მოსკოვს ეწვია. მისი. ე.წ. პრეს-სამსახურის თქმით, "ეს ვიზიტი, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, შემდგომი ურთიერთობის გამყარებას ისახავდა მიზნად..."

დინა გასიევას თქმით, ანატოლი ბიბილოვი, რუს პარტნიორებთან ერთად, "სახელმწიფოს მმართველებს შორის ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადება... ეს იყო დაგეგმილი ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, ეკომონიკური და სოციალური საკითხები განხილება..." - აცხადებს ის.

ოსი ექსპერტების თქმით, ბიბილოვის მოსკოვში ვიზიტის მიზეზი, რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა იყო. მათივე თქმით, ბიბილოვი ცდილობს ადგილობრივი ბაზარი განავითაროს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტიც შეავსოს.

ე.წ. სამუშაო ვიზიტით, ანატოლი ბიბილოვი, "პრეზიდენტად" არჩევის შემდეგ, რუსეთში უკვე მეორედ ჩავიდა. პირველად, აპრილში, ანუ მაშინვე, როგორც კი "ხელისუფლების" სათავეში მოვიდა, ის მაშინ ვლადიმირ პუტინს ქალაქ სოჭში შეხვდა... გარდა ამ ვიზიტებისა, ის აქტიურად სტუმრობს დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკებსაც".

ბიბილოვი "ახალი ამბებით", ცხინვალში დღეს დაბრუნდება და მოსახლეობას, სავარაუდოდ, ახალი ინვესტორების შემოსვლის ამბავსაც ამცნობს... უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი თქმით, ოსურ ღვინოს საკმაოდ კარგი პოტენციუალი აქვს, თუმცა სხვადახვა მიზეზების გამო, მისი ხარისხიანად დამზადება და შემდეგ, რეალიზაცია არ ხდება, რადგან ეს სფერო მონიპოლიზირებულია და ბაზარი ვერ ვითარდება.

ასეთი ინიციატივების კვალდაკვალ, ბიბილოვმა "სახელმწიფო უწყებების" თანამშრომლების შემცირებაც დაიწყო, ზოგი თავად წავიდა, ზოგსაც - დაატოვებინეს, მათ შორის, ე.წ. უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, ილონა ხუგაევა...შემცირების მოლოდინში არიან "შს" და "თავდაცვის" სამინისტროს თანამშრომლებიც, რასაც მოსახლეობის აღშფოთება მოჰყვა, - მათი თქმით, "სახელმწიფო უწყებების" შემცირება, კარგს არ მოასწავებს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე