პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უჰაერო, "დაბეტონებული" ქალაქი - რა პრობლემები აწუხებთ ყველაზე მეტად თბილისელებს
უჰაერო, "დაბეტონებული" ქალაქი - რა პრობლემები აწუხებთ ყველაზე მეტად თბილისელებს

თბი­ლის­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1 120 000-მდე მო­ქა­ლა­ქე ცხოვ­რობს. ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მა­ტუ­რად ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი, ახა­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი, გა­ნათ­ლე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, გამ­წვა­ნე­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა მი­აჩ­ნია.

შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვა ფონდმა "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლომ" ჩა­ა­ტა­რა, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ, რომ "თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ზო­გა­დი შე­ფა­სე­ბი­სას რეს­პონ­დენ­ტე­ბის 56% აცხა­დებს, რომ ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სი არას­წო­რად ვი­თარ­დე­ბა. კვლე­ვის ფარ­გლებ­ში თბი­ლი­სის 3 000 მო­სახ­ლე გა­მო­ი­კი­თხა.

მარ­თლაც, ქა­ო­ტუ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, რო­მე­ლიც ჰა­ე­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლია, ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლებს დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის. ჩვენ სხვა­დას­ხვა უბან­ში მცხოვ­რებ მო­ქა­ლა­ქე­ებს ვკი­თხეთ, ჩა­მოთ­ვლი­ლი პრობ­ლე­მე­ბი­დან, ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი აწუ­ხებთ, გა­მოკ­ვე­თი­ლი სა­კი­თხე­ბი კი სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა შე­ა­ფა­სეს.

21 წლის ერეკ­ლე ბავ­შვო­ბი­დან აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე ცხოვ­რობს. ამ­ბობს, რომ ჰა­ერ­ში ჟანგბა­დის არ­სე­ბო­ბას ვე­ღარ გრძნობს: "და­ახ­ლო­ე­ბით 4 წე­ლია, აქ ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, ამ­დე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი, გა­მო­ნა­ბოლ­ქვი და მშე­ნებ­ლო­ბე­ბი... ქუ­ჩე­ბი გა­უმწვა­ნე­ბე­ლია, ყვე­ლა­ფე­რი და­ბე­ტონ­და, არა­და ვფიქ­რობ, რომ ამას შე­იძ­ლე­ბა ეშ­ვე­ლოს, უბ­რა­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა მო­ინ­დო­მოს."

41 წლის ნი­ნო­საც, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 10 წე­ლია, ვა­კე­ში ცხოვ­რობს, იგი­ვე პრობ­ლე­მა აწუ­ხებს. ამ­ბობს, რომ გამ­წვა­ნე­ბას მხო­ლოდ კორ­პუ­სე­ბის აივ­ნებ­ზე თუ ნა­ხავ:

"ჩემი კორ­პუ­სის წინ წიწ­ვო­ვა­ნი ხე­ე­ბი იდგა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის ფილ­ტვე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ჩე­ხეს და მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყეს, თან იმ­დე­ნად ახ­ლოს, რომ ფან­ჯრე­ბი ერ­თმა­ნეთს უყუ­რე­ბენ. გამ­წვა­ნე­ბა არა, ხმა­უ­რი, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი, მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და ამის გა­მო­სას­წო­რებ­ლად არა­ფე­რი კეთ­დე­ბა" - აღ­ნიშ­ნავს ნინო.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უკა­ნას­კნე­ლი კვლე­ვა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ში აზო­ტის დი­ოქ­სი­დი ნორ­მა­ზე მა­ღა­ლია:

"სექ­ტემ­ბერ­ში დე­და­ქა­ლა­ქის 18 წერ­ტი­ლი გა­და­ვა­მოწ­მეთ, შე­დე­გე­ბი დიდი ბრი­ტა­ნე­თის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გავ­გზავ­ნეთ და სა­ბო­ლოო მო­ნა­ცე­მე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის ნორ­მა­ტი­ვებს შე­ვა­და­რეთ. შე­დე­გად, აზო­ტის დი­ოქ­სი­დის და­ბინ­ძუ­რე­ბა ნორ­მის ფარ­გლებ­ში იყო გლ­და­ნის პირ­ველ მიკ­რო­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე - ბენ­დე­ლი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე და მზი­უ­რის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. აზო­ტის დი­ოქ­სი­დით ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბა და­ფიქ­სირ­და მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ასე­ვე ავ­ლაბ­რის მო­ე­დან­ზე, ტაშ­კენ­ტის ქუ­ჩა­სა და მეტ­რო­სად­გურ "დე­ლის­თან", კი­ნოს­კო­ლის წინ, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე, დიდ დი­ღომ­ში პეტ­რი­წის ქუ­ჩა­ზე, ვა­კე­ში არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, მუ­ხი­ან­ში გობ­რო­ნი­ძის ქუ­ჩა­სა და დი­ღომ­ში მი­ქე­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოზო­ნი­სა და ბენ­ზო­ლის მაჩ­ვე­ნებ­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბა არ­სად არ ყო­ფი­ლა, ნორ­მა­ზე გა­დაც­დე­ნა მხო­ლოდ აზო­ტის დი­ოქ­სი­დის შემ­თხვე­ვა­ში და­ფიქ­სირ­და, რაც რა თქმა უნდა, ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­მო­ნა­ბოლ­ქვთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი", - გან­მარ­ტავს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, მა­რი­ნა არა­ბი­ძე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ოზო­ნის შემ­ცვე­ლო­ბა წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე 1,4-ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და ნორ­მას, ხოლო 9-ჯერ ვარ­კე­თილ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მშე­ნებ­ლო­ბებს, რომ­ლე­ბიც მწვა­ნე სა­ფა­რის შემ­ცი­რე­ბის ძი­რი­თად მი­ზე­ზად იქცა, მათ და­რე­გუ­ლი­რე­ბას თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის ჯგუ­ფი აპი­რებს. ჯგუ­ფის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი, მე­რაბ ბოლ­ქვა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ არას­წო­რი ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გად, დე­და­ქა­ლა­ქის არა­ერ­თი უბა­ნი ეკო­ლო­გი­უ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგას:

"გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბის ზრდას­თან ერ­თად, ერ­თმა­ნეთ­თან შე­ნო­ბე­ბის სი­ახ­ლო­ვეც იზ­რდე­ბა, რაც სახ­ლე­ბის გა­ნი­ა­ვე­ბა­სა და გა­ნა­თე­ბას პრობ­ლე­მებს უქ­მნის. რა­ღაც დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­ნა­ში მზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­წევ­დეს, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში დარ­ღვე­უ­ლია. როცა მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია და შე­ნო­ბე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ნორ­მა­ტი­ულ­ზე ახ­ლოს 10-12 მეტრში დგას, ბუ­ნებ­რი­ვია, იქ გა­ნა­თე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბი ნორ­მა­ში არ არის. ასე­ვე არ შე­იძ­ლე­ბა, რომ სამ, ოთხ და ხუ­თო­თა­ხი­ა­ნი ბინა ცალ­მხრი­ვი ორი­ენ­ტა­ცი­ით იყოს და არას­რულ­ფა­სოვ­ნად ნი­ავ­დე­ბო­დეს", - დას­ძენს მე­რაბ ბოლ­ქვა­ძე.

ურ­ბა­ნის­ტის თქმით, სა­შუ­ა­ლო ინ­ტენ­სი­ვო­ბის 4-5 სარ­თუ­ლი­ან გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა­ში 120-150 ადა­მი­ა­ნი, ხოლო მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა­ში ჰექ­ტარ­ზე 240-280 მცხოვ­რე­ბი უნდა იყოს, რაც სპორ­ტის სა­სახ­ლის უკან, ალექ­სი­ძის ქუ­ჩა­ზე, ყიფ­ში­ძის ქუ­ჩის ფრაგ­მენტზე, დო­ლი­ძე-ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ქუ­ჩის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ში, სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე, ზემო ვა­კე­სა და ვე­რა­ზე, ხო­რა­ვა­სა და ბარ­ნო­ვის ქუ­ჩებ­ზე დარ­ღვე­უ­ლია:

"მი­ზე­ზი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ზო­ნის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გა­ყიდ­ვაა, რა­საც თბი­ლი­სის მე­რია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახო­რი­ცე­ლებ­და. კო­ე­ფი­ცი­ენ­ტად დად­გე­ნი­ლია 2,5, ინ­ვეს­ტო­რე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბულ პრო­ექ­ტში კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბი 5,6 და 7-მდე იზ­რდე­ბო­და, თუმ­ცა ჩვენ გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­ში გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბის გა­ყიდ­ვა აიკ­რძა­ლე­ბა," - დას­ძენს მე­რაბ ბოლ­ქვა­ძე.

გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით აწუ­ხებს 22 წლის მე­რაბს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წე­ლია გლ­და­ნის მცხოვ­რე­ბია. თით­ქმის ყო­ველ ღა­მით, როცა ქა­ლა­ქი ძი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა, მე­რა­ბის მიკ­რო რა­ი­ონ­ში ჩხუ­ბის ხმა ის­მის:

"ამის გამო თავს და­ცუ­ლა­დაც არ ვგრძნობ. ცოტა ხნის წინ პატ­რუ­ლის ეკი­პა­ჟი უბ­ნებს ამოწ­მებ­და ხოლ­მე, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ო­დია, აღარ და­მი­ნა­ხავს, არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა კი დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის" - გვე­უბ­ნე­ბა მე­რა­ბი და ამ პრობ­ლე­მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინერ­ტუ­ლო­ბას უკავ­ში­რებს.

გა­მო­კი­თხვის შე­დე­გებს აფა­სებს იუ­რის­ტი ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლი. მისი თქმით, მო­ქა­ლა­ქე­ებს მენ­ტა­ლუ­რად ჰქონ­დათ და აქვთ გან­ცდა, რომ გამ­გე­ო­ბა არის ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, ამი­ტომ თუნ­დაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის სა­კი­თხის მო­საგ­ვა­რებ­ლად არა მის, არა­მედ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­რე­ვას ელო­დე­ბი­ან:

"გამ­გე­ო­ბა არ არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნო, არც მო­ქა­ლა­ქე­ებს აქვთ ამის გან­ცდა, ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას მის­გან არ ითხო­ვენ, რაც უნდა შე­იც­ვა­ლოს," - გან­მარ­ტავს იუ­რის­ტი.

შე­კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად კარ­გად ას­რუ­ლებს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას, პა­სუ­ხობს, რომ მსგავ­სი კვლე­ვი­თა და კერ­ძო შემ­თხვე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით ამის თქმა რთუ­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად იმ მძი­მე პრობ­ლე­მე­ბი­სა, რაც კვლე­ვის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა პო­ზი­ტი­უ­რად შე­ა­ფა­სეს გარე გა­ნა­თე­ბა, დაგ­ვა-და­სუფ­თა­ვე­ბა და ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ხოლო ისე­თი სფე­რო­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა ტრან­სპორ­ტი, გზე­ბი, რეკ­რე­ა­ცია, ქა­ლა­ქის ძვე­ლი უბ­ნე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცია, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის კე­თილ­მო­წყო­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, კულ­ტუ­რის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სპორ­ტი და ახალ­გაზ­რდო­ბა, თბი­ლი­სე­ლე­ბის ნე­იტ­რა­ლურ შე­ფა­სე­ბას იმ­სა­ხუ­რებს.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ფოტო: ფონ­დი "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უჰაერო, "დაბეტონებული" ქალაქი - რა პრობლემები აწუხებთ ყველაზე მეტად თბილისელებს

უჰაერო, "დაბეტონებული" ქალაქი - რა პრობლემები აწუხებთ ყველაზე მეტად თბილისელებს

თბილისში დაახლოებით 1 120 000-მდე მოქალაქე ცხოვრობს. ქალაქის მოსახლეობის ნაწილს ყველაზე პრობლემატურად ავარიული შენობები, ახალი მშენებლობები, განათლების ინფრასტრუქტურა, გამწვანება, უსაფრთხოება და სოციალური დაცვა მიაჩნია.

შესაბამისი კვლევა ფონდმა "ღია საზოგადოება საქართველომ" ჩაატარა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "თბილისში არსებული ვითარების ზოგადი შეფასებისას რესპონდენტების 56% აცხადებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისი არასწორად ვითარდება. კვლევის ფარგლებში თბილისის 3 000 მოსახლე გამოიკითხა.

მართლაც, ქაოტური მშენებლობები, ავტომობილების რაოდენობა, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ჰაერის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია, ქალაქის მცხოვრებლებს დისკომფორტს უქმნის. ჩვენ სხვადასხვა უბანში მცხოვრებ მოქალაქეებს ვკითხეთ, ჩამოთვლილი პრობლემებიდან, ყველაზე მეტად რომელი აწუხებთ, გამოკვეთილი საკითხები კი სპეციალისტებმა შეაფასეს.

21 წლის ერეკლე ბავშვობიდან აღმაშენებლის გამზირზე ცხოვრობს. ამბობს, რომ ჰაერში ჟანგბადის არსებობას ვეღარ გრძნობს: "დაახლოებით 4 წელია, აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა, ამდენი ავტომობილი, გამონაბოლქვი და მშენებლობები... ქუჩები გაუმწვანებელია, ყველაფერი დაბეტონდა, არადა ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება ეშველოს, უბრალოდ ხელისუფლებამ უნდა მოინდომოს."

41 წლის ნინოსაც, რომელიც დაახლოებით 10 წელია, ვაკეში ცხოვრობს, იგივე პრობლემა აწუხებს. ამბობს, რომ გამწვანებას მხოლოდ კორპუსების აივნებზე თუ ნახავ:

"ჩემი კორპუსის წინ წიწვოვანი ხეები იდგა, ფაქტობრივად, ჭავჭავაძის გამზირის ფილტვები, რომლებიც გაჩეხეს და მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა დაიწყეს, თან იმდენად ახლოს, რომ ფანჯრები ერთმანეთს უყურებენ. გამწვანება არა, ხმაური, დაბინძურებული ჰაერი, მშენებლობები და ამის გამოსასწორებლად არაფერი კეთდება" - აღნიშნავს ნინო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უკანასკნელი კვლევა გვიჩვენებს, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში აზოტის დიოქსიდი ნორმაზე მაღალია:

"სექტემბერში დედაქალაქის 18 წერტილი გადავამოწმეთ, შედეგები დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიაში გავგზავნეთ და საბოლოო მონაცემები ევროკავშირის ნორმატივებს შევადარეთ. შედეგად, აზოტის დიოქსიდის დაბინძურება ნორმის ფარგლებში იყო გლდანის პირველ მიკროში, საბურთალოზე - ბენდელიანის ქუჩაზე და მზიურის პარკის ტერიტორიაზე. აზოტის დიოქსიდით ყველაზე მაღალი დაბინძურება დაფიქსირდა მელიქიშვილის ქუჩაზე, ასევე ავლაბრის მოედანზე, ტაშკენტის ქუჩასა და მეტროსადგურ "დელისთან", კინოსკოლის წინ, მარჯანიშვილის მოედანზე, დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩაზე, ვაკეში არაყიშვილის ქუჩაზე, მუხიანში გობრონიძის ქუჩასა და დიღომში მიქელაძის ქუჩაზე.

აღსანიშნავია, რომ ოზონისა და ბენზოლის მაჩვენებლის გადაჭარბება არსად არ ყოფილა, ნორმაზე გადაცდენა მხოლოდ აზოტის დიოქსიდის შემთხვევაში დაფიქსირდა, რაც რა თქმა უნდა, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვთანაა დაკავშირებული", - განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, მარინა არაბიძე.

მისივე განმარტებით, საშუალო წლიური მონაცემებით, ოზონის შემცველობა წერეთლის გამზირზე 1,4-ჯერ აღემატებოდა ნორმას, ხოლო 9-ჯერ ვარკეთილში.

რაც შეეხება მშენებლობებს, რომლებიც მწვანე საფარის შემცირების ძირითად მიზეზად იქცა, მათ დარეგულირებას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფი აპირებს. ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მერაბ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ არასწორი ურბანული განვითარების შედეგად, დედაქალაქის არაერთი უბანი ეკოლოგიური და უსაფრთხოების პრობლემების წინაშე დგას:

"განაშენიანების ინტენსივობის ზრდასთან ერთად, ერთმანეთთან შენობების სიახლოვეც იზრდება, რაც სახლების განიავებასა და განათებას პრობლემებს უქმნის. რაღაც დროის განმავლობაში ბინაში მზე აუცილებლად უნდა აღწევდეს, რაც ამ შემთხვევაში დარღვეულია. როცა მოსახლეობის რაოდენობა გადაჭარბებულია და შენობები ერთმანეთთან ნორმატიულზე ახლოს 10-12 მეტრში დგას, ბუნებრივია, იქ განათების კოეფიციენტები ნორმაში არ არის. ასევე არ შეიძლება, რომ სამ, ოთხ და ხუთოთახიანი ბინა ცალმხრივი ორიენტაციით იყოს და არასრულფასოვნად ნიავდებოდეს", - დასძენს მერაბ ბოლქვაძე.

ურბანისტის თქმით, საშუალო ინტენსივობის 4-5 სართულიან განაშენიანებაში 120-150 ადამიანი, ხოლო მაღალი ინტენსივობის განაშენიანებაში ჰექტარზე 240-280 მცხოვრები უნდა იყოს, რაც სპორტის სასახლის უკან, ალექსიძის ქუჩაზე, ყიფშიძის ქუჩის ფრაგმენტზე, დოლიძე-ბალანჩივაძის ქუჩის ცალკეულ მონაკვეთებში, სვანიძის ქუჩაზე, ზემო ვაკესა და ვერაზე, ხორავასა და ბარნოვის ქუჩებზე დარღვეულია:

"მიზეზი საცხოვრებელი ზონის კოეფიციენტის გაყიდვაა, რასაც თბილისის მერია წლების განმავლობაში ახორიცელებდა. კოეფიციენტად დადგენილია 2,5, ინვესტორების მიერ მომზადებულ პროექტში კი წლების განმავლობაში კოეფიციენტები 5,6 და 7-მდე იზრდებოდა, თუმცა ჩვენ გენერალურ გეგმაში გავითვალისწინეთ, რომ კოეფიციენტების გაყიდვა აიკრძალება," - დასძენს მერაბ ბოლქვაძე.

გამონაბოლქვი ნაკლებად, მაგრამ საზოგადოებრივი წესრიგის პრობლემა განსაკუთრებით აწუხებს 22 წლის მერაბს, რომელიც რამდენიმე წელია გლდანის მცხოვრებია. თითქმის ყოველ ღამით, როცა ქალაქი ძილისთვის ემზადება, მერაბის მიკრო რაიონში ჩხუბის ხმა ისმის:

"ამის გამო თავს დაცულადაც არ ვგრძნობ. ცოტა ხნის წინ პატრულის ეკიპაჟი უბნებს ამოწმებდა ხოლმე, მაგრამ ბოლო პერიოდია, აღარ დამინახავს, არსებული ვითარება კი დისკომფორტს მიქმნის" - გვეუბნება მერაბი და ამ პრობლემას ხელისუფლების ინერტულობას უკავშირებს.

გამოკითხვის შედეგებს აფასებს იურისტი ლევან ალაფიშვილი. მისი თქმით, მოქალაქეებს მენტალურად ჰქონდათ და აქვთ განცდა, რომ გამგეობა არის ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელება, ამიტომ თუნდაც საზოგადოებრივი წესრიგის საკითხის მოსაგვარებლად არა მის, არამედ ცენტრალური ხელისუფლების ჩარევას ელოდებიან:

"გამგეობა არ არის პასუხისმგებლობის მქონე, დამოუკიდებელი ორგანო, არც მოქალაქეებს აქვთ ამის განცდა, ამიტომ საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მისგან არ ითხოვენ, რაც უნდა შეიცვალოს," - განმარტავს იურისტი.

შეკითხვაზე, რამდენად კარგად ასრულებს საპატრულო პოლიცია თავის მოვალეობას, პასუხობს, რომ მსგავსი კვლევითა და კერძო შემთხვევებზე დაყრდნობით ამის თქმა რთულია.

მიუხედავად იმ მძიმე პრობლემებისა, რაც კვლევის შედეგად გამოიკვეთა, მოქალაქეებმა პოზიტიურად შეაფასეს გარე განათება, დაგვა-დასუფთავება და ტურისტული ინფრასტრუქტურა, ხოლო ისეთი სფეროები, როგორიცაა ტრანსპორტი, გზები, რეკრეაცია, ქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქცია, საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, ჯანმრთელობის დაცვა, საგანმანათლებლო პროგრამები, კულტურის ინფრასტრუქტურა, კულტურული ღონისძიებები, სპორტი და ახალგაზრდობა, თბილისელების ნეიტრალურ შეფასებას იმსახურებს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

ფოტო: ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი