საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 05:42-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 08:26-ზე ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის დროშა, გერბი და გასაღები - როგორ შეიქმნა დედაქალაქის სიმბოლოები, რომლის შესახებ ბევრ თქვენგანს არაფერი სმენია
თბილისის დროშა, გერბი და გასაღები - როგორ შეიქმნა დედაქალაქის სიმბოლოები, რომლის შესახებ ბევრ თქვენგანს არაფერი სმენია

ყვე­ლა ქა­ლაქს თა­ვი­სი სიმ­ბო­ლი­კა აქვს, მათ შო­რის, თბი­ლის­საც აქვს სა­კუ­თა­რი დრო­შა, გერ­ბი და გა­სა­ღე­ბი, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს დიდი დატ­ვირ­თვა არც ერთ დრო­ში მი­ე­ცა. მე­ტიც, ალ­ბათ ამ სიმ­ბო­ლი­კის შე­სა­ხებ თბი­ლი­სე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას იშ­ვი­ა­თად, ან სა­ერ­თოდ არა­ფე­რი სმე­ნია... 

ამ ყვე­ლაფ­რის შექ­მნა­ზე ფიქ­რი ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­უ­წყია. "პირ­და­პირ მთავ­რო­ბი­დან იყო მო­თხოვ­ნა, თბი­ლი­სის გერ­ბი შექ­მნი­ლი­ყო," - ამ­ბობს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში

აწ­გარ­დაც­ვლი­ლი მხატ­ვა­რი ემირ ბურ­ჯა­ნა­ძე, რო­მელ­საც წი­ლად ხვდა თბი­ლი­სის სიმ­ბო­ლი­კის ავ­ტო­რი ყო­ფი­ლი­ყო.

"რთუ­ლი ამო­ცა­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქით - რო­დე­საც არ­სე­ბობს ძლი­ე­რი და ლა­მა­ზი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ქარ­გა, სახ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში უკვე სხვა გზა და ხერ­ხია მო­სა­ძებ­ნი, რომ ცნო­ბილ ლე­გენ­დას, რომ­ლი­თაც თბი­ლი­სე­ლებს თავი მოგ­ვაქვს, მი­უ­სა­და­გო. მოკ­ლედ, მა­შინ­დე­ლი მთავ­რო­ბის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის­გან სიმ­ბო­ლი­კის შექ­მნა­ზე დიდი მო­თხოვ­ნა იყო და მხატ­ვრებს პი­რა­დად შეგ­ვხვდნენ...

ამ­ბობ­დნენ, უამ­რა­ვი უცხო­ე­ლი ჩა­მო­დის, ყვე­ლას თა­ვის ქვეყ­ნის, ქა­ლა­ქის სიმ­ბო­ლო­ე­ბი სუ­ვე­ნი­რად ჩა­მო­აქვს, სა­ნაც­ვლოდ კი, ვე­რაფ­რით ვპა­სუ­ხობ­თო...

ბო­ლოს ისე მოხ­და, რომ მე და­მე­კის­რა, შე­მექ­მნა თბი­ლი­სის სიმ­ბო­ლი­კა. საქ­მეს დიდი ინ­ტე­რე­სით, სიყ­ვა­რუ­ლით და ში­შით შევ­ხე­დე. იოლი არ იყო, მაგ­რამ დრომ თა­ვი­სი მო­ი­ტა­ნა და გარ­კვე­უ­ლი მუ­შა­ო­ბი­სა და ძა­ლის­ხმე­ვის შემ­დეგ მი­ვი­ღეთ ის, რაც დღეს გვაქვს...

ამ სიმ­ბო­ლო­ებ­მა ამ­დე­ნი წე­ლია არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა და ბედ­ნი­ე­რად ვთვლი თავს, რომ თბი­ლი­სის სიმ­ბო­ლი­კის მთე­ლი ატ­რი­ბუ­ტი­კის ავ­ტო­რი გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ამ ყვე­ლა­ფერ­მა ცხოვ­რე­ბა­ში თა­ვი­სი მხატ­ვრუ­ლი სა­ხი­ე­რე­ბა ვერ პოვა".

ქა­ლა­ქის დრო­შა

თბი­ლი­სის დრო­შა სწორ­კუ­თხა ფორ­მი­საა - თეთრ ფერ­ზე მკვეთ­რი, ურ­თი­ერ­თგა­დამ­კვე­თი, ფარ­თო, მუქი ცის­ფე­რი და შე­და­რე­ბით ვიწ­რო ოქ­როს­ფე­რი ზო­ლე­ბი აქვს.

გა­დაკ­ვე­თის ად­გი­ლი აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლია თბი­ლი­სის გერ­ბის გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით მუქ წი­თელ ფონ­ზე, რომ­ლის ირ­გვლივ შვი­დი ოქ­როს­ფე­რი შვიდ­ქი­მი­ა­ნი ვარ­სკვლა­ვია გან­ლა­გე­ბუ­ლი. ზო­ლე­ბის ასე­თი ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სიმ­ბო­ლუ­რია.

თბი­ლი­სის დრო­შა ოთხფე­რო­ვა­ნია: თეთ­რი, მუქი ცის­ფე­რი, ოქ­როს­ფე­რი და მუქი წი­თე­ლი, ხოლო შეს­რუ­ლე­ბის­თვის იგუ­ლის­ხმე­ბა სამი ფერი თეთრ ფონ­ზე.

ქა­ლა­ქის გერ­ბი

თბი­ლი­სის გერ­ბი, რო­გორც ქარ­თუ­ლი ფარი, მრგვა­ლი ფორ­მის, დამ­წერ­ლო­ბით შექ­მნი­ლი კომ­პო­ზი­ცი­აა. ასომ­თავ­რუ­ლი "თან" ასო­ნიშ­ნის გრა­ფი­რე­ბით აგე­ბუ­ლი ხოხ­ბი­სა და მი­მი­ნოს გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფორ­მა და ასო­თა თან­მიმ­დევ­რო­ბა ერთ მთლი­ან სიმ­ბო­ლოდ აღიქ­მე­ბა და გა­მო­ხა­ტავს დე­და­ქა­ლა­ქის ლე­გენ­დის არსს. გერ­ბის ზე­მო­თა ნა­ხე­ვარსფე­როს კი­დე­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლია შვი­დი შვიდ­ქი­მი­ა­ნი ვარ­სკვლა­ვი. ძი­რი­თად გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას ეხ­ვე­ვა მუ­ხის რტო - მა­რა­დი­უ­ლო­ბი­სა და ძლი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლო, რომ­ლის ძირ­შიც იქ­მნე­ბა ჯვრი­სე­ბუ­რი ტი­ხა­რი, სა­დაც ასომ­თავ­რუ­ლად (მრგვლო­ვა­ნი) და ნუს­ხა-ხუ­ცუ­რად ჩა­წე­რი­ლია "თბი­ლი­სი".

გერ­ბის ღერ­ძულ და­ბო­ლო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს წყლის თემა.

თბი­ლი­სის გერ­ბი დე­და­ქა­ლა­ქის ლე­გენ­და­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ჰე­რალ­დი­კუ­რი ნი­შა­ნია.

ქა­ლა­ქის სიმ­ბო­ლუ­რი გა­სა­ღე­ბი

რო­გორც გა­სა­ღე­ბის ზო­გა­დად მი­ღე­ბუ­ლი ფორ­მა შედ­გე­ბა სამი ნა­წი­ლი­სა­გან: გვირ­გვი­ნი, ღერო და გა­სა­ღე­ბის ენა. გვირ­გვი­ნი წარ­მო­ად­გენს ორი მშვილ­დი­სე­ბუ­რი, ტრა­პე­ცი­უ­ლი კვე­თის შე­პირ­და­პი­რე­ბულ ფორ­მას, რომ­ლის ზემო ნა­წილ­ში, ორი­ვე მხა­რეს ამოკ­ვე­თი­ლია წარ­წე­რა "თბი­ლი­სი". ქვე­მო ნა­წილ­ში კი ორი­ვე მხა­რეს და­ძერ­წი­ლია მუ­ხის რტო. მშვილ­დი­სე­ბუ­რი ფორ­მე­ბის შე­ერ­თე­ბი­სას პლას­ტი­კუ­რი ნა­კე­ცე­ბი ორი­ვე მხა­რეს ქმნის ის­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას. გვირ­გვი­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტავს დე­და­ქა­ლა­ქის ლე­გენ­დის თე­მას ხო­ხო­ბი­სა და მი­მი­ნოს რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით. მთლი­ა­ნად გვირ­გვი­ნი ეყ­რდნო­ბა ღე­როს, რომ­ლის თავი ბრო­წე­უ­ლის (სიმ­რავ­ლის სიმ­ბო­ლო) ფორ­მი­საა. გა­სა­ღე­ბის ღერო "თბი­ლი­სუ­რი აივ­ნის" რი­კულს მოგ­ვა­გო­ნებს და მთავ­რდე­ბა სი­მეტ­რი­უ­ლად შე­წყვი­ლე­ბუ­ლი ფრთი­სე­ბუ­რი ენით.

ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ქა­ლა­ქის სიმ­ბო­ლობს პრაქ­ტი­კუ­ლი დატ­ვირ­თვა ეძ­ლე­ვა, სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლის წო­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. წო­დე­ბა და­წეს­და თბი­ლი­სის სა­ხალ­ხო დე­პუ­ტათ­თა სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს აღ­მას­კო­მის 1979 წლის 26 ოქ­ტომ­ბრის დად­გე­ნი­ლე­ბით. წო­დე­ბას ანი­ჭებს თბი­ლი­სის მერი სა­ხელ­მწი­ფო ან სა­ზო­გა­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­დგი­ნე­ბით, რო­მელ­საც წი­ნას­წარ იხი­ლავს თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი მრჩე­ველ­თა საბ­ჭო. წო­დე­ბა ენი­ჭე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს თბი­ლი­სის წი­ნა­შე გა­წე­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის, ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში ხან­გრძლი­ვი და უმ­წიკ­ვლო სამ­სა­ხუ­რი­სა და მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ოს­ტა­ტო­ბი­სათ­ვის; უცხო სა­ხელ­მწი­ფო მო­ქა­ლა­ქე­ებს - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­სა და თბი­ლი­სის წი­ნა­შე. წო­დე­ბას ძი­რი­თა­დად ანი­ჭე­ბენ ყო­ვე­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში "თბი­ლი­სო­ბის" დღე­სას­წა­ულ­ზე. თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქეს გა­და­ე­ცე­მა ამ წო­დე­ბის დიპ­ლო­მი და სხვა რე­გა­ლი­ე­ბი, მათ შო­რის თბი­ლი­სის გა­სა­ღე­ბი, ამას­თან თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი სარ­გებ­ლობს სხვა­დას­ხვა შე­ღა­ვა­თით.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა

თბილისის დროშა, გერბი და გასაღები - როგორ შეიქმნა დედაქალაქის სიმბოლოები, რომლის შესახებ ბევრ თქვენგანს არაფერი სმენია

თბილისის დროშა, გერბი და გასაღები - როგორ შეიქმნა დედაქალაქის სიმბოლოები, რომლის შესახებ ბევრ თქვენგანს არაფერი სმენია

ყველა ქალაქს თავისი სიმბოლიკა აქვს, მათ შორის, თბილისსაც აქვს საკუთარი დროშა, გერბი და გასაღები, თუმცა ამ ყველაფერს დიდი დატვირთვა არც ერთ დროში მიეცა. მეტიც, ალბათ ამ სიმბოლიკის შესახებ თბილისელების უმეტესობას იშვიათად, ან საერთოდ არაფერი სმენია... 

ამ ყველაფრის შექმნაზე ფიქრი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებას დაუწყია. "პირდაპირ მთავრობიდან იყო მოთხოვნა, თბილისის გერბი შექმნილიყო," - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში

აწგარდაცვლილი მხატვარი ემირ ბურჯანაძე, რომელსაც წილად ხვდა თბილისის სიმბოლიკის ავტორი ყოფილიყო.

"რთული ამოცანის წინაშე დავდექით - როდესაც არსებობს ძლიერი და ლამაზი ლიტერატურული ქარგა, სახვით ხელოვნებაში უკვე სხვა გზა და ხერხია მოსაძებნი, რომ ცნობილ ლეგენდას, რომლითაც თბილისელებს თავი მოგვაქვს, მიუსადაგო. მოკლედ, მაშინდელი მთავრობის პირველი პირებისგან სიმბოლიკის შექმნაზე დიდი მოთხოვნა იყო და მხატვრებს პირადად შეგვხვდნენ...

ამბობდნენ, უამრავი უცხოელი ჩამოდის, ყველას თავის ქვეყნის, ქალაქის სიმბოლოები სუვენირად ჩამოაქვს, სანაცვლოდ კი, ვერაფრით ვპასუხობთო...

ბოლოს ისე მოხდა, რომ მე დამეკისრა, შემექმნა თბილისის სიმბოლიკა. საქმეს დიდი ინტერესით, სიყვარულით და შიშით შევხედე. იოლი არ იყო, მაგრამ დრომ თავისი მოიტანა და გარკვეული მუშაობისა და ძალისხმევის შემდეგ მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს...

ამ სიმბოლოებმა ამდენი წელია არსებობის უფლება მოიპოვა და ბედნიერად ვთვლი თავს, რომ თბილისის სიმბოლიკის მთელი ატრიბუტიკის ავტორი გახლავართ, მაგრამ საბოლოოდ ამ ყველაფერმა ცხოვრებაში თავისი მხატვრული სახიერება ვერ პოვა".

ქალაქის დროშა

თბილისის დროშა სწორკუთხა ფორმისაა - თეთრ ფერზე მკვეთრი, ურთიერთგადამკვეთი, ფართო, მუქი ცისფერი და შედარებით ვიწრო ოქროსფერი ზოლები აქვს.

გადაკვეთის ადგილი აქცენტირებულია თბილისის გერბის გრაფიკული გამოსახულებით მუქ წითელ ფონზე, რომლის ირგვლივ შვიდი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავია განლაგებული. ზოლების ასეთი ურთიერთდამოკიდებულება სიმბოლურია.

თბილისის დროშა ოთხფეროვანია: თეთრი, მუქი ცისფერი, ოქროსფერი და მუქი წითელი, ხოლო შესრულებისთვის იგულისხმება სამი ფერი თეთრ ფონზე.

ქალაქის გერბი

თბილისის გერბი, როგორც ქართული ფარი, მრგვალი ფორმის, დამწერლობით შექმნილი კომპოზიციაა. ასომთავრული "თან" ასონიშნის გრაფირებით აგებული ხოხბისა და მიმინოს განზოგადებული მხატვრული ფორმა და ასოთა თანმიმდევრობა ერთ მთლიან სიმბოლოდ აღიქმება და გამოხატავს დედაქალაქის ლეგენდის არსს. გერბის ზემოთა ნახევარსფეროს კიდეზე განლაგებულია შვიდი შვიდქიმიანი ვარსკვლავი. ძირითად გამოსახულებას ეხვევა მუხის რტო - მარადიულობისა და ძლიერების სიმბოლო, რომლის ძირშიც იქმნება ჯვრისებური ტიხარი, სადაც ასომთავრულად (მრგვლოვანი) და ნუსხა-ხუცურად ჩაწერილია "თბილისი".

გერბის ღერძულ დაბოლოებას წარმოადგენს წყლის თემა.

თბილისის გერბი დედაქალაქის ლეგენდაზე აღმოცენებული ჰერალდიკური ნიშანია.

ქალაქის სიმბოლური გასაღები

როგორც გასაღების ზოგადად მიღებული ფორმა შედგება სამი ნაწილისაგან: გვირგვინი, ღერო და გასაღების ენა. გვირგვინი წარმოადგენს ორი მშვილდისებური, ტრაპეციული კვეთის შეპირდაპირებულ ფორმას, რომლის ზემო ნაწილში, ორივე მხარეს ამოკვეთილია წარწერა "თბილისი". ქვემო ნაწილში კი ორივე მხარეს დაძერწილია მუხის რტო. მშვილდისებური ფორმების შეერთებისას პლასტიკური ნაკეცები ორივე მხარეს ქმნის ისრის გამოსახულებას. გვირგვინის ცენტრალური კომპოზიცია გამოხატავს დედაქალაქის ლეგენდის თემას ხოხობისა და მიმინოს რელიეფური გამოსახულებით. მთლიანად გვირგვინი ეყრდნობა ღეროს, რომლის თავი ბროწეულის (სიმრავლის სიმბოლო) ფორმისაა. გასაღების ღერო "თბილისური აივნის" რიკულს მოგვაგონებს და მთავრდება სიმეტრიულად შეწყვილებული ფრთისებური ენით.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქალაქის სიმბოლობს პრაქტიკული დატვირთვა ეძლევა, საპატიო თბილისელის წოდებას უკავშირდება. წოდება დაწესდა თბილისის სახალხო დეპუტათთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1979 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებით. წოდებას ანიჭებს თბილისის მერი სახელმწიფო ან საზოგადო ორგანიზაციის წარდგინებით, რომელსაც წინასწარ იხილავს თბილისის მერიასთან არსებული მრჩეველთა საბჭო. წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის; უცხო სახელმწიფო მოქალაქეებს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თბილისის წინაშე. წოდებას ძირითადად ანიჭებენ ყოველი წლის ოქტომბერში "თბილისობის" დღესასწაულზე. თბილისის საპატიო მოქალაქეს გადაეცემა ამ წოდების დიპლომი და სხვა რეგალიები, მათ შორის თბილისის გასაღები, ამასთან თბილისში მცხოვრები სარგებლობს სხვადასხვა შეღავათით.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი