პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემოდგომით მუხლის ტკივილმა რომ არ შეგაწუხოთ - "მკურნალის" მკითხველი ხალხურ რეცეპტს გიზიარებთ
შემოდგომით მუხლის ტკივილმა რომ არ შეგაწუხოთ - "მკურნალის" მკითხველი ხალხურ რეცეპტს გიზიარებთ

შე­მოდ­გო­მა­ზე ბევ­რს ახ­სე­ნებს თავს მუხ­ლის ტკი­ვი­ლი. "მკურ­ნა­ლის" მკი­თხვე­ლი ნინო მა­ი­სუ­რა­ძე გი­ზი­ა­რებთ ნა­ხარ­შის რე­ცეპტს, რო­მელ­საც მისი თქმით, სამ­კურ­ნა­ლო ეფექ­ტი აქვს და საკ­მა­ოდ შე­დე­გი­ა­ნია:

"შე­მოდ­გო­მა მუხ­ლის ტკი­ვი­ლის გა­რე­შე ჩემ­თვის უკვე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ყო­ველ წელს ერ­თსა და იმა­ვეს მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ეს არის ართრი­ტი, რო­მე­ლიც შე­მოდ­გო­მით მწვავ­დე­ბა და ეს სე­ზო­ნუ­რი გამ­წვა­ვე­ბა ჩემს ქრო­ნი­კულ პრობ­ლე­მა­საც ამ­წვა­ვებს.

ჩემ­თვის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბაა და რო­დე­საც საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბილ­მა წამ­ლებ­მა და პრო­ცე­დუ­რებ­მა ვერ მიშ­ვე­ლა, გა­დავ­წყვი­ტე ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნის­თვის მი­მე­მარ­თა. მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, რომ დაფ­ნის ფოთ­ლე­ბით ართრი­ტიც და ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზიც გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად იკურ­ნე­ბო­და და რე­ცეპ­ტიც მას­წავ­ლა. შე­მოდ­გო­მა დად­გე­ბა თუ არა, პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ მკურ­ნა­ლო­ბას ვი­ტა­რებ და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლიც ვარ.

რე­ცეპ­ტი ასე­თია:

რამ­დე­ნი­მე და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი დაფ­ნის ფო­თო­ლი ჩა­ყა­რეთ მო­მი­ნან­ქრე­ბულ ჭურ­ჭელ­ში და და­ას­ხით 300 მლ წყა­ლი, ადუ­ღეთ რამ­დე­ნი­მე წუ­თით და მო­ა­თავ­სეთ თერ­მოს­ში 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ეს ნა­ხარ­ში უნდა მი­ი­ღოთ ჩაის კოვ­ზით 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ყლუ­პე­ბით, 15-წუ­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბით (დიდი დო­ზით მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა), ასე უნდა გა­აგ­რძე­ლოთ 3 დღე, შემ­დეგ ერთი კვი­რა შე­ის­ვე­ნეთ და კვლავ გა­ი­მე­ო­რეთ.

მკურ­ნა­ლო­ბის დროს ძლი­ერ­დე­ბა შარ­დვა, შარ­დი ხდე­ბა ვარ­დის­ფე­რი, ასე რომ ეს ნუ შე­გა­ში­ნებთ. მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ჭი­როა დი­ე­ტის დაც­ვა, ის პრო­დუქ­ტე­ბი უნდა გა­მო­რი­ცხოთ მე­ნი­უ­დან, რომ­ლე­ბიც არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი სახ­სრე­ბის პრობ­ლე­მის დროს.

ასე­ვე იხი­ლეთ ხალ­ხუ­რი რე­ცეპ­ტე­ბი პროს­ტა­ტი­ტის და ოს­ტე­ო­პო­რო­ზის სამ­კურ­ნა­ლოდ

შემოდგომით მუხლის ტკივილმა რომ არ შეგაწუხოთ - "მკურნალის" მკითხველი ხალხურ რეცეპტს გიზიარებთ

შემოდგომით მუხლის ტკივილმა რომ არ შეგაწუხოთ - "მკურნალის" მკითხველი ხალხურ რეცეპტს გიზიარებთ

შემოდგომაზე ბევრს ახსენებს თავს მუხლის ტკივილი. "მკურნალის" მკითხველი ნინო მაისურაძე გიზიარებთ ნახარშის რეცეპტს, რომელსაც მისი თქმით, სამკურნალო ეფექტი აქვს და საკმაოდ შედეგიანია:

"შემოდგომა მუხლის ტკივილის გარეშე ჩემთვის უკვე წარმოუდგენელია. სპეციალისტები ყოველ წელს ერთსა და იმავეს მეუბნებიან, რომ ეს არის ართრიტი, რომელიც შემოდგომით მწვავდება და ეს სეზონური გამწვავება ჩემს ქრონიკულ პრობლემასაც ამწვავებს.

ჩემთვის მთავარი პრობლემის მოგვარებაა და როდესაც საქვეყნოდ ცნობილმა წამლებმა და პროცედურებმა ვერ მიშველა, გადავწყვიტე ხალხური მედიცინისთვის მიმემართა. მეგობარმა მითხრა, რომ დაფნის ფოთლებით ართრიტიც და ოსტეოქონდროზიც განსაკუთრებით კარგად იკურნებოდა და რეცეპტიც მასწავლა. შემოდგომა დადგება თუ არა, პროფილაქტიკურ მკურნალობას ვიტარებ და ძალიან კმაყოფილიც ვარ.

რეცეპტი ასეთია:

რამდენიმე დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 300 მლ წყალი, ადუღეთ რამდენიმე წუთით და მოათავსეთ თერმოსში 6 საათის განმავლობაში.

ეს ნახარში უნდა მიიღოთ ჩაის კოვზით 12 საათის განმავლობაში ყლუპებით, 15-წუთიანი შესვენებით (დიდი დოზით მიღება არ შეიძლება), ასე უნდა გააგრძელოთ 3 დღე, შემდეგ ერთი კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

მკურნალობის დროს ძლიერდება შარდვა, შარდი ხდება ვარდისფერი, ასე რომ ეს ნუ შეგაშინებთ. მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიეტის დაცვა, ის პროდუქტები უნდა გამორიცხოთ მენიუდან, რომლებიც არ არის რეკომენდებული სახსრების პრობლემის დროს.

ასევე იხილეთ ხალხური რეცეპტები პროსტატიტის და ოსტეოპოროზის სამკურნალოდ

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ჩემოდნებით ხელში - "მეამბოხე წყვილის“ პირველი ერთობლივი ფოტოები კანადიდან

23 თე­ბერ­ვალს ახალმთვა­რე­ო­ბაა - რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა

რას ნიშნავს პოლიამორული ურთიერთობა და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად რამდენიმე შეყვარებულის ყოლას